1 თებერვალს შოტლანდიაში, ლიგის თასზე “სელტიკმა” საკუთარ მოედანზე “რეინჯერსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში “სელტიკის” ფეხბურთელმა კრის კომონსმა “რეინჯერსის” კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
1 თებერვალს შოტლანდიაში, ლიგის თასზე “სელტიკმა” საკუთარ მოედანზე “რეინჯერსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში “სელტიკის” ფეხბურთელმა კრის კომონსმა “რეინჯერსის” კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
30 ნოემბერს, შოტლანდიის ჩემპიონატში, “ჰართსსა” და “სელტიკს”
შორის გამართულ მატჩში ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი ასე გამოიყურებოდა:
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ლასანა დიარამ გლაზგოს „სელტიკთან“ მოლაპარაკება დაიწყო.
როგორც ცნობილია, 29 წლის მოთამაშე უკვე შოტლანდიაში გაემგზავრა. აქამდე ცნობილი შუახაზელი მოლაპარაკებას „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ აწარმოებდა, თუმცა, იმის გამო, რომ განაცხადში ადგილები შეზღუდულია, ლონდონურმა კლუბმა მასთან კონტრაქტის გაფორმება ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.
ცნობისთვის, ბოლოს ლასი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა.
გლაზგოს „სელტიკისა“ და ბუგლარეთის ნაკრების მცველი ალექსანდრე ტონევი რასიზმისთვის შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
მიმდინარე წლის სექტემბერში 24 წლის ფეხბურთელმა „აბერდინთან“ შეხვედრაში მეტოქე გუნდის მცველს შალემ ლოგანას შეურაცხყოფა მიაყენა.
თავის მხვრივ, კლუბი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ტონევი ზაფხულში „სელტიკში“ „ასტონ ვილადან“ იჯარით იანვრამდე გადაბარგდა. იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება, იგი „სელტიკის“ მაისურით თამაშს ვეღარ შეძლებს.
გლაზგოს “სელტიკის” აწ უკვე ყოფილი მეკარე ფრეიზერ ფორსტერი ინგლისურ “საუთჰემპტონში” გადაბარგდა.
26 წლის კიპერმა “წმინდანებთან” 2018 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.
არაოფიციალური წყაროს თანახმად, “საუთჰემპტონმა” ფორსტერის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.
ფრეიზერ ფორსტერი “სელტიკის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა: ორი სეზონის განმავლობაში კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, შემდეგ კი შოტლანდიურმა კლუბმა “ნიუკასლ იუნაიტედისგან” სრულად გამოისყიდა მეკარე.
ფორსტერი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის სამუნდიალე განაცხადშიც იყო შეყვანილი.
2 აგვისტოს “ტოტენჰემსა” და “სელტიკს” შორის გამართულ მატჩში (6:1), კრისტიან ერიქსენმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
ნილ ლენონის წასვლის შემდეგ “სელტიკის” მწვრთნელის ვაკანტური ადგილის დაკავება 6 წლის ეიდენ ჰედრიჯმა მოისურვა. ახალგაზრდა ქომაგმა “სელტიკის” ოფისში წერილიც კი გაგზავნა, თუმცა საპასუხოდ თავაზიანი უარი მიიღო.
პატარა ფანს კლუბის პრეზიდენტმა პიტერ ლოუელმა უპასუხა:
“ძვირფასო ეიდენ, დიდ მადლობას გიხდი შენი წრილისთვის და ჩვვენთვის დათმობილი დროისთვის.
როგორც იცი, ჩვენ ახალი მწვრთნელი, რონი დეილი უკვე დავნიშნეთ. ის აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენთვის სასურველი შედეგების მიღწევაში.
შენმა სურვილმა ძალიან გამახარა და იმედი მაქვს, ეს ოცნება აგიხდება და ერთხელაც “სელტიკს” მოედანზე შენ გაიყვან”
წერილთან ერთად კლუბის პრეზიდენტმა პატარა ქომას “სელტიკის” მაისურიც აჩუქა.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” გლაზგოს “სელტიკს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა, ქართული და შოტლანდიური კლუბები ერთმანეთს 3 ივლისს უცხოურ შეკრებაზე დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონმა” საქართველოს უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში მეორე პოზიცია დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ზესტაფონელები “სელტიკთან” მატჩს სწორედ ევროპის ლიგისათვის მოსამზადებელ პერიოდში გამართავენ.
როგორც იცით, გლაზგოს “სელტიკი” შოტლანდიის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. “სელტიკის” მწვრთნელმა ნილ ლენონმა და თავდამსხმელმა სამარასმა ჩემპიონობა პატარა გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს.
19 აპრილს, შოტლანდიის ჩემპიონატში “მოზერველსა” და “სელტიკს” შორის გამართულ მატჩში (3:3), “სელტიკის” ფეხბურთელმა ენტონი სტოუკსმა მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.
25 თებერვალს, შოტლანდიის ჩემპიონატში, “აბერდინსა” და “სელტიკს” შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გავიდა.
29 დეკემბერს, შოტლანდიის ჩემპიონატში, “ინვერნესმა” საკუთარ მოედანზე “სელტიკი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ სახალისო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა, როს დრეიპერმა მთავარი არბიტრი განზრახ წააქცია.