იტალია: 37-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის პრევიუს. 

 

იუვენტუსი – ნაპოლი

სკუდეტოს მოპოვების შემდეგ “იუვენუსი” ჩემპიონატში ოპტიმალურისგან შორს მყოფ შემადგენლობას იყენებს, თუმცა შედეგებზე ეს არ აისახება. ერთი ვკირის წინ ტურინელებმა “ინტერის” დამარცხება შეძლეს, თასზე კი “ბებერ ქალბატონს” წარმატება ალესანდრო მატრიმ მოუტანა.

“ნაპოლის” კი ბოლო დროს საქმე კარგად არ აქვს. “დნიპროსთან” მარცხი შემდეგ ბენიტესის გუნდმა იტალირუი ლიგის აუტსაიდერებთან დაკარგეს ქულები. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მხოვედრის შანსს ინარჩუნებს, თუმცა ამ მიზნის განსახორციელებლად ტურინში გაარჯვებაა მოსაპოვებელი.

 

ჯენოა – ინტერი

“ჯენოაში” ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ევროტურნირებზე სათამაშო ლიცენზიას მიიღებენ. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ “ინტერს” “მასარიზე” ნამდვილი ბრძოლა ელის. მასპინძლები შეხვედრას ძალიან კარგ ფორმში ხვდებიან, რასაც უკანასკნელ ორ შეხვედრაში გატანილი 9 გოლი ადასტურებს.

“ინტერი” კი უკანასკნელ 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდი დაუმარცხებელის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. მართალია, მილანელები ევროზონის შანსს ინარჩუნებენ, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

 

ლაციო – რომა

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი ორშაბათს შედგება. რომში ერთმანეთის წინააღმდეგ დედაქალაქური დერბის ფარგლებში “ლაციო” და “რომა” დაუპირისპირდებიან და დიდი ალბათობით მიმდიანრე სეზონის ვერცხლის მედლების მფლობელსაც გამოავლენენ.

გასულ ტურში ორივე გუნდამ მინიმალური, მაგრამ ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, “ლაციოს” რამდნეიმე დღის წინ “იუვენუსთან” მძიმე ფინალის გადატანა მოუწია, რაც “რომასთვის” მცირე უპირატესობაც არის.

გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბულ დაპირისპრიებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

ტურის ყველა მატჩი

23.05 20:00 იუვენტუსი იუვენტუსი -:- ნაპოლი ნაპოლი დაწვრილებით
23.05 22:45 ჯენოა ჯენოა -:- ინტერი ინტერი დაწვრილებით
24.05 14:30 ემპოლი ემპოლი -:- სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
24.05 17:00 პალერმო პალერმო -:- ფიორენტინა ფიორენტინა დაწვრილებით
24.05 17:00 უდინეზე უდინეზე -:- სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
24.05 17:00 ლაციო ლაციო -:- რომა რომა დაწვრილებით
24.05 17:00 პარმა პარმა -:- ვერონა ვერონა დაწვრილებით
24.05 17:00 ჩეზენა ჩეზენა -:- კალიარი კალიარი დაწვრილებით
24.05 17:00 კიევო კიევო -:- ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
24.05 22:45 მილანი მილანი -:- ტორინო ტორინო დაწვრილებით

იტალია: 36-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის მიმოხილვას. 

 

ინტერი – იუვენტუსი

ტურის სასტარტო შეხვედრაში, იტალიურ დერბიში გამარჯვება უმოტივაციოდ მყოფ “იუვენტუსს” დარჩა. ქულებისთვის მებრძოლმა მილანალებმა კი ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირეს.

თუმცა, გასული შეხვედრა მასპინძლებისთვის კარგად იწყებოდა. მე-9 წუთზე “ინტერი” იკარდის გოლით დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 42-ე წუთზე მარკიზიოს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გათანაბრდა. საბოლოო შედეგი კი შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაფიქსირდა, როდესაც თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა.

 

რომა – უდინეზე

მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოა “რომამ”, რომელიც გასულ ტურში “უდინეზეს” მასპინძლობდა.

უმოტივაციოდ დარჩეინლამ სტუმრებმა სახელოვან მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს და მე-19 წუთზე პერიცას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ კიდეც. რომაელებმა გათანაბრება ტაიმის ბოლო წუთზე, ნაინგოლანის გოლით მოახერხეს. 65-ზე კი დედაქალაქელები ტოროსიდისმა დააწინაურა, რომელმაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა და საკუთარ გუნდს მეორე ადგილზე დარჩენაში დაეხმარა.

 

სამპდორია – ლაციო

გამარჯვება მეორე რომაულმა გუნდმაც იზეიმა, რომელიც გენუაში “სამპდორიას” ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გადამწვყეტი გოლის ავტორი 54-ე წუთზე გენტილეტი გახდა.

“ლაციოსთვის” ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნლობა ჰქონდა, ვინაიდან რომაელებს წინ თასის ფინალი და ჩემპიონატის ორი რთული მატჩი ელით, სადაც ქულების დაკარგვის ალბათობა დიდია. “ლაციოს” კი მესამე პოზიციის შენარჩუნება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა სურს.

 

ტურის ყველა მატჩი

16.05 20:00 ინტერი ინტერი 1:2 იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
16.05 22:45 სამპდორია სამპდორია 0:1 ლაციო ლაციო დაწვრილებით
17.05 14:30 სასუოლო სასუოლო 3:2 მილანი მილანი დაწვრილებით
17.05 17:00 კალიარი კალიარი 0:1 პალერმო პალერმო დაწვრილებით
17.05 17:00 ატალანტა ატალანტა 1:4 ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
17.05 17:00 ვერონა ვერონა 2:1 ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
17.05 17:00 ტორინო ტორინო 2:0 კიევო კიევო დაწვრილებით
17.05 22:45 რომა რომა 2:1 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
18.05 21:00 ფიორენტინა ფიორენტინა 3:0 პარმა პარმა დაწვრილებით
18.05 23:00 ნაპოლი ნაპოლი 3:2 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით

დარმიანი: „ამ სეზონში უკეთესად თამაში დავიწყე“

„ტორინოს“ მცველი მატეო დარმიანი თვლის, რომ ამ სეზონში მან უკეთესად თამაში დაიწყო.

„ვფიქრობ, ჩემი სათამაშო დონე უკეთესი გახდა. ამაში ევროპის ლიგაზე მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შემიწყო. ეს მნიშვნელოვანი სეზონი იყო.

ჩემი მომავალი? ჯერ იტალიის ჩემპიონატი დავასრულოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა დარმიანმა.

იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

იტალია: 36-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის პრევიუს. 

 

ინტერი – იუვენტუსი

ტურის იტალიური დერბით გაიხსნება, რომელსაც სატურნირო მნიშვნელობა მხოლოდ ერთი გუნდისთვის აქვს. “იუვენტუსი”, რომელიც უკვე ოფიციალურად გაჩემპიონდა მოახლოებულ თასის ფინალზე და “ბარსელონასთან” გადამწყვეტ ბრძოლაზე ფიქრობს. ამიტომ, ტურინელებისგან ძირითად შემადგენლობას არ უნდა ველოდოთ, რითიც უნდა ისარგებლოს ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “ინტერმა”.

თუმცა, მილანელები ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ლიდერის, ერნანესის გარეშე ხვდებიან. “ლაციოს” კარში დუბლის ავტორი ბრაზილიელი ფეხბურთელი ტურინელებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

რომა – უდინეზე

მილანში განცდილი მარცხის შემდეგ “რომა” საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ “უდინეზესთან” მოგებაც ეცდება. “მგლებს” გასულ ტურში აშკარად გაუმართლათ, როცა “ლაციოსგან” საჩუქარი მიიღეს და მეორე პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს. თუმცა, კონკრენტების იმედზე ყოფნა სოლიდური გუნდების საქმე არ არის, რომაელები კი საკუთარ თავს სწორედ ასეთად თვლიან.

მოტივაციის გარეშე დარჩენილ “უდინეზესთან” “რომა” აშკარა ფავორიტად ითვლება და დიდი ალბათობით სამ ქულასაც უპრობლემოდ მოიპოვებს.

სამპდორია – ლაციო

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე “ლაციო” მესამე ადგილზეა და “ნაპოლის” სამი ქულით უსწრებს. დასკვნით ტურებში კი რომაელებს დერბი და ნეაპოლში სტუმრობა ელით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს “ლაციოს” გამარჯვება და სამი ქულა აუცილებლად ესაჭიროება, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება.

“სამპდორიას” საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, რაც ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ეხება. სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებმა გათამაშების მეორე წრე პირველზე სუსტად ჩაატარეს, თუმცა გასულ კვირას წარუმატებელი სერია “უდინეზეს” განადგურებით შეწყვიტეს.

ტურის ყველა მატჩი

16.05 20:00 ინტერი ინტერი -:- იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
16.05 22:45 სამპდორია სამპდორია -:- ლაციო ლაციო დაწვრილებით
17.05 14:30 სასუოლო სასუოლო -:- მილანი მილანი დაწვრილებით
17.05 17:00 კალიარი კალიარი -:- პალერმო პალერმო დაწვრილებით
17.05 17:00 ატალანტა ატალანტა -:- ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
17.05 17:00 ვერონა ვერონა -:- ემპოლი ემპოლი დაწვრილებით
17.05 17:00 ტორინო ტორინო -:- კიევო კიევო დაწვრილებით
17.05 22:45 რომა რომა -:- უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
18.05 21:00 ფიორენტინა ფიორენტინა -:- პარმა პარმა დაწვრილებით
18.05 23:00 ნაპოლი ნაპოლი -:- ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით

იტალია: 35-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 35-ე ტურის მიმოხილვას.

 

იუვენტუსი – კალიარი

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ “იუვენტუსმა” პირველივე შეხვედრაში დაკარგა ქულები. მოსალოდენლი იყო, რომ  “რეალთან” მატჩებს შორის “კალიარისთან” შეხვედრაში ტურინელები ძალებს დაზოგავდნენ.

ხსენებულ მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოედანზე დაბრუნებულმა პოლ პოგბამ გახსნა. საბოლოო შედეგი კი მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე როზეტინიმ დააფიქსირა, თუმცა “კალიარის” სერია ა-ში დასარჩენად მაინც მინიმალური შანსები რჩება.

მილანი – რომა

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში “მილანმა” “რომას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს კეისუკე ჰონდას პასით ვან გინკელმა გახსნა და ტაიმიც მილანელთა გამარჯვებით დასრულდა. 59-ე წუთზე მასპინძლებმა დესტროს გოლით უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ამ შემთხვევაშიც ასისტენტობა ჰონდამ გასწია. ანგარიშში სხვაობა 73-ე წუთზე წუთზე, ტოტის მიერ შესრულებული პენალტით შემცირდა და დარჩენილ წუთებშიც რომაელები ქულის გადარჩენას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ და “მილანის” 5 მატჩიანი წარუამტებელი სერია ძლიერ მეტქოესთან მოპოვებული გამარჯვებით შეწყდა.

 

ლაციო – ინტერი

ტურის მეორე რომაულ-მილანური დაპირისპირებაც მილანელთა გამარჯვებით დასრულდა, რაც ამ შემთხვევაშიც არ იყო მოსალოდნელი შედეგი.

ანგარიში მასპინძლებმა მე-8 წუთზე, კანდრევას ძალისხმევით გახსნეს. 24-ე წუთზე კი “ლაციო” 10 კაცით დარჩა, როდესაც წითელი ბარათი მაურისიომ მიიღო. ამ ეპიზოდიდან დანიშნული ჯარიმა  ერნანესმა გოლად აქცია და ტაიმიც ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძებმა კიდევ ერთი გაძევება მიიღეს. ამჯერად თავი რომაელთა მეკარემ, მარკეტიმ “გამოიჩინა”. მის ნაცვლად კარში ჩამდგარმა ბერიშამ იკარდის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია, თუმცა 84-ე წუთზე მაინც გაუშვა. “ლაციოს” კარში მეორე გოლიც ყოფილმა რომაელმა, ერნანესმა გაიტანა.

ამრიგად “ლაციომ” მეორეზე გადასვლის შანსი ვერ გამოიყენა და 63 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა, “ინტერი” კი 52 ქულით მეშვიდეა.

 

ტურის ყველა მატჩი

09.05 20:00 იუვენტუსი იუვენტუსი 1:1 კალიარი კალიარი დაწვრილებით
09.05 22:45 მილანი მილანი 2:1 რომა რომა ვიდეო
10.05 14:30 კიევო კიევო 2:2 ვერონა ვერონა დაწვრილებით
10.05 17:00 ჩეზენა ჩეზენა 2:3 სასუოლო სასუოლო დაწვრილებით
10.05 17:00 უდინეზე უდინეზე 1:4 სამპდორია სამპდორია დაწვრილებით
10.05 17:00 პალერმო პალერმო 2:3 ატალანტა ატალანტა დაწვრილებით
10.05 20:00 ემპოლი ემპოლი 2:3 ფიორენტინა ფიორენტინა ვიდეო
10.05 20:00 პარმა პარმა 2:2 ნაპოლი ნაპოლი ვიდეო
10.05 22:45 ლაციო ლაციო 1:2 ინტერი ინტერი ვიდეო
11.05 22:45 ჯენოა ჯენოა -:- ტორინო ტორინო დაწვრილებით

იტალია: 34-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 34-ე ტურის მიმოხილვას. 

 

სამპდორია – იუვენტუსი

ტური ისტორიული, “იუვენტუსისთვის” მორიგი საჩემპიონო მატჩით გაიხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინელებმა ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოპოვება განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, გენუაში მინიმალური ანგარიშით მოგებული მატჩით შეძლეს.

შეხვედრის ბედი 32-ე წუთზე გატნაილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომლის ავტორი არტურო ვიდალი გახდა.

ამრიგად, “იუვენტუსმა” სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ოფიციალურად მოიპოვა ჩემპიონობა და სეზონს დასკვნით ეტაპზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე იფიქრებს. “სამპდორიასთვის” კი მარცხი ზედიზედ მეექვსე წარუამტებელი მატჩი იყო, რაც ევროპა ლიგისთვის ბრძოლაში მიჰალიოვიჩის გუნდის შანსებზე უარყოფითად აისახა.

 

რომა – ჯენოა

“ჯენოამ” ზედიზედ მეორე ისტორიული შედეგის დამტკიცება ვერ შეძლო და მილანის შემდეგ რომში გამარჯვება ვერ იზეიმა. ადგილობრივმა კლუბმა უმნიშვნელოვანეს სამი ქულა მოიპოვა და მეორე პოზიციაზე დაბრუნდა, რაც გარსიას შეგირდებმა დუბმიას და ფლორენცის გოლებით მოახერხეს.

“რომას” მეორე პოზიციაზე აღზევებაში დიდი როლი ბერგამოში ჩატარებული შეხვედრის შედეგმა ითამაშა, სადაც “ლაციომ” “ატალანტას” დამარცხება ვერ შეძლო და მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვით მთავარ კონკურენტს მნიშვნელოვანი პოზიცია დაუთმო.

 

მილანური წარუმატებლობა

ტური წარუმატებელი გამოდგა ორივე მილანური ლუბისთვის. “ინტერმა” ევროზონასთან მიახლოების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და საკუთარ მოედანზე “კიევოს” დამარცხება ვერ შეძლო. მართალია, მანჩინის გუნდმა წაუგებელი სერია გააგრძელა, მაგრამ გასულ ტურში გამარჯვების მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რისი გაკეთებაც “ინტერმა” ვერ შეძლო. თუმცა, “მილანის” შედეგთან შედარებით “ინტერი” კარგად გადარჩა.

პიპო ინძაგის გუნდი “ნაპოლის” სტუმრობდა, სადაც პირველივე წუთზე კაცნაკლული დარჩა. მართალია, მასპინძლებმა ამ ეპიზოდში პენალტი ვერ გამოიყენეს, თუმცა უდიდესი უპირატესობა გოლებად მეორე ტაიმში გარდასახეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც მოიგეს.

 

ტურის ყველა მატჩი

02.05 20:00 სამპდორია სამპდორია 0:1 იუვენტუსი იუვენტუსი ვიდეო
02.05 22:45 სასუოლო სასუოლო 0:0 პალერმო პალერმო დაწვრილებით
03.05 14:30 რომა რომა 2:0 ჯენოა ჯენოა ვიდეო
03.05 17:00 ვერონა ვერონა 0:1 უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
03.05 17:00 ატალანტა ატალანტა 1:1 ლაციო ლაციო ვიდეო
03.05 17:00 ინტერი ინტერი 0:0 კიევო კიევო დაწვრილებით
03.05 17:00 ფიორენტინა ფიორენტინა 3:1 ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
03.05 22:45 ნაპოლი ნაპოლი 3:0 მილანი მილანი ვიდეო
04.05 22:45 კალიარი კალიარი 4:0 პარმა პარმა დაწვრილებით
06.05 17:00 ტორინო ტორინო -:- ემპოლი ემპოლი დაწვრილებით

დი ნატალემ სერია ა-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ბაჯოს გაუსწრო

„ვერონასთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატელემ მორიგი გოლი გაიტანა, რომლის დახმარებითაც იტალიის უმაღლესი ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს გაუსწრო და მეექვსე ადგილზე ავიდა.

ამჟამად „უდინეზეს“ ვეტერანის ანგარიშე 206 გოლია. ისტორიაში მასზე უკეთესი შედეგი სერია ა-ში ჟოზე ალტეფინისა და ჯუზეპე მეაცას (ორივემ 216 გოლი გაიტანა), გუნარ ნორდალს (225), ფრანჩესკო ტოტის (241) და სილვიო პიოლას (274) აქვთ.

„ნაპოლიმ“ ათკაციან „მილანს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა

იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში „მილანი“ „ნაპოლის“ ეწვია. პირველ წრეში, ამ გუნდების დაპირისპირება „როსონერის“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით, მესამე ადგილისთვის მებრძოლ რაფაელ ბენიტესის გუნდს 3 ქულა ძალიან სჭირდებოდა, მოგების შემთხვევაში, ნეაპოლიტანელები „ლაციოს“ 4 ქულით მიუახლოვდებოდნენ.

შეხვედრა „ნაპოლის“ დაიწყო – უკვე პირველ წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის წაქცევისთვის მსაჯმა მატია დე შილიო გააძევა და დიეგო ლოპესის კარის მიმართლებით პენალტი დანიშნა, რომელიც გონსალო იგუუაინმა შეასრულა, თუმცა „როსონერის“ მეკარემ მისი მოგერიება მოახერხა. პირველ ნახევარში ნეაპოლიტანელებს ანგარიშის გახსნის სხვა არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა მათ გამოყენებას ზოგჯერ დიეგო ლოპესის საიმედო თამაშის, ზოგჯერ კი უბრლალო უიღბლობის გამო ვერ ახერხებდნენ. პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველ ოც წუთში „მილანი“ მეტოქის შეტევებს კვლავ უძლებდა, შეტევაში კი კვლავ ვერ გამოირჩეოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში იგუაინის დარტყმა ძელს მოხვდა. 70-ე წუთიდან 76-ე წუთამდე კი მასპინძლებმა მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს – ანგარიში მარეკ ჰამშიკმა გახსნა, თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე კი გონსალო იგუაინმა გაზარდა. წერტილი მანოლო გაბიადინიმ დასვა.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ 59 ქულა დააგროვა, „მილანი“ კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი „პალერმოსთან“ გაიყო.

“ფიორენტინამ” “ჩეზენას” სძლია

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში “ფიორენტინამ” “ჩეზენა” მიიღო და აუტსაიდერთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ფლორენციელები 31-ე და 35-ე წუთებზე ილიჩიჩის დუბლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმის ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. შესვენების შემდეგ “ფიორენტინას” შემადგენლობაში კიდევ ერთი გოლი ჯილარდინომ გაიტანა, რის შემდეგ 3 წუთში “ჩეზენამ” როდრიგესის ძალისხმევით საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.

ფიორენტინა 3-1 ჩეზენა

გოლები: ილიჩიჩი 31′ ; 35′ (2:0); ჯილარდინო 56′ (3:0); როდრიგესი 59′ (3:1)

“იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში ტურინის “იუვენტუსმა” ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ გაიფორმა.

გენუაში, “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით ტურინელებმა ტიტული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე ოფიციალურად გაიფორმეს.

“სამპასთან” მატჩში გამარჯვებულის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც შეხვედრის 32-ე წუთზე არტურო ვიდალმა გაიტანა.

იტალია: 34-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 34-ე ტურის პრევიუს. 

 

სამპდორია – იუვენტუსი

სერია ა-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე “იუვენტუსი” უახლოეს მდევარ “ლაციოს” 14 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “სამპდორიასთან” ფრის შემთხვევაშიც კი ტურინელები სკუდეტოს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებენ.

ტურინელთა დღევანდელი მასპინძელი, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, თუმცა ბოლო დროს საკუთარ გულშემატკივრებს იშვიათად თუ გაახარებს ხოლმე. გენუელები უკვე 5 ტურია ვერ იგებენ და ქუელბს “ჩეზენას” ან “ვერონას” დონის გუნდებთან კარგავენ. “სამპას” წარუმატებელმა სერიამ კონკურენტებს მიახლოების საშუალება მისცა და ბოლო ტურებში ევროთასებისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გახდა.

 

რომა – ჯენოა

კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება სურს მოახლოებულ ტურში რომს ესტუმრება. რუდი გარსიას გუნდმა გასულ ტურში საუკეთესო პერიოდი გაიხსენა და “სასუოლოს” სამი უპასუხო ბურთით სძლია, თუმცა მეორე პოზიციის დაბრუნება ვერ შეძლო. გახდება თუ არა წინა ტურის მატჩი “რომასთვის” გარდამტეხი სწორედ “ჯენოასთან” გამოჩნდება, რომელიც ბოლო პერიოდში საკმადო კარგად გამოიყურება. გასპერინის გუნდმა 58 წლიანი პაუზის შემდეგ “მილანის” დამარცხება მისსავე მოედანზე პირველად მოახერხეს. ამის ფონზე არც დედაქალაქში 1990 წლიდან პირველად მოგება ჩანს შეუძლებელი.

ინტერი – კიევო

“ინტერში” რამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ ევროპა ლიგის იმედი კვლავ გაჩნდა, რაც სავსებით ლოგიკურიცაა, რადგან “სამპას” და “ჯენოას” მილანელები 2-3 ქულით ჩამორჩებიან. ასე რომ, რობერტო მანჩინის ჩაგდებული სეზონის გადარჩენის შანსი გაუჩნდა და გათამაშების უკანასკნელმა ტურებმაც გარკვეული დატვირთვა მიიღო.

მოახლოებულ ტურში მილანელები “კიევოს” მასპინძლობენ, რომელმაც სერიაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და დარჩენილ ტურებში მოტივაციის გარეშეა დარჩენილი, რაც მილანელთა შანსებს წარმატებაზე ზრდის.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

02.05 20:00 სამპდორია სამპდორია -:- იუვენტუსი იუვენტუსი დაწვრილებით
02.05 22:45 სასუოლო სასუოლო -:- პალერმო პალერმო დაწვრილებით
03.05 14:30 რომა რომა -:- ჯენოა ჯენოა დაწვრილებით
03.05 17:00 ვერონა ვერონა -:- უდინეზე უდინეზე დაწვრილებით
03.05 17:00 ატალანტა ატალანტა -:- ლაციო ლაციო დაწვრილებით
03.05 17:00 ინტერი ინტერი -:- კიევო კიევო დაწვრილებით
03.05 17:00 ფიორენტინა ფიორენტინა -:- ჩეზენა ჩეზენა დაწვრილებით
03.05 22:45 ნაპოლი ნაპოლი -:- მილანი მილანი დაწვრილებით
04.05 22:45 კალიარი კალიარი -:- პარმა პარმა დაწვრილებით
05.05 20:30 ტორინო ტორინო -:- ემპოლი ემპოლი დაწვრილებით

“იუვემ” “ფიორენტინა” დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ტურინში “იუვენტუსმა” “ფირონეტინა” მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 3:2 სძლია.

ანგარიში 33-ე სტუმრებმა როდრიგესის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. “იუვემ” სულ რაღაც 3 წუთში ლიორენტეს გოლით გაათანაბრა, ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთზე ტევესის შედეგიანი დარტყმით დაწინაურებაც მოახერხა.

“ფიორენტინას” გათანაბრების შანსი 67-ზე მიეცა, თუმცა ამჯერად როდრიგესმა პენალტი ვერ გამოიყენა და სამ წუთში გამოუყენებელი მოენტისთვის ფლორენციელები ტევესმა დასაჯა – 3:1. მატჩის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ილიჩიჩმა დააფიქსირა, რომელამც სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა.