PRO ლიცენზირების კურსი საქართველოში წარმატებით გრძელდება

დასრულდა PRO ლიცენზირების კურსის სწავლების მე-5 ეტაპი, რომელიც, ტრადიციულად, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ტარდება. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა ამ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კურსს საქართველო პირველად მასპინძლობს და განათლებას 15 ქართველი მწვრთნელი იღებს. ესენი არიან: ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, გია ცეცაძე, ვასილ მაისურაძე, გიორგი დევდარიანი, მალხაზ ჟვანია, სოსო ჭედია, გელა შეყილაძე, ვარლამ კილასონია, სოსო ფრუიძე, თემურ შალამბერიძე, რამაზ სოლოღაშვილი, გიორგი ტუღუში, გოჩა ტყებუჩავა და ბადრი კვარაცხელია.

ივნისში, თბილისში იმყოფებოდნენ და სასწავლო კურსს უძღვებოდნენფრანკო ფერარი (უეფას ტექნიკური ინსტრუქტორი), მიშელ საბლონი(JIRA-ს კომისიის წევრი, რომელიც მწვრთნელთა განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს) და ფრენკ ლუდოლფი(უეფას საგანმანათლებლო სერვისების ხელმძღვანელი).

ივლისის ორკვირიან, ინტენსიურ კურსს კი დენი რაიზერი (JIRA-ს კომისიის წევრი, რომელიც მწვრთნელთა განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს) უძღვებოდა. დენი რაიზერმა ტექნიკა-ტაქტიკური მოდული წაიკითხა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ანალიზის თანხლებით. ასევე, წაიკითხა ლექციები მატჩის სტრატეგიაზე და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწავლების 11 ეტაპიდან, 5 უკვე დასრულდა. სწავლა შემოდგომაზე განახლდება. ქართველი მწვრთნელების ჯგუფი შვეიცარიაში, ნიონში გაემგზავრება, სადაც ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან PRO ლიცენზიის კანდიდატი მწვრთნელები ჩავლენ და ერთობლივი პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

გადაწყვეტილება მიღებულია: უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი ითამაშებს

დღეს გამართული სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით უმაღლესი ლიგის მომდევნო სეზონში 16 გუნდი ითამაშებს.

გადაწყვეტილება პირველი ლიგის შესახებაც გამოიტანეს, რომლის საფუძველზე რანგით მეორე დივიზიონი 20-გუნდიანი იქნება.

უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში მოთაშე 12 გუნდს ბათუმის “დინამო”, ფოთის “კოლხეთი”, ქობულეთის “შუქურა” და სამტრედიის “სამტრედია” დაემატებიან.

 

სფფ-ის განმარტება სკ ზესტაფონის საკითხთან დაკავშირებით

საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის მიერ გამოთქმული პრეტენზიისა და საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კვალდაკვალ, გვსურს გავაკეთოთ განმარტება, თუ რატომ ეთქვა უარი აღნიშნულ კლუბს ახლად დამატებული ფეხბურთელების რეგისტრაციაზე უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საასპარეზოდ.

სკ ზესტაფონს, როგორც სფფ-ის წევრ ორგანიზაციას ფეხბურთის ფედერაციის მიმართ გარკვეული უფლება-მოვალეობები გააჩნია. უპირველესად კი იმ ორგანიზაციის წესდების აღიარება და მუხლების დაცვა, რომლის წევრიც გახლავთ.

სფფ-ის წესდება, რომელიც ფიფასა და უეფსა წესდებებთან სრულ შესაბამისობაში მოდის და რომელიც მისი წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობით  (მ.შ. სკ „ზესტაფონის“ მიერ) იქნა მიღებული გვამცნობს:

მუხლი 60. იურისდიქცია

  1. 1.      სფფ, მისი წევრები, ფეხბურთელები, ოფიციალური პირები და მატჩისა და მოთამაშეთა აგენტები საფეხბურთო საკითხების მოსაგვარებლად არ მიმართავენ საერთო (ჩვეულებრივ) სამოქალაქო სასამართლოს, თუ ეს სპეციალურად არ არის განსაზღვრული სფფ-ს და ფიფას წესდებებში. ისინი ვალდებულნი არიან ნებისმიერი უთანხმოება განსახილველად წარუდგინონს ფიფას, უეფას და სფფ-ს შესაბამის ორგანოებს;

რაც შეეხება თავად კლუბის დამოკიდებულებას სფფ-ის ორგანოებისა და მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიმართ, ეს მათ საკლუბო ლიცენზირების პროცედურის გავლისას, როგორც ლიცენზიის მაძიებელმა კლუბმა წერილობით დაადასტურეს. გთავაზობთ ამონარიდს ამ დოკუმენტიდან:

„ლიცენზიის მაძიებელი შპს ს/კ ზესტაფონი“ წინამდებარე დოკუმენტით ადასტურებს, რომ:

ა) იღებს ვალდებულებას, ყოველთვის დაიცვას ფიფას, უეფას და სფფ-ს წესდებები, დებულებები და გადაწყვეტილებები, აგრეთვე, აღიარებს ლოზანაში არსებული სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) იურისდიქციას, როგორც ეს უეფას წესდების შესაბამის მუხლებშია განსაზღვრული, ასევე სფფ-ის წესდების შესაბამის მუხლებში განსაზღვრული ადგილობრივი საარბიტრაჟოს იურისდიქციას.“

ყოველივე აქედან გამომდინარე, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ სკ ზესტაფონის მიერ  საფეხბურთო დავის განხილვის საფეხბურთოდან დავების განმხილველი ორგანოდან სამოქალაქო სასამართლოში გატანა ეწინააღმდეგება სფფ-ის წესდებასა და დებულებებს, რაც პირდაპირ ნიშნავს სფფ-ის იურისდიქციის არ აღიარებასა და მისი მოქმედების აერალიდან გასვლას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სკ ზესტაფონის ფეხბურთელების რეგისტრაციას გვავალდებულებს, სფფ წესის სრული დაცვით 5 დღის ვადაში გაასაჩივრებს.  აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ სკ ზესტაფონს ამ შემთხვევაში ეკრძალება მხოლოდ იმ ახალწვეულების რეგისტრაცია, რომელთა ხელშეკრულებებშიც საფეხბურთო დავების განმხილველ ორგანოდ მითითებულია სფფ-ის მიერ არ აღიარებული საარბიტრაჟო ორგანიზაცია და არა სფფ-ის მიერ აღიარებული ტრიბუნალი.

სფფ კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, კლუბს შესაძლებლობა აქვს (ხელშეკრულებების ჩასწორებამდე) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე შემოიტანოს წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სკ ზესტაფონი დავების განმხილველ ორგანოდ აღიარებს სფფ-ს „საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს“ და უმოკლეს ვადებში (საჭიროა კონკრეტული ვადის მითითება) მოახდენს  ფეხბურთელემის ხელშეკრულებების შესაბამისი შენიშვნის გათვალისწინებით ჩასწორებს.

სფფ-ის პრესსამსახური

აღმასკომის სხდომა ორშაბათს გაიმართება

როგორც 8 ივლისს, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაანონსდა – ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომავალი სეზონის ფორმატისა და სისტემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება აღმასკომის მომდევნო სხდომაზე, კერძოდ ხვალ, 11 ივლისს უნდა გამოცხადებულიყო. აღმასკომის წინა სხდომას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბატონი ლევან ყიფიანიც, რომლის თხოვნა საკითხის განხილვის გადადების შესახებ სფფ-ის უმაღლესმა ორგანომ გაიზიარა.

ვინაიდან აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომის გამართვამდე დარჩენილი რამოდენიმე დღე საკმარისი არ აღმოჩნდა სახელმწიფო სტურუქტურებთან ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სისტემისა და რეგლამენტის, ასევე კლუბებზე გადასაცემი თანხის რაოდენობის დასაზუსტებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნაცვლად პარასკევისა, ჩატარდეს ორშაბათს 14 ივლისს, 15:00 საათზე.

სფფ-ის პრესსამსახური

გუნდების რაოდენობის გაზრდა 11 ივლისს, აღმასკომზე გადაწყდება

დღეს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიში შემდეგი საკითხები იყო შეტანილი:

1. საქართველოს 2014-15 წწ. XXVI ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ;

2. სფფ-ის XXIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

3. სხვადასხვა

პირველი საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სხდომამ მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ფედერაციის შენობასთან ბათუმელმა, მარტვილელმა, სამტრედიელმა და სხვა გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი და ვინაიდან ისინი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას უჭერდნენ მხარს, მოუთმენლად ელოდნენ აღმასკომის გადაწყვეტილებას.

აღმასკომის სხდომას სპორტის მინისტრი – ლევან ყიფიანიც ესწრებოდა. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრებზე, რომლებიც დღევანდელ სხდომას წინ უსწრებდა, მოხდა პრინციპული შეთანხმება მთავრობისა და სფფ-ის პოზიციებს შორის, რაც გუნდების რაოდენობის გაზრდასა და მომავალი წლის სეზონიდან განვითარების პროექტის ამოქმედებას ეხება.

ზვიად სიჭინავამ, რევაზ არველაძემ და ლევან ყიფიანმა აღმასკომის წევრებს დაწვრილებით განუმარტეს ამ შეთანხმების ყველა დეტალი. წლევანდელი სეზონი იქნება ე.წ. „გარდამავალი ეტაპი“ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით გუნდები ფეხზე დადგნენ და მდგომარეობა დარეგულირდეს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ინტერესი და მზაობა ძალზე დიდია, რადგან ქვეყნის მთავრობამ გუნდების გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში მათ დაფინანსებას მხარი დაუჭირა. სფფ-ის პრეზიდენტის დავალებით, სამი დღის ვადაში, ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილება და გენერალური სამდივნო მოამზადებს 12 – 14  და 16-გუნდიანი ჩემპიონატების რამდენიმე ვარიანტს და ეს განხილული იქნება პარასკევს, 15:00 საათზე სფფ-ის აღმასკომის მორიგ სხდომაზე, რომელსაც კვლავ დაესწრება სპორტის მინისტრი. აღმასკომი საუკეთესო ვარიანტზე შეჯერდება და მხოლოდ პარასკევს გადაწყდება, რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება ახალ სეზონში.

ამის შემდეგ, ზვიად სიჭინავა და ლევან ყიფიანი ერთად გავიდნენ მედიასთან და ერთობლივი კომენტარები გააკეთეს.

ზვიად სიჭინავა: „აღმასკომამდე, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან და მოვილაპარაკეთ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს იმ თანხების მოძიება, რითიც ამ სეზონში კლუბებს დააფინანსებს. ანუ დაფინანსდეს ეს ერთი საფეხბურთო სეზონი. საუბარია გუნდების რაოდენობის გაზრდაზე. 12 იქნება, 14 თუ 16, ეს ყველაფერი გადაწყდება და გამოცხადდება პარასკევს. მანამდე, როგორც გითხარით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები თანხების თაობაზე უნდა შეჯერდნენ. ერთი წლის შემდეგ კი, უკვე ამუშავდება ის დიდი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვმსჯელობთ და ვმუშაობთ.“

ლევან ყიფიანი: „ახლა ძალიან რთულია ბიუჯეტიდან თანხების მოძიება, მაგრამ რა ფინანსური დახმარებაც იქნება, ეს კლუბებს მისცემს საშუალებას, სეზონი ნორმალურად ჩაამთავრონ. ჩვენ ამას დავარქვით გარდამავალი ეტაპი და რა ფორმატში ვიმუშავებთ, ამას უკვე იმ ფინანსებით განვსაზღვრავთ, რასაც მოვიპოვებთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული პრინციპი და აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაციის აღმასკომი.“

ამ სიახლეს სფფ-სთან შეკრებილი გულშემატკივარი ტაშით შეხვდა. ის, კი, რა ფორმატის იქნება წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატი, პარასკევს, აღმასკომის მორიგ სხდომაზე გადაწყდება.

სფფ-ის პრესსამსახური

8 ივლისი – სფფ-ის აღმასკომის სხდომა

ხვალ, 8 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სხდომაზე ფედერაციის ოფისშიშეიკრიბება.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიში შემდეგი საკითხებია შეტანილი:

1. საქართველოს 2014-15 წწ. XXVI ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ;

2. სფფ-ის XXIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

3. სხვადასხვა

სხდომა დახურულია და მედიისთვის კომენტარები, ტრადიციულად, მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.

სფფ-ის პრესსამსახური

უმაღლესი ლიგა აგვისტოში დაიწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს მიერ გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2014-2015 წწ. სეზონის დაწყების თარიღი. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა სტარტს 9-10 აგვისტოს აიღებს. პირველი ლიგის გათამაშება, კი 25 აგვისტოს დაიწყება.

ჩემპიონატის სისტემა სფფ-ის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

სფფ-ის პრესსამსახური

უეფას საფეხბურთო მენეჯმენტი – წარმატებული დასაწყისი

10-11 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ძალზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის პირველ ეტაპს უმასპინძლა.

„უეფას სერტიფიკატი საფეხბურთო მენეჯმენტში – ქართული გამოშვება“ (CFM) საქართველოში პირველად ტარდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხვდა წილად პატივი, უმასპინძლოს ამ პროექტს.

რამდენიმეეტაპიანი გასაუბრების შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ შეარჩია 25 ქართველი და 7 უცხოელი აპლიკანტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებთან და ქართული კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, განათლებას იღებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლები ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. სწავლა უფასოა და სწავლებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე.

ინტენსიური სწავლების პირველი ეტაპი ორდღიანი იყო და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდა. მონაწილეებმა მოისმინეს ორი ლექცია – „Strategy of Football Organization“, რომელიც წაიკითხა უეფას ექსპერტმა – დევიდ ტეილორმა და„Introduction to the organization of football“, რომელიც წაიკითხა შონ ჰამილმა, ლონდონის ბირბეკის კოლეჯის პროფესორმა, ბირბეკის „Sport Business Centre“ – ს დირექტორმა.

საინფორმაციო და ტექნიკური დეტალები სტუდენტებს გააცნეს უეფას საგანმანათლებლო პროგრამების ასისტენტმა –ვალენტინა მერკოლიმ და ლოზანას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა – ჟოელ პინსონმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა – დიმიტრი ბოკერიამ.

ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. დიდი სამუშაო გასწია სფფ-ის საორგანიზაციო ჯგუფმა და ეს ყველა დეტალს ეტყობოდა, რაც ერთხმად აღნიშნეს მონაწილეებმა და სტუმრებმა.

კურსები 2015 წლის მარტამდე გაგრძელდება. ახლა, სტუდენტებს ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების ფორმატი ექნებათ. ოქტომბერში კი, ისინი კვლავ საქართველოში შეიკრიბებიან მორიგ სემინარებზე.

სფფ-ის პრესსამსახური

რებრენდინგი – ახალი ლოგო ფედერაციას და ნაკრებებს

7 ივნისს, სფფ-ის აღმასკომმა ფედერაციისა და ნაკრებების ახალი ლოგოებიერთხმად დაამტკიცა. რებრენდინგის პროცესი ფეხბურთის ფედერაციამერთი წლის წინ დაიწყო. ამ და სხვა სიახლეებზე სფფ-ის მარკეტინგისსამსახურის ხელმძღვანელი – თათა ბურდული გვესაუბრება.

თათა ბურდული: „უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისერთობლივი თანამშრომლობა ამ თემაზე ერთი წლის წინ დაიწყო. 2013წლის თებერვალში ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც შევხვდი უეფასმარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპისსხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული ხუთი წამყვანი, მარკეტინგსა დაბრენდებზე მომუშავე კომპანიას შეგვახვდრეს. იქ გადაწყდა, რომელიკომპანია რომელ ფედერაციას მოემსახურებოდა. გადაწყდა, რომ სფფ-ისიმიჯსა და ბრენდზე იმუშავებდა ირლანდიური კომპანია „Design – Tactics“. ჩვენი ამ ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში, ესკომპანია შეისყიდა უფრო დიდმა ირლანდიურმა კომპანიამ „Dynamo“ და სფფ-ის ახალი ლოგო საბოლოო სახით უკვე ამკომპანიის მიერ შეიქმნა; რა თქმა უნდა, ჩვენთან უშუალო კოოპერაციითა და მუშაობით.“

– სამუშაო პროცესის დაწყებას თუ უძღვოდა რამე წინ?

– რა თქმა უნდა. მუშაობის დაწყებამდე, ჩვენ ჩავატარეთ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების -ფეხბურთელების, მწვრთნელების, მსაჯების, ჟურნალისტების გამოკითხვა-გამოკვლევა, სპეციალური კითხვარებისსაშუალებით. სწორედ, ამ გამოკვლევაზე დაყრდნობითა და იმ გამოცდილებით, რაც უკვე გვქონდა, ფედერაციის ახალი ლოგო შეიქმნა, რომელიც სფფ-ის არსებობიდან დღემდე, რიგით მეექვსეა. თუმცა, არც ერთ აქამდე არსებულ ლოგოს არ ჰქონიაისეთი გრაციოზული გადასვლა ერთიდან მეორეში, როგორც ამ ახალ ლოგოს აქვს. მაგალითად, ფედერაციის არსებობისპირველ ათწლეულში არსებულ სამ ლოგოს შორის, არანაირი ბმა, კავშირი არ არსებობდა. ამ შემთხვევაში კი, ჩვენგავითვალისწინეთ ტრადიციები, ნაციონალური ფერები, ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა და აქედანგამომდინარე, ჩვენს ირლანდიელ კოლეგებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში განვსაზღვრეთ, თუ რა იყო ყველაზემნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ფედერაციას უნდა ჰქონდეს ისეთი ლოგო, რომელიც თავიდან ბოლომდე ასოცირებულიიქნება იმ სტრუქტურასთან, რასაც ჰქვია ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ გვინდოდა გაგვემიჯნა ფეხბურთის ფედერაცია,როგორც მმართველი, კანონშემოქმედი და მაკონტროლებელი ორგანო და სპორტული მხარე – ნაკრებები. ჩვენგვინდოდა, რომ ეროვნულ ნაკრებს ჰქონოდა თავისი ნიშა, თავისი სახე და ფედერაციის წარმოჩენა სანაკრებომაისურზე, უკანა პლანზე გადავიდეს, ქვეყანა უფრო მეტად წარმოჩინდეს. შესაბამისად, ნაკრებს ექნება თავისი ლოგოწარწერით – GEORGIA. სექტემბრიდან, როცა ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, ყველა ნაკრები ითამაშებს ახალი ლოგოთი დაწარწერით – GEORGIA, რადგან ნაკრებები თამაშობენ არა რომელიმე ორგანიზაციის, არამედ ქვეყნის სახელით. თუგულწრფელად ვიტყვით, მარკეტინგული გათვლებითაც უკეთესია შეიძინო პროდუქცია, რომელიც ქვეყნის გამომხატველიადა არა რომელიმე ორგანიზაციის.

– რაც შეეხება სლოგანებს… ფედერაციაში სიახლეებია ამ მიმართულებითაც

– აქამდე, ფეხბურთის ფედერაციას, როგორც ასეთი, საკუთარი სლოგანი არ ჰქონია. ყველას ახსოვს, რომ იყო ფან-კლუბისსლოგანი – „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, რომელიც შემდეგ, რატომღაც ფედერაციის სლოგანიც გახდა. დღეისათვის,ფეხბურთის ფედერაციას უკვე აქვს ორი სლოგანი – Live and Love Football – იცხოვრე და გიყვარდეს ფეხბურთი დამეორე – Respect Traditions, Respect the Game – ტრადიციებისა და თამაშის პატივისცემა. ორივე სლოგანი კარგადერგება როგორც ფედერაციას, ასევე ნაკრებს.

– როგორი გათვლა აქვს ფეხბურთის ფედერაციას, როგორ რეაქციებს ელოდება საზოგადოებისგან დაგულშემატკივრებისგან?

– ველოდებით დადებით გამოხმაურებას. ჩვენი გამოკვლევის შედეგებიც ამას გვეუბნება. რეალურად, დიდი უმრავლესობადაგვეთანხმა იმაში, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად კარგია. რაც შეეხება ფედერაციის ლოგოტიპს, ზოგადი ნეგატიურიდამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც ფეხბურთისა და ფედერაციის მიმართ არსებობს, ვფიქრობ, ნებისმიერი,თანამედროვეობისა და მოდერნიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი მისასალმებელი უნდა იყოს. მითუმეტეს, ჩვენამ რებრენდინგს საზოგადოებას მოწყვეტილად არ ვთავაზობთ. სექტემბრიდან ფედერაციას ექნება ახალი საიტი,რომელიც იქნება რადიკალურად განსხვავებული – უფრო მობილური, უფრო თანამედროვე, უფროინფორმაციული, მეტად სახალისო; ისეთი, როგორიც ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასდაამშვენებდა. ასე რომ, ამ ყველაფერს ჩვენ გულშემატკივარს კომპლექტაციაში შევთავაზებთ და ვფიქრობთ, ყველა ძალიანბუნებრივად მიიღებს და ამ სიახლეების ინტეგრირება მოხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვფიქრობ,არსებული ვარიანტებიდან ყველაზე საუკეთესო ლოგო ავირჩიეთ. ჩვენ ვფიქრობდით ლოგოს რევოლუციურ ან ევოლუციურვარიანტზე. საბოლოოდ კი, აქცენტი გავაკეთეთ ევოლუციაზე და არა რევოლუციაზე, რომელიც არ წყდება ძირითად ხაზს. ანუარ გვინდა დავკარგოთ ის, რაც გვქონდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციამ რა ისტორიაცშექმნა, ეს ჩვენი ისტორიაა და მასზე უარი არ უნდა ვთქვათ, პირიქით.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იწყებს STEWARD-ების ინსტიტუტის დანერგვას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იწყებს STEWARD-ების ინსტიტუტის დანერგვა-განვითარების პროექტს.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ღონისძიების ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოებას, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ადგილის დამკვიდრებას სპორტის სამყაროში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სფფ აცხადებს პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიღებას შემდეგი პროცედურით:
სააპლიკაციო ფორმის შევსება
გასაუბრება
სემინარი
ტესტ–მატჩი

დაინტერესებულ პირებს შევსებული აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: steward@gff.ge არაუგვიანეს 2014 წლის 9 ივლისისა.

სააპლიკაციო ფორმა

სფფ-ის აღმასკომი ახალი ჩემპიონატის დებულებას დაელოდება

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბა.

დღის წესრიგის მიხედვით, აღმასკომის წევრებს მხოლოდ სამი საკითხი ჰქონდათ განსახილველი:

1. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადების შესახებ

2. საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ

3. სხვადასხვა

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, ორი კვირის ვადაში სფფ-ში შემოეტანათ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების პროექტები, ფინანსური გარანტიებით, რომ ახალი სეზონისთვის შესაძლებელი გამხდარიყო PFL-ის(პროფესიული ფეხბურთის ლიგა) აღდგენა და ეროვნული ჩემპიონატი, სწორედ, ამ ორგანიზაციას ჩაეტარებინა. განაცხადების შემოტანის ვადა 2 ივნისის ჩათვლით იყო, თუმცა, ამ ორკვირიან პერიოდში, სფფ-ში მხოლოდ ერთი წერილი შემოვიდა, რომლითაც ძველი PFL-ის ხელმძღვანელმა – გია ფირცხალავამ მიმართა ფეხბურთის მმართველ ორგანოს. წერილში, ფირცხალავა სთხოვს სფფ-ს, მისცეს პროფლიგის აღდგენის უფლება და განახლდეს სფფ-სა და პროფლიგას შორის არსებული ხელშეკრულება.

აღმასკომმა დიდხანს იმსჯელა ამ საკითხზე. იყო შეკითხვები გია ფირცხალავასთან. თუმცა, ვინაიდან პროფლიგის წესდება და იურიდიული დოკუმენტები არ შეესაბამება ფიფა-უეფას მოთხოვნებს, აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა ამ ეტაპზე PFL-ის აღდგენას და მიეცა დრო, რომ იურიდიული ლაფსუსები და არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რეალური მსჯელობა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ფედერაციამ სთხოვა აღმასკომს ერთკვირიანი დრო, რომ კლუბებთან საბოლოო მოლაპარაკებების შემდეგ, წარადგინოს მომავალი ჩემპიონატის დებულება და ფორმატი.

ამის შემდეგ, სფფ-ის აღმასკომი კვლავ შეიკრიბება.

სფფ-ის პრესსამსახური

ლოთარ მათეუსი ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი – ლოთარ მათეუსი დღეს ფეხბურთის ფედერაციას ეწვია. სტუმარს პირადად უმასპინძლეს სფფ-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა.

მათეუსმა დაათვალიერა სფფ-ის ოფისი და კარგა ხნის განმავლობაში მეგობრულად ისაუბრა მასპინძლებთან.

სფფ-ში მათეუსი ასევე შეხვდა შოთი და არჩილ არველაძეებს, გიორგი ქინქლაძეს, გიორგი ღუდუშაურს… სფფ-ის პრეზიდენტმა სტუმარს საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა.

„ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ, უმშვენიერესი ბუნებით. სიამოვნებით ჩამოვალ კიდევ. მითუმეტეს, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები ერთ ჯგუფში ითამაშებენ. სიამოვნებით ვისაუბრე ბატონ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან სხვადასხვა საფეხბურთო საკითხებზე. წარმატებებს გისურვებთ და მადლობა მასპინძლობისთვის“ – განაცხადა მათეუსმა.

სფფ-ის პრესსამსახური