ბოლოსწინა წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ქობულეთის საფეხბურთო კლუბ ”შუქურას” უმასპინძლა.

დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში სტუმართა გოლკიპერის რეაქცია შორიდან დარტყმებით ლევან შარიქაძემ და ლაშა გვალიამ მოსინჯეს (მეკარე თეიმურაზ კაკალაძემ ორივეჯერ საიმედოდ ითამაშა), შემდეგ კი შორიდან მახვილგონივრული დარტყმით გიორგი ჭანკოტაძე ცდილობდა გატანას, თუმცა მის ამ მცდელობას სიზუსტე დააკლდა…

ანგარიშის გახსნა ზესტაფონელებმა 30-ე წუთზე მოახერხეს – ჭანკოტაძე-სარდალიშვილის კარგ კომბინაციას დროული გაგრძელება მოუძებნა გიორგი ილურიძემ, რომელიც ქობულეთელთა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონელთა რიგებში სულ რამდენიმე კვირის წინ მოსულმა გიორგიმ თავის გამოჩენა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა…

ზესტაფონელებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. თამაშის განახლებისთანავე ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი მიეცა ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელიც საწადელის მიღწევას შორიდან მოჭრილი დარტყმით ცდილობდა, თუმცა მასპინძელთა ნახერვამცველის დარტყმული “შუქურას” კარის ბადეს გარედან მოხვდა…

ამასობაში ქობელეთელებიც გააქტიურდნენ და ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში თამაშში ჩართვა და საკუთრი გუნდის გადარჩენა უკვე ზესტაფონელთა გოლკიპერ ბოიან პავლოვიჩს მოუხდა – მარგველთა კარის დარაჯმა მასთან პირისპირ გასულ გიორგი ჩელებაძეს არ გაატანინა.

სტუმრები მატჩის გადარჩენას შეეცადნენ და ბედმა მათ მატჩის ბოლოსწინა 89-ე წუთზე გაუღიმა – ქობულეთელებმა მასპინძელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტი კარგად გაითამაშეს და ლაშა ჩალაძემ ანგარიში საყაიმო გახადა. ფრე – 1-1.

FCZestafoni.GE

ქობულეთელებთან სადებიუტო მატჩის მოლოდინში

ბოლნისელებთან მოგებული მატჩის შემდეგ იმერლებმა ერთი დღე დაისვენეს, გუშინ კი ზესტაფონში შეიკრიბნენ და ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მეექვსე ტურის შეხვედრას მარგველები 20 სექტემბერს გამართავენ – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებს.

უნდა ითქვას, რომ “ზესტაფონი” ქობულეთელებს ოფიციალურ შეხვედრებში არასდროს შეხვედრია. შესაბამისად, მატჩი, რომელიც შაბათს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება, ამ გუნდების სადებიუტო დაპირისპირება იქნება. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური ქობულეთელებთან მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს ჩვენს ინტერნეტ-საიტზე შემოგთავაზებთ.

მანამდე კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC01887

DSC01902

DSC01907

DSC01908

DSC01909

DSC01915

DSC01930

FCZesafoni.GE

“დინამოს” დუბლებმა შუქურას 5:1 აჯობეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მინდორზე დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეხუთე ტურში დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ, ქობულეთის შუქურას დუბლებს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა მეტოქე. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა პირველივე წუთიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და შედეგად სტუმრებს ხუთი გოლი გაუტანეს. ანგარიში მე- 20 წუთზე ზუსტი თავური დარტყმით აკაკი კობახიძემ გახსნა. 32- ე წუთზე გიორგი ზარიამ ითამაშა ზუსტად დასწრებაზე და ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. ექვსი წუთის შემდეგ აკაკი კობახიძემ ისევ თავით დალაშქრა შუქურას კარი- 3:0. მატჩის 31- ე წუთზე აკაკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა- 4:0. მე- 60 წუთზე საბა კვერნაძე დარჩა მეკარესთან პირისპირ და ზუსტი დარტყმით მეხუთე გოლი გაიტანა სტურუას კარში. სტუმრება 72- ე წუთზე გერმოზაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოახერხეს გოლის გატანა. საბოლოოდ დინამომ 5:1 იმარჯვა.

დინამო დუბლები 5:1 შუქურა დუბლები

დინამო დუბლები: ისიანი, კირკიტაძე (კაპანაძე 59), გადრანი, ყურშავიშვილი, კობოური, ვეკუა (ქანთარია 65), ჩიხლაძე, ზარია (აშორტია 62), კვერნაძე (გეგეშიძე 62), ა. კობახიძე, ო. კობახიძე (ბუღრიძე 53)

შუქურა დუბლები: სტურუა, ტაკიძე, გოგიტიძე, მალანია, ჩხაიძე, ჭანუყვაძე, დოლაბერიძე, ტუღუში, ანდღულაძე, კომახიძე, კუპრაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გიორგაძე, გერმოზაშვილი, ჩელებაძე, ხურციძე

FCDinamo.Ge

დინამომ შუქურა გაანადგურა

“დინამო არენაზე” თბილისის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის გადატანილ შეხვედრაში ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

თამაში პირველივვე წუთებიდან “დინამოს” შეტევებით დაიწყო. მე-7 წუთზე პარუნაშვილის გარღვევას პაპუნაშვილის სახიფათო დარტყმა მოყვა, რომელიც აზამატ ჯიოევმა ლამაზ ნახტომში მოიგერია.

მე-14 წუთზე გატანა “შუქურას” შეეძლო. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თუხარელმა მიგინეიშვილს ვერ აჯობა. სტუმრებმა შეტევა ფლანგიდან გააგრძელეს და საბოლოოდ მხოლოდ კუთხურით დაკმაყოფილდნენ.

24-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. პაპუნაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრში ჩაჭრა და კარგი გადაცემით საბანაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია – 1:0.

მალევე საბანაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ლობჟანიძის კარგი გარღვევის შემდეგ მოვლენებს დაასწრო და თამაშგარეში აღმოჩნდა.

36-ე წუთზე “დინამოელთა” შემტევმა მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა. საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ზუსტი დარტყმით დალაშქრა ჯიოევის კარი.

მე-40 წუთზე საბა ლოჟანიძის ჯერი დადგა. მარცხენა ფლანგიდან განხორციელებული გარღვევა “დინამოს” 22-მა ნომერმა შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა.

ტაიმის ბოლო წუთზე “დინამომ” მეოთხე გოლის გატანა მოახერხა. ლობჟანიძის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა პაპუნაშვილმა გააგრძელა, რომელმაც ცარიელი კარის წინ მდგომ შერგელაშვილს გადააწოდა და 4-0.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველ 10 წუთში პაპუნაშვილის აქტიურობას სამი მომენტი მოჰყვა, თუმცა სამივე შემთხვევაში მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

“შუქურას” რამდენიმე სტანდარტის შემდეგ “დინამომ” კიდევ ერთი მომენტი შექმნა. ჯიოევთან პირისპირ ლობჟანიძე გავიდა და გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

62-ე წუთზე ქობულეთელებს შეხვედრის ყველაზე რეალური მომენტი შეექმნათ. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე საჯარიმოში ყველას მეტრეველმა დაასწრო. “შუქურას” შემტევს მიგინეიშვილმა ტრავმის ფასად არ გაატანინა, რის გამოც შესაცვლელი გახდა. მეტიც, “დინამოს” მეკარის ტრავმა, სავარაუდოდ, სერიოზულია, რადგანაც სტადიონის ტერიტორია მიგინეიშვილმა სასწრაფო დახმარების მანქანის მეშვეობით დატოვა.

71-ე წუთზე ანგარიში 5-0 გახდა. პაპუნაშვილმა შორიდან ძლიერად დაარტყა და ჯიოევის უხეში შეცდომის წყალობით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

81-ზე “დინამომ” კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მეკარესთან პირისპირ სამი ფეხბურთელი გავიდა. პარუნაშვილი-ჩირგაძის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

დარჩენილ დროში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. “დინამომ” რუსთავში განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, “შუქურამ” კი სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

დინამო 6-0 შუქურა

გოლები: საბანაძე 23′ ; 35′ ; ლობჟანიძე 39′ ; შერგელაშვილი 45′ ; პაპუნაშვილი 70′ ; ჩირგაძე 81′ 

დიინამო: მიგინეიშვილი (დაუშვილი 68′), თოთაძე, ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, საბანაძე (ჩირგაძე 55′), პარუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე, შერგელაშვილი, ძარია (კაკაბაძე 61′). 

სათადარიგოები: მჭედლისვილი, ჯანელიძე, ზივზივაძე, ჯიქია

მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გურული, ლობე (კალანდაძე 31′), კუტალია (მეტრეველი 37′), კუხიანიძე, თუხარელი (ცოტნე მესხი 46′), ჩაფიძე, ჩელებაძე. 

სათადარიგოები: კაკალაძე, ტაკიძე, კომახიძე, ტუღუში

მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე

თბილისის დინამო _ქობულეთის შუქურა_753=9954 ომარ მიგინეიშვილი_0424323 ომარ მიგინეიშვილი_04242 გიორგი ჩელებაძე_96213

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“შუქურა” – “ტორპედო” 1:0

7 სექტემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ამხანაგური მატჩის გასამართად ქობულეთს ეწვია და „ჩელე არენაზე“ ადგილობრივ უმაღლესლიგელ საფეხბურთო კლუბ „შუქურას“(მწვრთნელი – ამირან გოგიტიძე) გაეჯიბრა.

შეხვედრას ტრავმების მიზეზით „ტორპედოდან“ ვალერი აბრამიძე, ვაჟა ტაბატაძე , ალექსი ბენაშვილი და მამუკა ღონღაძე აკლდნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი მისი მშობლიური ქალაქის გუნდს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება. ქობულეთურ მატჩში გამარჯვებული ერთადერთმა გოლმა გამოავლინა, რომელიც 28-ე წუთზე, მასპინძელთა რიგებიდან ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის(ამჟამად, იგი „შუქურას“ პრეზიდენტია) ვაჟმაგიორგი ჩელებაძემ დაახლოებით 25 მეტრის მანძილიდან გაიტანა. რასაკვირველია, შანსები ორივე კართან მრავლად იყო, თუმცა უფრო ახლოს ზღვისპირელები იყვნენ ანგარიშის მათ სასარგებლოდ შეცვლასთან. საბოლოოდ, 1:0 მეტოქის სასარგებლოდ.

„შუქურა“:ჯიოევი(კაკალაძე 48), კალანდაძე, ხოჭოლავა(ლობე 46), ბერუაშვილი, გურული(ჩელებაძე 74), კუტალია(ჩალაძე 57), კუხიანიძე(კომახიძე 69), ჩაფიძე, ჩელებაძე(მესხი 61), კომახიძე(ტაკიძე 46), ზ. ტუღუში(მეტრეველი 46).

„ტორპედო“:თებიძე(ბობღიაშვილი 46), მახვილაძე(ელიავა 46), თოდუა, ჩაკვეტაძე(მამასახლისი 67), გიორგაძე(ქებურია 29, დუდუჩავა 73), ბონდარენკო, ჩიკვილაძე(ჩადუნელი 57), დრევალი(გოგიჩაიშვილი 64), ბაბუნაშვილი(ბ. ტუღუში 46), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46, შენგელია 67), კვერნაძე(ფიფია 46).

მსაჯი: ილია ტუღუში(ლანჩხუთი)

FCTorpedo.Ge

შუქურა – ზუგდიდი 2:1

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩში ქობულეთის “შუქურამ” საკუთარ მოედანზე ზუგდიდის “ზუგდიდი” დაამარცხა.

შუქურა 2:1 ზუგდიდი 

გოლი: 1:0 ზვიად მეტრეველი (24), 1:1 შოთა ლომია (46), 2:1 გიორგი ჩელებაძე (59, პენალტით)

შუქურა 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

უმაღლეს ლიგაში აღზევებული ქობულეთის “შუქურა” შემადგენლობას აძლიერებს. მომდევნო სეზონში ქობულეთური კლუბის ღირსებას “ზესტაფონის” სამი ყოფილი მოთამაშე დაიცავს.

“შუქურას” რიგებში ბექა ტუღუში, გიორგი გურული და გიორგი კუხიანიძე გადავიდნენ.

ბესიკ შეროზიას გუნდი უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩს 9 აგვისტოს ქობულეთში “ზუგდიდის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღეს ფინალისტთა ვინაობა გახდება ცნობილი

დღეს გორში და ივანწმინდაში საქართველოს თასისი ნახევარფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართება.

“თენგიზ ბურჯანაძეზე” გორის “დილა” თბილისის “დინამოს” უმაპსინძლებს. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამაჯრვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი “დილას” კარში მაშინ ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. ასე რომ, ამ წყვილში ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და ფინალში გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა მცირე უპირატესობა მაინც “დინამოელთა” მხარეს არის.

“დილასთვის” ჩაგდებული სეზონის გადარჩენის ერთადერთი გზა თასზე წარმატებული ასპარეზობაა. ამიტომ, დღეს გასამართ შეხვედრას გორში დიდი ინტერესით ელიან. თბილისში მყოფ გულშემატკივარს კი, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში 16:00 საათიდან შეეძლებათ.

 

დღის მეორე შეხვედრაში, რომელშიც ივანწმიდის სტადიონზე “ჩიხურა” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებს ინტრიგა ნაკლებია, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არც აქ არის.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი “ჩიხურამ” სტუმრად, 2:1 მოიგო, “შუქურა” დღეს უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებს. ისიც ფაქტია, რომ პირველი ლიგის წარმომადგენელისთვის ნახევარფინალში ასპარეზობა უკვე კარგი შედეგია. შესაბამისად, ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეროზიას შეგირდები არ განიცდიან.

ფედერაციამ პირველი ლიგის გუნდები დასაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეეტმა ეროვნულ ჩემპიონატის პირველ ლიგაში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით იმსჯელა და რამდენიმე გუნდი დასაჯა.

პირველი ლიგის A ზონის მატჩის დროს ქობულეთის “შუქურასა” და ფოთის “კოლხეთს” შორის მომხდარი გულშემატკივართა ჩხუბის გამო ორივე გუნდი 1400-1400 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა “შუქურა” მომდევნო სამ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. სასჯელი ხვალინდელ თასის ნახევარფინალზეც გავრცელდება. “შუქურას” ასევე სტუმართა დამტვრეული ავტობუსის შეკეთებაც დაეკისრა.

ამით პირველ ლიგაში მომხდარი სამარცხვინო ფაქტები არ ამოწურულა. 28 მარტს, ქედაში, ადგილობრივ “ბეთლემსა” და ვანის “სულორის” მატჩის მსველლობისას მასპინძელთა გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ, რაც უკვე ტრადიციად იქცა, და შეხვედრის მთავარ მსაჯს სასტიკად გაუსწორდნენ. ქედის “ბეთლემი” 10 000 ლარით დაჯარიმდა და 0:3 ჩაეთვალა. ქედელები ჩემპიონატის 5 თამაშს საკუთარ მოედანზე ვერ ჩაატარებენ.

ქობულეთის შუქურას ფანკლუბის ოფიციალური განცხადება!

ქობულეთის შუქურას ფანკლუბი გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

 

მოგეხსენებათ, გუშინ ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართა მატჩი, ქობულეთის შუქურასა და ფოთის კოლხეთს შორის. სანამ ქობულეთის შუქურა გოლს გაიტანდა მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, გატანილი გოლის შემდეგ კი ფანკლუბებს შორის მოხდა მცირე კონფლიქტი. სამართალდამცავებმა დროულად მოახდინეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. თამაშის დასრულების შემდეგ, როცა ფოთის კოლხეთის გულშემატკივრები ცდილობდნენ ქალაქიდან გასვლას, მათ თავს დაესხა რამდენიმე გულშემატკივარი და დააზიანეს ავტობუსი.
ამ ფაქტში ოფიციალური ფანკლუბის წევრები არ იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ რათქმაუნდა ვგმობთ ასეთ საქციელს და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ რომ ქობულეთის შუქურას ოფიციალური ფანკლუბი – ვიკინგები ავტობუსის დაზიანებაში მონაწილეობას არ იღებდა.

 

 

პირველი ლიგის მატჩი გულშემატკივართა ჩხუბის გამო შეწყდა

ქობულეთის “ჩელე არენაზე” დღეს პირველი ლიგის “ა” ზონის ცენტრალური დაპირსიპირება შედგა. ადგილობრივ “შუქურას” ფოთის “კოლხეთი” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლი კუტალიამ გაიტანა, ხოლო “კოლხეთის” მხრიდან გოლის ავტორი შარაშენიძეა.

პრინციპულ დაპირისპირებას მორიგი არეულობის გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის მიმდინარეობის დროს გულშემატკივართა შორის ხელჩართული ჩხუბი ატყდა, რომლის გამოც შეხვედრა 6 წუთით შეწყდა. დაზიანებულია სტადიონის ინფრასტრუქტურა.

გაგაცნობთ პირველი ლიგის დანარჩენ შედეგებს:

“ა” ჯგუფი

გაგრა 3-1 საპოვნელა
ჩხერიმეალ 2-2 ალგეთი
შუქურა 1-1 კოლხეთი
დინამო II 6-1 მეშახტე
ადელი 2-1 მერცხალი
იმერეთი 1-0 სქური

“ბ” ჯგუფი

ლოკომოტივი 6-2 სამგურალი
დილა II 2-2 ჭიათურა

03/04/14

სტუ – დინამო ბათუმი
საბურთალო – ბეთლემი
კოლხეთი – ბახმარო
სამტრედია – სასკო

03/03/14

სულორი – მაჭახელა

ჩაშლილი მერანი – შუქურა (ვიდეო)

საქართველოს თასის გათამაშების 1/4 ფინალური შეხვედრა მერანსა და შუქურას შორის  94-ე წუთზე ჩაიშალა. ანგარიში 2-2 იყო, მარტვილელებმა გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, მოედანზე დაახლოებით 200 გულშემატკივარი შემოიჭრა და მსაჯებს როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენა.