სამუელ ეტოო: “ეს ისაა, ვინც მესის შეცვლის”

“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ კატალონიური გუნდის ფორვარდ ანსუმანე ფატის შესახებ ისაუბრა და მას ლიონელ მესის მემკვიდრე უწოდა.

“ვფიქრობ, ანსუ ფატი მომავლის ფეხბურთელია. დღესდღეობით ის გასაოცრად თამაშობს. კლუბმა ფატი კარგად უნდა მოამზადოს და მასზე იზრუნოს. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც მესის შეცვლის”, – ციტირებს ეტოოს სიტყვებს TyC Sports-ი.

ანსუ ფატიმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (26 იანვარი)


ნიანგი პრემიერ ლიგაში გააგრძელებს კარიერას


როგორც ცნობილი ხდება, ინგლისური “უოტფორდის” ხელმძღვანელებმა “მილანის” ფორვარდი, მ’ბაიე ნიანგი დაიმატეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი უოლტერ მაცარის გუნდს სეზონის ბოლომდე დაეხმარება.

22 წლის ნიანგმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18-ჯერ მოირგო “როსონერის” მაისური, თუმცა, ამ დროის მანძილზე მან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა. ამ შედეგმა კი იტალიური კლუბის უფროსები ვერ დააკმაყოფილა და მისი ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტეს.


ჰალილოვიჩი “ლას პალმასში” ითამაშებს


საქართველო

“ლას პალმასის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერის განხორციელებას. ხორვატი ფეხბურთელი გრან კანარიარულ კლუბში მომდევნო 18 თვის მანძილზე, იჯარის წესით ითამაშებს.

როგორც იცით, 20 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს “ბარსელონადან” “ჰამბურგში” გადაბარგდა, თუმცა გერმანულ ბუნდესლიგაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და უკან, ესპანეთში დაბრუნდა.


ადრიან რამოსი ზაფხულში “ბორუსიას” დატოვებს


დორტმუნდელების ოფიციალური გევრდი იტყობინება, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი, არენდის პერიოდის დასრულების შემდეგ, ივნისში ჩინურ “ჩონგქინგ ლიფანში” გადავა. 31 წლის სპორტსმენი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ადრიან რამოსს დორტმუნდის “ბორუსიაში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა. იგი იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ, რამოსი ნახევარწლიანი იჯარით “გრანადაში” გადავიდა.


ეტო’ო შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდეს


საქართველო

ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ 35 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ო საფეხბურთო კარიერა რუსულ პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი “ამკარის” რიგებში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ო ამჟამად თურქული “ანტალიასპორის” ღირსებას იცავს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს კამერუნელის შენარჩუნებას. თუმცა, ეტო’ოს მიერ გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი პოსტი, სადაც მას ხელში მისი სახელი და გვარით გაფორმებული “ამკარის” მაისური უჭირავს, თურქებისთვის ყველაფერს თავდაყირა აყენებს.


“ჩელსი” ახალი მეკარის დამატებას აპირებს


The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრი.

ბრიტანული პრესის ცნობით, ანტონიო კონტე ბეგოვიჩისა და ტიბო კურტუას პოტენციურ შემცვლელებად კრეიგ გორდონს (“სელტიკი”), დიეგო ლოპესსა (“ესპანიოლი”) და ფერნანდო მუსლერას (“გალათასარაი”) განიხილავს.


რანოკიამ ინგლისური გუნდები დააიგნორა


La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, პრემიერ ლიგური გუნდების სამიზნე, ანდრეა რანოკია “ინტერის” დატოვებას არ აპირებს.

როგორც იცით, რანოკიას გადაბირების სურვილი ღიად ორმა ინგლისურმა კლუბმა, “სუონსიმ” და “ჰალ სიტიმ” გამოთქვეს. თუმცა, როგორც ჩანს, 28 წლის მცველი ზამთარში სერია ა-ს არ დატოვებს.

ეტოო: “არა მგონია, მოურინიომ “ჩელსი” დატოვოს და “პსჟ”-ს მიაშუროს”

კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, რომელსაც ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თვლის, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის “ჩელსის” არ დატოვებს და “პარი სენ-ჟერმენში” არ გადაბარგდება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიომ დაუკმაყოფილებელი შედეგბის გამო შესაძლოა, ლონდონი დატოვოს და პარიზს მიაშუროს.

“არა მგონია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. მოურინიოს “პარი სენ-ჟერმენში” ვერ ვხედავ. მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბთან ერთად შეუძლია, ეს მოახერხა ყველა გუნდში, სადაც უმუშავია. არა მგონია, მან “ჩელსი” დატოვოს. მე ვფიქრობ, მოურინიო “ჩელსის” ამ რთული ვითარებიდან დაიხსნის და დადებით შედეგებს დააბრუნებს”, – ეტოოს კომენტარს RMC ციტირებს.

 

ოფიციალურად: ეტო’ო “ანთალიასპორის” ფეხბურთელია

“ანთალიასპორის” ოფიციალური ვეგბგვერდის ცნობით კლუბმა სამუელ ეტო’ოსთან კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 3-წლიანია.

გასულ სეზონში 34 წლის ეტო’ო “ევერტონის” და “სამპდორიას” შემადგენლობაში ასპარეზობდა და საერთო ჯამში 6 გოლის გატანა შეძლო.

კამერუნელ შემტევს “ბარსელონაში”, “ინტერში”, “ანჟიში” და “ჩელსიში” უთამაშია.

ეტო’ომ „ანთალიასპორშ“ ტრანსფერი დაადასტურა

კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ თურქულ „ანთალიასპორში“ ტრანსფერი დაადასტურა.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თურქეთის ელიტარული დივიზიონის ახალწვეულთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ცნობა მან თავისი „ინტაგრამის“ ოფიციალურ გვედზეც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ნახევარი წლის განამვლობაში სამუელი „სმპდორიაში“ თამაშობდა.

ეტო’ო 3-წლიანს გააფორმებს

“სამპდორიას” შემტევი სამუელ ეტო’ო რამდენიმე დღში “ანთალიასპორის” ფეხბურთელი გახდება.

ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით გამოცდილმა კამერუნელმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უახლოეს მომავალში სამწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

გასულ სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიატანა.

სამუელ ეტოოს ახალი კლუბი ცნობილია

კატალონიის “ბარსელონას”, “ინტერისა” და “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი სამუელ ეტოო ამიერიდან თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებს. კამერუნელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი თურქეთის სუპერლიგაში ახლადგადასულ “ანთალიასპორთან” გააფორმა.

ფეხბურთელმა, რომელმაც “ბარსელონას” მაისურით 100 გოლზე მეტი გაიტანა, ბოლო ორ წელში უკვე მეოთხე კლუბს მიაშურა. “ჩელსიდან” წამოსვლის შემდეგ, ეტოო “ევერტონში” გადავიდა, სადაც ცოტა ხანი დარჩა, 2015 წლის იანვარში კი “სამპდორიას” მაისური მოირგო.

ეტო’ო ანთალიასპორს უახლოვდება

“სამპდორიას” ფორვარდი სამუელ ეტო’ო კარიერას დიდი ალბათობით თურქულ სუპერლიგაში გააგრძელებს.

კამერუნელთან მოლაპარაკებებს “ანთალიასპორი” აწარმოებს, რასაც საკუთარ ოფიციალუ გვერდზე ადასტურებს.

თურქული მხარე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ 34 წლის შემტევის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევს.

დასრულებულ სეზონში ეტო’ომ სერია ა-ს 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

 

„სამპდორიას“ პრეზიდენტი: „ეტო’ოს სხვაგან გადასვლა ფულის გამო შეუძლია“

„სამპდორიას“ პრეზიდენტი მასიმო ფერერო ეჭვობს, რომ კლუბი სამუელ ეტო’ოს შენარჩუნებას ვერ მოახერხებს. ბოლო დროს კამერუნელის სახელს აშშ-სა და მექსიკურ კლუბებს უკავშირებენ.

„ვფიქრობ, მისი სხვა კონტინენტზე გადასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. მისი ჩვენთან კარიერის ბოლომდე დარჩენის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან მისი აქ ხილვა სწორედ მე მსურდა. თუმცა, თუ სამუელს წასვლა სურს, მაშინ, შეუძლია, საკუთარ გულსა და საფულეს დაუჯეროს“, – განაცხადა გენუური კლუბის პრეზიდენტმა.

ეტო’ო, შესაძლოა, „სამპდორიას“ მოთამაშე მწვრთნელი გახდეს

გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ, შესაძლოა, სინიშა მიხაილოვიჩს „მილანში“ ან „ნაპოლიში“ წასვლის შემთხვევაში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ კამერუნელი, სავარაუდოდ, გუნდის მოთამაშე მწვრთნელობაზე ფიქრობს, რის შესახებაც „სქაი სპორტ იტალია“ იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, 34 წლის ეტო’ომ „სამპდორიას“ პრეზიდენტ მასიმო ფერეროს თავისი კანდიდატურა უკვე შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ეტო’ოს შესაძლო ასისტენტად ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰენკ ტენ კატე მოიაზრება, რომელიც „ჩელსიში“ და „პანაითნაიკოსში“ მუშაობითაა ცნობილი. თუმცა, იტალიის სერია ა-ს რეგლამენტი გუნდის მთავარ მწვრთნელად მოთამაშის დანიშვნას კრძალავს, ამიტომაც, ფორმალუტად, შესაძლოა, კლუბს სწორედ ტენ კატემ უთავკაცოს.

სინიშა მიხაილოვიჩი: “მე და ეტო’ოს ურთიერთგაგებისთვის დრო დაგვჭირდა”

მასკერანომ სუარესი ეტოოს შეადარა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი “ბლაუგრანას” ყოფილ ფორვარდ სამუელ ეტოოს შეადარა.

“მოხარული ვარ, რომ სუარესი ასე სწრაფად გადის ადაპტირებას გუნდში, განსაკუთრებით კი – შეტევით ხაზში, რაც ერთობ რთულია. თავისი მახასიათებლებით ის “ბარსელონაში” ბოლო წლებში მოთამაშე თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტად ეტოოს მაგონებს. ლუისი მუდმივად ურტყამს, არ უშინდება მეტოქე გუნდის მცველებს. მოწინააღმდეგეები ხვდებიან, რომ მისგან მთელი მატჩის განმავლობაში მოსვენება არ ექნებათ”, – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს TyCSports-ი.

 

გალიანი: “ზაფხულში ეტოო შესაძლოა, “მილანში” აღმოჩენილიყო”

“მილანის” გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ გასულ წელს სამუელ ეტოო შესაძლოა, “როსონერიში” აღმოჩენილიყო.

შეგახსენებთ, რომ შარშან კამერუნელმა ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და დიდი ფიქრის შემდეგ ლივერპულის “ევერტონში” თამაში გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, მაშინ ერთ-ერთი ვარიანტად ეტოოს “მილანიც” ჰქონდა.

“გასულ ზაფხულს ეტოოს “მილანთან” კონტრაქტის გაფორმებამდე სულ ცოტა დააკლდა”, – ციტირებს გალიანის სიტყვებს “სქაი სპორტ იტალია”.

შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტოო ამჯერად გენუის “სამპდორიას” ღირსებას იცავს.