აგუეროს გვარდიოლას თავკაცობით თამაში სურს

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო გამოტყდა, რომ მომავალში ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობა სურს. არგენტინელმა ფეხბურთელმა იქვე ისიც დაამატა, რომ მანუელ პელეგრინისთან თანამშრომლობითაც ბედნიერია.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში პრესაში აქტიურად იწერებოდა “სიტის” თავკაცის პოსტზე გვარდიოლა შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა კატალონიელი სპეციალისტი მიუნხენის “ბაიერნში” დარჩა.

“მომავალში გვარდიოლას თავკაცობით თამაშს ვისურვებდი, თუმცა დღეს მანუელ პელეგრინისთანაც ბედნიერი ვარ”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს “მირორი”.

 

აგუერო „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო ტრავმის გამო ტურინის „იუვენტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

არგენტინელს მუხლის პრობლემები აქვს. სამაგიეროდ, პირველი წუთიდან თამაშს დავიდ სილვა და რაჰიმ სტერლინგი მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ აგუერო „კრისტალ პალასთან“ მატჩში დაშავდა, რის გამოც მოედნის დატოვება 25-ე წუთზე მოუწია.

აგუერომ მიღებული ტრავმა შეაფასა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა სერხიო აგუეორმ „კრისტალ პალასთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურის გუშინდელ მატჩში მუხლის ძლიერი ტრავმა მიიღო.

„დიდი მადლობა თანადგომისთვის. ძლიერი დარტყმა მივიღე და თამაშის გაგრძელება ვერ მოვახერხე. როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია“, – დაწერა არგენტინელმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აგუეროს მოედნის დატოვება მატჩის უკვე 25-ე წუთზე მოუწია.

აგუერო — “სიტის” ახალი ათიანი

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო ახალი სეზონიდან 16-ის ნაცვლად 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

როგორც მოგეხსენებათ, მანამდე ამ ნომრით ედინ ჯეკო თამაშობდა, რომელიც უახლოეს პერიოდში “რომას” უნდა შეუერთდეს.

აგუერომ კლუბის იმ ფანებს, რომლებმაც მისი 16-ნომრიანი მაისური უკვე შეიძინეს, ფორმის მასთან გაგზავნა შესთავაზა. არგენტინელი ფეხბურთელი მათ თავისივე ხელმოწერილ 10-ნომრიან მაისურებს გაუგზავნის.

 

აგუეროს აგენტი მადრიდშია

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კუნ აგუეროს აგენტი იმყოფებოდა.

“რეალის” შეფის, ფლორენტინო პერესის მოთხოვნით შეხვედრა ჟურნალისტებისგან დახურულ, გასაიდუმლოებულ ადგილას შედგა.

მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის ყველანაირი დეტალი განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” არგენტინელ შემტევში 45 მილიონ ფუნტს იხდის.

აქედან გამომდინარე, სერხიოს “სამეფო გუნდში” მისვლის შემთხვევაში, ესპანელები კარიმ ბენზემას შეელევიან, რომლის დამატებაც “არსენალს” სურს.

“რეალმა” აგუეროს პირადი კონტრაქტი შეუთანხმა

ესპანური და ინგლისური პრესა მადრიდის “რეალის” სატრანსფერო მიზნებზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო გუნდი” არგენტინელ შემტევს, სერხიო აგუეროს დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმების ხარჯზე, 27 წლის წინახაზელი წელიწადში 9 მილიონამდე, 8.9 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას დამატებაზე დიდი ხანია მუშაობენ ინგლისური გუნდები, ასე რომ, ფლორენტინოს ფრანგის შემცვლელად სუპერ-ტრანსფერის განხორციელება სურს. თუ დავიდ დე ხეასა და სერხიოს ტრანსფერი შედგა, “რეალში” ორი ყოფილი “ატლეტიკოელი” ჩაირიცხება.

კუნი “სიტიში” 2011 წლიდან ასპარეზობს. პრემიერ ლიგაში 120 მატჩი ჩაატარა და 78 გოლი გაიტანა.

უილ სმიტმა სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის მოგება უსურვა (ფოტო)

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა სოციალური ქსელის მეშვეობით “მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის ტურნირზე წარმატება უსურვა.

“სერხიო აგუეროს კოპა ამერიკა 2015-ის მოგებას ვუსურვებ”, – დაწერა მსახიობმა და თან არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

თავის მხრივ, აგუერომ სმიტს მადლობა გადაუხადა:

“მადლობა, უილ! გეპატიჟები ნებისმიერ მატჩზე, რომლის ხილვაც მოგესურვება”.

Will Smith - Sergio Aguero

“სიტი” აგუეროს შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს

“მანჩესტერ სიტი” სერხიო აგუეროს “რეალში” იოლად გაშვებას არ აპირებს. მადრიდული კლუბი დიდი ხნის განმავლობაში იჩენს ინტერესს არგენტინელი მოთამაშის მიმართ და მის გადაბირებას “იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას ტრანსფერთან ერთად აპირებს.

თუმცა, “სიტის” სერხიოს გუნდში დასატოვებლად ყველაფრის გაკეთებას აპირებენ და არგენტინელისთვის ახალი, გაუმჯობესებელი კონტრაქტის შეთავაზებასაც აპირებენ.

ამასთან ერთად “სიტიში” იმასაც ამბობენ, რომ ფინანსური მხარე ამ შემთხვევაში გადამყვეტი არ არის, ვინაიდან კლუბს არსებობისთვის საუკეთესო მოთამაშეების გაყიდვა არ სჭირდება.

მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ

მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.

ლიონელ მესი (არგენტინა)

განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.

როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.

Messi

სერხიო აგუერო (არგენტინა)

განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.

ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

BRAZIL SOCCER FIFA WORLD CUP 2014

ნეიმარი (ბრაზილია)

სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.

დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.

Neymar

ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.

ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.

Alexis Sanchez

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.

სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.

Colombia v Uruguay: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.

რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.

Radamel Falcao

რაფაელ მარკესი (მექსიკა)

მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.

Marquez

ედინსონ კავანი (ურუგვაი)

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.

ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…

Cavani

აგუერო „რეალში“?

ესპანური გამოცემა AS-ი მადრიდის „რეალის“ ესაძლო ტრანსფერების შესახებ საუბარს არ წყვეტს. გამოცემის მეირ გავრცელელებული ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო, შესაძლოა, მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა ამჯერად „სამეფო კლუბის“ მაისური მოირგოს. წყაროს ვერსიით, არგენტინელის სანაცვლოდ „ბლანკოსი“ 90 მილიონი ევროს გადახდისთვის მზადაა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის სამხრეთ ამერიკელი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

აგუერო: „შემდეგ სეზონში ყველა ტიტულისთვის ბრძოლას ვაპირებთ“

მადრიდის “რეალმა” 90 მილიონი გაამზადა

ესპანეთის ვიცე-ჩემპიონები მორიგი ბომბა ტრანსფერისთვის ემზადებიან.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდელებმა საბოლოოდ მიატოვეს მუშაობა ხავიერ ერნანდესის ტრანსფერზე. კლუბი კმაყოფილი იყო სათადარიგოთა სკამის მოთამაშის 9 გატანილი გოლით, თუმცა ბოლო წუთს აზრი შეიცვალეს.

AS-ის ინფორმაციით, “რეალი” ზაფხულში პრემიერ ლიგის ბომბარდირით, სერხიო აგუეროთი გაძლიერდება, რომლის ანგარიშზეც 26 გოლია მიმდინარე სეზონში. “სამეფო გუნდი” “ქალაქელებს” კუნში 90 მილიონ ევროს უხდის.

აღსანიშნავია, რომ “თეთრები” რობინ ვან პერსითიც ინტერესდებიან. ჭორების თანახმად, გუნდი კარიმ ბენზემას გაუშვებს, რადგან ფრანგის ასაკი მათ ბევრი ფულის შოვნაში ხელს უწყობს.

აგუერო: „შემდეგ სეზონში ყველა ტიტულისთვის ბრძოლას ვაპირებთ“

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის სერხიო აგუეროს თქმით, შემდეგ სეზონში მისი გუნდი ყველა ტურნირის მოგებისათვის ბრძოლას აპირებს.

„მიმდინარე სეზონში ბევრი ქულა დავკარგეთ, თუმცა ახლა კარგ ფორმაში ვიმყოფებით, ზედიზედ ოთხჯერ გავიმარჯვეთ და ორი დარჩენილი შეხვედრის მოგებასაც ვაპირებთ.

ჩემპიონატის რაც შეიძლება კარგად დასრულება გვსურს, შემდეგი სეზონიდან კი ყველა ტურნირისთვის ვიბრძოლებთ.

წელს ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა, თუმცა ფეხბურთში რევანშის ადგილი ყოველთვის არის“, – განაცხადა არგენტინელმა.

სერხიო აგუერომ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა