ჩემპიონთა ლიგის სამომავლო ფორმატი “სუსტი” გუნდების დაჩაგვრას ითვალისწინებს

უახლოეს მომავალში შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩატარების ფორმატი კიდევ უფრო შეიცვალოს, რაც ე.წ. სუპერ ლიგის იდეის ზემოქმედებით არის გამოწვეული.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლიდან ტურნირში შევა ცვლილებები, რომლის მიზანიც უფრო მეტი შანსის მიცემაა ტოპ-ლიგების წარმომადგენელთათვის და ამასთანავე, “სუსტი” გუნდების დაჩაგვრა.

La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ ახალი ფორმატის წყალობით, იტალიას, გერმანიას, ესპანეთსა და ინგლისს ოთხი გარანტირებული წარმომადგენელი ეყოლებათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე: სამი სატურნირო ცხრილის ლიდერი და ერთიც ისტორიული კლუბი.

ჯგუფურ ეტაპზე კვლავ 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 8 ჯგუფში გადანაწილდებიან. ტოპ-ლიგების 4 წარმომადგენელს დაემატება ორ-ორი გუნდი რუსეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდან. ხოლო, თითო გუნდი – შვეიცარიიდან, ბელგიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. დანარჩენი 5 გუნდის ვინაობას კი ჩვეულებრისამებრ პლეი-ოფი გაარკვევს.

“ლივერპული” – “ბარსელონა” (LIVE)

ამ წუTებში “ლივერპული” და “ბარსელონა” “ჩემპიონTა საერთაშორისო თასზე” ერთმანეთს უპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს!

რონალდომ მეგობრები შეაშინა: “ეს პოლიციაა!” (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდო სახალისოდ ატარებს არდადეგებს…

პორტუგალიელი ვარსკვლავი, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას, ლიფტში მდგომ მეგობრებს პირველ სართულზე დახვდა და მათი შეშინება სცადა ფრაზით: “ეს პოლიციაა!”

კაკაბაძე: “”ვილიარეალთან” ნაჩვენები თამაშით თუ ვიმსჯელებთ, “ლა ლიგაში” გადასვლის დიდი შანსი გვაქვს”

ამ ზაფხულზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი წავიდა უცხოურ ჩემპიონატში სათამაშოდ. ოთარ კაკაკბაძემ კატალონიურ “ხიმნასტიკს” მიაშურა, სადაც ჩვენი თანამემამულე, გიორგი აბურჯანია გამოდის. “დინამოს” ყოფილ მოთამაშეს რამდენიმე დღის წინ “ვილიარეალის” წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი. აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში კაკაბაძემ პირველი ნახევარი ითამაშა და ნამდვილად არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა 20 წლის სპორტსმენს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– პირველ რიგში, ყველას აინტერესებს, როგორი ატმოსფეროა გუნდში და გაქვთ თუ არა ის პირობები, რომლებიც მარტივ ადაპტაციაში დაგეხმარებათ?

– მშვენიერი განწყობაა კოლექტივში. ძალიან პოზიტიური ატმოსფერო სუფევს. აქ ყველაფერია, რაც ნამდვილ ფეხბურთელად მაგრძნობინებს თავს. შესაბამისად, ადაპტაციაც საერთოდ არ მიჭირს. მოკლედ, ამ მხრივ პრობლემა, ფაქტობრივად, არ მაქვს.

– რამდენიმე დღის წინ “ვილიარეალთან” ითამაშეთ და 1-2 დამარცხდით. როგორ შეაფასებთ შეხვედრას და შეგეძლოთ თუ არა მინიმუმ ფრის მიღწევა?

– რა თქმა უნდა, ფრეც და მეტიც, ჩვენ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი შეხვედრა ათი კაცით ვიასპარეზეთ, საკმაოდ მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ბევრი მომენტიც შევქმენით. მაგრამ ეს ამხანაგური მატჩი იყო და რთულია ამ თამაშის მიხედვით იმის გარკვევა, თუ ვის რა შეეძლო.

– პირველი ტაიმი ითამაშეთ. ინდივიდუალური თვალსაზრისით, როგორ შეაფასებთ დებიუტს? დარჩა თქვენი ასპარეზობით გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილი?

– პირველი თამაშისთვის, შესაძლებელია, ითქვას, ნორმალურად გამოვიყურებოდი. უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ოფიციალური შეხვედრებია, სადაც ვეცდები, ამაზე გაცილებით უკეთესად ვიასპარეზო.

– აბურჯანია მთელი შეხვედრა სათადარიგოზე იჯდა და მოედანზე არ გამოსულა. ხომ ვერ გვეტყვით, რა მიზეზით მოხდა ეს? ის გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მისი სათადარიგოზე დაჯდომა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია…

– წინა დღეებში “აბუს” ფეხი აწუხებდა, რის გამოც 3 დღე მოუწია დასვენება. ამ მატჩში კი შეეძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ, მაინც ამხანაგური იყო და, აღარ გარისკეს.

– აღნიშნეთ, რომ ამხანაგურით რთულია დასკვნების გაკეთება, მაგრამ მაინც რომ თქვათ, თქვენი აზრით, ასეთი თამაშით რა შანსები აქვს “ხიმნასტიკს” “სეგუნდა დივიზიონში”?

– იმ თამაშით, რაც “ვილიარეალთან” აჩვენა გუნდმა, დიდი შანსია, რომ “პრიმერა დივიზიონში” გადავიდეთ. უბრალოდ, წელს “სეგუნდაში” ბევრი კარგი კლუბი ითამაშებს და ეს ძალიან რთული იქნება.

კარიკატურა: პოგბა დილემის წინაშე: “რეალი” თუ “მანჩესტერი”?

პოლ პოგბათი ორი დიდი გრანდია დაინტერესებული და მის შეძენას ყველანაირად ცდილობს. ეს გუნდები მადირიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედია”. ამასთან დაკავშირებით ომან მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.

ddddddddddddddddddddddddddddd

ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს!

დელ ბოსკემ ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრები დატოვა. სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟულენ ლოპეტეგი “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელია. ხელშეკრულების პირობები ჯერ არაა საჯარო.

გეტყვით, რომ თავის დროზე 49 წლის სპეციალისტს მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონაშიც” აქვს ნათამაშები. მის სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, ბოლოს იგი “პორტოს” მწვრთნელი იყო.

 

პოლ პოგბა სიგარეტის მოწევის დროს გამოიჭირეს (ფოტო)

პოგბა დამღლელი სეზონის შემდეგ მაიამის სანაპიროზე ისვენებს. The Sun-ი ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია თუ როგორ ეწევა სიგარეტს  ფრანგი იახტაზე.

იხილეთ ფოტო…

098

ოფიციალურად: “არტეტას შემდეგ, “არსენალი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა”

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალი” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ველინგტონ სილვამ დატოვა და “ფლუმინესეში” გადავიდა.

შესაძლებელია, ბევრმა არ იცის, რომ 23 წლის მოთამაშე არსენ ვენგერმა 2010 წელს გაიფორმა “ფლუმინესედან”. ფრანგმა სპეციალისტმა იგი პირველივე სეზონში გამოცდილების მისაღებად “ლევანტეში” გაანათხოვრა. შემდეგ იყო იჯარა “ალკოიანოში”, “პონფერადინაში”, “რეალ მურსიაში”, “ალმერიაში” და ბოლოს “ბოსტონ უონდერერსში”.

როგორც უკვე ვთქვით, სილვა 6 წლის შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. ტრანსფერის დეტალები არაა ცნობილი.

 

დელ ბოსკე: “მინდა, რომ ის მომავალში ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი იყოს”

“ევრო 2016”-ის დასრულების შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა. მან “ფურია როხასთან” ერთად 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 65 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან უნდა, მისი ადგილი მომავალში პეპ გვარდიოლამ დაიკავოს.

“პეპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. მას ძალიან დიდი განათლება და გამოცდილება აქვს ფებხურთში.”

“ადრე ესპანური გუნდების გასაწვრთნელად მწვრთნელები საზღვარგარეთიდან მოგვყავდა. ახლა კი, ჩვენი ეროვნების სპეციალისტები მიდიან უცხოეთში, რათა იქაურ კლუბებს უხელმძღვანელონ. ამით უნდა ვიამაყოთ. ამას ცოტა თუ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ.”

“გვარდიოლა ის მწვრთნელია, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” სამუშაოდ სულ ახლახანს წავიდა და იმედი მაქვს, იქედან მალე დაბრუნდება ნაკრების დასახმარებლად. ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს ამ პოსტზე მისი არდანიშვნის მიზეზი. ის, რომ  კატალონიელია? არა! ესპანეთი ერთიანი ქვეყანაა და ის უნდა ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში, ვინც საუკეთესოა ამ საქმეში,” – განაცხადა დელ ბოსკემ.

ლა ლიგის პრეზიდენტი: “ვთვლი, რომ მესი უდანაშაულოა”

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი თვლის, რომ ლეონელ მესი უდანაშაულოა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს სასამართლო, რომელმაც არგენტინელს 21-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“მესის შესახებ უკვე ვისაუბრე – არ ვთვლი, რომ ის დამნაშავეა და ბედნიერი ვარ იმით, რომ ის კვლავ ლა ლიგაში გააგრძელებს კარიერას.” – განაცხადა მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე ყოფნისას.

“ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე ვარიანტი, ჩვენ კი საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით.” – დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ მესის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ – საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ევროზე. სასამართლომ მას 21-თვიან სასჯელთან ერთად 2 მილიონი ევროს გადახდაც დააკისრა. თუმცა, “ბლაუგრანას” ლიდერი ციხეში არ ჩაჯდება, ნაცვლად ამისა ის საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას გადაიხდის.

რომელ კლუბს დარჩა ყველაზე მეტი ფეხბურთელი ევრო 2016-ზე?

საფეხბურთო ზაფხული და ევრო 2016 უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ევროპის ჩემპიონატზე სულ რაღაც 4 გუნდი დარჩა – უელსი, პორტუგალია, გერმანია და საფრანგეთი.

გაინტერესებთ, რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ევრო 2016-ის ამ ეტაპზე? იხილეთ ეს სია ..


 

8 – “ბაიერნი”
5 – “კრისტალ პალასი”
4 – “რეალი”, “არსენალი”, “სპორტინგი”
3 – “იუვენტუსი”, “ვოლფსბურგი”, “ლივერპული”, “ლიონი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”
2 – “ტოტენჰემი”, “პსჟ”, “მანჩესტერ სიტი”, “ლესტერ სიტი”, “ვესტ ჰემი”, “ბაიერ ლევერკუზენი” , “შალკე”, “ბეშიქთაში”, “ფულჰემი”, “ვალენსია”, “სუონსი” “ფენერბახჩე”, “საუთჰემპტონი”
1 – “ბარსელონა”, “რენი”, “სევილია”, “ნიუკასლი”, “ტიგრესი”, “ატლეტიკო დე მადრიდი”, “კიოლნი”, “ბორუსია დორტმუნდი”, “გალათასარაი”, “ინვერნესი”, “ბირნინგჰემ სიტი”, “ბარნლი”, “ვესტ ბრომი”, “ბენფიკა”, “რედინგი”, “ვოლვსი”, “ნოტინგემ ფორესტი”, “მაკ დონსი”, “ზაგრების დინამო”, “პორტო”, “მონაკო”, “ბრაგა”, “ლილი”, “ლორიენი”


 

აღსანიშნავია, რომ ტურნირში დარჩენილ ფეხბურთელთაგან 29 მათგანი ბრიტანულ პრემიერ ლიგაში ასპარეზობს. ამ მაჩვენებლით პრემიერ ლიგა ყველა დანარჩენ ჩემპიონატს ჯაბნის.

ჯგუფურ ეტაპზე (მანამ სანამ არავინ გავარდებოდა), ყველაზე მეტი წარმომადგენელი იურგენ კლოპის “ლივერპულს” ჰყავდა. მეტი, ვიდრე “მანჩესტერე იუნაიტედს”, “რეალსა” და “ბარსელონას”.

“ლივერპული” ტურნირზე 12 ფეხბურთელით იყო წარდგენილი, ისევე როგორც “იუვენტუსი”. შემდეგ მოდიან: “ტოტენჰემი” (11), “მანჩესტერ იუნაიტედი” (10) და “არსენალი” (9). “რეკორდმაისტერს” 11 წარმომადგენელი ჰყავდა, რომელთაგან მხოლოდ 3 გავარდა – რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), დავიდ ალაბა (ავსტრია) და ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი).

ჩავი: “გამიკვირდა, დელ ბოსკემ ამაზე სახალხოდ რომ ისაუბრა”

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ჩავიმ გაკვირვება გამოხატა დელ ბოსკეს საქციელის გამო, რომელმაც მასსა და იკერს შორის არსებულ პრობლემებზე სახალხოდ ისაუბრა.

“საკმაოდ გამაოცა დელ ბოსკეს კომენტარმა იკერთან დაკავშირებით.” – განუცხადა “ბარსელონასა” და ესპანეთის ყოფილმა ლიდერმა Deportes-ს.

“მე იქ არ ვყოფილვარ, ამიტომაც არ ვიცი, თუ რამ მიიყვანა დელ ბოსკე აქამდე. თუმცა მაინც მჯერა, რომ ისინი ამ პრობლემას მოაგვარებენ.

ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ატმოსფერო ასეთი ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. არ ვიცი, რა მოხდა საფრანგეთში მას შემდეგ.

ამის შესახებ იკერთან ვისაუბრე; დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს მოაგვარებენ. მაგრამ მაინც გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ დელ ბოსკემ ამაზე საჯაროდ ისაუბრა.”