ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ბარსელონასა“ და „რეალ სოსიედადს“ შორის გამართული მატჩი კატალონიელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მხოლოდ 38 505 გულშემატკივარი დაესწრო. დიდი უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიში მხოლოდ 44-ე წუთზე გაიტანეს, როცა კუთხურის შესრულების შემდეგ ბასკთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი სერხიო ბუსკეტს მიუვიდა და მასაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. სტუმართა ვითარება მცველ ინიგო მარტინესის გაძევებამ კიდევ უფრო დაამძიმა. მეორე გოლი საკმაოდ კურიოზული გამოდგა: ფრანჩესკ ფაბრეგასის გადაცემის შემდეგ ალექსის სანჩესი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მისი დარტყმული კარის ძელს მოხვდა, შემდეგ გორკა ელუსტონდომ ბურთი მოიგერია, რომელიც პირდაპირ მეკარე ენიაუტ ზუბიკარაის მოარტყა და კარში შეგორდა — 2:0.
განმეორებითი მატჩი 13 თებერვალს შედგება
ესპანეთის თასი
ნახევარფინალი
„ბარსელონა“ — „სოსიედადი“ 2:0 (1:0)
გოლები: ბუსკეტსი 44′, ზუბიკარაი 60′ (ა.გ.)
გაფრთხილებები: ბუსკეტსი 26′, მასკერანო 36′, მესი 73′ — ველა 40′, ელუსტონდო 57′, გასტანიაგა 62′, ზუბიკარაი 86′, სალდუა 89′.
გაძევება: ინიგო მარტინესი 44′.