ნეიმარი: “მესი პასს მე მიკეთებდა, თუმცა სუარესიც იქვე იყო”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი აცხადებს, რომ “სელტასთან” გამართულ შეხვედრაში, პენალტის მომენტში, მესი პასს მას უკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა. 81-ე წუთზე, მესიმ პენალტი შეასრულა, საგოლე გადაცემა კი სუარესს გაუკეთა.

“მესის პენალტი? ჩვენ მის შესრულებაზე ვვარჯიშობდით. ის პასს მე მიკეთებდა, თუმცა სუარესიც იქვე იყო და გოლის გატანა მოახერხა”, – აღნიშნა ბრაზილიელმა.

ლუის სუარესმა “სელტას” მესის შესანიშნავი პასის შემდეგ გაუტანა (ვიდეო)

14 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო. მატჩის 59-ე წუთზე, ლუის სუარესმა სტუმართა კარის დალაშქვრა მოახერხა.

“ბარსელონა” ვალენსიაში მესის, ნეიმარისა და სუარესის გარეშე გაემგზავრა

ლუის ენრიკეს “ბარსელონას”  “ვალენსიასთან” დაპირისპირება გუნდის შემტევი ტრიოს, მესის, ნეიმარისა და სუარესი გარეშე მოუწევს.

როგორც იცით, საუბარია კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე, რომელსაც ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ამის მიზეზი “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი გახლავთ , სადაც კატალონიელებმა გარი ნევილის გუნდი 7-0 გაანადგურეს.

სუარესი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ახერხებს მატჩში მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც ჟერარდ პიკე, ხავიერ მაშერანო და ანდრეს ინიესტა.

გარდა ამისა, გარი ნევილს არც კლაუდიო ბრავოზე, დანი ალვესზე, ხორდი ალბაზე, სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანზე არ ექნება სადარდებელი, რადგანაც მათი გამოყენება ლუის ენრიკემ საჭიროდ არ ჩათვალა.

მესი: “სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია”

კატალონიის “ბარსელონას” შემტევი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი ლუის სუარესია.

“სუარესის იმ თავდამსხმელებთან შედარება, ვისთან ერთადაც მე მითამაშია, რთულია. ვფიქრობ, ჩემს გუნდში ბევრი ძლიერი შემტევი თამაშობდა. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ დღესდღეობით, ლუის სუარესი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია.

ლუისმა “ბარსელონა” ნამდვილად გააძლიერა. ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიხარია, რომ მასთან ერთად ვთამაშობ”, – ციტირებს მესის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ვინ შეიყვანა ნეიმარმა “ოქროს ბურთის” სამეულში?

როგორც იცით, 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. “ოქროს ბურთი” ლიონელ მესის გადაეცა, მეორე ადგილი კრიშტიანო რონალდუმ დაიკავა, მესამე – ნეიმარმა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაირკვა, თუ რომელი ფეხბურთელები შეიყვანა სამეულში ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისს კაპიტანმა, ნეიმარმა.

ფიფას ვებ-გვერდის ცნობით, “ბარსელონას” თავდამსხმელმა ასეთი არჩევანი გააკეთა:

1. ლიონელ მესი
2. ლუის სუარესი
3. ივან რაკიტიჩი

ლუის სუარესის კურიოზული აცილება “გრანადასთან” მატჩში (ვიდეო)

9 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “გრანადა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის 27-ე წუთზე, ლუის სუარესმა ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.

ლუის სუარესი ესპანეთის თასზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი ესპანეთის თასზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

6 იანვარს, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ფეხბრუთელებს შორის შელაპარაკება კი რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში სუარესმა მეტოქეს უთხრა, რომ ის გამოუსადეგარი პიროვნება იყო. ურუგვაელი კი სწორედ ამის გამო დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი მატჩი 14 იანვარს გაიმართება.

რა გაუკეთა მესიმ სუარესს ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა ლიონელ მესიმ ლუის საურესს ვარჯიშზე.

5 ტიტული, 180 გოლი – შეძლებს ვინმე მათ შეჩერებას 2016-ში?

2015 წელი “ბარსელონას” წელი აღმოჩნდა. კატალონიურმა კლუბმა ექვსი შესაძლო ტიტულიდან ხუთის მოგება მოახერხა, წელი კი “ბეტისთან” შესანიშნავი გამარჯვებით დაასრულა (4-0). საინტერესოა, თუ რა მოხდება 2016 წელს, შეძლებს კი ვინმე მათ შეჩერებას?

