იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, შესაძლოა, უახლოეს დროში გენუის „სამპდორიასთან“ კონტრაქტი გააფორმოს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, მხარეებმა კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმეს. გარდა ამისა, გენუელებმა კასანოსთან მისი დისციპლინის საკითხიც განიხილეს. ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალდერ ძენგა კასანოს ყოფნის აუცილებლობას ნახავს.
ანტონიო ბოლო გუნდი „პარმა“ იყო, რომელიც მან იანვარში ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან 2011 წლამდე კასანო სწორედ „სამპდორიას“ ფერებს იცავდა.