მესი, სუარესი და ფაბრეგასი ოჯახებით იბიცაზე ისვენებენ (ფოტოები)

დამღლელი სეზონის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები, ლიონელ მესი და ლუის სუარესი, ასევე, ლონდონის “ჩელსის” მოთამაშე, სესკ ფაბრეგასი იბიცაზე ერთად ისვენებენ.

 

ლუის სუარესი: “მესის შემდეგ, ყველაზე მეტად ოქროს ბურთის მოგებას ის იმსახურებს”

კატალონიური “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა თავისი თანაგუნდელები, ლეო მესი და ნეიმარი შეაქო და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ისინი იმსახურებენ ოქროს ბურთის მოგებას.

“ოქროს ბურთი ის ჯილდოა, რომლის მიღებაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.

მაგრამ, დღეს სხვაგვარი სიტუაციაა მსოფლიოში – არის ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოთი ყოველწლიურად უნდა ჯილდოვდებოდეს და ეს ფეხბურთელი ლიონელ მესია. ის ამას იმსახურებს.

მესის შემდეგ კი, ამ ჯილდოს ყველაზე მეტად ნეიმარი იგულისხმებს. მას ყველაფერი აქვს ამისათვის, ” – აცხადებს ურუგვაელი ფორვარდი.

სუარესი: “მოვიგეთ, თუმცა ცხრილში ჩვენს პოზიციას ისევ ვერ ვაკონტროლებთ”

“ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუის სუარესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოპოვებული სამი ქულით ტიტულისთვის ბრძოლას დავუბრუნდით. “კალდერონზე” გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა. ახლა კიდევ უფრო დიდი შემართებით შევეცდებით, რომ ქულები დავაგროვოთ და “ლა ლიგის” მოგების უფრო რეალური შანსი მოვიპოვოთ.”

“ჯერ ჩვენს პოზიციას ცხრილში ისევ ვერ ვაკონტროლებთ და მაინც “რეალზე” ვართ დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არაფერია დამთავრებული. ვეცდებით, გულშემატკივარს იმედი დავუბრუნოთ და გავახაროთ,” – განაცხადა ურუგვაელმა.

რობერტ ფერნანდესი: “ბარსელონა” აუცილებლად გაასაჩივრებს სერხი რობერტოსა და ლუის სუარესის წითელ ბარათებს”

გუშინ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. მატჩი, ანაგრიშით, 1-1 დასრულდა და ორი შევხედრის ჯამური შედეგით (3-2) ფინალში “ბლაგურნა” გავიდა.

თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მეორე ტაიმის 57-ე წუთზე კატალონიელთა მარჯვენა მცველი, სერხი რობერტო შეხვედრიდან გააძევა. მეორე მომენტში კი, 90-ე წუთზე სუარესს უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი და ურუგვალესაც მოუწია თამაშიდან გამოთიშვა. შესაბამისად, ისინი ფინალში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

დღეს “ბარსას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანცხადა, რომ, კლუბის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ, ორივე ფეხბურთელის წითელ ბარათს გაასაჩივრებს.

“ორივე შემთხვევის ჩანაწერს ვნახავთ და დეტალურად განვიხილავთ, ღირს თუ არა გასაჩივრება.”

“საერთოდაც, ვფიქრობ, რომ წესი უნდა შეიცვალოს და ფინალში თამაშის უფლება ყველა ფეხბურელს უნდა ჰქონდეს,” – აცხადებს ფერნანდესი.

“ბარსელონამ” “ატლეტიკი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” “ატლეტიკი” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-18 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა ანგარიში. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ალეიშ ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კატალონიელები ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე არიან, 45 ქულა აქვთ და, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ქულით ჩამორჩებიან მადრიდის “რეალს”, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ბილბაოს კლუბს, ბასკები 32 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

 

ლუის ენრიკე: “მსნ” ახლა უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე – არდადეგებამდე”

6 იანვარს, თბილისის დროით 00:15 საათზე ესპანეთის სამეფო თასზე ბილბაოს “ატლეტიკი” კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს.

სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ 2017 წლის პირველი შეხვედრის წინ ჟურალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ძალიან საჭირო და სასიამოვნო არდადეგები გვქონდა. თუმცა, როცა ვარჯიშს დავუბრუნდით, გაკვირვებული დავრჩი ჩემი ფეხბურთელების ფორმით. ისინი გაცილებით უკეთეს კონდინციებში არიან ახლა, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში.”

“მინდა, შევეხო შემტევ ტრიოს: მესის, სუარესსა და ნეიმარს… ძალიან მოხარული დავრჩი, როცა ისინი კიდევ უფრო კარგ ფორმაში ვიხილე. ზოგადად, მთელი გუნდი შესანიშნავად გამოიყურება.”

“არ აქვს აზრი, როდის ვეთამაშებით “ატლეტიკს”. წლის დასაწყისში, შუაში თუ ბოლოში. ბასკების წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის და ყველგან რთულია.”

“მეტოქეს კარგად ვიცნობთ. ეს მატჩი გვიჩვენებს თუ რამდენად ძლიერები არიან ისინი ჩვენს წინააღმდეგ. ვფიქრობ, სიანტერესო დაპირისპირება გამოვა.”

“ატლეტიკს” შესანინავად გამოსდის პრესინგის თამაში. ასევე, ბასკები არ უფრთხიან ცარიელი ზონების დატოვებას და შეტევაში სწრაფად გადასვლას. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ კი ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის,” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

სუარესი: “ნეტავ, მესის “ფლეისთეიშენის” დრიბლინგის განხორციელების შემდეგ, თვითონ გაეტანა გოლი”

18 დეკემბერს პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურში კატალონიის “ბარსელონა” “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. ერთ-ერთ მომენტში ლიონელ მესიმ შესანიშნავი მომენტი შესთავაზა მაყურებელს: მან რამდენიმე მეტოქე მოატყუა და მარცხენა ფეხით დაარტყა კარში, თუმცა გატანა ვერ შეძლო. დამატებაზე იქვე მდგომმა სუარესმა იმარჯვა და მეტოქის კარის ბადეც შეარხია.

შეხვედრის შემდეგ ურიგვაელმა ფორვარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანცხადა, რომ ისურვებდა, იმ მომენტში მესის დაესრულებინა დრიბლინგი გოლით.

“ნეტავ, მესის “ფლეისთეიშენის” დრიბლინგის განხორციელების შემდეგ, თვითონ გაეტანა გოლი. ის მომენტი თავიდან ბოლომდე შესანიშნავი იყო, ინიესტას პასით დაწყებული, გოლით დასრულებული.”

“მესის მოძრაობებს სათანადოდ ვერ შევაფასებ. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ გენიალურ ფეხბურთელებს შეუძლიათ,” – განაცხადა ლუის სუარესმა.

ოფიციალურად: ლუის სუარესმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა (ვიდეო)

სულ ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ლუის სუარესმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ურიგვაელი შემტევი “ბლაგურნაში” 2021 წლის 31 ივლისამდე ითამაშებს. მისი გამოსასყიდი თანხმა 200 მილიონი ევროა. ხელფასზე არაფერია ნათქვამი.

 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშე 2014 წელს გადავიდა “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”. მან ესპანურ გრანდში მთლიანობაში 116 შეხვედრა ჩაატარა. სუარესი გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა 40 გატანილი გოლით.

მესი და სუარესი ჰელოუინზე (ფოტო)

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ ჰელოუნის დღესასწაული აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით ესპანური გამოცემა, Marca სახალისო ფოტოს გვთავაზობს.

 

სუარესი: “ბოლო წუთზე მოგება უფრო ტკბილია”

დღეს პრიმერა დივიზიონის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “ვალენსიამ” “ბარსელონა” მიიღო და კატალონიურ გიგანტთან, ანგარშით, 2-3 დამარცხდა. “ბლაგურნამ” მეორე ტაიმის მეოთხე დამატებით წუთზე ლეო მესის მიერ გატანილი პენალტით მოიპოვა სამი ქულა.

შეხვედრის შემდეგ ლუის სუარესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღევანდელ მატჩში დამტკიცდა, თუ რატომ ვართ წლევანდელი სეზონის ლა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები. ვიბრძოლეთ, ყველანაირად ვეცადეთ წარმატების მიღწევას და, საბოლოოდ, სამი ქულა მოვიპოვეთ. ეს დიდ მუხტს მოგვცემს და მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება.”

“ბოლო წუთზე მოგება უფრო სასიამოვნოა,”  – განაცხადა “ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა.

ლუის ენრიკეს “ჩელსის” მოთამაშე სურს

ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა” სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველით, ანდრეას კრისტენსენით.

კრისტენსენი ამჟამად მიუნხენგლადბახის “ბორუსიაშია” განათხოვრებული და მას “ბარსას” წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასულ ტურში მოუწია. 20 წლის სპორტსმენმა ორივე ტაიმი შეუცვლელად იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლებელია, “ჩელსის” კრისტენსენთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჰქონდეს, “ბლაგურნას” ხელმძღვანელობა მაინც შეეცდება 20 მილიონი ფუნტის ნაცლად ცენტრალური მცველი გადმოიბიროს. მათი აზრით, კრისტენსენი პიკეს საუკეთესო შემცვლელი იქნება.

 

10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდი მსოფლიოში

Fanebi.Com-ი გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდების სიას.

10. “ლივერპული” (356 მილიონი ევრო)

9. “ბაიერნი” (357 მილიონი ევრო)

668646

8.”არსენალი” (381 მილიონი ევრო)

7. “იუვენტუსი” (395 მილიონი ევრო)

6. “პსჟ” (455 მილიონი ევრო)

5. “ჩელსი” (481 მილიონი ევრო)

4. “ბარსელონა” (485 მილიონი ევრო)

3. “მანჩესტერ სიტი” (611 მილიონი ევრო)

2. “რეალი” (634 მილიონი ევრო)

1. “მანჩესტერ იუნაიტედი” (718 მილიონი ევრო)