რასაკვირველია, ყველაფერს დრო გვაჩვენებს. არც ისე შორეულ წარსულს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ “წიწილებს ფეხბურთშიც შემოდგომაზე ითვლიან.” განვიხილოთ “ბლანკოსის” მაგალითი, რომელთათვისაც 2014 წელი შესანიშნავი იყო – მოიგეს რა 4 ტიტული და დიდებული რეკორდიც დაამყარეს (22 გამარჯვება მიჯრით), თუმცა შობის შემდგომ ყველაფერი მათ საუბედუროდ შეიცვალა. “თეთრებმა” ის სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.

კატალონიური გრანდისთვის ეს წელი მართლაც რომ არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. “ბლაუგრანამ” 2015 “რეალ სოსიედადთან” მარცხით დაიწყო, ამას ემატებოდა ისიც, რომ უხასიათოდ იყო მათი ლიდერი, ლიონელ მესიც. იმ დროისთვის ვერავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. თუმცა “კამპ ნოუს” თავზე ღრუბელი სულ მალე გაიფანტა, გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეისა და ლა ლიგის მოგება იზეიმა, რასაც შემდგომში უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოჰყვა.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს 2015-ში სრულყოფილებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. საუბარია ესპანეთის სუპერთასზე, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონები ბილბაოს “ატლეტიკთან” სამარცხვინოდ დამარცხდნენ. ეს სულ რაღაც სამი დღის შემდგომ მოხდა, თბილისში გამართული ბრწყინვალე მატჩის შემდგომ (“ბარსა” 5-4 “სევილია”).

2

სუარესის დუბლის, მესის გოლისა და ვესტერმანის ავტოგოლის წყალობით კატალონიელებმა მადრიდის “რეალის” რეკორდი დაამხეს, რომლებმაც 2014 წელს 179 გოლი გაიტანეს. ასე რომ ერთი კალენდარული წლის მანძილზე ყველაზე მეტი გოლი “ბარსელონას” აქვს გატანილი – 180, რომელთაგან 137 გამანადგურებელ მსნ-ზე (მესი, სუარესი, ნეიმარი) მოდის.

“მინდა “ბარსელონას” თითოეულ ფეხბურთელსა და ფანს მივულოცო შესანიშნავი წლის შესანიშნავი დასასრული. რაც შეეხება მომავალს, ჩვენი მიზანია, რომ ეს შედეგი გავაუმჯობესოთ”
, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

“ამ წლის შეფასება ათბალიანი სისტემით რომ მომიწიოს, მე ჩემს გუნდს 9-ს დავუწერდი”, – დაამატა ესპანელთა თავკაცმა.

ამ შედეგის გამეორება ძალიან რთულია, თუმცა არსებობს ერთი გარემოებაც, რომელიც კატალონიელებს იმედის ნაპერწკალს უღვივებს – ეს არის გუნდის ახალწვეულები. როგორც იცით, უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის ჩემპიონებს 2016 წლის ზამთრამდე არ შეეძლოთ ფეხბურთელის დამატება.

დადგა ზამთარი და შესაბამისად, დადგა ის დღე, რომელსაც ასე ელოდნენ “ბლაუგრანას” ახალწვეულები – ვიდალი და არდა თურანი, რომლებიც შეეცდებიან, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ “ნოუ კამპის” ბინადრები.

3

ასე რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გუნდისთვის წელი მართლაც რომ ბრწყინვალედ, ანუ შესაბამისად დასრულდა. 2016-ში ამის გამეორება ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელი იქნება. ერთი რამ კი ცხადია, 2016 წელს “ბარსელონას” დამარცხება ყველა გუნდის ოცნება იქნება.

ავტორი: იაკობ კაპანაძე

პელეს შემდეგ – სუარესის ჰეთ-თრიქი

17 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “გუანგჟოუ” დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კი კატალონიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ჩინური კლუბის კარი სამივეჯერ ლუის სუარესმა დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული პელეს შემდეგ, ლუის სუარესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო.

ცნობისთვის, პელემ სამი გოლის გატანა 1962 წელს “ბენფიკას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოახერხა.

მესის, პიკესა და სუარესი შვილები გუშინდელი მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

28 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელების – პიკეს, მესისა და სუარესი შვილები ყურადღების ცენტრში იყვნენ.

ლუის სუარესის გოლი “რეალის” კარში (ვიდეო)

21 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა.