“სიონი” ბრაზილიელით გაძლიერდა

“სიონი” პრესსამსახურის ცნობით ბოლნისურმა კლუბმა ენდრიუ არაუჟუ და სილვასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

20 წლის მოთამაშესთან თანამშრომლობა ხანმოკლე სინჯების შემდეგ გადაწყდა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა “სიონის” მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულზე შთაბეჭდილების მოხდენა პირველივე თამაშში შეძლო და კონტრაქტიც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “სიონმა” პორტუგალიელი ვიეირა მედინა ლუის ალბერტუც გაიფორმა.

 

ფრე და სანახაობა “ბასაზე”

ამხანაგური მატჩი ბოლნისის “სიონსა” და “სამტრედიას” შორის ფრედ – 2:2 დასრულდა.

ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება და ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობები ვიხილეთ, როგორც ბოლნისელთა, ისე სამტრედიელთა მხარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და ტემპიანი გამოდგა, რასაც სიცივემაც შეუწყო ხელი, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ბევრი იმოძრავეს და მატჩის ტემპი არ დაუგდიათ.

შეხვედრის პირველი გოლი შილაკაშვილმა გაიტანა და იმერლები დააწინაურა, მასპინძელთაგან კი საპასუხო გოლი გიორგი გაფრინდაშვილის ანგარიშზეა.

პირველი ტაიმი:

სიონი: ბათიაშვილი, ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, ინწკირველი, ბერიძე, ცნობილაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, საჯაია, ჭიკაიძე ( ლუის ალბერტო);

სამტრედია: თევდორაძე, კვირკველია, შალიკაშვილი, თ. გრიგალაშვილი (კაკუბავა), შარიქაძე, დოლიძე, ი. კერძევაძე, კაპანაძე, ბოლქვაძე, შილაკაშვილი, კაკუშაძე

მეორე ტაიმში ისევ სტუმრები დაწინაურდნენ. ამჯერად, გოლი გორგიაშვილმა გაიტანა. მან მეკარის საჯარიმოში მიიღო ბურთი, კარგად გაისწორა და გუნდი წინ გაიყვანა.

ანგარიში საყაიმო გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახადა, რომელმაც შორი მანძილიდან გაიტანა.

მეორე ტაიმი:

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, ს. გურეშიძე, გიორბელიძე,ენდრიუ არაუჟუ და სილვა, ცხადაია, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ქებურია, ლუის ალბერტო;

სამტრედია: მუჯრიშვილი, კაკუშაძე, კაკუბავა, ბეჭვაია, თ. გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი, გეწაძე, ქანთარია, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი, კიკაბიძე;

შემდეგ ამხანაგურ მატჩს ბოლნისელები გორის “დილას” წინააღმდეგ 27 იანვარს გამართავენ.

fcsionibolnisi.com

“სიონი” რუმინეთის ნაკრებს გაეჯიბრება

ბოლნისის “სიონი” ანთალიაში შეკრებაზე 1 თებერვალს გაემგზავრება. ბოლნისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით “სიონი” თურქეთის რესპუბლიკაში 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ლადო ბურდულის გუნდის მეტოქეები უზბეკური “ლოკომოტივი”, პერმის “ამკარი” და რუმინეთის ეროვნული ნაკრები იქნეიბიან. მოლაპარაკებები მიდის მეოთხე გუნდთან, რომელიც შესაძლოა მოლდოვური “დაჩია” გახდეს. მეხუთე სპარინგ პარტნიორის ვინაობა კი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

“სიონი” საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.

 

 

“ცხინვალმა” “სიონს” სძლია

ბოლნისის “სიონი” და “ცხინავალი” მეორე წრისთვის მომზადებას აგრძელებენ. გუნდებმა სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ტესტ-მატჩი გამართეს, რომელიც ცხინვალელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში “ცხინვალმა” ცაცკრიალაშვილის გოლით გახსნა, თუმცა ბონისელებმა მალევე ჯინჭარაშვილის ძალისხმევით გაათანაბრეს. ცხინვალელებმა გადამწყვეტი გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს და მისი ავტორი მაკასარაშვილი გახდა. აღსანიშნავია, რომ “სიონმა” ამ შეხვედრაში ძირითადად გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელებით ითამაშა.

