რა დაუწერეს გიორგი მარგველაშვილს გიბრალტარის ნაკრებთან მატჩის შემდეგ

8 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გულშემატკივრებსა და ნაკრების წევრებს გამარჯვება მიულოცა. ფოტოს საკმაოდ საინტერესო კომენტარები მოჰყვა.

cats

cats

როგორ აართვა კაშიამ ბურთი კონოპლიანკას (ვიდეო)

9 ივნისს, საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, გურამ კაშიამ კონოპლიანკას ბურთი ძალიან კარგად აართვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ივნისს ავსტრიაში შეიკრიბება

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით თბილისიდან 17 ფეხბურთელი გაემგზავრება. გუნდს ტრავმის გამო „რუბინის“ წევრი სოლომონ კვერკველია გამოაკლდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 23 კაციან სიაში იქნება „დინამო თბილისის“ წევრი ლაშა თოთაძე. გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა დვალი, ლევან ყენია და მათე ვაწაძე ნაკრებს ავსტრიაში შეურთდებიან.

გუნდს ორ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება ჯაბა კანკავა, რომელიც პოლონეთთან ოფიციალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. „ჩვენ გვინდოდა,რომ ჯაბა ნაკრებთან ერთად ყოფილიყო. მოგეხსენებათ კაპიტანი პოლონეთთან თამაშს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს, ამიტომ უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვა ფეხბურთელებს გამოვცდით, რომლებიც უკვე მატჩიდან ოთხ დღეში ოფიციალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას. ჯაბას არ ყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია.მე მას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ამხანაგურ თამაშში უმჯობესი იქნებოდა, ის ფეხბურთელები გამოგვეცადა მის პოზიციაზე ,რომლებმაც მოგვიანებით უკვე პოლონეთთან უნდა ითამაშონ“ – ამბობს კახა ცხადაძე.

უკვე ოფიციალურად, კახა ცხადაძის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს გიორგი ჩიხრაძე, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარე წლის მაისის თვემდე აზერბაიჯანის „სიმურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო. 47 წლის სპეციალისტი კახა ცხადაძის ასისტენტი იქნება. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მარტის თვიდან მუშაობენ გია ცეცაძე და მილოშ იევტიჩი. 9 ივნისს, თბილისის დროით 22:00საათზე ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. 13 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ქალაქ ვარშავაში საქართველო ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას პოლონეთთან გამართავს.

ცვლილებების შემდეგ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი „ტოსნო“ (რუსეთი), როინ კვასხვაძე „ოთელოსი“ (კვიპროსი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი „ინტერი“ (აზერბაიჯანი), გურამ კაშია „ვიტესი“ (ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე „ომონია“ (კვიპროსი), კახა ალადაშვილი „სკა ენერგია“ (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი „ტოსნო“ (რუსეთი), ლაშა დვალი „ქასიმფაშა“ (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე „დინამო“ თბილისი (საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი „კარპატი“ (უკრაინა), კახა მახარაძე „ფახთაქორი“ (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე „სპარტაკი“ (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე „ვოლინი“ (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი „ვიტესი“ (ჰოლანდია), გოგიტა გოგუა „სკა ენერგია“ (რუსეთი), ლევან ყენია „სლავია“ (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი „გენკი“ (ბელგია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე „ემპოლი“ (იტალია), მათე ვაწაძე „ორჰუსი“ (დანია), გიორგი ჭანტურია „კლუჟი“ (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი)

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველო პირველ მატჩს იტალიელებთან გამართავს

უკვე ცნობილია სათამაშო კალენდარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის შესარჩევ შეხვედრებს გამართავს. 2015 წელს ქართველ გოგონებს 4 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ, მათ შორის ორი მატჩი საქართველოში გაიმართება. ჩვენებს თამაში  22 სექტემბერს ჩეხეთთან, ხოლო 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოუწევთ. სასტარტო მატჩს კი, ქართველი გოგონები იტალიაში, 18 სექტემბერს ჩაატარებენ.

ევრო 2017-ზე საქართველოს ნაკრები მე-6  (F) ჯგუფში მოხვდა იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდ. ირლანდიის გუნდებთან ერთად. ნიდერლანდებში, ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ 8 ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული 6 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადავა. ფინალური ეტაპის კიდევ ერთ მონაწილეს, შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ჯგუფებიდან ორი მეორე ადგილოსანის ფლეი-ოფი გამოავლენს. მათ მასპინძელები ჰოლანდიელები შეუერთდებიან.

ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 2015 წლის 14 სექტემბრიდან, 2016 წლის 20 სექტემბრის შუალედში ჩატარდება.

18 სექტემბერი, 2015 / იტალია – საქართველო

22 სექტემბერი, 2015  / საქართველო – ჩეხეთი

24 ოქტომბერი, 2015  / საქართველო – ჩრდ. ირლანდია
იტალია – შვეიცარია

27 ოქტომბერი, 2015 / შვეიცარია – საქართველო

    ჩეხეთი – იტალია

27 ნოემბერი, 2015 / ჩრდ. ირლანდია – შვეიცარია

1 დეკემბერი, 2015  / შვეიცარია – ჩეხეთი

8 აპრილი , 2016 / შვეიცარია – იტალია

ჩრდ. ირლანდია – ჩეხეთი

12 აპრილი, 2016 / იტალია – ჩრდ. ირლანდია

                          ჩეხეთი -საქართველო

3 ივნისი, 2016 / ჩრდ. ირლანდია – საქართველო

4 ივნისი, 2016 /  ჩეხეთი – შვეიცარია

7 ივნისი, 2016 / საქართველო -იტალია

    ჩეხეთი – ჩრდ. ირლანდია

15 სექტემბერი, 2016 / საქართველო – შვეიცარია

16 სექტემბერი, 2016 / ჩრდ. ირლანდია – იტალია

20 სექტემბერი, 2016 / შვეიცარია – ჩრდ. ირლანდია

      იტალია – ჩეხეთი

სფფ-ის პრესსამსახური

ფაჩულიამ NBA-ს პირადი რეკორდი დაამყარა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ღამით „მილუოკი ბაქსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მეოთხე მატჩში „ჩიკაგო ბულზი“ ორი ქულით – 92:90 დაამარცხა, რითაც სერიაში ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 

ხსენებულ მატჩში ზაზა ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა NBA-ში ჩაჭრების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ზაზას ერთ შეხვედრაში 6 ჩაჭრა არასდროს ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ სერიის შემდეგი მატჩი 27 აპრილს ჩიკაგოში გაიმართება.

ჰოკეისტებმა მეორე მატჩიც მოიგეს

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა თურქეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში მეორე მატჩიც მოიგეს და გათამაშება მე-5 ადგილით დაასრულეს.

დასკვნით ტურში ქართველებმა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ნაკრებს ფრედ დასრულებული (4:4) ძირითადი დროის შემდეგ ბულიტების სერიაში სძლიეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მატჩში ისტორიაში პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა ბოსნიელებთან მოიპოვა. 

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ანდორას 7 უპასუხო გოლი გაუტანა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ფარერების ნაკრებმა მალტას 4:2 სძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი და შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური სწორედ ქართველმა გოგონემბა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ქართველებმა ფარერებს სძლიეს, შემდეგ კი მალტელებთან დამარცხდნენ.

ცხადაძის დებიუტის შედეგი – ცვლილებები და მომავლის იმედი

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა ჩაატარა. ახალი მწვრთნელის ხელში ეროვნულმა გუნდმა მალტასთან ამხანაგური გამარჯვების შემდეგ, გერმანიასთან საკვალიფიკაციო შეხვედრაში წააგო. ერთი შეხედვით შედეგები ლოგიკურია და ამის გაკეთება არც გასული წლის ფორმაციის ნაკრებს გაუჭირდებოდა, თუმცა წლის პირველმა სანაკრებო პაუზამ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად ჯვაროსნებს მრავალი სიახლე მოუტანა.

ცხადაძემ სანაკრებო მოღვაწეობა გაფართოებული შემადგენლობის გამოცხადებით დაიწყო, რომელშიც ნაკრებში დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად რამდენიმე ახალწვეულიც მოხვდა. საბოლოოდ ქვეყნის მთავარ გუნდს რევიშვილი, ნავალოვსკი, ამისულაშვილი, ყენია და ვაწაძე დაუბრუნდნენ.

სამწუხაროდ, პირველ შეკრებას არც კონფლიქტის გარეშე ჩაუვლია.შეგახსენეთ, რომ გაფართოებულ სიაში დასახელებულმა მერებაშვილმა საბოლოო განაცხადში მოხვედრა ვერ შეძლო, რის გამოც ცხადაძე გააკრიტიკა და ისიც კი განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებში არ ითამაშებს. თუმცა, ნაკრების მწვრთნელმა ემოციებს დიპლომატია ამჯობინა და განაცხადა, რომ მერებაშვილს შანსი კიდევ მიეცემა. შემადგენლობაზე საუბრისას ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კახა მახარაძის სახით ნაკრებს დებიუტანცი ყავდა, რომელმაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯერჯერობით მოლოდინი ვერ გაამართლა.

გადახალისებული შემადგენლობა ნაკრების სათამაშო მანერაზე და ტაქტიკურ სქემაზეც აისახა, რომელიც უფრო შემტევი გახდა, რაც გუნდს განსაკუთრებით მალტელებთან შეხვედრაში ეტყობოდა.

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თამაში 3-5-2-1 სქემით დაიწყო, რაც მოძღავ და ფიზიკურად ძლიერ ფლანგებს გულისხმობდა. მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა ნავალოვსკიმ ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა, აი კობახიძემ კი დაცვითი ფუნქციების შესრულებაში მოიკოჭლა.

11081271_871543162903595_3262890384950862140_n

მეტოქიდან გამომდინარე მეორე ნახევარში ცხადაძემ გაცილებით შემტევი 4-2-3-1 მოსინჯა, რამაც შედეგი გამოიღო. საქართველოს ნაკრების შემაგენლობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი რესურსი სწორედ იმ შემტევი ტრიოს პოზიციის ფეხბურთელებში გვყავს, რომლებმაც ფორვარდი გადაცემებით უნდა მოამარაგონ და ზოგადად თამაშის სურათი შექმნან. თუნდაც ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მერებაშვილი ნაკრებში ვერ მოხვდა, სწორედ ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მალტელებს გოლის გატანის და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ და ეფიონგის შეტევის შედეგიანად დასრულების შემთხვევაში მალტელები რომ სრული შემადგენლობით დაცვაში ჩადგებოდნენ ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება. თუმცა, საბოლოოდ ცხადძის გუნდი უფრო იღბლიანი აღმოჩდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მეორე და პირველი ოფიციალური მატჩი ცხადაძემ 3-5-2-1-ით დაიწყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქცენტი დაცვაზე გააკეთა და კობახიძის ნაცვლად მოედანზე დაცვაზე ორიენტირებული ლობჟანიძე ვიხილეთ.

11096566_874185055972739_2725422361016054943_n

ტრავმირებული ამისულაშივლის ნაცვლად კი თამაშში მე-3 წუთზე კიდევ ერთი დებიუტანტი, ლაშა დვალი ჩაერთო, რომელმაც მახარაძისგან განსხვავებით ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩი რომ გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა და ეს მოსალოდნელიც იყო. აი ცხადაძის ჩანაფიქრმა კი ვერ გაამართლა და გერმანელთა ტერიტორიული უპირატესობა სამათამაშოშიც და შედმეგ ტაბლოზეც აისახა. მწვრთნელის ტაქტიკური სქემა პირველ რიგში დატვირთულ მოედნის ცენტრს გულისხმობდა, თუმცა ხიფათი ყველაზე მეტად სწორედ ცენტრალური ზონიდან იქმნებოდა. ორივე გოლიც ამ ზონის მოთამაშეების უხეშ შეცდომებს მოჰყვა. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მარცხი კონკრეტული ეპიზოდების ბრალია. ხსენებული მომენტების გარდა გუნდებს შორის კლასშიც საკმაოდ დიდი სხვაობა იგრძნობოდა და გერმანელებმა ეს გამარჯვება განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, პირველივე ტაიმში დაიბევეს. მეორე ნახევარი კი ქართველი გულშემატკივრისთვის გვირაბის ბოლოს სინათლის მსგავსი გახდა. მასპინძლებმა უფრო თამამად შეუტიეს და მართალია განსაკუთრებული ხიფათი მეტოქის კართან ვერ შექმნეს, თუცმა დაგვანახეს რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

გულშემატკივრის მისია – გვერდში დავუდგეთ ჩვენს გუნდს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დინამო არენაზე წლის პირველ ოფიციალურ, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვან შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ბუნებრივია, რომ წყვილში აშკარა ფავორიტებიც სწორედ ჩვენი სტუმრები არიან.

სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად იქცა, რომ თბილისში ტოპ გუნდის ჩამოსვლა უსიამოვნო ფაქტების და ფანატიზმის გამოვლენის გარეშე ვერ ხერხდება. გერმანელთა ვიზიტმაც ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გამოავლინა და სამწუხაროდ პოპულარულიც კი გახადა, ვისთვისაც საკუთარ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში მეტოქის გამარჯვებაა სასურველი და მნიშვენლოვანი. ყველაზე “გამორჩეული” კი შვაინშტაგერის ფანი გამოდგა, რომელიც გუშნდელ ვარჯიშზე ვოლონტიორის საშვით მოხვდა და რაც შემდეგ გააკეთა უკვე მთელი მსოფლიოს განსჯის და გარკვეულ შემთხვევებში დაცინვის საგანიც გახდა.

