გიორგი არაბიძე “შახტარის” მთავარ გუნდს შეკრებაზე გაჰყვება

დონეცკის “შახტარის” 21-წლამდელთა გარემარბი გიორგი არაბიძე მთავარ გუნდს ზამთრის შეკრებაზე გაჰყვება. ამის შესახებ ფეხბურთელის წარმომადგენელმა მიხეილ მეტრეველმა განაცხადა.

“გიორგი არაბიძეს “შახტარის” მთავარ გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა. სეზონის პირველ ნახევარში დუბლშემადგენლობაში ათმა გატანილმა გოლმა და ხუთმა საგოლე გადაცემამ პაულუ ფონსენკა დაარწმუნა, რომ 18 წლის ქართველი ნახევარმცველი 14-22 იანვარს დაგეგმილ ზამთრის შეკრებაზე უნდა იახლოს”, – აღნიშნა მიხეილ მეტრეველმა.

“სევილიამ” “შახტარი” დაამარცხა და ფინალში გავიდა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “სევილიამ” “რამონ სანჩეს პისხუანზე” დონეცკის “შახტარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიში კევინ გამეირომ მატჩის დებიუტშივე გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს ედუარდოს გოლით უკრაინელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს: გამეირომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ფერეირა მარიანომ ჩაიწერა.

“სევილია” ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “ლივერპულს” დაუპირისპირდება. შეხვედრა ბაზელში, 18 მაისს გაიმართება.

ევროპის ლიგა
ნახევარფინალი (საპასუხო მატჩი)
“სევილია” — “შახტარი” 3:1 (1:1)

გოლები: გამეირო 9′, 47′, მარიანო 59′ — ედუარდო 44′.
გაფრთხილებები: ბანეგა 30′, ვიტოლო 87′ — მარლოსი 11′, რაკიცკი 14′, კუჩერი 20′, სრნა 49′, ედუარდო 61′, სტეპანენკო 76′, ისმაილი 90′.

“შახტარი” მირჩა ლუჩესკუს ძეგლს დაუდგამს

დონეცკის “შახტარი” “დონბას არენას” პარკში კლუბის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს იუბილესთან დაკავშირებით ძეგლს დაუდგამს.

ძეგლი პარკში მას შემდეგ დაიდგმება, რაც “შახტარი” დონეცკში დაბრუნდება.

ნამუშევრის ავტორი უკრაინელი მოქანდაკე იგორ გლუხენკი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუ “შატხარს” 2004 წლიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში რუმინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კლუბმა 8-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, 5-ჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი, 2008/09 წლების სეზონში კი უეფას თასს დაეუფლა.

29 ივლისს ლუჩესკუს 70 წელი შეუსრულდა.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის I დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს სტარტს იღებს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპი. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის ორი მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“პარი სენ-ჟერმენი” (39 %) ფრე (32 %) “ჩელსი” (29 %)
“შახტარი” (1 %) ფრე (3 %) “ბაიერნი” (96 %)

 

ლუის ადრიანოს რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის “შახტარმა” ლვოვში ბორისოვის “ბატე” ანგარიშით 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში უკრაინული გუნდის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამრიგად, ლუის ადრიანოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცხრა გოლი მოუგროვდა, უწინდელი რეკორდის გამეორებაა. იგი მეორე მოთამაშეა, რომელმაც ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე ცხრა გოლის გატანა შეძლო. 2013/14 წლების სეზონში ანალოგური შედეგი მადრდის “რეალის” ლიდერმა კრიშტანუ რონალდუმ აჩვენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლუის ადრიანოს წლევანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბელორუსში “ბატეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სუპერპოკერი შეასრულა, ერთი გოლი კი “პორტუს” გაუტანა.

 

ლუის ადრიანომ მესის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დონეცკის “შახტარი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში უკრაინული გუნდის 27 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ სუპერპოკერი შეასრულა ანუ ხუთი გოლი გაიტანა (ორი პენალტით), რითაც “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა.

შეგახსენებთ, რომ კატალონური გუნდის არგენტინელმა ფეხბურთელმა 2012 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერს” ხუთი ბურთი გაუტანა და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასეთი რამ გააკეთა. მაშინ “ბარსელონამ” “ბაიერი” ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

 

„ბატე“ – „შახტარი“ 0:7

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრაში ბორისოვის „ბატე“ შინ დონეცკის „შახტართან“ კატასტროფული ანგარიშით 0:7 დამარცხდა.

„ბატე“ – „შახტარი“ 0:7 (0:6)

გოლები: ტექსეირა 11′, ლუის ადრიანო 27′ (პენ), 36, 40, 44, 82 (პენ), დუგლას კოსტა 35′

დავით თარგამაძე “ილიჩევეციდან” მიდის

საქართველოს ნაკრების წევრი დავით თარგამაძე მარიუპოლის “ილიჩევეციდან” მიდის.

ქართველი ფეხბურთელი მარიუპოლში არსებული საომარი მოქმედებების გამო საკუთარ კლუბში დაბრუნებას აღარ აპირებს.

“სანაკრებო მატჩის შემდეგ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მარიუპოლში არსებული სიტუაციის გამო არ წავალ. ომია, ისვრიან, ჩვეულებრივი საომარი სიტუაცია არის. შვიდმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა გუნდი. ალბათ, “ილიჩევეცთან” კონტრაქტს გავწყვეტ. არის სხვადასხვა ვარიანტები და დაახლოებით სამ დღეში გაირკვევა ყველაფერი”, – აღნიშნა თარგამაძემ.

როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი “ილიჩევეცში” იჯარის წესით თამაშობს. თარგამაძე დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის.

 

გიგზმა რეკორდი დაამაყარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამაყარა. დღეს, 3 ოქტომბერს, 39 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე რიგით 145-ე შეხვედრა ჩაატარა. გიგზი დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.

მეორე ადგილს მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი რაული იკავებს, რომელსაც აქტივში 144 ჩატარებული შეხვედრა აქვს. მესამე ადგილზე „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინია – 140 მატჩით.

სათქმელია ისიც, რომ გიგზს ჩემპიონთა ლიგაზე 29 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება უშუალოდ „შახტარსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩს, შეხვედრა ფრედ, ანაგრიშით 1:1 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი