სიონი VS დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXXI ტურის შეხვედრას თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 11 მაისს შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით იქნება შესაძლებელი. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით ტრადიციულად ვიდეო და ტექსტური რეპორტაჟის ნახვა შეგეძლებათ.

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვლადიერ ბურდულია. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ჩატარებული ოცდაერთი თამაშიდან თოთხმეტი შეხვედრა მოგებით, სამი მატჩი საყაიმო ანგარიშით და ოთხი მატჩი მარცხით დაასრულა. სიონი სატურნირო ცხრილში 54 ქულით მესამე საფეხურზე იმყოფება.

დინამომდე

ბოლნისის სიონმა ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა და თურქულ შეკრებამდე ჯერ სპარტაკთან და ვიტ ჯორჯიასთან (1:5, 1:1) ჩაატარა სპარინგ მატჩები. თურქეთში კი, ირტიშთან დამარცხდა 1:4, წააგო ბატესტან 1:2, მარცხი მტკ– სთან 0:2, დიორს მოუგეს 1:0 და ფრე სევასტოპოლთან ანგარიშით 2:2. თასზე სიონმა ჩიხურასთან ფრედ ითამაშა 1:1. აჯობა დინამოს 2:1. იმავე ანგარიშით დამარცხდა ტორპედოსთან. გამარჯვება მეტალურგთან 2:0. მარცხი ზესტაფონთან 0:1 და თასზე ჩიხურასთან 1:2. სამი გამარჯვება მიყოლებით. ჩიხურასთან 2:1, მეტალურგთან 2:0 და გურიასთან 2:1. ზედიზედ 4 მოგება – დინამოსთან 1:0, ზესტაფონთან 2:1, ჩიხურასთან 3:2, გურიასთან 2:0 და მარცხი ბოლო ტურში რუსთავის მეტალურგთან 0:2.

დინამო VS სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 52 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 12 აპრილს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული დინამო – სიონი ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის მცველი – გიორგი ხიდეშელიდააკლდება.

დინამო VS სიონი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანი – კანდელაკიიმედაშვილიაბრამიძექემოკლიძე – სამხარაძეგოგობერიშვილი,აფციაურიკახელიშვილი – ადამია, მიკუჩაძე

FCDinamo.GE

სიონი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================
უმაღლესი ლიგა – 114 თამაში / 477 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 12 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

დინამო VS სიონი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXXI ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. 11 მაისს მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე გაიმართება.

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 52 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 128/26 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება ამა წლის 12 აპრილს შედგა. დინამო არენაზე გამართული გამართული დინამო – სიონი ჩვენი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

FCDinamo.GE

სანახაობრივი მატჩი მიხელ მესხზე

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს უმაღლესი ლიგის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ბოლნისის “სიონმა” “ჩიხურას” უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგმა.

პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს. ჯიღაური სოლო რეიდის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმული კარს დიდი მანძილით ასცდა. ამის შემდეგ უპირატესობა ბოლნისელებმა მოიპოვეს. მეკარე მირზა მერლანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კახელიშვილი სომხიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმული საჩხერელთა მეკარემ მოიგერია და კუთხურზე გადააგდო. აღსანიშნავია, რომ კუთხურები “ჩიხურას” კართან მრავლად იყო და პირველი გოლი სწორედ ასეთ სტანდარტი შედეგად გავიდა. მე-12 წუთზე გოგობერიშვილის ჩაწოდებას ლობჟანიძე გამოეხმაური და ეფექტური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი – 1:0.

გატანილი გოლის მერე “სიონმა” უპირატესობა არ დათმო, თუმცა აღსანიშნავია, რომ არც რეალურ საგოლე მომენტებამდე მისულა საქმე.

ტაიმის ბოლოს კი “ჩიხურამ” თამაშის გამოსწორება შეძლო, რაც შედეგზეც აისახა. 37-ე წუთზე ოდიკაძის ჩაწოდებულ ჯარიმას ლაშა ჭელიძე გამოეხმაურა და თავით ეფექტური გოლი გატანა მოახერხა. “სიონმა” ცენტრიდან განაახლა თამაში, ბურთი დაკარგა, დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოდ მეორე გოლიც მიიღო. ცარიელ კარში ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კვასხვაძემ გადაგზავნა – 1:2.

ტაიმის ბოლოს “სიონს” გათანაბრება შეეძლო. თუმცა, სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ლობჟანიძემ და ფოფხაძემ ვერ ისარგებლეს. ბურთს სომხიშვილი დაეუფლა და ტაიმიც დასრულდა.

მეორე ნახევარი ბოლნისელთა შეტევებით დაიწყო. გოგობერიშვილის შორეულ დარტყმა სომხიშვილმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია. რამდენიმე წუთში კი, “ჩიხურას” შეეძლო გატანა, თუმცა ქიმაძის დარტყმა მერლანმა მოიგერია. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და მომენტებიც ორივე კართან მრავლად იქმნებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში მათი რეალიზება მხოლოდ ბოლნისელებმა მოახერხეს.

75-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა უგულავამ მარჯვებნა ფლანგიდან ჩაწოდებაზე ყველას დაასწრო და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი, ლობჟანიძე სომხიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაც მოუტანა.

 

სიონი 3-2 ჩიხურა

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (12), 1:1 ჭელიძე (37), 1:2 კვასხვაძე (38), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87) 

სიონი: მერლანი, აბრამიძე, ფოფხაძე, კანდელაკი, განუგრავა (უგულავა 56′), ქემოკლიძე, სამხარაძ (ადამია 60′), კახელიშვილი, ცხადაია, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე (უგრეხელიძე 90′).

სათადარიგოები: გიორბელიძე, ნ.ისიანი, ზუხბაია, მამასახლისი

მწვრთნელი: ლადო ბურდული

ჩიხურა: სომხიშვილი, კაშია (ჩიკვაიძე 46′), ლომაშვილი, ჭელიძე (ბეჭვაია 80′), ხმალაძე, ოდიკაძე, კვასხვაძე, დატუნაიშვილი, დეკანოიძე, ჯიღაური, ქიმაძე (ლომია 84′).

სათადარიგოები: თევდორაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

IMG_1431IMG_1704IMG_1672IMG_1671IMG_1662IMG_1655IMG_1635IMG_1629IMG_1619IMG_1606IMG_1603IMG_1600IMG_1560IMG_1506IMG_1475IMG_1462IMG_1451IMG_1679

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“სიონმა” “ზესტაფონი” დაამარცხა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა დღეს უმაღლესი ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და “ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ მშვიდად დაიწყო. პირველი მომენტის შექმნა ნომინალურმა მასპინძლებმა მოახერხეს, თუმცა “ზესტაფონელთა” კიპერი ბოიან პავლოვიჩი ბურთს ადგილზე დახვდა. ამას კახელიშვილის ფლანგური გარღვევა მოჰყვა, რომელსაც გრიგალაშვილი ვერ გაუმკლავდა და სიონის შემტევი პავლოვიჩთან ფაქტობრივად პირისპირ დატოვა, თუმცა სტუმართა მეკარე კვლავ დამაჯერებელი იყო. “სიონის” იერიშებს “ზესტაფონი” შორეული, მაგრამ არაზუსტი დარტყმებით პასუხობდა.

ანგარიში შეხვედრაში 33-ე წუთზე გაიხსნა. “სიონის” შეტევის მარჯვენა ფლანგზე, აუტის ხაზთან ახლოს დანიშნული ჯარიმი შესრულება ბოლნისელთა კაპიტანმა. ალექსანდრე გოგობერიშვილმა ითავა და როგორც შემდეგ გაირკვა სწორადაც მოქცეულა. გოგობერიშვილის ჩაწოდებული ბურთი პავლოვიჩის კარში ისე შევარდა, რომ მას არც მასპინძელთა და არც სტუმართა გუნდის ფეხბურთელი არ შეხებია.

მასპინძელთა სიხარული ხანკომკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც 5 წუთში “სიონის” საჯარიმოსთან დაინიშნა სახიფათო სტანდარტი, რომელიც გეწაძემ გოლად აქცია და ანგარიშიც გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გუნდებმა ტემპს უმატეს. შეხვედრის განახლებიდან 2-3 წუთი იქნებოდა გასული, როდესაც გიორგი კახელიშვილს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში კი, “ზესტაფონის” დაწინაურება დოლიძეს შეეძო, რომელიც მერლანთან პირისპირ აღმოჩნდა. ბოლნისელთა გოლკიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შესძლო.

ტაიმი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. უნდა აღინიშნოს შარიქაძის კარგი თამაში, რომელიც “ზესტაფონის” ყველა შეტევას დირიჟორობდა. თუმცა, 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში სწორედ შარიქაძის მიერ თამაშის წესების დარღვევას “ზესტაფონის” კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც გოგობერიშვილმა ზუსტას შეასრულა და საკუთარი გუნდი შეხვედრაში მეორედ დააწინაურა.

დარჩენილ დროში “ზესტაფონი” სრული ძალებით უტევდა, მაგრამ უშედეგოდ. “სიონმა” კიდევ ერთი ლიდერის დამარცხება მოახერხა და ევროთასებს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

 

სიონი 2-1 ზესტაფონი

გოლები: გოგობერიშვილი 33′ (1:0): გეწაძე 38′ (1:1); გოგობერიშვილი 75′ (2:1)

სიონი: მერლანი, აბრამიძე, ფოფხაძე, სვანიძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, იმედაშვილი, ლობჟანიძე (კანდელაკი 90′), თოთაძე, სამხარაძე (განუგრავა 62′), კახელიშვილი (უგრეხელიძე 82′)

სათადარიგოები: ზუხბაია, ადამია, ქემოკლიძე, მამასახლისი

მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული

ზესტაფონი: პავლოვიჩი, გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე, გურული, შარიქაძე, ჭანკოტაძე (კაპანაძე 77′), ჭანტურიშვილი, დოლიძე (ფანცულაია 70′), გეწაძე, ტატანაშვილი (საბანაძე 64′)

სათადარიგოები: მეშველიანი, გრიგალაშვილი, სარდალიშვილი, გაგოშიძე.

მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე

IMG_0553IMG_0558IMG_0532IMG_0517IMG_0501IMG_0495IMG_0560IMG_0561IMG_0489IMG_0436IMG_0392IMG_0456IMG_0378IMG_0340IMG_0565

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“სიონთან” მორიგი მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 19 აპრილს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 27 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 7 ფრე და 4 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 32:9.

აქვე უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი სადღეისოდ მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა სამეულში იმყოფება. ბოლნისის “სიონსა” და “ზესტაფონს” შორის 19 აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 16:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” მორიგი მატჩისთვის სამზადისის შესახებ

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერული გუნდი საკუთარ ქალაქში შეიკრიბა და ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, 19 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრას, რომელშიც ზესტაფონელები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონს” დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC06753

DSC06765

DSC06766

DSC06775

DSC06779

DSC06799

DSC06800

DSC06814

DSC06818

DSC06826

DSC06840

DSC06848

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დინამო სიონთან სათამაშოდ ემზადება

დინამო არენაზე მალხაზ ჟვანიამ სიონთან თამაშისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრა 12 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. დინამო TV გთავაზობთ ჩატარებული წვრთნის ამსახველ ვიდეო რეპორტაჟს.

FCDinamo.GE

“სიონმა” “მეტალურგს” აჯობა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის მორიგი ტური დაიწყო, რომლის პირველ მატჩშიც ერთმანეთის წინააღდეგ ბოლნისის “სიონი” და რუსთავის “მეტალურგი” წარსდგნენ.

მატჩს გულშემატკივრებში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ზედა ექვსეულის გუნდებმა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშეს, რამაც გარკვეული დაღი დაასვა ამ მეტად პრინციპულ დაპირისპირებას.

მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ბოლნისელები ფლობდნენ. ნომინალურმა მასპინძლებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ამ მატჩის შემდეგ ბურდულის გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე აინაცვლა.

ანგარიში შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაიხსნა. ლობჟანიძემ დამატებაზე თავით ითამაშა შედეგიანად – 1:0.

მეორე ნახევარში ბოლნისელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 58 წუთზე მეორედ მოახერხეს ბედიაშვილის კარის აღება. მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართული ფოფხაძის გადაცემა კილასონიამ საკუთარ კარში ჩაჭრა.

რუსთაველები მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. “სიონმა” შეხვედრა გამარჯვებამდე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიიყვანა.

 

სიონი 2-0 მეტალუგრი

გოლები: ლობჟანიძე 43′ ; კილასონია 58′ (ს.კ.)

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, თოთაძე, აბრამიძე, გოგობერიშვილი, სვანიძე (კ), ცხადაია (სამხარაძე, 73), კახელიშვილი (კანდელაკი, 78), ახალაია (უგულავა, 55), ზვიად ლობჟანიძე, აფციაური.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე (ჩიმაკაძე, 57), მახვილაძე (კ), ქავთარაძე, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, დავით საჯაია კაკაშვილი (მიქაბერიძე, 46), ჩირგაძე, დობროვოლსკი, სეთურიძე (ექვთიმიშვილი, 67), მერაბ გიგაური.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

 

sioni-metalurgi

IMG_8796

IMG_8791

IMG_8782

 

IMG_8777

IMG_8754

IMG_8757

IMG_8749

IMG_8720

 

IMG_8688

IMG_8687

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“სიონთან” მარიგი დაპირისპირების წინ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. მიმდინარე წლის 16 მარტს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ესტუმრებიან.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 26 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 15 მოგება, 7 ფრე (საინტერესოა, რომ შვიდივეჯერ 0-0) და 4 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 31:9.

აქვე უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

ბოლნისის “სიონთან” კვირას გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დინამოს დუბლებმა სიონის დუბლებს 7:0 მოუგეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის XIX ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობა ბოლნისის სიონის სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა და შვიდი უპასუხო ბურთით დაამარცხა.

კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები სათამაშო უპირატესობას შეხვედრის დებიუტშივე დაეუფლნენ და უკვე მე- 4 წუთზე არჩილ მესხმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კვერნაძემ მეორედ აიღო ბოლნისელთა კარი 2:0. მეორე ტაიმის დასაწყისში 47-ე წუთზე თევზაძემ ითამაშა დასწრებაზე ზუსტად და ანგარიში გახდა 3:0. 62-ე და 72- ე წუთებზე კვერნაძემ ორჯერ დალაშქრა სიონის კარი. 81- ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მათიაშვილმა მეექვსე გოლი გაიტანა მეტოქის კარში. ექვსი წუთის შემდეგ კი, კობახიძემ საფინალო ანგარიში დააფიქსირა. დინამომ 7:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველადგილოსან მეტალურგთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

დინამო (დუბლები) 7:0 სიონი (დუბლები)

გოლები: 1:0 ა. მესხი (პენ) 4’  2:0 კვერნაძე 45’  3:0 თევზაძე 47’  4:0 კვერნაძე 62’  5:0 კვერნაძე 72’  6:0 მათიაშვილი 81’  7:0 კობახიძე 87’

დინამო (დუბლები): შოვნაძე (გუგეშაშვილი 65), მარაქველიძე, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე (კობოური 61), კიტოვანი (ვეკუა 55), კვერნაძე, მაჭავარიანი (კახნიაშვილი 55), კობახიძე, ც. მესხი (მათიაშვილი 55), ა. მესი

სიონი (დუბლები): ზუხბაია, ჯაფარიძე, ვიბლიანი, ათანელიშვილი, გიორბელიძე, ყურაშვილი, ტაბიძე, ბურნაძე, ახალკაცი, მამასახლისი, სტეფანია

fcdinamo.ge

სენსაცია უცნაური გოლებით

დინამო არენაზე გამართული საქართველოს ჩემპიონატის XIX ტურის შეხვედრა “დინამოსა” და “სიონს” შორის სენსასციური შედეგითა და მეტად უცნაური გოლებით დაამახსოვრდა გულშემატკივარს.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურობით დაიწყეს. გოლის გატანა გიორგი მერებაშვილს და დორინ გოგას შეეძლოთ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

დინამოელებს ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეეძლოთ. გველესიანის დარტყმულის შემდეგ მირზა მერლანმა სიონი გაშვებული გოლისგან იხსნა.

ამის შემდეგ კი, გოლების დროც დადგა.  ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელის გამო შეჩერებული თამაშის შემდეგ დინამოელმა ჩისკომ ბურთის “სიონის” მეკარესთვის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ესპანელის დარტყმის შემდეგ ბურთი მერლანს გადაახტა და კარში აღმოჩნდა. დინამოელებმა ფეარ-პლეის პრინციპი დაიცვეს და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ცენტრიდან ბურთის თამაშში შეტანისთანავე მისცეს.

მატჩის 78-ე წუთზე დინამოელთა რიგებში ოთარ მარცვალაძის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე ჩისკოს ნაცვლად შემოვიდა. მაგრამ, რუსეთიდან დაბრუნებულმა ფოვარდმა ვერაფერი შექმნა.  გადამწყვეტი კი შეხვედრის 85-ე წუთი აღმოჩნდა. როდესაც, “სიონის” ფეხბურთელმა ჯაბა უგულავამ გველესიანის შეცდომით ისარგებლა და ბოლნისელებს სამი ქულა მოუტანა.

მატჩის შემდეგ

ვლადიმერ ბურდული: თავიდანვე ვიცოდით, როგორი რთული თამაში იქნებოდა. დასრულებული მატჩების ანგარიშებიც ვიცოდით და შესაბამისად მოვემზადეთ. მალხაზს მინდა მადლობა ვუთხრა კარგი თამაშისთვის და ფეარ-პლეის პრინციპების დაცვისთვის. აღვნიშნავ, რომ დინამო კარგ ფეხბურთს თამაშობს და წარმატებებს ვუსურვებ ამ კლუბს. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული დინამოში და ჩემთვის უსაყვარლესი გუნდია. დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს იყო.

მალხაზ ჟვანია: ვულოცავ სიონს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემს გუნდს- თამაში უფრო მეტად დასალაგებელია, რასაც დრო სჭირდება. მოგვიახლოვდა მეორეადგილოსანი და უფრო მეტადაა საჭირო თამაშის გამოსწორება.

დინამო 1:2 სიონი

გოლი: 1:0 ჩისკო 72’  1:1 კახელიშვილი 75’  1:2 უგულავა 85’

გაფრთხილება: გოგა 56’ ცხადაია 90’

დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ჯანელიძე (გორგიაშვილი 54), მერებაშვილი, პაპავა, კვირკველია, გოგა (ვუო 62), იანსე, ჩისკო (მარცვალაძე 78), გველესიანი, ძარია

სიონი: მერლანი, თოთაძე, სვანიძე (იმედაშვილი 60), აბრამიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე (აფციაური 70), ადამია (უგულავა 64), კახელიშვილი

მსაჯი: ლაშა სილაგავა