მოულოდნელი შედეგით დასრულდა ჟილინაში, სლოვაკეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა.
ანგარიში მე-17 წუთზე კუჩკას გოლით გაიხსნა. მასპინძლები დიდი ხნის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა 82-ე წუთზე ესპანელებმა პაკო ალკასერის გოლით შესძლეს გათანაბრება. “ფურია როხას” სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ზუსტად 5 წუთში სლოვაკებმა კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. გოლი დურისის გადაცემით მიროსლავ სტოხმა გაიტანა და საკუთარ ნაკრებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.
სლოვაკეთი 2-1 ესპანეთი
გოლები: კუჩკა 17′ (1:0); პაკო ალკასერი 82′ (1:1); სტოხი 87′ (2:1)
სლოვაკეთი: კოზაჩეკი, შკრტელი, ჰუბოჩანი, პეკარიკი, დურიცა, გიომბერი, ჰამშიკი, კუჩკა (კისი 83′), პეკოვსკი, ვაისი (დურისი 54′), მაკი (სტოხი 64).
ესპანეთი: კასილიასი, ხუანფრანი (კასორლა 81′), ალბიოლი (პედრო 58′), პიკე, ხორდი ალბა, ფაბრეგასი, ინიესტა, დავიდ სილვა (პაკო ალკასერი 71′), ბუსკეტსი, კოკე, დიეგო კოსტა.