ლადო ბურდული: “ჩვენი მიზანი უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაა”

„დილა“ – „სიონის“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა უპასუხა.

ლადო ბურდული: „ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. მაყურებელმა ორივე გუნდის შესრულებით სანახაობრივი თამაში იხილა.

ჩვენ თავიდანვე მეორე ნომრად ვთამაშობდით და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ქულა მისაღები იქნებოდა, რომლის მოპოვებაც ვერ შევძელით. სამწუხაროდ, 7 მოთამაშის დანაკლისი გუნდს ძალიან დაეტყო. დარჩენილ შეხვედრებში ჩვენი მიზანი 10-12 ქულის მოპოვება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩნება ინქება.”

“დილამ” “სიონს” სძლია და ლიდერობა მოიპოვა

დღეს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გორის “დილამ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძა და მიუხედავად დიდი უპირატესობისა, მეტოქეს მხოლოდ მინიმალური ანგარიშით სძლია.

შეხვედრა ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველი მომენტი მე-9 წუთზე მასპინძებმა შემქნეს. კვეკვესკირის მოწოდებული ჯარიმის შემდეგ ბაგაევის დარტყმული ბათიაშვილმა მოიგერია.

მე-15 წუთზე გატანა თექთურმანიძეს შეეძლო, მაგრამ მასპინძლთა ნახევარმცველმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან ბრძოლაში დაარტყა და მიზანს ვერ მიაღწია. მალევე შანსი გორელიშვილი მიეცა, თუმცა მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა. სტანდარტი „დილამ“ სახიფათოდ გაათამაშა, ჩაწოდების შემდეგ შორეულ კუთხესთან დარჩენილმა ერისთავმა ძლიერად დაარტყა, თუმცა ბათიაშვილი კვლავ დამაჯერებელი იყო.

მასპინძელთა უპირატესობა ძალიან დიდი იყო და „სიონიც“, რამდენიმე კონტრშეტევას თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მიუხედავად გორელთა ასეთ დომინირებისა შესვენებამდე ანგარიშის გახსნა „დილამ“ ვერ შეძლო და ტაიმიც ფრედ, 0:0 დასრულდა.

„დილამ“ მეორე ნახევარშიც პირველ ნომრად ითამაშა და კარის დალაშქვრის მორიგი შესაძლებლობა 47-ე წუთზე, ისევ ბაგაევმა გაუშვა ხელიდან.

კიდევ ერთხელ სტუმრები მე-60 წუთზე, კვეკვესკირის დარტყმის შემდეგ გადარჩნენ, რომელიც ხარიხამ მოიგერია. ამის შემდეგ „სიონმა“ გამოიღვიძა და რამდენიმე შეტევის განხორციელება სცადა, თუმცა განსაკუთრებული ხიფათის გარეშე და უპირატობას კვლავ გორელები დაეუფლნენ. საბოლოოდ ბოლნისელთა დაცვამ 73-ე წუთამდე გაძლო. საჯარიმოში შეჭრილმა ერისთავმა რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და ანგარიში გახსნა – 1:0.

მე-80 წუთზე  გორელიშვილის გარღვევა დარტყმით და გოლით დასრულდა , თუმცა ბურთი ერისთავს მოხვდა, რომელიც თამაშგარეში იყო და შედეგიანი დარტყმაც გაუქმდა.

დარჩენილ წუთებში მოედაზე აღარაფერი შეცვლილა და გორელებმა მორიგი გამარჯვებით სატურნირო ცხრილის პირველი პოზოცია ბათუმის “დინამოსთან” ერთად მოიპოვეს.

დილა 1-0 სიონი

გოლი: ერისთავი 73’ 

დილა: მიგინეიშვილი, მარიჩი, ქარუზაშვილი, ბაგაევი, სეთურიძე, ფალავანდიშვილი, გვალია, თექთურმანიძე (ახალკაცი 56’) , კვეკვესკირი, ერისთავი (რამაძე 84’)  , გორელიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, ჯინჭარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, გიორბელიძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე (ფოფხაძე 64’) , და სილვა (გოგობერიშვილი 55’), ლობჯანიძე, ჭიკაიძე, სიჭინავა (ცხადაია 55’)  .

