სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოდან გაწერეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი, საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა “ფერგის” ჯანმრთელობაზე თავისი საყვარელი ადამიანები იზრუნებენ. 76 წლის სპეციალისტმა თითქმის ერთი თვე გაატარა საავადმყოფოში.

როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა მაისის თვეში ინსულტი გადაიტანა. ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში, თუმცა მან კვლავაც გაიმარჯვა.

ფერგიუსონი თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ შეძლებს, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასწრებ თამაშებსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრებზე დასწრებას.

როგორია სერ ალექს ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად?

საბედნიეროდ, სერ ალექს ფერგიუსონი კომიდან გამოვიდა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას საუკეთესო სპეციალისტები ემსახურებიან და მათი თქმით, გამოჯანმრთელების ნიშნები შეინიშნება.

როგორც იცით, ბრიტანული ფეხბურთის ყველაზე წარმატებულმა სპეციალისტმა 5 მაისს ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციას ექიმები წარმატებულად აფასებენ.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ ცნობებს, 76 წლის სერ ალექს ფერგიუსონმა დღეს ახლობლებთან საუბარი და ექთნების დახმარებით გასეირნებაც კი შეძლო.

ექიმები ფერგიუსონის მდგომარეობას ოპტიმისტურად უყურებენ.

კიდევ რამდენი ხნით დარჩება ფეხბურთში არსენ ვენგერი?

ლონდონის “არსენალის” ფრანგმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა თავის მომავალზე საუბრისას ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გაიხსენა და გაგვანდო, რომ შეიძლება, ის ფეხბურთში 71 წლის იუბილეს შემდეგაც დარჩეს.

“ფერგიუსონს ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც ჰქონდა ფეხბურთის გარდა და ჩემზე უფროსიც იყო, როდესაც კარიერა დაასრულა. ის ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან კარიერა 71 წლის ასაკში დაასრულა, მე 67 წლის ვარ.

არ ვიცი დავრჩები თუ არა კიდევ ოთხი წლით. შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

არ მინდა ფერგიუსონს რამე წავართვა, ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ იმ დროისთვის, მას უკვე გაკეთებული ჰქონდა თავისი საქმე. ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა.”

The Sun: ფერგიუსონს ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე სემ ალარდაისის ხილვა სურს

სერ ალექს ფერგიუსონს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის ხილვა სურს. ის ამის შესახებ თავისი სიტყვის თქმას ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის კრებაზე აპირებს. ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

როგორც იცით, როი ჰოჯსონმა “სამი ლომის” თავკაცის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ინგლისელები ევრო 2016-ის მერვედფინალურ მატჩში ისლანდიელებთან დამარცხდნენ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მწვრთნელს სჯერა, რომ “დიდი სემი” ამ შანსს იმსახურებს. ალარდაისმა სერ ალექსი “ვესტ ჰემში”, “სანდერლენდსა” და “ბოლტონში” წარმატებული ასპარეზობით მოხიბლა.

პატრის ევრამ სერ ალექს ფერგიუსონს დასცინა

“იუვენტუსის” მარცხენა მცველმა “მანჩესტერული” ხანა გაიხსენა, როდესაც მას სერ ალექს ფერგიუსონის ზედამხედველობით უწევდა თამაში.

ფრანგმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად ფერგიუსონია დაფიქსირებული. ამ ფოტოზე ალექსი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს…

A photo posted by Patrice Evra (@patrice.evra) on

“უფროსო მიყვარხარ, პატივს გცემ! მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რის გაკეთებას ცდილობდი? ჰაჰაჰა”

ანჩელოტი: “რომ არა “რეალი”, 100 პროცენტით “მანჩესტერში” წავიდოდი”

კარლო ანჩელოტიმ ინგლისურ The Times-ს გაუმხილა, რომ 2013 წელს ის “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებდა, რომ არა მადრიდის “რეალისგან” მიღებული წინადადება.

როგორც იცით, 2013 წელს “მანჩესტერის” ლეგენდამ, სერ ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ანჩელოტის თქმით, ფერგიუსონმა ის პარიზში, ვახშამზე დაპატიჟა, რათა მისთვის მწვრთნელის პოსტი შეეთავაზებინა.

“სასიამოვნო ვახშამი გამოვიდა. ღვინო ალექსმა აირჩია, მართლაც რომ ძალიან ძვირი იყო.” – განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.

“მაგრამ, იმ დროისთვის უკვე მიღებული მქონდა “რეალის” წინადადება. ასე რომ არ ყოფილიყო, 100%-ით “მანჩესტერში” წავიდოდი.”

