ძანეტის ბოლო მატჩი “სან სიროზე”, სასწაულებრივად გადარჩენილი “სასუოლო” და იტალიური ტურის სხვა საინტერესო მოვლენები.
ინტერმა ძანეტი ლაციოს განადგურებით გააცილა
“ინტერმა” სან სიროზე “ლაციოს” დიდი ანგარიშით მოუგო. გოლები იკარდიმ, ერნანდესმა და პალასიომ (დუბლი) გაიტანეს.
თუმცა, შეხვედრა რომაელების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც სწორედ “ლაციომ” გახსნა. ევროპა ლიგაში მოხვედრის იმედი სტუმრებს ბიავამ გაუცოცხლა.
“ინტერმა” მალევე გაათანაბრა და შემდეგ დაწინაურდა კიდეც. მილანში ყველა ხვდებოდა, რომ ძანეტის ბოლო საშინაო მატჩზე წარუმატებელი შედეგი მისაღები არავისთვის არ იქნებოდა.
მატჩის დასრულების შემდეგ “ინტერის” კაპიტანი მაყურებლებს დაემშვიდობა.
სასუოლო სერია A-ში რჩება
უკანასკნელ ორ ტურში “სასუოლომ” სასწაულის მოხდენა შესძლო – ჯერ “ფიორენტინას”, შემდეგ კი “ჯენოას” გაუტანა ოთხი გოლი და ქვეყნის მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.
მატჩის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩსკომ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა: “ჩვენთვის ელიტაში დარჩენა სკუდეტოს მოპოვებას უდრის. ეს ნამდვილი სასწაული. მიხარია, რომ ამას შემტევი ფეხბურთით მივაღწიეთ”
მილანის მარცი და იუვენტუსის დომინირება
კლარენს ზედორფის “მილანი” ბერგამოში ადგილობრივ “ატალანტას” ესტუმრა. პირველი ტაიმი მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.
მეორე ნახევრის დებიუტში “ატალანტას” ლეგენდამ ჯანპაოლო ბელინიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და “მილანს” დაწინაურების საშუალება მისცა. თუმცა, ბელინისთვის, რომელიც სავარაუდოდ თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს, ყველაფერი კარგად დასრულდა. დენისმა ანგარიში პენალტით გაათანაბრა. ხოლო 96-ე წუთზე, შეცვალზე შემოსულმა 35 წლის ფრანცო ბრიენცამ ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და “მილანის” ოცნებებს წერტილი დაუსვა.
რომში “სტადიო ოლიმპიკოზე” ტურინის “იუვენტუსი” ადგილობრივ “რომას” ესტუმრა.
რუდი გარსიას შეგირდებისთვის ამ მატჩს პრინციპული მნიშნველობა ჰქონდა. მართალია, “იუვე” ოფიციალურად ჯერ კიდევ გასულ ტურში გაჩემპიონდა და რომაელებს ჩემპიონბის პირველი საფეხურისთვის ბრძოლის თეორიული შანსიც კი არ ჰქონდათ, მაგრამ “იუვენტუსის” საკუთარ გულშემატკივრების თვალწინ დამარცხება ღირსების საქმე იყო.
მატჩი “რომას” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “იუვენტუსი” მშვიდად იცავდა თავს. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ოსვალდომ ტურინელებს სამი ქულო მოუტანა.
10/05/14
ვერონა 2-2 უდინეზე
გოლები: ტონი 14′ (1:0); ჰალფრეასონი 54′ (2:0); დი ნატალე 56′ (2:1); აგიემანგ-ბადუ 90′ (2:2)
ინტერი 4-1 ლაციო
გოლები: ბლავა 2′ (0:1); პალასიო 7′ (1:1); იკარდი 34′ (2:1); პალასიო 37′ (3:1); ერნანესი 79′ (4:1)
11/05/14
ატალანტა 2-1 მილანი
გოლები: ბელინი 51′ (ს.კ. 0:1), დენისი 68′ (1:1); ბრიენცა 90′ (2:1)
ბოლონია 1-2 კატანია
გოლები: მონსონი 22′ (0:1); მორლეო 79′ (1:1); ბერგესიო 84′ (1:2)
კალიარი 0-1 კიევო
გოლი: დაინელი 72′
ლივორნო 0-1 ფიორენტინა
გოლი: კუარდადო 57′
სასუოლო 4-2 ჯენოა
გოლები: ფლორო ფლორესი 16′ (1:0); კალაიო 40′ (1:1); ბიონდინი 66′ (2:1); ჯილარდინო 76′ (2:2); ვრსალჟკო 86′ (ს.კ. 3:2); ფლორო ფლორესი 89′ (4:2)
სამპდორია 2-5 ნაპოლი
გოლები: საპატა 19′ (0:1); ინსინე 27′ (0:2); ედერი 30′ (1:2); ხოსე კალიეხონი 32′ (1:3); ჰამშიკი 47′ (1:4); მუსტაფი 61′ (ს.კ. 1:5); ვსოლეკი 88′ (2:5)
ტორინო 1-1 პარმა
გოლები: იმობილე 42′ (1:0); ბიაბიანი 71′ (1:1)
რომა 0-1 იუვენტუსი
გოლი: ოსვალდო 90′