“შუქურა” თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა

ქობულეთის “შუქურაში” სეზონის დასრულების შემდეგ საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა. ახალწვეულებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის, თუმცა ცნობილია, რომ გუნდიდან 12 მოთამაშე წავიდა.

ესენი არიან: ირაკლი ხუჭუა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა კალანდაძე, ზვიად მეტრეველი, დათი ხოჭოლავა, ლაშა ჩაფიძე, ირაკლი კომახიძე, თორნიკე თუხარელი, გიორგი ჩელებაძე , გიორგი გურული , გიორგი კუხიანიძე, ცოტნე მესხი.

ცნობილია, რომ გურული და ტვილდიანი თბილისის “დინამოში” ითამაშებენ, კუხიანიძე კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს, ხოლო ჩელებაძეს კვიპროსიდან აქვს წინადადება.

უმაღესი ლიგის დასრულებულ გათამაშებაში “შუქურამ” 41 ქულით მე-7 პოზიცია დაიკავა.

ხოჭოლავა: „სეზონის დაწყების წინ „შუქურას“ მიზანი სამეულისთვის ბრძოლა იყო“

ქობულეთის „შუქურა“ უმაღლეს ლიგას მიმდინარე სეზონში შეუერთდა. აჭარული კლუბი ამჟამად 37 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

ბოლო მატჩში ქობულეთელებმა მცხეთაში „ვიტ-ჯორჯია“ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს. Fanebi.com-ი ხსენებულ მატჩში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს დავით ხოჭოლავას დაუკავშირდა, რომელიც „შუქურას“ სწორედ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

– პირველ რიგში, „ვიტ-ჯორჯიასთან“ ბოლო მატჩი გავიხსენოთ… ორი სიტყვით შეაფასე განვლილი შეხვედრა

„ძალიან რთული მატჩი იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ 90 წუთის განმავლობაში ბრძოლა მოგვიწევდა, რადგან „ვიტ-ჯორჯია“ ყოველთვის იბრძვის, განსაკუთრებით სახლში. თანაც, გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა და სამი ქულის ასაღებად ყველაფერს გააკეთებდა.

– „შუქურას“ სატურნირო ცხრილის შუაში ადგილი მყარად უკავია. გვიამბე სეზონის დაწყების წინ და მისი მიმდინარეობისას გუნდის მიზნებზე

„სეზონის დაწყების წინ მიზანი სამეულისთვის ბრძოლა იყო, თუმცა პირველი წრე შედარებით სუსტი გამოგვივიდა, რის გამოც გაგვიჭირდა. უმაღლეს ლიგაში დებიუტის კვალობაზე, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული სეზონი გვაქვს“

– უმაღლესი ლიგის სხვა დებიუტანტების ფონზე, შენი გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდი?

„სამდტრედია“ და „დინამო ბათუმი“ ცხრილშიწინ არიან, მაგრამ არ ვთვლი, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდები არიან. ფოთის „კოლხეთი“ კი ყველაზე დაბალი ბიუჯერის მიხედავად, ყველასთვის უხერხული მეტოქეა“

– დავით, შენ ოთხ ქართულ კლუბში გითამაშია. „შუქურას“ გარდა, რუსთავის „მეტალურგის“, თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის რიგებში გამოდიოდი. ყველაზე მეტად რომელი პერიოდი გამახსოვრდება?

„ოთხივე გუნდი კარგად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ „დინამოში“ ჩემპიონი გავხდი და თასიც მოვიგე, ყველაზე კარგად თავს „შუქურაში“ ვგრძნობ“

– როგორ მოხვდი „შუქურას“ შემადგენლობაში?

„რევაზ ჩელებაძეს საკმაოდ დიდი ხანი ვიცნობ და ამ გუნდში ბევრი ჩემი მეგობარია. შესაბამისად, წიანდადებას სიამოვნებით დავთანხმდი“

შენთვის და გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე მძიმე შეხვედრა რომელი იყო?

„დინამოსთან თასის განმეორებით შეხვედრა. 81-ე წუთამდე 1:0-ს ვიგებდით, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას გვაძლევდა“

– „დინამო“ უკვე რამდენიმეჯერ ვახსენეთ. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კლუბში ბევრი ცვლილება იყო – შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელობამ კი აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა. როგორ შეაფასებდი ამ ცვლილებებს და როგორი შედეგი აქვს მათ?

„დინამოში“ ყოველთვის შედეგს ითხოვენ და ამიტომაც ის, რომ გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე პირველ ადგილზე არ არის, ალბათ, უარყოფითად ფასდება. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ „დინამოს“ დღევანდელი მოთამაშეები ძალიან ნიჭიერები არიან და მათ კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ“

– დღევანდელ „დინამოში“ დაბრუნდებოდი?

„ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. „დინამო“ საქართველოში პირველია, მაგრამ „შუქურაში“ თავს კარგად ვგრძნობ“

– ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „დილა“ უახლოეს მდევარ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით უსწრებს. მოსალოდნელი იყო თუ არა გორელთა გაჩემპიონება?

„დინამოსთან“ ერთად „დილა“ სეზონის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, სამი ტურით ადრე ასეთ ფორას არ ველოდი“

– მოდი, ევროპულ ფეხბურთზე ვისაუბროთ. შეაფასე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები და როგირია შენი პროგნოზი საპასუხო შეხვედრების წინ

„ჩემგან მესის თამაშის შეფასება სწორი არ იქნება, თვითონ „რეალს“ ვგულშემატკივრობ და მგონია, რომ გუნდი ფინალში გავა. უბრალოდ, იმას აღვნიშნავდი, რომ მესი სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია“

და ბოლოს, ტრადიციულ კითხვას დაგისვამ. რამდენად ხშირად სტუმრობ ჩვენს ვებგვერდს?

„ყოველდღე ვნახულობ“

აჭარლები შინ სამი ქულით ბრუნდებიან

დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტური დაიწყო. ორიდან ერთ-ერთი შეხვედრა „მცხეთა პარკზე“ გაიმართა, სადაც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა „ვიტ-ჯორჯიამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა.

ამ ტურის წინ „ვიტელები“ 22 ქულით ბოლო ადგილზე იყვნენ, ხოლო „შუქურა“ 34 ქულით ქუთაისის „ტორპედოსთან“ მეათე ადგილს იყოფდა.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ორივე გუნდი ბურთს ფლობდა, თუმცა განსაკუთრებული მომენტებით არ გამორჩეულა. ნელ-ნელა მასპინძლებმა პირველ ნორმად თამაში დაიწყეს. აღსანიშნავი იყო მათი მარჯვენა ფლანგიდან შეტევები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ექვსი ნომერი ბადრი დემეტრაშვილი იყო. მე-17 წუთზე „ვიტ-ჯორჯიამ“ პირველი კუთხური მოაწოდა. თბილისელები შეტევას აგრძელებდნენ – მე-19 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულს ელგუჯა ლობჯანიძე თავით ვერ მიწვდა. ცოტა ხანში, კერძოდ კი 22-ე წუთზე, პირველი კუთხური აჭარლებმაც მოაწოდეს, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია. 24-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან გიორგი გეთიაშვილის დარტყმა „შუქურას“ მეკარისთვის პრობლემა არ ყოფილა. 28-ე წუთზე ვალიკო გახარიამ თითქმის ცენტრში დანიშნული ჯარიმის შედეგად ბურთი მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, თუმცა გეთიაშვილი თამაშგარეში მოხვდა. ცოტა ხანში მასპინძებმა უფრო სახიფათო ჯარიმა შეასრულეს – ამჯერად მათ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, თუმცა ამ პასს ადრესატი არ ჰყოლია. აღსანიშნავია, რომ „ვიტელები“ შეტევების დასრულებას ჩაწოდებებით ხშირად ცდილობდნენ. 34-ე წუთზე „შუქურას“ კართან შექმნილი არეულობის შემდეგ სტუმართა მცველებმა ნელი დარტყმულის კარის ხაზიდან გამოტანა შეძლეს. 44-ე წუთზე სტუმართა ზაზა ტუღუშმა მასპინძლებს გაუტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პუკანიჩის დარტყმულს „ვიტ-ჯორჯიას“ მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ცოტა ხანში ეპიზოდი „შუქურას“ კართანაშ შეიქმნა – კახაბრიშვილის ჩაწოდებას ლობჯანიძე გამოეხმაურა, რომელიც აკრობატული დარტყმით გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს დიდი მანძილით ააცილა. ამის შემდეგ თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა – ერთ-ერთ ეპიზოდში „ვიტ-ჯორჯიას“ მცველმა გიორგი გეთიაშვილმა თავის ტრავმა მიიღო. 70-ე წუთზე არჩილ ტვილდიანი მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს ჩინებულად გასცდა და საჯარიმოში შესულმა პასი ზვიად მეტრეველს გაუკეთა, რომელსაც ნელი და ზუსტი დარტყმის განხორცეიელება არ გასჭირვებია – 0:1.

ამის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშს გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ. 87-ე წუთზე შოტა თავლაბერიძის ერთი შეხებით ლამაზი და უძლიერესი დარტყმა მეკარე კაკალაძემ ერთი ხელით მოიგერია, დანიშნული კუთხურის შედეგად „შუქურამ“ კონტრშეტევა დაიწყო, რომლის ბოლოს მეტრეველს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მას მცველებმა აჯობეს და კუთხურიც დაინიშნა. ცოტა ხანში თავისი გუნდის უპირატესობის გაზრდა გიორგი კუხიანიძესაც შეეძლო, რომელმაც საჯარიმოს ხაზთან ახლოს დაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხსენებული პაუზის გამო მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, რომლის დროსაც აჭარლები შეტევას აგრძელებდნენ. კუხიანიძემ შეცვლაზე შესულ პაულო ვიქტორს ჩინებული პასი გაუკეთა, თუმცა ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა. ორ წუთში პუკანიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. საბოლოოდ, 0:1 და „შუქურა“ 37 ქულით მინიმუმ ხვალამდე მეშვიდე ადგილზე ავიდა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „მერანმა“ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის კიდევ ერთი მებრძოლი გუნდი დაამარცხა – მარტვილელებმა რუსთავის „მეტალურგს“ ანგარიშით 3:0 მოუგეს.

„ვიტ-ჯორჯია“ – „შუქურა“ 0:1
გოლი: მეტრეველი 70′
„მცხეთა პარკი“
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

„ვიტ-ჯორჯია“: შეროზია, გეთიაშვილი, საბაძე, კალანდია, მაისურაძე, დემეტრაშვილი, დავლაშელიძე, კახაბრიშვილი, გახარია, დანელია, ლობჯანიძე

„შუქურა“: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ტუღუში, ხუჭუა, მეტრეველი, კოპალიანი

„შუქურამ “ თბილისში მოიგო

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩი ბოლნისის „სიონმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურასთან“ ჩაატარა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

არადა, ბოლნისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-14 წუთზე ანგარიშიც კი გახსნეს – გოლი საჯაიამ გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მტტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. 31-ე წუთზე „სიონის“ კართან კურიოზული მომენტი შეიქმნა, როდესაც მეკარემ და მცველებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რითიც ლუიზინიომ ისარგებლა, რომელმაც მეკარეს ბურთი აართვა და ანგარიშიც გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს აჭარელმა ფეხბურთელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც ვიქტორს გოლის გატანა არ გაუჭრდა – 1:2.

მეორე ტაიმის პირველ წუთზე ბოლნისელები გოლის გატანას ცდილობდნენ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, ორ წუთში კი პუკანიჩმა მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელის პასი მიიღო და გოლის გატანა არ გასჭირვებია -1:3. საერთოდ, პუკანიჩი მეორე ნახევარში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ცოტა ხანში აჭარული კლუბის ლეგიონერმა ორი ჯარიმა შეასრულა – პირველი მეკარემ მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი „შუქურას“ გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. ერთ-ერთი სახიფათო ეპიზოდი „შუქურას“ კართან იყო, როდესაც დათა სიჭინავა გოლთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული გოლკიპერმა უპრობლემოდ მოიგერია.

საბოლოოდ, 1:3 და ამ გამარჯვებით „შუქურამ“ 27 ქულა დააგროავ, რითაც მერვე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება „სიონს“, ბურდულის გუნდი 17 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

„სიონი“ – „შუქურა“ 1:3

გოლები: საჯაია 16′ – ლუიზინიო 30′, ვიქტორი 43, პუკანიჩი 52′

„სიონი“: მერლანი, საჯაია, კებურია, გურეშიძე, ცხადაია (ჭკაიძე 55′), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე (არაუჯო 55′), სიჭინავა, ცნობილაძე, ლობჟანიძე (უგულავა 46′)

„შუქურა“: ჯიოევი, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, ჩალაძე, ტუხარელი (ტაკიძე 82′), კუხიანიძე, ლუიზინიო (ჩაპიძე 66′), ჩელებაძე, ვიქტორი (მესხი 86′)

გაფრთხილებები: გურეშიძე 15′, ცნობილაძე 32′, მიქაბერიძე 50′ ჭანკოტაძე 60′

ლაშა ჩაფიძე: “სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ”

უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში, ქობულეთში გამართულ “შუქურასა” და “გურიას” დაპირისპირებაში მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ლაშა ჩაფიძემ შეასრულა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ქობულეთელებმა კი 2:0 მოიგეს. Fanebi.com მატჩის გმირს დაუკავშირდა და შეხვედრის შეფასება სთხოვა.

– ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ზუგდიდში განცდილი მარცხის შემდეგ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ყველაფერი გავაკეთეთ სამი ქულის მოსაპოვებლად და მიზანიც შევასრულეთ. რაც მთავარია, ჩვენი გულშემატკივრების გახარება შევძელით.

– შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრაში გარდამტეხი მოედანზე თქვენი გამოსვლა აღმოჩნდა…

– მარტო ჩემი დამსახურება არ არის. გოლი გავიტანე, მაგრამ ეს გუნდური თამაშის შედეგია. ყველა იმ ფეხბურთელის, რომელიც გუნდში ირიცხება,

 დღეს “შუქურაში” ბრაზილიელ მოთამაშეებს ჰქონდათ დებიუტი… როგორ შეაფასებდით ახალვეულებს?

– მათთვის პირველი თამაში იყო და ბუნებრივია, რომ ამ ეტაპზე შეთანაშების პრობლემა აქტუალურია.

 “შუქურას” საბოლოო მიზანი რა იქნება?

– ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

– დასასრულს გკითხავთ, თუ რამდენად მოგწონთ ჩვენი ვებგვერდი?

– თქვენი საიტის  ხშირი სტუმარი ვარ და ის ძალიან მომწონს. 

თუხარელი მოედანს დაუბრუნდა

ქობულეთის “შუქურას” ნახევარმცველი თორნიკე თუხარელი მძიმე ტრავმის შემდეგ გამოკეთდა და მოედანს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ თუხარელი ქობულეთურ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და პირველივე ტურებიდან გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. თუმცა, ტრავმის მიღებამდე სულ 7 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ქობულეთელთა ნახევარმცველი მეოდანს უმაღლესი ლიგის გასულ ტურში, “ზუგდიდთან” შეხვედრაში დაუბრუნდა, რომელიც “შუქურამ” მინიმალური ანგარიშით დათმო. 

“შუქურამ” “კორიტიბადან” სამი ბრაზილიელი დაიმატა

ბრაზილიური სერია A-ს ბინადარ “კორიტიბადან” ქობულეთის “შუქურაში” სამი ფეხბურთელი გადავიდა.

ესენი არიან: 20 წლის შემტევი პაულო ვიტორი, 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუიზინიო და ამავე ამპლუის მოთამაშე, 21 წლის ზე რაფაელი. სამივე ფეხბურთელი ქობულეთურ კლუბში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერები “შუქურას” პრეზიდენტის, რევაზ ჩელებაძის, ბრაზილიაში საქმიანი ვიზიტის შედეგია, რომლის დროსაც ქობულეთური კლუბი და “კორიტიბა” თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

“შუქურა” ფროლოვს დაემშვიდობა

თურქულ შეკრებაზე მყოფი ქობულეთის “შუქურა” მთავარ მწვრთნელ კონსტანტინე ფროლოვს დაემშვიდობა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინელმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

“შუქურაში” ჩემი მუშაობა დასრულდა, მადლობას გიხდით გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის. ქობულეთში დავტოვე ჩემი გულის ნაწილი, გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებებსა და გამარჯვებას ამ კლუბს” – წერს ფროლოვი.

გავრცელებული ინფორმაციით ფროლოვს “შუქურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გელა სანაია შეცვლის.

“შუქურა” მაკედონიურ გუნდს გაეჯიბრა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქობულეთის “შუქურამ” პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. კონსტანტინე ფროლოვის გუნდი მაკედონიურ “შკენდიასთან” მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 55-ე წუთზე მაკედონიური გუნდის ფეხბურთელმა გახსნა. მართალია, 73-ზე ქობულეთელებმა შეცვლაზე შესული ტუღუშის გოლით გაათანაბრეს, მაგრამ სულ რაღაც ორ წუთში “შკენდიამ” კიდევ ერთხელ გაიტანა და მატჩის მოგებაც შეძლო.

“შუქურას” სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ჯიოევი, ტვილდიანი (კ), ხოჭოლავა, ორაზიევი, გურული, კუჭაიძე, კახა მჟავანაძე, გიორგი ჩელებაძე, ხუჭუა, თუხარელი, მეტრეველი.

 

„შუქურა“ სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები მეორე წრისთვის მზადებას აგრძელებენ. თურქეთში შეკრებაზე კიდევ ერთი კლუბი გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, ქობულეთის „შუქურა“ ანტალიაში ათ თებერვლამდე დარჩება. ამ პერიოდში აჭარული კლუბი ხუთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. „შუქურას“ მეტოქეებს შორის მაკედონიის „შკენდია“, მოლდოვას „ტირასპოლი“, ყაზახეთის „ოკიეტპესი“, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ დუბლები და ჩერნოგორიიც „პოდგორიცა“ იქნებიან.

 

კუტალია “ზუგდიდს” დაუბრუნდა

ლევან კუტალია მეორე წრეში “ზუგდიდის” ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელი, რომელიც “შუქურას” პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლაში დაეხმარა ამიერიდან ბესიკ შეროზიას გუნდში ითამაშებს.

მიმდიანრე სეზონში კუტალიამ უმაღლესი ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშეს “ბაიაში”, “ზუგდიდში”, “ზესტაფონსა” და “შუქურაში” უთამაშია. კუტალიას 3 სეზონი ბოსნიაშიც აქვს გატარებული, სადაც ჯერ “სლავიას” შემდეგ კი “ზრინსკის” ღირსებას იცავდა.

პირველი წრის შეჯამება: შუქურა

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი ქობულეთის “შუქურაზე” გვექნება.

უმაღლეს ლიგაში აღზევებულ “შუქურას” შემადეგნლობაც საკმაოდ ნორმალურ ჰყავდა და შესაბამისად ახალ სეზონსაც ქობულეთელები ამბიციური გეგმებით ხვდებოდნენ. “ზუგდიდთან” პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებას “გურიასთან” და “ჩიხურასთან” ფრეები და სამწვრთნელო ცვლილება მოყვა. ბესიკ შეროზიას ნაცვლად “შუქურა” აჭარელი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ამირან გოგიტიძემ ჩაიბარა. მის სადებიუტო მატჩებს წარამტებულად ვერ ჩავთვლით. “სიონთან” მოპოვებული ქულის შემდეგ “შუქურა” თბილისში “დინამოს” ესტუმრა და საკუთარ კარში 6 უპასუხო გოლი გაუშვა. პირველი გამარჯვება გოგიტიძემ “შუქურასთან” ერთად მხოლოდ მეშვიდე ცდიდან მოიპოვა, თუმცა ისიც ტექნიკური შედეგი იყო, რაც გორის “დილას” გულშემატკივრების მეოდანზე შესვლით იყო განპირობებული და ჩაშლილ შეხვედრაში “შუქურას” 3:0 ჩაეთვალა. შემდეგ ტურში ქობულეთელები “მერანთან” დამარცხდნენ და გოგიტიძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონსტანტინ ფროლოვმა შეცვალა.

უკრაინელმა სპეციალისტმა ქობულეთურ კლუბს პირველი წრის უკანასკნელ 4 შეხვედრაში უთავკაცა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა 7 ქულის მოპოვება შეძლო და მხოლოდ ერთხელ, ცხინვალის “სპარტაკთან” დამარცხდა.

წარუმატებელი გამოდგა “შუქურას” ასპარეზობა საქართველოს თასზე, რომელსაც ქობულეთელები თბილსის “დინამოსთან” მატჩებით დაემშვიდობენენ. 1/8-ფინალში კი “შუქურა” “სამგურალთან” პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვებით გავიდა.

დინამო შუქურა_897694

პირველ ეტაპზე გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გიორგი ჩელებაძე და ზვიად მეტრეველი იყვნენ. ორივემ სამი გოლის გატანა შეძლო. შედეგიანი იყო მცველი ზაზა ტუღუშიც, რომელმაც ასევე 3 შედეგიანი დარტყმა შეასრულა. “შუქურას” კარგად მოერგო “სპარტაკიდან” გადასული თორნიკე თუხარელიც, თუმცა ტრავმის გამო მან მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ჩელებაძე_96213

პირველ ეტაპზე ქობულეთელთა ღირსებას 4 უცხოელის იცავდა. 20 წლის რუსმა, მაქსიმ გოლიხინმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა. მისმა თანამემამულე აზამატ ჯიოევმა კი “შუქურას” კარი 8 მატჩში დაიცვა. 4-ჯერ მოუწია თამაში ბრაზილიელ შემტევ ლუკასს, რომელიც გუნდს ბოლო ტურებში შეუერთდა. ლეგიონერებიდან კი ერთ-ერთი გამორჩეული, კამერუნელი ნახევარმცველი რობერტ ლობე გახლდათ, რომელიც პირველ და უმაღლესი ლიგებშიც გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.