Boy-Bastian

მოდით ერთი წუთით თავი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ადგილზე წარმოვიდგინოთ… ის ხალხი ვისი იმედიც გაქვს, ვინც წესით შენ უნდა გიგულშემატკიროს და შედეგის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანონ მეტოქე ფეხბურთელებთან ერთი ფოტოს გადაღების გამო საოცარ რაღაცებს ჩადიან. ამის ფონზე ალბათ ცოტა რთული უნდა იყოს საბრძოლო განწყობის შექმნა…

გასაგებია, რომ ჩვენი ნაკრები არასდროს არ გამოირჩეოდა კარგი შედეგებით და თავს ვერც ლამაზი ფეხბურის თამაშით მოიწონებს. ისიც ფაქტია, რომ განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდს ეხება, როცა ნაკრების მატჩს ხალხი ჩვეული ოპტიმიზმით აღარ ხვდება. მაგრამ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ გულშემატკივრობის კულტურა ჩვენთან ყოველთვის მოიკოჭლებდა და სკამების, დანების თუ სხვა უცხო საგნების მოედანზე სროლა იმ პერიოდშიც კი, როდესაც ნაკრები შედარებით უკეთეს შედეგს აჩვენებდა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამიტომ, როცა რაღაცას ვითხოვთ, მოდით ჯერ ჩვენ, გულშემატკივრებმა შევასრულოთ ჩვენი როლი კარგად და მერე უკვე იმის მორალური უფლებაც გვექნება, რომ ფეხბურთელებს გაცილებით მეტი მოვთხოვოთ.

გულშემატკივრობა მხოლოდ წარმატებასთან რომ არ არის დაკავშირებული ამას უამრავი ფაქტი ადასრუებს. გულშემატკივრობა ქალაქის, ქვეყნის და შენი გუნდის სიყვარულის ნაყოფია და არა ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, უარყოფითი იყოს, მაგრამ გუნდისადმი და შენი ქვეყნისადმი ნამდვილ სიყვარულს ეს ვერ გაანელებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი აქვს. გუნდში მომხდარი ცვლილებები კი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობაა. გულშემატკივრების ვალი ამ პერიოდში ძალიან მნიშვენლოვანია და თანადგომაში გამოიხატება. ჩვენი მინიმუმიც და მაქსიმუმიც სწორედ ეს არის. ნუ მივალთ სტადიონზე გერმანელების სანახავად, მივიდეთ ჩვენი ბიჭების საქომაგოდ, რომლებიც ამ დღეებში ყურადღების ნაკლებობას გრძნობენ.

არ აქვს მნიშვნელობა მოგვწონს ფედერაცია თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა მოგვწონს ნაკრების ტაქტიკა ან კონკრეტული ფეხბურთელი თუ არა… დღეს, მსოფლიოს ჩემპიონებს ვხვდებით და Fanebi.Com როგორც ნამდვილი ფანების ვებგვერდი მოგიწოდებთ – დღეს ფანების დღეა! უგულშემატკივრეთ ეროვნულ გუნდს!

 

რა ხდებოდა ბორჯღალოსნების გასახდელში რუმინთთან მატჩის წინ (ვიდეო)

რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბორჯღალოსნებს მინდორზე გასვლამდე შალვა სუთიაშვილმა მიმართა.

საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას უკრაინის გუნდთან გამართავს.

მატჩი ავსტრიაში, ქალაქ ლინცში შედგება, სადაც კახა ცხადაძის გუნდი პოლონეთთან გასამართ შეხვერამდე შეიკრიბება. შეგახსენებთ, რომ პოლონეთს ეროვნული ნაკრები სტუმრად, 13 ივნისს ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დაუპირისპირდება.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ვერსია, რომ ეროვნული ნაკრების სპარინგ პარტნიორი რუმინთის გუნდი იქნებოდა. 

 

ლევან ყენია: “მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი”

პრაღის “სლავიას” ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია აცხადებს, რომ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით ძალიან გახარებულია.

ყენიამ “ჯვაროსნების” მაისური ბოლოს 2013 წლის 23 მარტს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში მოირგო. ორწლიანი პაუზის შემდეგ კი კახა ცხადაძემ შემტევი ნახევარმცველი ქვეყნის პირველ გუნდში დააბრუნა.

“ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი. თუ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემა, ეს ბრწყინვალე რამ იქნება”, – ციტირებს ყენიას სიტყვებს “სლავიას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, ჩეხეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, “სლავიასა” და “მლადა ბოლესლავს” შორის გამართულ მატჩში (3:4) ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.