ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ირანის ნაკრებთან მატჩში 4 წამში 2 მაკრატელა შეასრულა (ვიდეო)

31 მარტს, შვედეთისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4 წამში მაკრატელა დარტყმის შესრულება ორჯერ სცადა, თუმცა მისი ორივე მცდელობა უშედეგო გამოდგა.

იბრაჰიმოვიჩი: „იმედია, შვედეთი ევროპის ჩემპიონატზე გავა“

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, იმედოვნებს, რომ მისი გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიოანტზე გავა.

„ევრო-2016-ზე გასვლა კარგი იქნებოდა. ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე უკეთესი არაფერია. იმედია, ევროპის პირველობაზე მოვხვდებით. ნაკრებში თამაში კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველა ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ფერების დაცვისას მაქსიმალურად იხარჯება“, – განაცხადა ზლატანმა.

„ის მამაზე უკეთესია“ – ჰენრიკ ლარსონის შვილის საოცარი გოლი (ვიდეო)

„სელტიკის“, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის ჰენრიკ ლარსონის შვილმა ჯორდანმა შვედეთის თასის მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 17 წლის ტალანტი „ჰელსინბორგის“ რიგებში გამოდის და გუშინ „სირიანსკასთან“ ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში გულშემატკივრებს თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან დაანახა.

როგორც შვედეთის ტელევიზია იტყობინება, გოლის შემდეგ ტრიბუნებიდან რამდენიმე გულშემატკივარმა შემდეგი რამ დაიყვირა: „იგი მამაზეც კი უკეთესია!“

 

ზლატანის სპეციალური ვიდეოკლიპი — ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ (ვიდეო, ფოტოები)

“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაერთო და სპეციალურ ვიდეოკლიპში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “კანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) ზლატანმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და საზოგადოებას ახალი ტატუ უჩვენა. ამისთვის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა, თუმცა შვედმა თავდამსხმელმა მოგვიანებით განმარტა, რომ სხვეულზე იმ 50 უცხო ადამიანის გვარი ამოისვირინგა, რომელთაც შიმშილთან ბრძოლა უწევთ.

“რომ შემეძლოს, ყველას გვარს გამოვისახავდი, დღესდღეობით შიმშილის წინააღმდეგ 805 მილიონი ადამიანი იბრძვის. მათ შორის ბევრი ბავშვია. ისინი ომებს, სტიქიურ უბედურებებსა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან. მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყავს მხარდამჭერები. დღეიდან მინდა, რომ ეს მხარდაჭერა იმ ადამიანებმა იგრძნონ, რომლებსაც ეს მართლაც სჭირდებათ. ასე რომ, როდესაც ჩემს სახელს გაიგონებთ, მათზე იფიქრებთ. როდესაც მე დამინახავთ, იმათ დაინახავთ”, – ამბობს ვიდეოკლიპში იბრაჰიმოვიჩი.

Zlatan Ibrahimovic1Zlatan Ibrahimovic2

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთში 200-კილოიანი ცხენ-ირემი მოკლა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასვენების დღეებს შვედეთში ატარებს. როგორც ჩანს, 33 წლის ფეხბურთელმა ნადირობისთვისაც მოიცალა.

28 დეკემბერს გამოცემული შვედური გაზეთების მთავარი ამბავი იბრაჰიმოვიჩის მიერ მოკლული ცხენ-ირემი იყო. შვედეთში, სადაც ნადირობა ნებადართულია, ზლატანმა დაახლოებით 200 კილოიანი ცხოველი მოკლა.

B58m4WHIEAA1OUF

B58P7BiCQAAxsE8

B59rAPwCYAENdbJ

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი საინტერესო განცხადება

შვედურმა ყოველდღიურმა გაზეთმა “დაგენს ნიუჰეტერმა” ყველა დროის საუკეთესო 150 შვედი სპორტსმენი დაასახელა. პირველი პოზიცია წილად მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბიერნ ბორგს ხვდა, ხოლო მეორე ადგილი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

მიუხედავად ასეთი აღიარებისა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეორე ადგილი სულაც არ მოეწონა, რაც მან “დაგენს ნიუჰეტერთან” საუბრისასაც დაადასტურა.

“დაგენს ნიუჰეტერი”: გილოცავთ, ყველა დროის საუკეთესო შვედ სპორტსმენებს შორის მეორე პოზიციას იკავებთ. რას იტყვით?

ზლატანი: “მადლობა, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლა იგივეა, რომ ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთო.”

“დაგენს ნიუჰეტერი”: არაერთხელ გითქვამთ, რომ მუჰამედ ალი, პეტერ ნორტუგი და რონალდო ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენები არიან. თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შვედი სპორტსმენების საუკეთესო ხუთეული?

ზლატანი: “სხვების პატივისცემის მიუხედავად, ნომერ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეც მე ვიქნებოდი.”

ქედმაღალი ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც შვედებმა უპასუხეს

14 ოქტომბერს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფლეი-ოფში შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. პირველ მატცში განცდილი მარცხის შემდეგ (0:2), შვედებს მოგება ესაჭიროებოდათ და საბოლოოდ, ფრანგები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

87-ე წუთამდე შვედები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ამ დროს ფრანგმა ლაივინ კურზავამ გოლი გაიტანა, რომელიც საკმაოდ პროვოკაციულად აღნიშნა.

თუმცა, ზუსტად ერთ წუთში შვედებმა ისევ გაიტანეს…



96bf4650-5442-11e4-aeaa-e7b7c3e48c8b_457213032

Bz7z8ElIEAIkIx5

d2860ce0-5443-11e4-8c78-0da9ee8ad34f_RTR4A6LE

db478670-5442-11e4-aeaa-e7b7c3e48c8b_457214064

“მალმიო” შვედეთის ჩემპიონია

“მალმიომ” შვედეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

გუნდმა 27-ე ტურში აიკ-ი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ოქროს მედლები გაინაღდა. “მალმიოს” აქტივში 59 ქულა აქვს და უახლოეს მადევარ “გიოტებორგს” მთელი 12 ქულით უსწრებს. ამდენად, “ლურჯებს” ჩემპონის სტატუსის მოპოვებაში ოპონენტები ვეღარ შეეცლებან.

“მალმიო” შვედეთის ჩემპიონი მე-18-ედ გახდა.

 

ალაბა: “მსაჯს ზლატანის შეეშინდა”

მიუნხენის “ბაიერნისა” და ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავიდ ალაბა აცხადებს, რომ შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მთავარ არბიტრს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეეშინდა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ავსტრიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ალაბას წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა, მსაჯი კი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

“მსაჯს ზლატანის შეეშინდა”, – ციტირებს ალაბას სიტყვებს გამოცემა Guardian-ი.

ზლატანმა რონალდუს უნიკალური რეკორდი გაიმეორა

“პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებული უნიკალური რეკორდი გაიმეორა.

ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ზლატანმა ორი გოლი გაიტანა — მე-4 და 24-ე წუთებზე. რეკორდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შვედ თავდამსხმელს საფეხბურთო მატჩის თითოეულ წუთზე აქვს გოლი გატანილი.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა ამ გოლებით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ის 50 გატანილი ბურთით შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ახალგაზრდა შვედი ფეხბურთელის ულამაზესი გოლი საბერძნეთის კარში

შვედეთისა და საბერძნეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის გამარტულ მატჩში ჯონ გუიდეტმა მეტოქეს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა.

შეუჩერებელი ზლატანი – იბრაჰიმოვიჩის სარეკორდო, ბრწყინვალე გოლი!

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში რეკორდი დაამყარა. საქმე იმაში გახლავთ, რომ შვედეთისა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ზლატანმა ნაკრების მაისურით 50-ე გოლი გაიტანა და შვედთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.