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

დათა სიჭინავა: “მოგება ძალიან გვჭირდებოდა”

უმაღლესი ლიგის 21-ე ტურში ბოლნისის “სიონმა” რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგი” დაამარცხა (2:1) და სანაკრებო პაუზაზე გასვლის წინ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

Fanebi.com “ფოლადზე” გამართულ მატჩში ბოლნისელთა მხრიდან გატანილ ერთ-ერთი გოლის ავტორს, დათა სიჭინავას გაესაუბრა.

“ძალიან რთული თამაში გამოვიდა. წინა შეხვედრები წავაგეთ და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოგება ძალიან გვჭრდებოდა.

ყველანაირად ვეცადეთ მწვრთნელის დავალება შეგვესრულებინა და სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მდგომარეობა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ. ანგარიშის გათანაბრება ჩემი გოლით შევძელით, თუმცა რაც მთავარია მოვიგეთ და გოლს ვინ გაიტანდა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

სანაკრებო პაუზის წინ მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ჩვენმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. “სიონის” საბოლოო მიზანი რაც შეიძლება მაღალი საფეხურის დაკავება იქნება”

“სიონის” ფეხბურთელმა მეტოქეს გოლი მე-10 წამზე გაუტანა (ვიდეო)

18 მარტს, შვეიცარიის ჩემპიონატში, “სიონმა” საკუთარ მოედანზე “სანქტ გალენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში პირველი გოლი მე-10 წამზე, მუსა კონატემ გაიტანა.

„შუქურამ “ თბილისში მოიგო

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩი ბოლნისის „სიონმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურასთან“ ჩაატარა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

არადა, ბოლნისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-14 წუთზე ანგარიშიც კი გახსნეს – გოლი საჯაიამ გაიტანა. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მტტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. 31-ე წუთზე „სიონის“ კართან კურიოზული მომენტი შეიქმნა, როდესაც მეკარემ და მცველებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რითიც ლუიზინიომ ისარგებლა, რომელმაც მეკარეს ბურთი აართვა და ანგარიშიც გაათანაბრა. პირველი ტაიმის ბოლოს აჭარელმა ფეხბურთელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც ვიქტორს გოლის გატანა არ გაუჭრდა – 1:2.

მეორე ტაიმის პირველ წუთზე ბოლნისელები გოლის გატანას ცდილობდნენ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, ორ წუთში კი პუკანიჩმა მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელის პასი მიიღო და გოლის გატანა არ გასჭირვებია -1:3. საერთოდ, პუკანიჩი მეორე ნახევარში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ცოტა ხანში აჭარული კლუბის ლეგიონერმა ორი ჯარიმა შეასრულა – პირველი მეკარემ მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი „შუქურას“ გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. ერთ-ერთი სახიფათო ეპიზოდი „შუქურას“ კართან იყო, როდესაც დათა სიჭინავა გოლთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული გოლკიპერმა უპრობლემოდ მოიგერია.

საბოლოოდ, 1:3 და ამ გამარჯვებით „შუქურამ“ 27 ქულა დააგროავ, რითაც მერვე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება „სიონს“, ბურდულის გუნდი 17 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

„სიონი“ – „შუქურა“ 1:3

გოლები: საჯაია 16′ – ლუიზინიო 30′, ვიქტორი 43, პუკანიჩი 52′

„სიონი“: მერლანი, საჯაია, კებურია, გურეშიძე, ცხადაია (ჭკაიძე 55′), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე (არაუჯო 55′), სიჭინავა, ცნობილაძე, ლობჟანიძე (უგულავა 46′)

„შუქურა“: ჯიოევი, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, ჩალაძე, ტუხარელი (ტაკიძე 82′), კუხიანიძე, ლუიზინიო (ჩაპიძე 66′), ჩელებაძე, ვიქტორი (მესხი 86′)

გაფრთხილებები: გურეშიძე 15′, ცნობილაძე 32′, მიქაბერიძე 50′ ჭანკოტაძე 60′

მათე ცინცაძემ ბოლნისის “სიონს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

1 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში, ბოლნისის “სიონმა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე თბილისელთა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ გახსნა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეტოქის კარი დაახლოებით 40 მეტრიდან დალაშქრა.

“სიონმა” “დინამოს” ლიდერობა დაათმობინა

უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” “მიხეილ მესხზე” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. პირველივე წუთებიდან ბოლნისელებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს და მეორე ნომრად არჩიეს თამაში.

პირველი მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმა მე-9 წუთზე შექმნეს, თუმცა სიჭინავამ ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო და ხელსაყრელი შანსი გაუშვა ხელიდან. “დინამომ” მეტოქეს მე-17 წუთზე შერგელაშვილის დარტყმით უპასეხა, რომელიც მერლანმა უპრობლემოდ მოიგერია.

23-ე წუთზე უკვე ბუკორაცს შეეძლო გატანა, მაგრამ სერბმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთი კარში ვერ გადაგზავნა. 35-ზე კი ანგარიში გაიხსნა. მათე ცინცაცემ დაახლოებით 40 მეტრიდან დალაშქრა მეტოქის კარი – მერლანის პოზიციური შეცდომა აშკარა იყო.

გაშვებული გოლი შემდეგ ბოლნისელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს ორი მომენტიც შექმნეს. პირველ შემთხვევაში ჰრდლიჩკა გაფრინდაშვილის დარტყმას გაუმკალვდა, თუმცა ლუის ალბერტო ვიეირას ვეღარ აჯობა და ტაიმიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი ბოლნისელთა გოლით დაიწყო. თბილისელების საჯარიმოსთან მახლობლად დანიშნული საჯარიმო დარტყმა სიჭინავამ შეასრულა. ბოლნისელთა 10 ნომრის ჩაწოდებას მეკარის ბაქანთან დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და ბურთი თავით კარში ზუსტად გადაგზავნა – 2:1.

გაშვებული გოლის შემდეგ შეხვედრა დინამოს დიდი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ სტუმრები საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეტნაკლებად სახიფათო მხოლოდ ორი ეპიზოდი იყო. 78 წუთზე ჭანტურიშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. ბოლოს კი კიტეიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩირგაძემ ვერ გამოიყენა კარგი შესაძლებლობა. ამრიგად, “სიონმა” მეორე წრის პირველი გამარჯება მოიპოვა და “დინამოს” ლიდერობა დაათმობინა.

სამწუხაროდ, მატჩის შემდეგ ტრიბუნებს გარეთ გულშემატკივრებს შორის მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

sioni - dinamo სიონი - დინამო

სიონი 2-1 დინამო თბილისი

გოლები: ცინცაძე 35′ (0:1); ლუის ალბერტო ვიეირა 45′ (1:1), ცნობილაძე 49′(2:1)

“სიონი”: მერლინი, გურეშიძე, ფოფხაძე, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (გოგობერიშვილი 67′), სიჭინავა (ქებურია 62′), უგულავა (ლობჟანიძე 72′), ვიეირა მედინა.

“დინამო”: ჰრდლიჩკა, ტაბატაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ბუკორაცი (კიტეიშვილი 56′), ცინცაძე, ჯიღაური (ჩირგაძე 63′), ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი (ჯანელიძე 78′), ონვუ.

სიონი-დინამო_9676966 ლაშა პარუნაშვილი_678953 ლადო ბურდული_97557 ზვიად ლობჯანიძე_97943 ვაჟა ტაბატაძე_97755 სიონი-დინამო_9676969087 სიონი-დინამო_967699797 სიონი-დინამო_9676960787

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო

სადავო ეპიზოდი “ჩიხურა” – “სიონის” დროს

22 თებერვალს ივანწმინდაში, საჩხერის “ჩიხურამ” უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის მატჩში ბოლნისის “სიონს” და 2:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული, მსაჯობის მიმართ უკამყოფილებას ვერ მალავდა.

“ასე თუ გაგრძელდა, რა აზრი აქვს. 11-ს კი არა 14 ადამიანს უნდა ეთამაშო. არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ დაუშვეს შეცდომები, მეორე მხარესაც იყო. ისეთ მომენტში აჩერებდა თამაშს, სადაც არ უნდა გააჩერო. ცალ მხარეს არ იყო შეცდომები, მაგრამ, ძირითადად, მასპინძლების სიმპათია ჰქონდა, უდიდესი სიმპათია. ფეხბურთი ნიუანსებისგან შედგება, ხუთ კონტრშეტევას რომ გაგიჩერებს, მაშინ გადაიცვას სხვა ფერის მაისური” – განაცხადა ბურდულმა.

მთელ მატჩე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ შეხვედრის 44-ე წუთზე ხვიჩა გაგნიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად საკამათოა. მასპინძელთა საჯარიმოში ბურთის მიღებას ცოტნე ქებურია ცდილობდა, თუმცა სერგეი ლუბჩაკმა მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა მსაჯმა კი ეს ეპიზოდი ყურადღების გარეშე დატოვა…

“სიონი” “ბატეს” დაუზავდა

თურქულ შეკრებაზე ბოლნისის “სიონმა” მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. რუმინეთის ნაკრებთან სპარინგის შემდეგ ლადო ბურდულის გუნდის მეტოქე ბელორუსის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ბორისოვოს “ბატე” გახლდათ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მე-60 წუთზე სიგნევიჩმა გახსნა. ბოლნისელებს გასათანაბრებლად 17 წუთი დასჭირდათ. საბოლოო აგნარიში “სიონის” პორტუგალიელმა ლეგიონერმა, მედინამ დააფიქსირა.

ბოლნისელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ბათიაშვილი, სვანიძე, ინწკირველი, ჯინჭარაშვილი, გიორბელიძე, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე, სიჭინავა, ჭანკოტაძე, ბერიძე, ჭიკაიძე.

სათადარიგოები: მერლანი, ცნობილაძე, გურეშიძე, ცხადაია, გაფრინდაშვილი, და სილვა, მედინა, მიქაბერიძე, ჯაფარიძე. 

“სიონი” რუმინეთთან დამარცხდა, თუმცა კომპლიმენტი დაიმსახურა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა.
რუმინელები ბოლნისელებს ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად ნაკრების სტატუსისა, ანგელ იორდანესკუს შეგიდებს ბოლნისელებთან თამაში გაუჭირდათ.
რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარში აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ “სიონმა”, მიუხედავად ეროვნულ ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობისა, მის გუნდს სიურპრიზი გაუკეთა და კარგად ითამაშა.

ანტალიაში დილიდან წვიმდა, ამიტომ მოედანის საფარი წყლით იყო გაჟღენთილი, სიცივემ კი ორივე გუნდი მაღალ ტემპში აათამაშა.

ბოლნისელები შეხვედრის პირველ ნახევარში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მოწინააღმდეგეს ბურთი დაუჭირეს და მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. თამაშის შემყურე, განრისხებული იორდანესკუ მოედნის ხაზთან იდგა და საკუთარ შეგირდებს გვარიანად უწყრებოდა.

მეორე ტაიმი, ლადო ბურდულმა, რუმინელი კოლეგისგან განსხვავებით, კვლავ იმავე შემადგენლობით დაიწყო, როტაციას კი 64-ე წუთიდან მიმართა, მას შემდეგ, რაც მოედნიდან დაშავებული ქებურიას ნაცვლად ბერიძეს უხმო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე, სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. კუთხურიდან ჩახვეულ ბურთს დუმიტრაშმა დაამატა და ანგარიში გახსნა.

თამაშის მიწურულს, ლადო ბურდულის შეგრიდებმა შტურმი მოაწყვეს რუმინელთა საჯარიმოში, თუმცა ბურთმა დასახულ მიზანს ვერ უწია.

10.02.2015 ანტალია. 

მარდანი სახელობის სტადიონი.

სიონი:  მერლანი, ფოფხაძე (სვანიძე), გურეშიძე, ცნობილაძე (სიჭინავა), გაფრინდაშვილი, ქებურია (ლობჟანიძე), ცხადაია (გოგობერიშვილი), მიქაბერიძე (ჭანკოტაძე), საჯაია, და სილვა (ბერიძე), ლუისი (ჭიკაიძე).
სათადარიგო: ბათიაშვილი, ინწკირველი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი.

რუმინეთი: ალგრადინი -”კრაიოვა”, დუმიტრაში -”კრაიოვა”, ბეიანი -”ტარგუ”, ვატაჟელუ (კრაიოვა), ანტონი- “პანდური” (პრეპელიტა), კრეტუ – CSMS IASI (ტანასე – “ვიტორული”), ლაზარი- “ბუქარესტი” (პინტალი – “ალ ჰილალო”), ბუდესკო – “ასტრა”, ფორა – “ტარგუ” (ბუმბა – “ასტრა”) . რომანი (რუჩესკი – “სტიაუა”) .
სათადარიგო: ლუნგი – “ასტრა”, მანელა – “ვიტრული”, პაპი – “სტიაუა”, მუტი – “გაზ მეთანი”, ფილიპი – “ბუქარესტი”, პელიტა – “სტიაუა”, პოპა – “სტიაუა”, კესერუ- სტიაუა”ტანასე – “ვიტარლუ”.

თურქულ შეკრებაზე, “სიონი” მეხუთე ამხანაგურ მატჩს, 11 თებერვალს, “ბატესთან” გამართავს.

fcsionibolnisi.com

ისიანი “გურიას” უბრუნდება

ბოლნისის “სიონის” ფორვარდი ვილი ისიანი კარიერას “გურიაში” გააგრძელებს, სადაც გასულ სეზონში ასპარეზობდა და უმაღლესი ლიგის 28 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.

23 წლის შემტევმა ბოლნისურ კლუბშიც შედეგიანად დაიწყო და ევროპა ლიგის მატჩებში “სიონს” ორი გოლით დაეხმარა, თუმცა ჩემპიონატის პირველი ეტაპი უგოლოდ დაასრულა და მეორე წრეში “გურიაში” დაბრუნება გადაწყვიტა.

“სიონმა” მეორე ტესტიც წააგო

ანტალიაში, “სიონმა” მეორე ტესტ-მატჩი, აზიის ჩემპიონთა ლიგის მონაწილესთან, უზბეკეთის “ლოკომოტივთან” გამართა.

შეხვედრაში პირველი სახიფათო შეტევა ბოლნისელებმა განახორციელეს, მარცხნიდან გიორგი ბერიძე ცდილობდა მეტოქის კარის აღებას. მისი დარტყმული კარს მცირედით აცდა.

პირველი ტაიმი ყაზახების ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა “სიონის” კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

მარჯვენა ფლანგზე ჭანკოტაძემ ითამაშა კარგად. რამდენიმე მცველს გასცდა და კარში დაარტყა, მისის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. აღნიშნულ მომენტამდე ჭიკაიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა საჯარიმოში არაზუსტად ითამაშა.

ტაიმის მიწურულს მერლანმა ბოლნისელები გაშვებულ გოლს გადაარჩინა, თუმცა ბურდულის შეგირდებმა ვერ შეძლეს შესვენებაზე მშრალად გასვლა.

44 – ე წუთზე საკუთარ კარში გოლი ჯინჭარაშვილმა გაიტანა – 0:1.

მეორე ტაიმში ლადო ბურდულმა  გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. ტაქტიკურმა ცვლილებამ თავისი შედეგი გამოიღო. თამაში უფრო სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ბოლნისელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყაზახებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად თამაშგარე იყო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბურთი ჩათვალა და თამაში დაასრულა.

პირველი ტაიმი – მერლანი, ინწკირველი, სვანიძე (კაპ), ჯინჭარაშვილი, გიორბერიძე,  გოგობერიშვილი, ფოფხაძე, სიჭინავა, ჭანკოტაძე  ჭიკაიძე.

მეორე ტაიმი – მერლანი,მოსემღვდლიშვილი, გურეშიძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ცხადაია, საჯაია, ქებურია, დასილვა,  ლუისი.

“სიონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს, 6 თებერვალს გამართავს.

fcsionibolnisi.com