ჭდე: სერხიო რამოსი
რამოსმა “რეალთან” მოლაპარაკებები გადადო
ესპანელი მცველი სერხიო რამოსი მზად არის, მადრიდის “რეალთან” ახალი ხელშეკრულების საკითხი მხოლოდ სეზონის ბოლოს განიხილოს.
არსებული შეთანხმების თანახმად, 28 წლის მცველი მადრიდში 2017 წლამდე დარჩება, მაგრამ კლუბი ჩქარობს სერხიოსთან გახანგრძლივებას, თუმცა, ესპანელმა შეთავაზება ორჯერ უარყო.
AS ამტკიცებს, რომ რამოსი სეზონის ბოლომდე მოიცდის, რათა ფინანსურად უფრო კარგი შეთავაზება მიიღოს.
სეზონის დასაწყისში, “თეთრებთან” კონტრაქტი გაახანგრძლივეს რაფაელ ვარანმა, ლუკა მოდრიჩმა, კარიმ ბენზემამ, ხოლო სერხიო ელის იმაზე უკეთეს შეთავაზებას, რაც აღნიშნულ ფეხბურთელებს მიაკუთვნეს.
“აგრესიული” სერხიო რამოსი “რეალის” ვარჯიშზე (ვიდეო)
მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე სერხიო რამოსი ნამდვილად კარგ ხასიათზე იყო, რაც კამერებმა დააფიქსირეც კიდეც.
სერხიო რამოსის აერთო ჯგუფში დაბრუნდა
მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი, რომელიც კუნთების ტრავმის გამო თავის გუნდს თებერვლის დასაწყისიდან ვერ ეხმარებოდა, საერთო ჯგუფში დაბრუნდა.
სავარაუდოდ, რამოსი თამაშს უკვე სამშაბათს შეძლებს, როდესაც მადრიდელები უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ანჩელოტის გუნდმა „შალკეს“ გასვლაზე ანგარიშით 2:0 მოუგო.
სერხიო რამოსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა, რომელმაც “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმება გაიარა. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ესპანელი მცველი მოედანზე დაბრუნებას ხუთი კვირის შემდეგ შეძლებს.
“რამოსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. იგი ხუთ კვირას გამოტოვებს, თუმცა ნაჩოსა და ვარანის იმედი გვაქვს. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით თამაშობენ”, – ანჩელოტის სიტყვებს საფეხბურთო ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი აქვეყნებს.
რამოსი: „საკუთარ თავს სხვა კლუბის მაისურში ვერ წარმოვიდგენ“
მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა „რეალ სოსიედადთან“ მოგებული მატჩი შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კლუბს“ აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ აკლდა, ანჩელოტის გუნდმა სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.
„გუნდს სწრაფად გაშვებულ გოლზე მომენტალური რეაქცია ჰქონდა, ანგარიში მალევე გავათანაბრეთ. ფეხბურთში ზოგჯერ შეცდომები არის, თუმცა მათ გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ და, როგორც გუნდმა, წინსვლა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, რონალდუ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ ფეხბურთელებმა სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს.
„რეალთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს და ასე მშვიდად ჯერ არასდროს ვყოფილვარ. საკუთარ თავს სხვა კლუბის მაისურში ვერც კი წარმოვიდგენ“, – ციტირებს სერხიოს მადრიდელთა ოფიციალური საიტი.
რამოსი “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ დათანხმდა
მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა კლუბის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პირველი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
რამოსი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და ახალი შრომითი
ხელშეკრულების პირობები განიხილა, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკება ვერ შედგა. ესპანელი მცველი უკმაყოფილოა, რომ მისი ანაზღაურება კრიშტიანუ რონალდუს, გარეტ ბეილის, კარიმ ბენზემასა და იკერ კასილასის ჯამაგირს ჩამორჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სერხიო რამოსის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.
სერხიო რამოსმა მაიკლ ჯექსონის ტატუ გაიკეთა
მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი ტატუ აქვს – ესპანელის სხეულზე მისი ახლობლების ინიციალების, წარწერების, ჩინური იეროგლიფების, „სევილიას“ გარდაცვლილი ფეხბურთელის ანტონიო ოუერტას ტატუს და სხვადასხვა სიმბოლოს პოვნა ადვილია.
გუშინ რამოსმა ახალი ტატუ გაიკეთა, რომელზეც „პოპის მეფე“ მაიკლ ჯექსონია ასახული:
სერხიო რამოსი უახლოეს მატჩს გამოტოვებს
მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „ესპანიოლთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიიღო, რომლის აზრით, მოთამაშეს დასვენება სჭიღდება.
„რამოსი არ გვეყოლება, შემადგენლობაში სხვა ცვლილებებს არ ვგეგმავთ.
„ატლეტიკოსთან“ პეპე დავასვენე, ახლა რამოსის ჯერი დადგა. როდესაც საკმაოდ ბევრს თამაშობ, შესაძლოა, შემდგომ ცუდი შედეგი მიიღო. სერხიო სათასო შეხვედრაში დაგვიბრუნდება“, – განაცხადა მადრიდელთა დამრიგებელმა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” რამოსისთვის ბრძოლაში ჩაერთო
“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” მცველ სერხიო რამოსისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
“დეილისა” და “სანდი ექსპრესის” თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზად არის, 28 წლის ესპანელ ფეხბურთელს კვირაში 105 ათასი ფუნტი შესთავაზოს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რამოსის მიმართ ყურადღებას ლონდონის “ჩელსი” და “არსენალიც” იჩენენ.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსს “რეალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წელს ეწურება. მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ვენგერი რამოსის აგენტს შეხვდა
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების მცველით, სერხიო რამოსით დაინტერესდა.
ესპანური AS-ის ცნობით, ლონდონელთა დამრიგებელი ფეხბურთელის აგენტსა და ძმას, რენე რამოსს, პირადად შეხვდა.
შეგახსენებთ, 28 წლის რამოსი “რეალს” ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით ვერ მოელაპარაკა. მიმდინარე ხელშეკრულებას კი ვადა 2017 წელს გასდის.
სერხიო რამოსი „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
როგორც აქამდე ევროპული პრესა წერდა, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობის გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შედეგი ჯერ არ მოჰყოლიათ.
ამის თაობაზე „ბლანკოსის“ მცველმა სერხიო რამოსმაც ისაუბრა, რომელიც განვლილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ეს ის საკითხია, რომელიც საერთოდ არ მადარდებს. კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს. ამ თემაზე ვისაუბრეთ, თუმცა ჯერ არ ვჩქარობთ“, – განუცხადა რამოსმა „Cadena Ser“-ს.
„ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მისი წყალობით, ჩემი ოცნება რეალობად იქცა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს, ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით“, – დაამატა სერხიომ.