პოლ სქოულზმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლ პოგბამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს თავისი ტვინი. ამაზე ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.
პოლ სქოულზმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლ პოგბამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს თავისი ტვინი. ამაზე ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.
ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ სქოულზი 16 ნოემბერს იუბილარი იყო. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა 43 წლის გახდა.
ომარ მომანიმ სქოულზს მისი ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ამსახველი კარიკატურით მიულოცა დაბადების დღე.
გუნდში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, “მანჩესტერ უნაიტედის” ხელმძღვანელობამ მაიკლ კერიკს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი დაუდო. ფეხბურთელი, ახალი შეთავაზების არარსებობის შემთხვევაში, ზაფხულიდან “წითელი ეშმაკი” აღარ იქნება.
ამ საკითხზე ისაუბრა ლეგენდარულმა “მანჩესტერელმა”, პოლ სქოულზმა. მან განაცხადა, რომ 35 წლის ნახევარმცველი კიდევ ერთწლიან კონტრაქტს იმსახურებს.
“იგი ნამდვილად იმსახურებს კიდევ ერთწლიან შეთავაზებას. ის არაა ფეხბურთელი, რომელიც რთულ მომენტებში წყობილებიდან გამოდის. კერიკი გამოცდლი და დაღვინებულია. მაიკლმა თავის კონტროლი იცის. მას კარგად გაეგება, კონკრეტულ მომენტში მოედნის რომელ ნაწილში უნდა იყოს.”
“კერიკი პოზიციურად შესანიშნავად თამაშობს. როცა იგი ოქტომბერში მოედანზე დაბრუნდა, 17, 18 თუ 19 თამაში იყო, სადაც გუნდს არ წაუგია.”
“მისგან პოგბასა და ერერასაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ,” – განაცხადა პოლმა.
ლონდონის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის მიაჩნია, რომ პოლ სქოულზი ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო 15 წლის საუეკთესო ფეხბურთელია.
“ვფიქრობ, ის ისე ვერ დააფასეს, როგორც იმსახურებდა. თუ საუკეთესო არა, სქოულზი ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე რომ სქოულზი ვყოფილიყავი, გუნდში ყველაფერი ჩემს გარშემო იტრიალებდა”, – თქვა ანრიმ Sky Sports-ის ეთერში.
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ორ ინგლისელ ნახევარმცველ სტივენ ჯერარდსა და პოლ სქოულზს შორის საუკეთესო დაასახელა.
“პოლ სქოულზი საუკეთესოა. მასთან ყველაზე ახლოს მხოლოდ სტივენ ჯერარდის დაყენება შემიძლია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სქოულზი გამორჩეულია.
ყოველთვის, როცა “მანჩესტერ იუნაიტედს” ვეთამაშებოდით, იმაზე გვიწევდა ფიქრი, თუ როგორ შეგვეჩერებინა სქოულზი”, – განაცხადა ანრიმ.
ტურინის “იუვენტუსის” ნახევამრცველი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ ის პოლ სქოულზის გვერდით დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. იტალიელის თქმით, ინგლისელი ნახევარმცველი ნამდვილი გენიოსია.
“გამიმართლა, რომ კარიერის განმავლობაში ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელის გვერდით მითამაშია. თუმცა, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი პოლ სქოულზთან ერთად, რისი შანსიც აქამდე არ მქონია. ის ნამდვილი გენიოსია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ”, – უთხრა პირლომ Mirror-ს.
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცმველმა ანდრეა პირლომ ბრიტანული Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
პირლომ, რომელსაც ევროტურნირებზე სულ 130 მატჩი აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა. იტალიელმა ფეხბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის აწევა “მილანის” მაისურით, 2003 და 2007 წლებში მოახერხა.
მეკარე
ჯანლუიჯი ბუფონი
პირლო: “დიდი ხანია, ბუფონი უმაღლეს დონეზე თამაშობს. მას შეუძლია ისეთი სეივი გააკეთოს, როგორსაც სხვა ვერ შეძლებს. ასევე, ჯიჯიმ იცის, რა უნდა უკარნახოს თავისი გუნდის მცველებს, ამ დროს კი დაცვის ხაზი დამაჯერებელია.”
დაცვა
ფილიპ ლამი
პირლო: “ლამი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც შეცდომას არასოდეს უშვებს. ის “ბაიერნისთვისაც” და გერმანიის ნაკრებისთვისაც საიმედოა.”
პაოლო მალდინი
პირლო: “ძალიან ჭკვიანი მცველი, რომელსაც თამაშის წაკითხვა ყველაზე კარგად შეუძლია. როცა ის შენს გვერდით თამაშობს, მშვიდად ხარ. ვფიქრობ, მალდინი იტალიისა და “მილანის” ნამდვილი ლეგენდაა.”
ფაბიო კანავარო
პირლო: “ფაბიო ნამდვილი ლიდერია. ჩემი აზრით, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.”
კაფუ
პირლო: “კაფუ ერთ-ერთი პირველი მარჯვენა მცველი იყო, რომელიც შეტევაში კარგად ერთვებოდა. შეტევაში კარგი თამაშის გარდა, ის დაცვაშიც საიმედო იყო.”
ნახევარდაცვა
პოლ სქოულზი
პირლო: “შესანიშნავი ნახევარმცველი. ის მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობს, ის მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ბევრს ფიქრობს. შეგიძლიათ, ნახოთ მისი ნებისმიერი პასი, მოძრაობა ან მიღებული გადაწყვეტილება, სქოულზი ძალიან ჭკვიანია.”
ჯენარო გატუზო
პირლო: “რინო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისათვის კოშმარივით იყო. ვარჯიშზეც, ის ისე თამაშობდა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყოს. ვფიქრობ, გატუზოს მსგავსი მოთამაშე ყველა გუნდს ჭირდება.”
ჩავი
პირლო: “კიდევ ერთი ჭკვიანი ნახევარმცველი. ის სირბილისთვის ბევრ დროს არ ხარჯავს, თუმცა რამდენიმე მოძრაობით, პასით ან დარტყმით მთელი თამაშის კონტროლი შეუძლია.”
თავდასხმა
კაკა
პირლო: “მახსოვს, როგორ გვეწყინა, როცა კაკამ “მილანი” დატოვა. ორი-სამი წლის განმავლობაში, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.”
ლიონელ მესი
პირლო: “მან უკვე ძალიან ბევრს მიაღწია, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს. ზედმეტ საუბარს არ ვაპირებ, ყველამ იცის, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”
ფილიპო ინძაგი
პირლო: “თამაშის მიმდინარეობისას, უმეტესად ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. პიპომ იცოდა, სად გავუკეთებდი მას პასს, ხოლო მე ვიცოდი, სად იქნებოდა ის. მთავარი იყო, მისთვის შანსი მიგეცა, ის კი ამ შანსს იყენებდა.”
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში კანავაროსა და ფიგუს გუნდებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (8:5), პოლ სქოულზმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა ათეულს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს.
10. ტიერი ანრი (“მონაკო”, “არსენალი”, “ბარსელონა”) – 112 მატჩი
9. კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”) – 115 მატჩი
8. პაოლო მალდინი (“მილანი”) – 116 მატჩი
7. რობერტო კარლოსი (“რეალი”, “ფენერბაღჩე”) – 120 მატჩი
6. პოლ სქოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 124 მატჩი
5. კლარენს ზეედორფი (“აიაქსი”, “რეალი”, “ინტერი”, “მილანი”) – 125 მატჩი
4. რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 141 მატჩი
3-2. იკერ კასილასი (“რეალი”) – 142 მატჩი
3-2. რაული (“რეალი”, “შალკე”) – 142 მატჩი
1. ჩავი (“ბარსელონა”) – 143 მატჩი
მართალია, პოლ სქოულზმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა, მაგრამ ის ამჟამად ვეტერან მოთამაშეთა ლიგაში გამოდის, სადაც მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან ლამაზი გოლი გაუტანა.