ფერგიუსონმა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარული სპეციალისტის, სერ ალექს ფერგიუსონის აზრით, “ლესტერ სიტის” პრემიერ ლიგის მოგება 3 ტურით ადრე შეუძლია.

როგორც იციტ, კლაუდიო რანიერის შეგირდები პირველ ადგილზე იმყოფებიან და 5 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს, “ტოტენჰემს” (რომელიც დღეს “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება).

“რა თქმა უნდა, მათ ეს შეუძლიათ. მჯერა, რომ ისინი ჩემპიონები ლიგის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე გახდებიან.” – განაცხადა ფერგიუსონმა, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედს” ეს ტიტული 13-ჯერ მოაგებინა.

რუნი ფერგიუსონს გუნდიდან გაშვებას სთხოვდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი გუნდიდან წასვლას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს ყოფილ თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონს სთხოვა.

„მაშინ ფერგიუსონს ვუთხარი, რომ ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვების შემთხვევაში, სჯობდა, სხვა გუნდში გადავსულიყავი. თუმცა, ჟურნალისტებმა იმის შესახებ დაწერეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლა მინდოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არც კი ვიცი, თუ საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, 2004 წელს „იუნაიტედში“ სწორედ მის გამო გადავედი“, – განაცხადა რუნიმ.

ვის თვლის მსოფლიო დონის ფეხბურთელად ალექს ფერგიუსონი?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა თანამედროვე მსოფლიო დონის მოთამაშეებზე ისაუბრა.

„გეზეთების კითხვისას ან ტელეკომენტატორების მოსმენისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში უმაღლესი დონის ბევრი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, დღეს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სახით მხოლოდ ორი მსგავსი მოთამაშეა.

ბრწყინვალე ფეხბურთელების კრიტიკა არ მინდა, მაგრამ იმ მოთამაშეებს შორის, რომლებთან მუშაობა მომიწია, მსოფლიო დონის მხოლოდ კანტონა, გიგსი, რონალდუ და სქოულზი იყვნენ“, – ციტირებს „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულ თავკაცს გამოცემა „დეილი მეილი“.

ევრა: „ფერგიუსონმა მითხრა, რომ დიდებული მწვრთნელი გავხდები“

„იუვენტუსის“ მცველმა პატრის ევრამ მომავალში მწვრთნელობა არ გამორიცხა. ფრეანგის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა მის სამწვრთნელო ნიჭს ხაზი გაუსვა.

„კლუბიდან წასვლის წინ ფერგიუსონმა ოფისში დამიბარა. მან მითხრა, რომ გუნდში დიდი მწვრთნელი ორი ადამიანი გახდება. ერთი რაიან გიგზი იყო, ხოლო მეორე – მე. ახლა მწვრთნელის დიპლომის მიღება მსურს, შემდეგ კი ვნახავთ, თუ რა იქნება“, – განაცხადა ევრამ.

ფერგიუსონი “მანჩესტერ იუნაიტედის” დღევანდელ მატჩზე ვერტმფრენით მიფრინდა (ფოტოები)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე “იოვილ თაუინსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩს “წითელი ეშმაკების” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონიც დაესწრო. შოტლანდიელი სპეციალისტი სტადიონზე ვერტმფრენით დაეშვა.

მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ. გოლებიი ანდერ ერერამ და ანხელ დი მარიამ გაიტანეს.

Fergie1Fergie2

Fergie5

Fergie4

 

ჰორვარდი: „ფერგიუსონი MLS-ში დაბრუნებით მემუქრებოდა“

„ევერტონის“ მეკარემ ტიმ ჰოვარდმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნ „მეკარეში“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მისვლისას ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა. 2003 წელს„არსენალთან“ ინგლისის სუპერთასის მატჩში მან ტიერი ანრის მიერ შესრულებული ჯარიმა ვერ მოიგერია.

„შესვენებისას ფერგიუსონი ძალინ ყვიროდა: „სამი ადამიანი კედელში! ანრის წინააღმდეგ ოთხი კაცი უნდა დააყენო! თამაშის დროს უნდა იფიქრო! თუ კედლის დაყენება არ შეგიძლია, მე უკან MLS-ში დაგაბრუნებ. შენ აშშ-ში აღარ ხარ, შვილო“, – გაიხსენა ჰოვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მეკარე „ნიუ-იორკ მეტროსტარზიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003 წელს გადავიდა და „წითელი ეშმაკები“ 2007 წელს დატოვა.