“მილანის” ევროპული შანსი, “ინტერის” გამარჯვება და უხვგოლიანი მატჩი ნეაპოლში სერიას მორიგი ტურის მიმოხილვაში.
დაუმარცხებელი მილანი
კლარენს ზეედორფის გუნდს პროგრესი აშკარად ეტყობა. ფეხბურთის ხარისხი რა თქმა უნდა უკეთსის სურვისლ ტოვებს, მაგრამ “მილანისთვის” ახლა მთავარი შედეგია, რომელიც ბოლო დროს ზეედორფს აქვს. უკანასკნელი ხუთი მატჩიდან “მილანმა” ოთხის მოგება მოახერხა და ერთიც ფრედ დაასრულა. შედეგად “როსონერი” მერვე პოზიციაზე აღზევდა. ჩემპინატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე “ინტერთან” ჩამორჩენა 5 ქულას შეადენს.
გასულ ტურში “მილანმა” გათამშების გამოკვეთილ აუტსაიდერს, “კატანიას” უმასპინძლა და რიკარდო მონტოლივოს 23-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით მოახერხა სამი ქულის მოპოვება.
დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება
თითქმის ერთი თვე მოგებული მატჩის გარეშე. “ინტერი” “სამპდორიასთან” სათამაშოდ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიით ჩავიდა და გენოაში უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება მაოხერხა. კიდევ ერთი წარუამტებელი შეხვედრა მაცარის გუნდისთვის მეხუთე პოზიციის დაკარგვას ნიშნავდა, რაც “ინტერის” ევროშანსებს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.
თუმცა, მილანური კლუბი სამქეს პასუხისმგებლობით მოეკიდა და მასპინძელთა კარში ოთხი უპასუხო გოლის გატანა მოახერხა. ანგარიში იკარდიმ მე-13 წუთზე გახსნა. მე-20 წუთზე კი მატჩის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი მოხდა. “სამპდორიელმა” ედერმა წითელი ბარათი მიიღო და “ინტერს” საქმე მნიშვნელოვნად გაუადვილა. მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხეს და ნანატრი გამარჯვებაც მოიპოვეს.
იგუაინის ბენეფისი ნეაპოლში
ნეაპოლში ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება შედგა. “ნაპოლის” სტუმრად რომაული “ლაციო” ეწვია და ორი ბურთის გატანაც მოახერხა, თუმცა საკუთარ კარში ორჯერ მეტი მიიღო.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გონსალო იგუაინმა. არგენტინელმა სტუმართა გუნდის კარში სამი გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, შეხვედრაში ანგარიში “ლაციომ” გახსნა. 21-ე წუთზე რომაელები ლულიჩმა დააწინაურა. ტაიმის ბოლოს მერტენსმა აღადგინა წონასწორობა. შემდეგ კი, იგუაინის ჯერიც დადგდა. კიდევ ერთი რომაული გოლის ავტორი ონასი გახდა.
12/04/14
სასუოლო 1-1 კალიარი
გოლები: ზაზა 36′ (1:0); იბრაიმი 47′ (1:1)
რომა 3-1 ატალანტა
გოლები: ტადეი 13′ (1:0); ლიაიჩი 44′ (2:0); ჟერვინიო 63′ (3:0); მიგლიაჩიო 78′ (3:1)
13/04/14
ბოლონია 1-1 პარმა
გოლები: ჩერუბინი 44′ (1:0); პალადინო 79′ (1:1)
ლივორნო 2-4 კიევო
გოლები: სილიგარდი 6′ (1:0); პალოსკი 9′ (1:1); თერეუ 23′ (1:2) პაულინიო 34′ (2:2); პალოსკი 45′ (2:3); პალოსკი 56′ (2:4)
ვერონა 3-5 ფიორენტინა
გოლები: სალა 14′ (1:0); კუარდადო 31′ (1:1); აკვილანი 44′ (1:2); ბორხა ვალერო 63′ (1:3); ტონი 73′ (2:3); მატრი 83′ (2:4); აკვილანი 86′ (2:5); იტურბე 90′ (3:5)
ტორინო 2-1 ჯენოა
გოლები: ჯილარდინო 85′ (0:1); იმობილე 90′ (1:1); კერჩი 90′ (2:1)
სამპდორია 0-4 ინტერი
გოლები: იკარდი 13′ ; სამუელი 60′ ; იკარდი 63′ პალასიო 79′
ნაპოლი 4-2 ლაციო
გოლები: ლულიჩი 21′ (0:1); მერტენსი 42′ (1:1); იგუაინი 49′ ; 67′ (3:1); ონასი 82′ (3:2); იგუაინი 90′ (4:2)
მილანი 1-0 კატანია
გოლი: მონტოლივო 23′
14/04/14
უდინეზე 0-2 იუვენტუსი
გოლები: ჯოვინკო 16′ ; ლიორენტე 26′