ცხინვალის ”ცხინვალი” – პირველი ტაიმი : ნანიევი, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ.ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი, მარკოზაშვილი, მუმლაძე, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე
მეორე ტაიმი : ნადრიაძე, მთივლიშვილი, გიორგაძე, მაისაშვილი, ცერცვაძე, მალანია, მახარობლიძე, თავაძე, ინჯიბაშვილი, ახვლედიანი, მაკასარაშვილი

ბოლნისის ”სიონი – პირველი ტაიმი : მაღრაძე, ჯაფარიძე, ჯინჭარაშვილი გელა, ქურდაძე, გურაბანიძე, ბერიანიძე, სტეფანია, გიგილაძე, ოქროპირიძე, ჩაფიძე, ჯინჭარაშვილი ლაშა
მეორე ტაიმი : მაღრაძე, ჯაფარიძე, ჯინჭარაშვილი გელა, ხუმარაშვილი, გურეშიძე, ჩიფჩიური, ჯაყელი,ბერიანიძე, ცაბოლაშვილი, ქებურია, ოქროპირიძე.

გოლები : 1-0 ცაცკრიალაშვილი (25), 1-1 ჯინჭარაშვილი გელა (38), 2-1 მაკასარაშვილი, (87).

“სიონის” ახალწვეულებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

ბოლნისის “სიონი” ჩემპიონატის მეორე ეტაპისტვის მზადებას განაგრძობს. ძირითადი ბირთვის შემდეგ დღეს სამედიცინო შემოწმება გუნდის ახალწვეულებმა გიორგი ჭანკოტაძემ, დათა სიჭინავამ, გიორგი მიქაბერიძემ, დათო საჯაიამ, გიორგი ბერიძემ და სანდრო გურეშიძემ გაიარეს.

სამწვრთნელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება. 1 თებერვალს კი ბოლნისელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც რამდენიმე ტესტ-მატჩს გამართავენ.

დათა სიჭინავა “სიონში” ითამაშებს

ფოთის “კოლხეთის” შემტევი დათა სიჭინავა კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს.

სიჭინავა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ფოთელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუეკთესო იყო და ფინანსურად უფრო ძლიერი კლუბების ყურადღებაც მიიპყრო, რის გამოც “კოლხეთმა” მისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.

ფეხბურთელმა ყოფილი კლუბის პრესსამსახურთან კომენტარიც გააკეთა: “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფოთის “კოლხეთი 1913”-ის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს და გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს ყველანაირი გაწეული სამსახურისთვის. ვუსურვებ წინსვლას და სულ დავრჩები ფოთის “კოლხეთი 1913″-ის გულშემატკივრად.” 

უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე 25 წლის სიჭინავამ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

“დინამოს” მეორე გამარჯვება ბენდელას თასზე

დღეს ბენდელას სტადიონზე დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასის მეორე ტურის მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ბოგველმა და სიჭინავამ გაიტანეს.

ხვალ დინამოელები დაისვენებენ და ზეგ იმავე სტადიონზე, 15.00 საათზე საბურთალო-1 დაუპირისპირდებიან.

დინამო 2:1 სიონი

დინამო U11: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, ოდიშვილი, ქავთარაძე, ბოგველი, ხვადაგიანი, სიჭინავა, გაგნიძე, კერესელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ტურძელაძე, თარგამაძე, უგრეხელიძე, ფიფია, ბაბლუანი, კეკელიძე, სიხარულაშვილი

FCDinamo.GE

ლადო ბურდული: “სამწუხაროა, რომ ასეთი ინციდენტი ჩვენს კლუბში მოხდა”

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბოლნისის “სიონის” სპორტულ დირექტორ ზვიად სტურუასა და აღმასრულებელ დირექტორ, ნუგზარ ლომთაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვითარების გასარკვევად კლუბის მთავარ მწვრთნელსა და გენერალურ დირექტორს ლადო ბურდულს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა.

“უსიამოვნო ფაქტები ოჯახებშიც ხდება, ამისგან დაზღვეულია არავინაა. სამწუხაროა, რომ ასეთი ინციდენტი ჩვენს კლუბშიც მოხდა. აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ ლომთაძემ ამ ფაქტის შედმეგ განცხადება დაწერა და გუნდი დატოვა.

მომხდარს განხილვა სჭირდება. პირველი ეტაპის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა. შემდეგ კი დავსხდებით, დავილაპარაკებთ და შესაბამის ზომებსაც მივიღებთ. სამწუხაროდ, კონფლიქტის მომენტს არ შევსწრებივარ, ამიტომ დაპირისპირების გამომწვევ მიზეზზე საუბარი მიჭირს”.

“სიონის” მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან გუნდის ამჟამინდელ მდგოამრეობაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: “სეზონის სტარტზე ჩავარდნა გვქონდა. ევროპის ლიგას ნაადრევად დავემშვიდობეთ, რის შემდეგაც თვეზე მეტი დავისვენეთ. ამ პერიოდში შეკრება ვერ გავიარეთ, რაც შედეგებზეც აისახა. ანალოგიური მდოგმარეობა შარშანაც გვქოდა, თუმცა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გამოვიყენეთ და მეორე ეტაპზე კარგი შედეგიც ვაჩვენეთ.

გუნდში ცვლილებები აუცილებლად იქნება. რამდენიმე მოთამაშე დაგვტოვებს და მათ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩავანაცვლებთ. გასული სეზონის მსგავსად “სიონი” კვალვ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს.”

უმაღლეს ლიგაში მომდევნო შეხვედრას ბოლნისის “სიონი” 21 ნოემბერს, ქობულეთში, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

“სიონი” – “ტორპედო” 1:0

6 ნოემბერს საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის 4 მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისის „სიონმა“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ისტუმრა.

შეხვედრას ქუთაისელები დიდი დანაკლისით ხვდებოდნენ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან: ბექა ტუღუში და ოთარ კვერნაძე ტრავმების, ხოლო ნიკო კვასხვაძე კი მამის გარდაცვალების გამო ვერ იღებდნენ მონაწილეობას. დისკვალიფიკაცია ჰქონდა თენგიზ ჩიკვილაძეს, რომლის არყოფნაში „ტორპედოს“ კაპიტნის სამკლავურით წინ ვაჟა ტაბატაძე გაუძღვა.

თამაშის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. „ტორპედომ“ პირველი ზუსტი დარტყმა მეტოქის კარში მე-8 წუთზე განახორციელა, კერძოდ, ეს გოგი ფიფიამ გააკეთა, რომელსაც მეკარემ მოუგერია. როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ეს ზუსტი დარტყმა ამ მატჩში უკანასკნელიც იყო სტუმართა მხრიდან. შემდეგი ეპიზოდი კი ყველაზე რეალური მათ შორის, რაც კი ქუთაისელებმა დღეს შექმნეს: მე-20 წუთზე, პირობითი მასპინძლები გოლს აშკარად გადაურჩნენ, ფიფიამ მარკოზაშვილისგან მიიღო ბურთი და ათიოდე მეტრიდან „მარცხენათი“ დაარტყა, მაგრამ დღესაც აქტიური ტორპედოელისთვის სასურველი ტრაექტორიით ბურთი არ წასულა. „სიონმა“, სულ ორჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან ერთხელ თებიძე ჩაერთო თამაშში. არც ერთ შემთხვევაში ეპიზოდს ხიფათი არ მოჰყოლია. საგოლე მომენტებს რომ თავი დავანებოთ, იშვიათად იყო გამწვავებებიც კი, როგორც ერთ, ისე მეორე კართან და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 0:0.

მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა. რევაზ ძოძუაშვილმა ქებურიას ნაცვლად მოედანზე თოდუა შეიყვანა, რომელიც მარჯვენა მცველად გაამწესა, ტაბატაძე კი შუა ნახევარმცველად გადაიყვანა. 49-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე ბურთი აბრამიძემ მოიპოვა, ცოტაოდენი მანძილი ბურთიანად გაირბინა და მარცხნივ ფიფია მონახა, ამ უკანასკნელმა კი მის გვერდით – ბაბუნაშვილი, რომელმაც ბადეში გაახვია ბურთი, თუმცა გვერდით მსაჯს უკვე თამაშგარის მანიშნებელი ალამი ჰქონდა აწეული. გამეორებაზე ჩანს, რომ ზაალ ბერულავას გადაწყვეტილება ამ დინამიურ ეპიზოდში ძალზედ საკამათო იყო(იხილეთ ვიდეო), თუმცა, აქ ქრონოლიგიას დავარღვევთ და მოგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ დღევანდელი მარცხის მსაჯზე დაბრალება უპრიანი არ იქნება. ბოლნისელებმა სწორედ ამის შემდეგ გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი. მათი ორი უშედეგო თავურის შემდეგ, მესამე ცდაზე სხეულის იგივე ნაწილით შესრულებული შედეგიანი დარტყმაც ვიხილეთ, 55-ე წუთზე, შორ მანძილზე დანიშნული „სტანდარტიდან“ კარისკენ ბურთის ჩაწოდებით გივი კვარაცხელიამ გახსნა ანგარიში – 1:0. დარჩენილ დროში გააქტიურებული „ტორპედო“ მეტოქეს კი ავიწროებდა, მაგრამ ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, პირიქით, წინ წასულებს რამდენიმე კონტშეტევა გამოეპარათ, რითაც „სიონმა“, რომელიც ამ ტურამდე ბოლო ადგილზე იყო, ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი, სამჯერ კი თებიძემ ითამაშა დამაჯერებლად. ეს იყო და ეს, „ტორპედომ“ ჩემპიონატში მესამე მარცხი განიცადა(0:1) და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუარესა.

FCTorpedo.GE

სიონმა ნავსი გატეხა

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის ფარგლებში ბოლნისის „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

ბოლნისელებმა ტერიტორიული უპირატესობა სასტარტო წუთებიდან მოიპოვეს, თუმცა პირველი მომენტი „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა შექმნეს. მე-20 წუთზე ხელსაყრელ პოზიციაში ფიფია აღმოჩნდა, რომლის დარტყმულიც „სიონის“ კარს მცირე მანიძლის აცდა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ „ტორეპდომ“ თამაშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა მატჩი იმდენად დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, რომ შესვენებამდე საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ შექმნილა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა.

გაცილებით საინტერესო გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი, რომლიც „ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლით დაიწყო, მაგრამ მისი ავტორი, შოთა ბაბუნაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ტაბლოზე დაფიქსირებული ნულები არ შეცვლილა. მალევე ბოლნისელება კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. საჯარიმოში ყველას კვარაცხელიამ  დაასწრო და თავით ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზნის მისაღწევად მცირედი დააკლდა. მომდევნო შეტევაში კი „სიონის“ გამოცდილმა მცველმა ზუსტად იმოქმედა. მორიგი სტანდარტის დროს შეტევაში ჩართულმა კვარაცხელიამ 55-ე წუთზე გახსნა ანგარიში.

გატანილი გოლის შემდეგ ბოლნისელები კიდევ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდათ, რის შემდეგაც ბურდულმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთა. ტერიტორიულ უპირატესობას „ტორეპდო“ დაეუფლა. ძოძუაშვილმა კორექტივების შეტანა ცვლილებებით და ტაქტიკური გადაადგილებებით სცადა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობაზე ამას განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. გოლის გატანასთან მატჩის ბოლოს ბოლნისელები უფრო ახლოს იყვნენ, თუმცა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა დღევანდელ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.

სიონი 1-0 ტორეპდო

გოლი: კვარაცხელია 55’

სიონი: ბათიაშვილი, ფოფხაძე (ინწკირველი 80’),  სვანაძე, კვარაცხელია, დ. ფოფხაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი (განუდგრავა 21’), ლობჯანიძე, სირაძე (ცხადაია 75’), ისიანი.

ტორპედო: თებიძე, ტაბატაძე, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ბაბუნაშვილი, ფიფია, მახვილაძე, მარკოზაშვილი, მამასახლისი (ბელაშვილი 63’), ქებურია (თოდუა 46’). 

სპარტაკმა სიონს დაძაბულ ბრძოლაში სძლია

დღეს, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთს ცხინვალის “სპარტაკი” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.

“სპარტაკმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყო და საკმაოდ სწრაფად, მეორე წუთზე დაწინაურდა. ულამაზესი შორეული დარტყმით ანგარიში ცერცვაძემ გახსნა. მალევე ცხინივალელებს კიდევ ერთი მომენტი შეექმნათ. მარცხენა ფლანგიდან შინდაგორიძემ იაქტიურა და ხელსაყრელ პოზიციაშიც აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ სუსტად დაარტყა.

სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შემქნეს. ლობჯანიძის ჩაწოდების შემდეგ კარში გაფრინდაშვილმა დაარტყა. ბოლნისელთა მცდელობა ცხინვალელთა მცველმა გაანეიტრალა. აღნიშნულ ეპიზოდში “სიონის” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თერთმენმეტრიანის დანიშნვას საკმაოდ აქტიურად ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით ცხინვალელთა უკანახაზელს ბურთი ხელზე მოხვდა.

მე-17 წუთზე ბოლნისელებს კიდევ ერთი რეალური მომენტი შეექმნათ, რომელიც ამჯერადაც მარჯვენა ფლანგზე ლობჯანიძის აქტიურობას მოჰყვა. “სიონი” შემტევის ჩაწოდებას ამჯერად ისიანი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარისკენ თავით გადაგზავნა – “სპარტაკი” ხარიხამ იხსნა. ზუსტად ერთ წუთში გატანა უკვე სირაძეს შეეძლო, თუმცა გამოცდილმა შემტევმა ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა…

“სიონის” ეირიშებს 23-ე წუთზე “სპარტაკმა” საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევით უპასუხა. შინდაგორიძე-თექთურმანიძის კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიგაური აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მის მცდელობას ბოლნისელთა მცველები გადაეღობნენ და ცხინვალელებიც მხოლოდ კუთხურით დაკმაყოფილდნენ.

28-ე წუთზე “სპარტაკმა” მეორე გაიტანა. სტანდარტის შემდეგ ბათიაშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, რის შემდეგაც ერთი დამატებულის მოგერიება კი შესძლო, თუმცა რევაზ ქემოკლიძის დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა – 2:0.

“სიონს” სხვაობის შემცირება ზუსტად ერთ წუთში შეეძლო – მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ისიანის დარტყმა სუსტი გამოდგა.

ტაიმის დამთავრებამდე ბოლნისელებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას გოგობერიშვილმა დაასწრო და 42-ე წუთზე ანგარიშით 2:1 გახადა.

მეორე ნახევარი ბოლნისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სასტარო 10 წუთში რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო შეტევაც განახორციელეს. “სპარტაკმა” კი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კონტრშეტევებზე გააკეთა. პირელი ტაიმისგან განსხვეავებით თამაშის ტემპმა იკლო, რაც საგოლე მომენტების რაოდენობაზეც აისახა.

71-ე წუთზე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს. მახარობლიძის კარგი გადაცემით საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ივანიშვილი შეიჭრა, თუმცა დარტყმას პასი ამჯობინა და ბოლნისელთა მცველებმაც ბურთი უპრობლემოდ მოიგერიეს.

82-ე წუთზე “სიონს” გათანაბარების საკმაოდ რეალური შანსი მიეცა. საშუალო დისტანციიდან შესრულებული უგულავას დარტყმა ნადირაძემ მოიგერია, დამატებაზე კი მიზანს შეცვალზე შემოსულმა სამხარაძემ ააცილა.

85-ე წუთზე “სპარტაკის” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. ცერცვაძის კარგი პასით მეკარესთან პირისპირ კაჭარავა დარჩა, თუმცა ფორვარდმა დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა. საპასუხო შეტევაში კი ბოლნისელემბა საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, თუმცა სტუმრებმა სტანდარტული ვერ გამოიყენეს.

მსაჯის მიერე კომპენსირებულ წუთში მოთამაშეთა შორის მცირე წაკინკლავება მოხდა, თუმცა მდგომარეობა მალევე განიმუხტა. 94 წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ლექვთაძემ ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტა, რის შემდეგაც მსაჯის სასტვენიც გაისმა – 2:1 “სპარტაკის” სასარგებლოდ.

 

სპარტაკი 2-1 სიონი

გოლები: ცერცვაძე 2′  (1:0); ქემოკლიძე 28′ (2:0); გოგობერიშვილი 42′ (2:1)

სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, ივანიშვილი (ლექვთაძე 83 ‘), ცერცვაძე, მახარობლიძე, ქემოკლიძე, გიგაური (ბურძენაძე 80′), კაჭკაჭიშვილი, შინგადორიძე, თექთურმანიძე, კაჭარავა (მაქაცარია 90’).

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, კვარაცხელია, ფელიპე ლიმა (განუგრავა 46′), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (სამხარაძე 77′), გაფრინდაშვილი (უგულავა 56′), ლობჯანიძე, სირაძე, ისიანი. 

სიონი_სპარტაკი_6923142424 ილია კანდელაკი_792323 ილია კანდელაკი_79535 სიონი_სპარტაკი_69231

მარიამ ნიშნიანიძე

“მიხეილ მესხზე” მოპოვებული სამი ქულა

2014 წლის 16 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, სანაკრებო ბატალიების გამო გადადებული, რიგით მეოთხე ტურის შეხვედრები. მიხეილ მესხის სახელობის თბილისის სტადიონის მთავარ არენაზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა გუნდის უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მარგველებს ანგარიშის გახსნის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტაბლოზე საკმაო ხანს ნულოვანი ფრე იყო დაფიქსირებული. ბოლო-ბოლო, 34-ე წუთზე ლევან შარიქაძემ კარგი გადაცემით შეტევის მარცხენა ფლანგზე მოძებნა ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელიც მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა.

37-ე წუთზე იმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა – ბოლნისელთა კართან დანიშნული ჯარიმის შესრულება თავის თავზე მალხაზ გაგოშიძემ აიღო. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ “სიონის” გოლკიპერ ზურაბ ბათიაშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და მასთან პირველი გიორგი ილურიძე გაჩნდა…

ტაიმის მიწურულს ზესტაფონელებს კიდევ მართებდათ გატანა – ჯერ მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ ბოლნისელთა საჯარიმოში სახიფათოდ შეჭრილი გიორგი ჭანკოტაძის წაქცევის ეპიზოდში წასის დარღვევა არ დააფიქსირა, შემდეგ კი მასპინძლები გიორგი ილურიძემაც დაინდო.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ოდნავ უკან დაიხიეს, აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და სწრაფ კონტრაქციებზე გააკეთეს. უნდა ითქვას, რომ მარგველთა ასეთი ტაქტიკა გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა, მათ შემტევებს “სიონის” კართან შექმნილი მომენტები ჯეროვნად რომ გამოეყენებიათ. მასპინძელთა კართან ხიფათს ზესტაფონელები მთელი ტაიმის განმავლობაში ჰქმნიდნენ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ სტადიაში ბევრს სცოდავდნენ.

შედეგად, 79-ე წუთზე ბოლნისელებმა მატჩის დასკვნით ნაწილს ინტრიგა შეუნარჩუნეს – ქვემოქართლური გუნდის სწრაფი შეტევა და ბოიან პავლოვიჩის საჯარიმო მოედანზე გაკეთებული მაღალი ჩაწოდება გოლად მასპინძელთა მცველმა გივი კვარაცხელიამ აქცია.

ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების შემდეგ, ისინი დაცვაზე აქცენტის გაკეთებას, ბედის შეტევაში ძიება ამჯობინეს და არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, ავთო ენდელაძის პასის შემდეგ, თორნიკე კაპანაძემ დღევანდელი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური