გუშინ სქარათველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა , დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა პირველ ლიგაში “მერანსა” და “რუსთავს” შორის გამართული მატჩი გარიგებულად სცნო. ორივე კლუბს დაეკისრა კონკრეტული სანქციები: ჯარიმა – 10 000 ლარი, ჩამოაკლდათ ექვსი ქულა სატურნირო ცხრილში და ნახსენები მატჩი, ანგარიშით, 0:3 წაგებად ჩაეთვალათ.
ზემოთ აღნიშნულ ფაქთტან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “რუსთავის” ოფიციალურმა დირექტორმა, ბადრი მაჭავარიანმა.
“ეს არის ბრალდება, მაგრამ აქვს თუ არა ამას საფუძველი, ეს სხვა თემაა. არ შეიძლება ადამიანი დაადანაშაულო, ისე, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს რაში დებ ბრალს და საჯაროდ გამოაცხადო ამის შესახებ. არაფრად არ ჩაგვთვალეს და გამოგვაცხადეს დამნაშავეებად. რა მნიშვნელობა აქვს სანქციის ზომას, წონას, ფორმას. როგორ შეიძლება ადამიანს ბრალი დასდო იმაზე, რომ ელექტრონული სისტემით რაღაც ფსონები მეტი შევიდა. ჩამოვიდა დოკუმენტი, რომელიც მიიღეს გაუხმაურებელ სხდომაზე და გამოიტანეს დასკვნა. ვერ ვგებულობ რა არის ამის უკან. ქართული ფეხბურთის სიწმინდისთვის? შევეჯიბროთ ამ სიწმინდეში. მაგრამ ჩვენ უნდა დაგვიმტკიცონ, რომ ეს დანაშაული ჩავიდინეთ, რადგან ჩვენ ამას არ დავთმობთ. ამ ეტაპზე კი გამოდის, რომ მე უკვე მიწოდებ დამნაშავეს და ამ დამღით მატარებ, მაგრამ ამას არ შევეგუები. რაც შეეხება მორიგ ნაბიჯს, როცა უკვე დოკუმენტალურად გვექნება ბრალდება, ოფიციალურად ხელმოწერილი, ჩვენ შესაბამისად, სადისციპინო კომიტეტის მიერ გაწერილ ვადებში შესაბამის ინსტანციებში გავასაჩივრებთ.” – განაცხადა ბატონმა ბადრიმ.