“ჩელსი” “ლევერკუზენს” დაუკავშირდა
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა “ბაიერ ლევერკუზენს” თურქი ნახევარმცველის, ჰაკან ჩალხანოღლუს ტრანსფერის თაობაზე მიმართეს, რომელსაც “არისტოკრატთა” თავკაცი, ანტონიო კონტე ოსკარის შემცვლელად მოისაზრებს. (Turkish-football.com)
“ატლეტიკომ” ალექსის სანჩესს დაუმიზნა
მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” სამიზნისათვის, ალექსის სანჩესისათვის იბრძოლონ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩილური გამოცემები ავრცელებენ. (El Grafico)
ჩიჩარიტო “ლევერკუზენის” დატოვებას არ აპირებს
“ბაიერ ლევერკუზენის” მექსიკელმა ფორვარდმა, ხავიერ ერნანდესმა ყველასათვის ნათელი გახადა, რომ ის ზამთარში გერმანული კლუბის დატოვებას არ აპირებს. “ეს ყველაფერი უბრალო სპეკულაციაა. არც მე და არც ჩემს აგენტს არ უსაუბრია სხვა კლუბის წარმომადგენლობასთან. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჩემი ერთადერთი სურვილი ამ კლუბში დარჩენაა.” (Kicker)
“ბორნმუთს” იჯარით ჯონ ტერის აყვანა სურს
ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ “ბორნმუთის” ხელმძღვანელობამ ლონდონის “ჩელსის” სეზონის ბოლომდე ჯონ ტერის იჯარის წესით აყვანის წინადადებით მიმართა. მას შემდეგ, რაც “ლურჯებმა” “ბორნმუთში” განათხოვრებული ნათან აკე დათქმულზე ადრე უკან დაიბრუნეს, ედი ჰაუს გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები გაუჩნდა. (Daily Mail)
ოფიციალურად: “ბენფიკამ” ტაარაბტი “ჯენოაში” გაანათხოვრა
სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდ, რომ პორტუგალიური “ბენფიკას” ფეხბურთელი, ადელ ტაარაბტი იჯარით გადავიდა იტალიურ “ჯენოაში”. 27 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე დარჩება “ჯენოაში”.
“ტოტენჰემს” ნიკო გაიტანი სურს
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მამლებმა” უკვე მიმართეს “ატლეტიკოს” ნიკო გაიტანის ტრანსფერის თაობაზე, თუმცა მადრიდელები ჯერ უარზე არიან. (London Evening Standard)