“ვიტ ჯორჯიას” მეკარემ ბათუმის “დინამოს” გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 ივნისს, საქართველოს თასზე “ვიტ ჯორჯიამ” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამო” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეკარე ჯონი შეროზიამ გაიტანა. მასპინძელთა კარის დაჯარმა 48-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ვიდეოს ლინკი: http://www.myvideo.ge/v/3613837

საქართველოს თასი: თბილისურ დერბიში გოლების წვიმა და პენალტების სერია (ვიდეო)

დღეს საქართველოს თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა. “მიხეილ მესხი 2”-ზე, დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “დინამოს” დაუპირისპირდა.

“დინამო” უკვე მეოთხე წუთზე ნიკა ძალამიძემ გაიყვანა წინ. ხოლო, 38-ეზე დმიტრო ივანისენიამ ორბურთიანი გახადა სხვაობა. პირველი ნახევარი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა კომფორტული სხვაობით მოიგო. თუმცა, მეორე ტაიმში “რკინიგზელები” გააქტიურდნენ და ჯერ 49-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო 83-ეზე რატი არდაზიშვილმა გაათანაბრა. ოთხ წუთში ოთარ კიტეიშვილმა 2:3 გახადა ანგარიში, თუმცა მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა წონასწორობა ისევ აღადგინა – 3-3.

გამომდინარე იქიდან, რომ დუელი ერთმატჩიანია, დაინიშნა დამატებითი დრო. 99-ე წუთზე თამაზ ბაბუნაძემ “დინამო” წინ გაიყვანა. თუმცა, მეორე დამატებითი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე არდაზიშვილმა 4-4 გახადა ანგარიში.

ეს სანახაობრივი, დაძაბული და არანორმალური თამაში ტერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც, საბოლოოდ, “დინამომ” იმარჯვა, ანგარიშით, 5:3. ერთადერთი პენალტი “ლოკოს” მხრიდან ნიკა ჭანტურიამ გააცუდა.

 

დანარჩენ ხუთ შეხვედრას რაც შეეხება, გეტყვით იმას, რომ “საბურთალო” გათამაშებას გამოეთიშა. მისი გამოგდება “ვიტ ჯორჯია 2”-მა შეძლო თერთნეტმეტრიანების სერიით. 120 წუთი უგოლოდ დასრულდა, თუმცა პენალტებში “ვიტ ჯორჯია 2”-მა იმარჯვა ანგარიშით, 4-2.

მარტივად მოიგო საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა “თბილისი 2016”-ს. ქუთაისის “ტორპედომ” გორის “გორთან” 2-0 მოიგო. ხოლო, “გაგრამ” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა “სიონი”.

 

რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებებს:

“გარდაბანი” – “იმერეთი”

“ლიახვი” (ცხ.) – “ალგეთი”

“მარგვეთი 2006” – “თელავი”

“ვიტ ჯორჯია” – “დინამო” (ბთ.)

“შუქურა” – “ნორჩი დინამო”

 პირველი ოთხი თამაში 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო უკანასკნელი შეხვედრა 19:00 საათზე. ეს იქნება 1/16 ფინალის ბოლო მატჩები.

 

დავით ყიფიანის სახელობის თასზე 1/16 ფინალის პირველი დღის მატჩები ჩატარდა

დღეს საქართველოს თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

უხვგოლიანობით გამოირჩა “დილასა” და “ქოჯაელის” შეხვედრა, რომელიც გორელებმა ანგარიშით, 8:0 მოიგეს და მერვედფინალში ყველაზე მარტივად გავიდნენ. საქართველოს ვიცეჩემპიონმა, “სამტრედიამ” “მეშახტესთან” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 3:2 იმარჯვა. რაც შეეხება “გურიას”, მათ ეროვნული ლიგის ბინადარ “კოლხეთს” მინიმალური ანგარიშით სძლიეს. თუმცა, იმარჯვა მეორე მეგრულმა გუნდმა, “მერანმა”. მან “მარკ სტარსი” ანგარიშით, 4:2 დაამარცხა. რაც შეეხება ბოლო ორ მატჩს, ორივეში მერვედფინალისტის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. პირველ შემთხვევაში “რუსთავმა” “სამგურალს” 120 წუთის მანძილზე ორი გოლი გაუტანა და ამდენივე მიიღო. თუმცა, წყალტუბოელების დამარცხება თერთმეტმეტრიანებით ანგარიშით, 6:5 მოახერხა. ხოლო, “მეტამ” “თბილისი სითისთან” უგოლო ფრე გააგორა, თუმცა შემდეგ პენალტებში 3:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 1/16 ფინალის მორიგი მატჩები გაიმართება:

“გორი” – “ტორპედო”

“თბილისი 2016” – “ჩიხურა”

“ვიტ ჯორჯია 2” – “საბურთალო”

“ლოკომოტივი” – “დინამო” (თბ)

“გაგრა” – “სიონი”

ხუთივე მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა

21 მარტს, ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თავდაპირველად წილისყრაში მონაწილეობა 64 გუნდს უნდა მიეღო, მაგრამ თერჯოლის „საპოვნელა“ გათამაშებიდან მოიხსნა. საბოლოოდ საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპების წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგა 2-ის ოთხმა, ლიგა 3-ის ოცმა და რეგიონული ლიგის 39 გუნდმა მიიღო.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

 

პირველი ეტაპის მატჩები 16, 17 და 18 აპრილს გაიმართება, მეორე ეტაპის შეხვედრები კი, 8-9 მაისს.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება გასული სეზონის ანალოგიური ფორმატით გაიმართება და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

“ჩიხურა” და “ტორპედო” ფინალისთვის ემზადებიან (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ “დავით ყიფიანის სახელობის” თასის ფინალში საჩხერის “ჩიხურა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ზემო იმერელთათვის ეს უკანასკნელი შანსია, რათა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდნენ. თავის მხრივ ქუთაისლები კი დუბლის გაფორმებასა და თავიანთი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარებას შეეცდებიან.

დღეს საჩხერლება მატჩის წინა ვარჯიში გორში “ბურჯანაძეზე” გამართეს, ხოლო ქუთაისლებმა ადგილობრივ “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე” ივარჯიშა.

შეხვედრა ხვალ გორში “თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე” 15:15 საათზე აიღებს სტარტს.

იხილეთ ფოთოები:

საქართველოს თასი: გუნდები მეოთხედფინალისთვის დაწყვილდნენ

28 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობას ლიგა 3-ის სამი, ეროვნული ლიგა 2-ის ერთი და ეროვნული ლიგის ოთხი კლუბი იღებდა.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

შევარდენი 1906 – ტორპედო
ჩიხურა – დილა
იმერეთი – ნორჩი დინამო
რუსთავი – დინამო თბილისი

ნახევარფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდები, ტრადიციულად, ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

Gff.Ge

საქართველოს თასი რვავე მეოთხედფინალისტი ცნობილია!

25-26 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

მერვედფინალის ცენტრალურ დაპირისპირებას ქუთაისმა უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „ტორპედო“ „სამტრედიას“ დაუხვდა. იმერული დერბი მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა და ქუთაისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა, 57-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ პენალტიდან გაიტანა. მატჩი კვლავ ტორპედოელთა შეტევებით გაგრძელდა და 90-ე წუთზე ბექა ტუღუშმა მეორედ აიღო სამტრედიელთა კარი.

აღსანიშნავია, რომ მერვედფინალის მონაწილე ლიგა 3-ის ოთხი გუნდიდან მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება სამმა მოიპოვა. ხონის „იმერეთმა“ ბოლონისის „სიონი“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. თბილისის „შევარდენი 1906“-მა ლანჩხუთის „გურიას“ აჯობა 2:0. თბილისის „ნორჩმა „დინამომ“ კი, თანალიგელი „გორი“ გამოთიშა ასპარეზობიდან. აღნიშნული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლო ფრით 0:0 დასრულდა. პენალტების სერია კი, დინამოელებმა უკეთ შეასრულეს და 4:3 იმარჯვეს.

მერვედფინალის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: რუსთავი 3:2 ზუგდიდი; დილა 1:0 კოლხეთი 1913; გაგრა 0:2 ჩიხურა; სამგურალი 0:2 დინამო თბ.

