კახა გოგიჩაიშვილი: “მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით”

“დინამო” – “შუქურას” დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კახა გოგიჩაიშვილმა და კონსტანტინ ფროლოვმა უპასუხეს.

კონსტანტინ ფროლოვი (შუქურა): “სამწუხაროდ ბოლო წუთებზე ვეღარ გავუძელით მეტოქეს. „დინამოს“ მოთამაშეები ინდიციდუალურად უფრო კარგად არიან მომზადებულები, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახა. ცოტა დაგვაკლდა.”

კახა გოგიჩაიშვილი (დინამო): “რთული თამაში გამოვიდა. პირველი მატჩიდან გამომდინარე ვიცოდით, რომ „შუქურა“ დაცვიდან ითამაშებდა. სამწუხაროდ, პირველ ტაიმში მომენტები ვერ შევქმენით, მეორე ნახევარში კი გოლიც გავუშვით. თუმცა, საბოლოოდ შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შევძელით და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით. ვულოცავ ფეხბურთელებს და დინამოს ყველა გულშემეატკივარს.”

“შუქურას” სენსაციამდე ცოტა დააკლდა

დღეს, “დინამო არენაზე” “დინამოსა” და “შუქურას” შორის საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა შედგა. შეგახსენებთ, ქობულეთში გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა დედაქალაქში უნდა გარკვეულიყო.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ უსახური გამოდგა. “დინამოელებმა” მხოლოდ ორი რეალური მომენტი შექმნეს. ჯერ მე-11 წუთზე საბანაძის დარტყმული მოიგერია ძელმა, შემდეგ კი ლობჟანიძის ცდილობდა გოლის გატანას. “შუქურა” კაკლაძემ გადაარჩინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდებს შორის ქობულეთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი განახორციელეს, თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში სტუმართა მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა “დინამომ” ბურთი მალევე დაიბრუნდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. 57-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ხიზანიშვილმა ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელმაც კარში ძლიერად დაარტყა, თუმცა კაკალაძემ კუთხურზე მოიგერია. ხიფათი სტანდარტსაც მოჰყვა, თუმცა გველესიანმა ახლო დისტანციიდან ააცილა მეტოქის კარს. ორ წუთში გატანა შეცვლაზე შემოსულ პაპუნაშვილსაც შეეძლო, რომელამც თავით სახიფათოდ დაარტყა და კარს მცირე მანძილით ააცილა.

“დინამომ” შანსები ვერ გამოიყენა და ამის გამო მალევე დაისაჯა. 71-ე წუთზე “შუქურამ” კონტრშეტევა განახორციელა. მეკარესთან პირისპირ მეტრეველი დარჩა, თუმცა მისი დარტყმული მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია. სტანდარტს საპირისპირო ფლანგიდან კიდევ ერთი კუთხური მოჰყვა, რაც საბოლოოდ გოლით დასრულდა. მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ყოფილმა “დინამოელმა”, ხოჭოლავამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ, “დინამომ” ზეწოლა გააძლიერა, რამაც საბოლოოდ შედეგი მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გამოიღო, როცა ჯერ ჩირგაძემ ანგარიშის გათანაბერბა მოახერხა, ხოლო სულ რაღაც ორ წუთში მასპინძლები პარუნაშვილის საკმაოდ ეფექტური გოლით დაწინაურდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე “დინამო” კონტრშეტევა ლობჟანიძის გოლით დასრულდა – 3:1

დინამო  3:1  შუქურა

გოლი: 0:1 ხოჭოლავა 71’  1:1 ჩირგაძე 84’  2:1 პარუნაშვილი 87’  3:1 ლობჟანიძე 90’

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპავა (ჯანელიძე 76), ლობჟანიძე, ჩისკო (პაპუნაშვილი 59), საბანაძე (ჩირგაძე 46)

შუქურა: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, კალანდაძე (ბერუაშვილი 65), ტვილდიანი, კუხიანიძე, ლობე, ტუღუში (კომახიძე 75), ჩელებაძე, მეტრეველი (კოპალიანი 89)

ჩისკო_9756 დინამო შუქურა_897345გიორგი ჩიგრაძე-694055235 დინამო შუქურა_894432 გიორგი ჩიგრაძე-694098ლაშა შერგელაშვილი_6464 დინამო შუქურა_897694

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

დინამო საპასუხო მატჩისთვის ემზადება

დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართეს. ხვალ დინამო არენაზე თბილისელები დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას ქობულეთის შუქურასთან გამართავენ. მერვედფინალის პირველი მატჩი ზღვისპირეთში ფრედ 1:1 დასრულდა. გადამწყვეტი დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება. დინამო TV დღევანდელი მზადების ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

”დინამოს” გამარჯვება და ”ტორპედო” – ”ზესტაფონის” უხვგოლიანი ფრე

დასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის კიდევ ორი შეხვედრა. თბილისის ”დინამომ” სტურმრად ზუგდიდელების დამარცხება შესძლო და კიდევ ერთი 3 ქულა მოიპოვა. თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

”ზუგდიდი ” თბილისი ”დინამო” 1-2 
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი 70’  0:2 ჩისკო 88’  1:2 ლომაია 90’ 

უხვგოლიანი გამოდგა თამაში ქუთაისში. თამაში გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მატჩშის მე-6 წუთზე გავიდა. გოლის ავტორი კი ”ზესტაფონელთა” მხრიდან მიშიკო სარდალიშვილი გახდა. ამ გოლის შემდეგ სიტუაცია რამდენიმეჯერ შეცვალა. საბოლოო შედეგი თამაში კი ფრე დაფიქსრდა 3-3.

”ტორპედო” ქუთაისი 3-3
0:1 მიშიკო სარდალიშვილი 6′, 1-1 ოლეგ მამასახლისი 22′,  1:2 გიორგი ილურიძე 26′, 2:2 ოლეგ მამასახლისი 35′, 2:3 ჯაბა დვალი 37′, 3:3 ოთარ კვერნაძე 63′.

ასევე გთავაზობთ მე-13 ტურის სხვა შედეგებსაც.
”გურია” 2-2 ”ჩიხურა”. 
გოლები 0-1  კორიფაძე 16′, 1-1 მეგრელიშვილი 53′,1-2 მეგრელიშვილი 80′, 2-2 ჭელიძე 90′

ცხინვალი 1-0 შუქურა
გოლი : 1-0 შინდაგორიძე 36′

 

შუქურამ და დინამომ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (ვიდეო)

დღეს დინამო თბილისმა ქობულეთში თასის მერვედფინალის პირველი მატჩი ჩაატარა. ჩელე არენაზე გამართული შეხვედრა შუქურასა და ჩვენს გუნდს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. დაპირისპირება დინამოელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მერვე წუთზე ჩირგაძემ მოახერხა თავის შანსის გამოყენება. ლობჟანიძის მშვენიერი პასის შემდეგ გიორგიმ გახსნა ანგარიში. ცოტახანში თბილისელებს მეორე გოლის გატანა მართებდათ, თუმცა არაზუსტად ითამაშეს ჯერ პაპუნაშვილმა, შემდეგ კი ჩირგაძემ. თამაში გათანაბრდა და მე- 19 წუთზე მასპინძლებმა წამოწყებული შეტევა გოლით დაასრულეს. მეტრეველმა აღადგინა შეხვედრის ანგარიშში სტატუს ქვო. ამის შემდეგ ორივე გუნდმა გაცვალა უშედეგო სახიფათო მომენტები. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო მატჩი გამოვიდა. ანგარიში აღარ შეცვლილა და ყიფიანის სახელობის თასის საპასუხო მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს თბილისში გაიმართება- გაარკვევს მეოთხედფინალისტის ვინაობას.

 

შუქურა 1:1 დინამო

გოლი: 0:1 ჩირგაძე 8’  1:1 მეტრეველი 19’

გაფრთხილება: მჭედლიშვილი 65’ პარუნაშვილი 90’

შუქურა: კაკალაძე, ტვილდიანი, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გურული, ჩალაძე, ლობე, კუხიანიძე, ტუღუში, ჩელებაძე, მეტრეველი

დინამო: მიგინეიშვილი, ჭანტურია, მჭედლიშვილი, გველესიანი, საჯაია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე, ჩირგაძე, საბანაძე

მსაჯი: ა. ბასლეჰლო

fcdinamo.ge

 

„დილას“ სასჯელი ოდნავ შეუმსუბუქდა

დღეს 30 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს წინა დღეს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწტყვეტილება. ერთ-ერთი ჯარიმა გორის„თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონსაც შეეხო და აქ „დილას“ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი.

დღევანდელმა სხდომამ ეს სამთამაშიანი ჯარიმა, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო შეცვალა და ჩვენს გუნდს დართო ნება აღნიშნული შეხვედრები საკუთარ სტადიონზე ჩაატაროს, მაგრამ გულშემატკივრის გარეშე!

დანარჩენ ჯარიმებზე კლუბი სარჩელს სააპელაციო კომიტეტში უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიტანს.

ს.კ. „დილა“

მოგება შუქურას და მკაცრი სასჯელი გორის დილას

დღეს,  “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში გამართულ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე “შუქურა” – “დილას” შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილეს. როგორც იცით, მატჩი მეორე ტაიმში მოედანზე შეჭრილი გორელი გულშემატკივრების გამო შეწყდა.

კომიტეტის გადაწყვეტილება ასეთია: გორის “დილას” 0:3  წაგება ჩაეთვალა და გორელები 3 საშინაო მატჩს  ნეიტრალურ მოედანზე ცაატარებენ. “დილას” მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 1 000 ლარიანი ჯარიმით დასაჯეს, ხოლო გორელი ლუკა რაზმაძე იძულებით 10 მატჩს გამოტოვებს და 5 000 ლარს გადაიხდის. გორელთა კიდევ ერთი მოთამაშე ალექსანდრე კვახაძე 6 თამაშითა და 1 400 ლარით დაჯარიმდა.

გარდა ამისა დაჯარიმდა ორივე კლუბი. “დილაც” და “შუქურაც” 5 000 ლარს გადაიხდიან.

შუქურას უკრაინელი მწვრთნელი ჩაიბარებს

ნოემბრიდან ქობულეთის შუქურას უკრაინელი სპეციალისტი, კონსტანტინ ფროლოვი უტავკაცებს. ფროლოვი, რომელიც ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრებს და ოდესის “ჩერნომერეცის” დუბლშემადგენლობას წვრთნიდა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩამოვა.

10 ტურის შემდეგ ქობულეთის “შუქურა” 8 ქულით მე-15 პოზიციაზეა. შემდეგი ტურის შეხვედრას ზღვისპირელები 2 ნოემბერს, მარტვილის მერანთან ჩაატარებენ.

უმაღლესი ლიგის დაბალი სტანდარტები

როგორც უკვე იცით, ქობულეთში გამართული უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრა, რომლის ფარგლებში ერთმანეთს ადგილობრივი “შუქურა” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ, მეორე ტაიმში შეწყდა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც აღნიშნულ მატჩში მომხდარ ინციდენტს ასახავს.

დილა – შუქურა: მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება და ჩაშლილი მატჩი (ვიდეო)

როგორც უკვე იცით გუშინ ქობულეთში გამართული ადგილობრივი “შუქურასა” და გორის “დილას” შორის გამართული დაპირისპირება მეორე ტაიმის სტარტზე შეწყდა. შეგახსენებთ, რომ სტუმართა კარში დანიშნული პენალტის შემდეგ მოედანზე გორელი გულშემატკივრები შეიჭრნენ და დაუდასტურებელი ინფორმაციით მსაჯ ლევან კვარაცხელიას ფიზიკური შეურაცხყოფას კი მიაყენეს. ინციდენტის შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

აქვე გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას, სადაც რამდენიმე საეჭვო მომენტთან ერთად სტუმართა კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდიცაა მოხვედრილი.

შუქურა მწვრთნელის გარეშე დარჩა

ამირან გოგიტიძემ ქობულეთის “შუქურას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფრომაცია დღეს, “მეტალურგთან” განცხდილი მარცხის შემდეგ გახდა ცნობილი.

გოგიტიძის თავკაცობით “შუქურამ” ექვსი შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთხელ შესძლო გამარჯვების მოპოვება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ქობულეთური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს. “შუქურა” რვა ტურის შემდეგ 7 ქულით მეთხუთმეტე პოზიციაზეა.

შუქურა ბრაზილიელით გაძლიერდა

ქობულეთის “შუქურამ” 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლუკას ალვეს და სილვა დაიმატა.

და სილვა ფორვარდია და გასულ სეზონში გერმანიის რეგიონალ ლიგის ბინადარ “ლეხში” ასპარეზობდა. თუმცა, მონაწილეობა მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო.

ლუკას და სილვამ ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველად უკვე იასპარეზა. ბრაზილიელის დებიუტი საქართველოს თასის მატჩში შედგა, რომელშიც “შუქურა” “სამგურალს” დაუპირისპირდა. და სილვამ მოედანზე 57 წუთი დაჰყო.