რუსთავი 3:2 ზუგდიდი

რუსთავი, „ფოლადი“

რუსთავი: ალავიძე, აფაქიძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, გოცაძე (65’ ვასაძე), ხოჯავა, ცაცკრილაშვილი (57’ სიჭინავა), ქათამაძე, გოგინაშვილი (74’ ლობჯანიძე), ციცვიძე, ჩიმაკაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ზუგდიდი: მამინაშვილი, აკობია, მალანია, რუხაია, ჟვანია, ძაძუა, სამუშია, გოგალაძე (87’ დანელია), ბუკია, ბულია (72’ კილასონია), გოლუბკა (54’ ბიგვავა)

მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

მსაჯები: პ. მაჭარაძე, გ. ელიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. დადაჰავა

გაფრთხილება: 51’ ნარიმანიძე (რუსთავი), 70’ ბულია (ზუგდიდი), 83’ ჩიმაკაძე (რუსთავი), 90’ ჟვანია (ზუგდიდი)

გოლები: 0:1 სამუშია (6), 1:1 ჩიმაკაძე (45’), 2:1 გოგინაშვილი (45’), 2:2 სამუშია (61), 3:2 ჩიმაკაძე (85)

იმერეთი 1:0 სიონი

ხონი, ცენტრალური სტადიონი

იმერეთი: მეძველია, ხელაძე, ხარაბაძე, საღინაძე, ჭანკვეტაძე, ამბროლაძე, ბანძელაძე, საღარეიშვილი, ყიფიანი, ცაგარეიშვილი (66’ ჩიხლაძე), თევდორაძე (71’ კილაძე)

მთ. მწვრთნელი: დათო ჭელიძე

სიონი: ზარქუა, სვანიძე, თევზაძე, ნემსაძე, კოშკაძე, სიხარულია, გურეშიძე, ჯაფიაშვილი, მანაგაძე (61’ უგულავა), დვალი, ჭეიშვილი (69’ ლილუაშვილი)

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, კ. სადილიანი, გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილება: 68’ გურეშიძე, 78’ სვანიძე (ორივე სიონი), 90’ საღინაძე (იმერეთი)

გოლი: 1:0 ჭანკვეტაძე (90)

დილა 1:0 კოლხეთი 1913

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯრიშვილი, ფოფხაძე, გაგოშიძე (88’ ტარავალიე), ქარქუზაშვილი, ძარია, კირკიტაძე, პაპავა, ფლავიო ნუბიო (66’ ეტოუ), მათიაშვილი, რიბეირო (61’ რაზმაძე)

მთ. მწვრთნელი: ზივ ავრაჰამ არიე

კოლხეთი 1913: სიკაჩი, გოგონაია, კილასონია, ქებურია, კორობკა (78’ ლუკავა), დაფე, კერძევაძე, კაკულია, ჟიშკარიანი, შალიკაშვილი (46’ ბუხაიძე), კოვტალიუკი

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, გ. ვარდიძე

გაფრთხილება: 18’ ქებურია, 63’ დაფე (ორივე კოლხეთი 1913), 63’ კირკიტაძე, 76’ ძარია (ორივე დილა)

გოლი: 1:0 რიბეირო (პენ) (33)

გაგრა 0:2 ჩიხურა

მცხეთა, „მცხეთა პარკი“

გაგრა: ნადირაძე, ჯიშკარიანი, ქურდაძე, გეთიაშვილი, მოსიაშვილი (82’ გ. ე. ტყეშელაშვილი), გ. ქურდაძე (82’ პაპავა), გვაზავა (90’ კიკნაძე), კახიანი, ლუცენკო, ქანთარია, ხინთიბიძე

მთ. მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

ჩიხურა: სეფიაშვილი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, მირცხულავა, გეგეჭკორი, გორგიაშვილი (85’ განუგრავა), დობროვოლსკი, დეკანოიძე (68’ სარდალიშვილი), ლექვთაძე (87’ კორიფაძე), გელაშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: ლ. სილაგავა, ა. აფციაური, ა. ჟივიძე, ჯ. ხორავა

გაფრთხილება: 35’ გეგეჭკორი, 65’ დობროვოლსკი, 76’ მირცხულავა (სამივე ჩიხურა), 79’ ლუცენკო (გაგრა)

გოლები: 0:1 გელაშვილი (80), კაკუბავა (84)

სამგურალი 0:2 დინამო თბ

წყალტუბო, „მურთაზ ხურცილავა“

სამგურალი: კუპატაძე, ბიბილაშვილი, კაკუშაძე, შალამბერიძე, ნერგაძე, ციცხვაია (70’ ლაღაძე), ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი (61’ ჩიხლაძე), ჯიმშელეიშვილი, ბრეგვაძე, ჯღამაია (46’ ბანძელაძე)

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე

დინამო თბ: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გველესიანი, პაპუნაშვილი (85’ კუცია), ქარდავა, თევზაძე, კიტეიშვილი, მიშენკო, ჩაკვეტაძე (64’ ზარია), არაბული (71’ მესხი), მიქელთაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილება: 42’ ბრეგვაძე

გოლები: 0:1 მიქელთაძე (30), 0:2 არაბული (პენ) (52)

ფკ გორი 0:0 (პენ 3:4) ნორჩი დინამო

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

ფკ გორი: სომხიშვილი, ლომიძე, ოქროპირიძე, კალხიტაშვილი, ელიაური, რომელაშვილი (56’ ჩხიკვაძე), სირბილაძე, კურმაშვილი, ზეინკლიშვილი, ნოზაძე (72’ მაჭარაშვილი), ბალიაშვილი (81’ სადაღაშვილი)

მთ. მწვრთნელი: დავით შუბითიძე

ნორჩი დინამო: მიქავა, ლობჟანიძე, ძამსაშვილი, თოდუა, ელიავა, ჯოჯუა, ჟვანია, პავლიაშვილი, მელქაძე (81’ კაკიაშვილი), დეისაძე, კემუხტაშვილი (60’ ბუკია, 106’ სტეფნიაშვილი)

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 5’ ელიაური, 30’ ოქროპირიძე (ორივე ფკ გორი), 88’ პავლიაშვილი (ნორჩი დინამო)

გაძევება: 26’ ძამსაშვილი (ნორჩი დინამო)

შევარდენი 1906 2:0 გურია

დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი

შევარდენი 1906: ჩოჩიშვილი, ფოფხაძე, ოდიკაძე, ჭელიძე, პატარკაციშვილი, გოგობერიშვილი, ნემსაძე, მაღალაძე, ფოჩხუა, კახელიშვილი (90’ მუმლაძე), მაგრაქველიძე (66’ მაისურაძე)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

გურია: ხვედელიძე, ბენაშვილი, მოსიძე, ტყემალაძე, შენგელია, კორკიტაძე (76’ მეგრელიშვილი), კაშია, კიკნაველიძე (83’ მალანია), ბარბაქაძე, გოგუაძე, ბახია

მთ. მწვრთნელი: გია იმნაძე

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, თ. ხუბულური

გაფრთხილება: 52’ ნემსაძე, 77’ კახელიშვილი (ორივე შევარდენი 1906)

გოლები: 1:0 მაღალდაძე (20), 2:0 მუმლაძე (90)

ტორპედო 2:0 სამტრედია

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

ტორპედო: კვასხვაძემ ჭიჭინაძე, ხურცილავა, მამასახლისი, კუხიანიძე (88’ ბაბუნაშვილი), საბანაძე (78’ კუჭუხიძე), გურული, დოლიძე (76’ ტაბატაძე), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე, კასრაძე (60’ რაჯამაშვილი), დათუნაიშვილი, ჩაგელიშვილი, მარკოზაშვილი, ბერიაშვილი (85’ სამუშია), ჯიქია (76’ ხაბეიშვილი)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე

გაფრთხილება: 7’ ტუღუში, (ტორპედო), 45’ ბერიაშვილი (სამტრედია) 75’ მამასახლისი, 90’ ხურცილავა (ორივე ტორპედო)

გოლები: 1:0 კუხიანიძე (პენ) (57), 2:0 ტუღუში (90)

 

დღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალის ოთხი შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალის ოთხი მატჩი გაიმართა.

რუსთავში, “ფოლადზე” ერთმანეთს “რუსთავი” და “ზუგდიდი” დაუპირისპირდნენ. მე-6 წუთზე სამუშიამ სტუმრები დააწინაურა.  44-ე და 45-ე წუთებზე, შესაბამისად, ციმაკაძემ და გოგინაშვილმა გაიტანეს და ახლა “რუსთავი” გავიდა წინ.

მეორე ნახევარში, 61-ე წუთზე სამუშიამ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი მასპინძლების მხრიდან ციმაკაძემ გაიტანა.

საბოლოოდ, 3-2 და “რუსთავი” მეოთხედფინალში გავიდა.

დანარჩენი სამი მატჩი ასე დასრულდა:

“ხონი” – “ბოლნისი” 1-0

“დილა” – “კოლხეთი 1913” 1-0

“გაგრა” – “ჩიხურა” 0-2

შეგახსენებთ, რომ ხვალ კიდევ ოთხი დაპირისპირება გაიმართება.

საქართველოს თასის მერვედფინალი: პრევიუ

25-26 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვერდფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება.

მერვედფინალის ცენტრალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ადგილობრივი „ტორპედო“ „სამტრედიას“ მიიღებს. იმერული კლუბების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული და სანახაობრივია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კლუბები უკვე მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩატარებული ორი შეხვედრიდან  ერთი სამტრედიელებმა მოიგეს, ერთი კი – ქუთაისელებმა.

საინტერესო უნდა გამოდგეს ლიგა 3-ის წარმომადგენელთა დაპირისპირებაც. „გორი“ საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს. გუნდები ლიგაშიც კარგად ასპარეზობენ: ხუთი ტურის შემდეგ დინამოელებს 8 ქულა აქვთ და მეოთხეზე არიან, გორელები კი – 6 ქულით მეხუთეზე. მერვედფინალში ლიგა 3-ის კიდევ ორი კლუბი იასპარეზებს. ხონის „იმერეთი“ საკუთარ მოედანზე „ბოლნისის „სიონს“ დაუხვდება, თბილისის „შევარდენი 1906“ კი ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის დანარჩენი წყვილები  ასე გამოიყურება: რუსთავი – ზუგდიდი, სამგურალი – დინამო თბ, დილა – კოლხეთი 1913, გაგრა – ჩიხურა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

იმერეთი – სიონი

25 აპრილი, ხონი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: შ. ქუხილავა, ზ. ფიფია, კ. სადილიანი, გ. კიკაჩეიშვილი

რუსთავი – ზუგდიდი

25 აპრილი, რუსთავი, “ფოლადი”, 16:00

მსაჯები: პ. მაჭარაძე, გ. ელიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, თ. დადაჰავა

გაგრა – ჩიხურა

25 აპრილი, მცხეთა, “მცხეთა პარკი”, 16:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ა. აფციაური, ა. ჟივიძე, ჯ. ხორავა

დილა – კოლხეთი 1913

25 პარილი, გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, გ. ვარდიძე

სამგურალი – დინამო თბ

26 აპრილი, მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”, 16:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: გაგა ჩხეტიანი (სამგურალი)

შევარდენი 1906 – გურია

26 აპრილი, დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი, 16:00

მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, თ. ხუბულური

ტორპედო – სამტრედია

26 აპრილი, ქუთაისი, “რამაზ შენგელია”, 20:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე

ფკ გორი – ნორჩი დინამო

26 აპრილი, გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, დ. ხარიტონაშვილი

 

საქართველოს თასი: მერვედფინალისტების ვინაობა ცნობილია

15 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ორი შეხვედრა. „ნორჩმა დინამომ“ რუსთავის „ფოლადზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ეროვნულ ლიგელი მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლოკოს ანგარიშის გათანაბერების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი ხიდეშელმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის გამოყენება ვერ მოახერხა. ნორჩ დინამოელთა მსგავსად ლიგა 3-ის ბინადარი „გორი“ კი, საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ დაუხვდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერია კი, მასპინძლებმა უკეთესად შეასრულეს და 6:5 დაამარცხეს მეტოქე.

საინტერესო გამოდგა „მცხეთა პარკზე“ გამართული შეხვედრა. თბილისის „ვიტ-ჯორჯიამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით თეიმურაზ მარკოზაშვილი გამოირჩა, ვეტერინართა მხრიდან კი, გოლი პაატა ღუდუშაურის ანგარიშზეა.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართულ შავიზღვისპირა დერბიში ფოთის „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა. ბათუმელთა მხრიდან გოლის გატანის კარგი შანსი პაპუნა ფონიავას მიეცა, მაგრამ ნახევარმცველმა პენალტი ვერ გამოიყენა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:

კოლხეთი 1913 1:0 დინამო ბთ
1:0 კოვტალიუკი (72)

ვიტ ჯორჯია 1:2 სამტრედია
0:1 მარკოზაშვილი (7), 1:1 ღუდუშაური (50), 1:2 მარკოზაშვილი (73)

გორი 1:1 დ.დ. (1:1, 6:5 პენ.) შუქურა
1:0 სირბილაძე (7), 1:1 კუტალია (64)

ნორჩი დინამო 1:0 ლოკომოტივი
1:0 დეისაძე (8)

ალგეთი – დინამო თბ 0:2
0:1, 0:2 არაბული (32, 85)

სამეგრელო – გურია 1:1 დ.დ. (1:1, 3:5 პენ.)
1:0 იაკობაშვილი (14), 1:1 გოგუაძე (90+2)

სამგურალი-2 – დილა 0:4
0:1, 0:2, 0:3 წიქარიძე (5, 29, 66), 0:4 კაკუშაძე (75ს.კ.)

საპოვნელა – ტორპედო 0:2
0:1 საბანაძე (57), 0:2 ქიმაძე (68)

რუსთავი – მერანი 1:0
1:0 სიჭინავა (90+2)

ლესიჭინე – ჩიხურა 0:7
0:1 მირცხულავა (18), 0:2, 0:3 ტატანაშვილი (22, 35), 0:4 გორგიაშვილი (41), 0:5 გაბედავა (54), 0:6 ტატანაშვილი (61), 0:7 სარდალიშვილი (85)

სქური – სიონი 1:3
0:1, 0:2 ლილუაშვილი (32, 58), 0:3 ხაბელაშვილი (70), 1:3 სალია (90+1)

ზუგდიდი – ცხინვალი 3:2 დ.დ. (2:2)
0:1 ცხოვრებაძე (37), 1:1 ფარჯიკია (45პენ), 2:1 კუკავა (58), 2:2 ლეჟავა (71), 3:2 ბულია (107)

შევარდენი 1906 – საბურთალო 1:2
0:1 ხარაიშვილი (18პენ), 0:2 ვაგნერი (58), 1:2 მაღალდაძე (90+4)

ჭიათურა – სამგურალი 1:4 დ.დ. (1:1)
0:1 კილაძე (60), 1:1 მოგელაძე (75), 1:2 დ. ჩიხლაძე (106), 1:3 ჩხეტიანი (110), 1:4 ბ. ლაღაძე (118)

გაგრა – მეშახტე 2:0
1:0 ქანთარია (4), 2:0 გ. ქურდაძე (45+3)

გარეჯი – იმერეთი 0:1
0:1 თევდორაძე (90+3)

საქართველოს თასის 1/16 ფინალი: პრევიუ

15 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ოც კლუბთან ერთდ ლიგა 3-ის რვა და რეგიონული ლიგის ოთხი კლუბი მიიღებს მონაწილეობას. მერვედფინალში გამსვლელი გუნდები კი ტრადიციულად ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მეთექვსმეტედფინალში ორი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება. მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“ საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თბილისის „ვიტ-ჯორჯია“ 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონ „სამტრედიას“ დაუხვდება. ქობულეთის „ჩელე არენაზე“ კი, შავიზღვისპირა დერბიში, ერთმანეთის წინააღმდეგ ფოთის „კოლხეთი“ და ბათუმის „დინამო“ წარსდგებიან.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის სრული განრიგი კი ასე გამოიყურება:

კოლხეთი 1913 – დინამო ბათუმი: 15 მარტი 15:00 საათი. ქობულეთი, ჩელე-არენა.
ზუგდიდი – ცხინვალი: 15 მარტი 15:00 საათი . ზუგდიდი, ზედა ეწერის სტადიონი.
შევარდენი 1906 – საბურთალო: 15 მარტი 19:00 საათი. თბილისი, ზ. ბენდელიანის სახ. სტადიონი.
სამეგრელო – გურია: 15 მარტი 15:00 საათი. ხონი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სტადიონი .
საპოვნელა – ტორპედო: 15 მარტი 15:00 საათი. სამტრედია, ე.მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.
ლესიჭინე – ჩიხურა: 15 მარტი 15:00 საათი. მარტვილი, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი.
ალგეთი – დინამო თბილისი: 15 მარტი 15:00 საათი. თბილისი, საწვრთნელი ცენტრი ბასა.
ვიტ ჯორჯია – სამტრედია: 15 მარტი 15:45 საათი. მცხეთა,მცხეთა-პარკი.
სამგურალი-2 – დილა: 15 მარტი 15:00 საათი. წყალტუბო, 26 მაისის სახელობის სტადიონი.
გარეჯი – იმერეთი: 15 მარტი 15:00 საათი. სართიჭალა, ცენტრალური სტადიონი.
გაგრა – მეშახტე: 15 მარტი 11:30 საათი. მცხეთა, მცხეთა-პარკი .
რუსთავი – მერანი: 15 მარტი 15:45 საათი. რუსთავი, ფოლადის სტადიონი.
სქური – სიონი: 15 მარტი 15:00 საათი. წალენჯიხა, საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონი.
ფკ გორი – შუქურა: 15 მარტი 15:00 საათი. გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
ნორჩი დინამო – ლოკომოტივი: 15 მარტი 11:30 საათი. რუსთავი, ფოლადის სტადიონი.
ჭიათურა – სამგურალი: 15 მარტი 15:00 საათი , ჭიათურა, თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონი.

წყარო: Gff.Ge

ყიფიანის თასი: 1/16 ფინალის მონაწილე ყველა გუნდი ცნობილია

11 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევი ეტაპის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა და მეთექვსმეტედფინალის მონაწილე ყველა გუნდი გამოვლინდა.
 
წყალტუბოს “26 მაისის სახელობის” სტადიონზე ადგილობრივმა „სამგურალი-2“-მა გულრიფშის „კოლხს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ბექა ლეშკაშელმა და ლევან ლიპარტელიანმა გაიტანეს, დამარცხებულთა მხრიდან კი -გოჩა ტვილდიანმა.
 
თბილისში „ბენდელას“ სტადიონზე „შევარდენი 1906“ ქედის „ბეთლემს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა, საბა თვალავაძემ ბურთ საკუთარ კარში ჩაჭრა, 84-ეზე კი, საბოლოო ანგარიში დავით ოდიკაძემ დააფიქსირა.
 
საქართველოს თასის მესამე შესარჩევი ეტაპის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
 
სამეგრელო – მარგვეთი 2006 2:0
გარეჯი – საბურთალო-2 4:0
ლესიჭინე 2016 – დინამო სოხუმი 1:0 დ.დ. (1:0)
ვარკეთილი – გორი 1:2 დ.დ. (0:1)
საპოვნელა – მარკ სტარსი 1:0
ლოკომოტივი-2 – ალგეთი 2:3 დ.დ. (2:2)
ლიახვი აჩაბეთი – სქური 0:1
ჭიათურა – თელავი 2:0
კოლხეთი ხობი – იმერეთი 0:1
გარდაბანი – ნორჩი დინამო 3:4
 
მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 15 მარტს გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
 
კოლხეთი 1913 – დინამო ბათუმი
ზუგდიდი – ცხინვალი
შევარდენი 1906 – საბურთალო
სამეგრელო – გურია
საპოვნელა – ტორპედო
ლესიჭინე 2016 – ჩიხურა
ალგეთი – დინამო თბილისი
ვიტ ჯორჯია – სამტრედია
სამგურალი-2 – დილა
გარეჯი – იმერეთი
გაგრა – მეშახტე
რუსთავი – მერანი
სქური – სიონი
ფკ გორი – შუქურა
ნორჩი დინამო – ლოკომოტივი
ჭიათურა – სამგურალი