35-მილიონიანი სიგურდსონის გადასაბირებლად ოთხი ინგლისური კლუბი იბრძვის

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები “ევერტონს”, “ვესტ ჰემსა” და “ნიუკასლს” შეუერთდნენ გილფი სიგურდსონისთვის გამართულ ბრძოლაში.

როგორც ცნობილი ხდება, “სუონსის” 27 წლის ნახევარმცველი კლუბის მიერ 35 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და საკმაოდ დიდია შანსი, რომ მან კლუბი ზაფხულში დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ისლანდიელი ფეხბურთელი “ლიბერთი სტედიუმის” მთავარ იმედად იქცა, თუმცა ფინანსურმა მხარემ შესაძლოა, ხელმძღვანელებს მასზე უარის თქმა აიძულოს.

მიმდინარე სეზონის 33 მატჩში სიგურდსონმა 8 გოლი გაიტანა და აქტივში 11 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

სლავენ ბილიჩი: “უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ”

“ვესტ ჰემსა” და “სუონსის” შორის გამართული მატჩის შემდეგ, რომლის ბედიც კუიატეს მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, სლავენ ბილიჩმა პრესასთან ისაუბრა.

“უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვე და მინდა ჩემს ბიჭებს ეს წარმატება მივულოცო. გუნდმა მებრძოლი სული აჩვენა, ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებაც დამსახურებული იყო.

ასეთი შედეგი ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენზე ზეწოლა საკმაოდ დიდი იყო. გულშემატკივარმა სოლიდური გუნდი იხილა, რომელმაც შესანიშნავი პერფრომანსი აჩვენა.

ვიცი, რომ ჩვენგან მეტს მოითხოვენ. ეს ჩემი სამუშაოა, ჩვენი ბრალია ახლა ასეთ პოზიციაში რომ ვიმყოფებით,” – აცხადებს ბილიჩი, რომლის გუნდიც 36 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

“ტოტენჰემმა” ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიგო (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში უელსურმა “სუონსიმ” საშინაო არენაზე “ტოტენჰემი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, სანამ დელე ალი 88-ე წუთზე არ გაათანაბრებდა და ბოლო 3 წუთში “მამლები” კიდევ ორ გოლს არ გაიტანდნენ.

შედეგად, “ტოტენჰემმა” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და “ჩელსის” გაქცევის საშუალება არ მისცა. მომდევნო ტურში პოჩეტინოს გუნდი შინ “უოტფორდს” მიიღებს.


“სუონსი”: ფაბიანსკი; ოლსონი, მოუსონი, ფერნანდესი, ნათონი (სონი 72′); ქეროლი, კორკი, ფერი; სიგურდსონი, აიუ (მაკბარნი 75′), რუტლედგე

მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი

“ტოტენჰემი”: ვორმი; უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი (ნკუდუ 79′); დაიერი, დემბელე; სისოკო (იანსენი 61′), ალი, ერიქსენი; სონი (ტრიპიერი 90+4′)

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


“ჩელსიმ” “სუონსი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, ლონდონის “ჩელსი” უელსურ “სუონსის” დაუპირისპირდა.

მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის მე-19 წუთზე გაიხსნა, როდესაც ფაბრეგასმა მოახერხა პედროს პასით გოლის გატანა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს, დამატებულ დროში თავი ფერნანდო ლორენტემ გამოიჩინა.

მატჩის მეორე ტაიმის პირველ ნაწილში “სუონსი” “არისტოკრატებს” ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ უელსელები 72-ე წუთზე გატყდნენ, რასაც პედროს გოლს უნდა ვუმადლოდეთ. 84-ე წუთზე კი კოშტამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.


“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, ფაბრეგასი, ნ’გოლო კანტე, მოზესი; ედენ აზარი, კოშტა, პედრო

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“სუონსი”: ფაბიანსკი; ნათონი, ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი; ფერი, კორკი, ქეროლი (აიუ 76′); რუტლეგე, ლორენტე, სიგურდსონი

მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი


ოფიციალურად: “სუონსის” კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელი ჩაიბარებს

“სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა უელსური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოლ კლემენტი დანიშნეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტიც ადასტურებს.

პოლ კლემენტი, რომელმაც “სუონსიში” ბობ ბრედლი უნდა ჩაანაცვლოს, “კრისტალ პალასსა” და “სუონსის” შორის სამშაბათს გასამართ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ტრიბუნებიდან დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს “სუონსთან” რაიან გიგზი და ქრის კოულმენიც დააკავშირეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, უელსელებმა არჩევანი კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელზე გააკეთეს, რომელმაც კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პრემიერ ლიგის რომელი კლუბი ხარჯავს ყველაზე მეტს ზამთრის ტრანსფერებში?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა და კლუბებს შეუძლიათ გაყიდონ ან დაიმატონ სასურველი ფეხბურთელი. საინტერესოა, პრემიერ ლიგის რომელი კლუბები აქტიურობენ ყველაზე მეტად ამ პერიოდში…

transfermarkt.co.uk-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იანვრის თვეში ყველაზე მეტი (2003/04 წლების სეზონიდან, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოქმედებაში შევიდა) ლონდონურმა “ჩელსიმ” დახარჯა პრემიერ ლიგის გუნდებიდან – 238.45 მილიონი ფუნტი.

“არისტოკრატთა” ექს-თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ 2015 წლის იანვარში 26.35 მილიონ ფუნტად ხუან კუადრადო შეიძინა, 2013/14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი მან დაახლოებით 50 მილიონი დაახარჯა მატიჩის, მუჰამედ სალაჰისა და კურტ ზუმას ტრანსფერებს.

2011 წლის იანვარში კი კარლო ანჩელოტიმ 50 მილიონი გამოყო ფერნანდო ტორესის ტრანსფერისათვის, ხოლო 21.25 მილიონი – დავიდ ლუისისისათვის.

777777777

“დიდი ექვსეულის” დომინირება

გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ მხარჯავთა ექვსეულს “დიდი ექვსეულის” გუნდები შეადგენენ – “სიტი” მეორეზეა დახარჯული 144.59 მილიონით, რომელსაც “ტოტენჰემი” (123.22 მლნ.), “ლივერპული” (119.72 მლნ.), “არსენალი” (93.51 მლნ.) და “მანჩესტერ იუნაიტედი” (93.47 მლნ.) მოსდევენ.

ცხრილის ბოლოში კი “ბარნლი” იმყოფება, რომელმაც ბოლო 14 ზამთარში სულ რაღაც 14.29 მილიონი ფუნტი დახარჯა. “ვესტ ბრომმა” – 15.44 მილიონი.

გაყიდული ფეხბურთელები

მართალია, “ჩელსი” ყველაზე მეტს ხარჯავს ზამთარში, მაგრამ ამის უფლებას “არისტოკრატებს” ის ფაქტიც აძლევთ, რომ სეზონის ამ პერიოდში ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი ფული სწორედ მათ ხაზინაში შედის.

2003/04 წლებიდან მოყოლებული, “ლურჯებმა” 150.94 მილიონი იშოვეს ზამთარში. ლონდონელებს “ლივერპულელები” მოსდევენ მიღებული 92.67 მილიონი ფუნტით. შემდეგ კი “ტოტენჰემი” (54.90 მლნ.) და “სუონსი” (46.46 მლნ) მოდიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე დადასტურებულია ოსკარის ტრანსფერი, რომლის წყალობითაც აბრამოვიჩის ყულაბა კიდევ 60 მილიონი ფუნტით უნდა გამდიდრდეს, ეს კი “ლურჯებს” კიდევ უფრო დააწინაურებს ზემოთაღნიშნულ სიაში.

Express: “სუონსის” მთავარი სამიზნე ქრის კოულმენია

დიდი წნეხის ქვეშ მყოფი “სუონსის” ხელმძღვანელობამ, რომელმაც ახლახან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბობ ბრედლი, მთავარ მიზნად ქრის კოულმენის გადაბირება დაისახა.

შეგახსენებთ, რომ “გედების” აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, ბრედლიმ ზემოთაღნიშნულ პოსტზე სულ რაღაც 85 დღე დაჰყო – მან 11 მატჩის ჩატარება მოასწრო.

Express-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, უელსის ნაკრების თავკაცის გადაბირება უელსური კლუბის ხელმძღვანელებს (ჰიუ ჯენკინსი, ჯეისონ ლევინი და სტივ კაპლანი) ნებისმიერ ფასად სურთ.

ბერბატოვი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

დღეს ბრიტანულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც დიმიტარ ბერბატოვი ინგლისში დაბრუნებასთან, კერძოდ კი “სუონსი სიტიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

“ბერბატოვს მაისში შევხვდი, ჰრისტო სტოიჩკოვისადმი მიძღვნილი მატჩისას, რომელიც სოფიაში გაიმართა. მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ვიცი, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

კლუბში ყველამ იცის, რომ მისი გადაბირების თაობაზე დისკუსიები მიმდინარეობს. ბერბატოვი ჩვენს რადარზე ნამდვილად არის, თუმცა ჩვენს ბევრ სხვა ფეხბურთელსაც ვაკვირდებით, ვნახოთ რა მოხდება.” – განაცხადა “სუონსის” თავკაცმა ბობ ბრედლიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვს აქამდე “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” რიგებში აქვს ნათამაშები.

ვენგერი ჯაკას წითელ ბარათზე საუბრისას: “წითელი კი არა, მუქი ყვითელი ბარათი იყო”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “არსენალისა” და “სუონსის” შორის გამართული მატჩის შემდეგ (3-2) მსაჯის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც მოედნიდან “მეთოფეთა” ახალწვეული, გრანიტ ჯაკა გააძევა.

“ნამდვილად არასასიამოვნო მომენტი იყო. მსაჯმა კაშკაშა წითელ ბარათზე გააკეთა არჩევანი, როდესაც სიტუაციას მუქი ყვითელი უფრო შეეფერებოდა.

ჯაკა ბინძური ფეხბურთელი ნამდვილად არ არის. რამდენადაც მე ვიცი, ბეროუმაც შეიტანა რაღაც წვლილი მის გაძევებაში. თუმცა, ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.” – განაცხადა ვენგერმა.

ოფიციალურად: “სუონსიმ” გვიდოლინი დაითხოვა და ბრედლი დანიშნა

უელსური “სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა კლუბის აწ უკვე ყოფილი თავკაცის, ფრანჩესკო გვიდოლინის დათხოვნის გადაწყვეტილება სპეციალისტის 61-ე დაბადების დღეზე მიიღეს და ის აშშ-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელით ჩაანაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ გვიდოლინი “გედებს” ამა წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში. თუმცა მისი დათხოვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუნდმა სათამაშო ფორმა დაკარგა და პრემიერ ლიგის პირველი 7 თამაშიდან მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა.

იტალიელმა სპეციალისტმა ბოლო მატჩი მერსესაიდული “ლივერპულის” წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც პირველ ტაიმში ლიდერობის მიუხედავად მინიმალური სხვაობით წააგო.

58 ქლის ბობ ბრედლიმ კი ინგლისში გადმოსაბარგებლად საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “ლე ჰავრი” დატოვა. მისი პირველი მატჩი 15 ოქტომბერს, “ემირეიტ სტედიუმზე” უნდა გაიმართო სანაკრებო ბატალიების შემდეგ.

კლოპი: “სუონსისთან” ქულები აღარ უნდა დავკარგოთ”

იურგენ კლოპმა ფრანჩესკო გვიდოლინის “სუონსისთან” გასამართ დაპირისპირებამდე გასული სეზონის მატჩი გაიხსენა, რომელშიც მერსესაიდელები ორბურთიანი სხვაობით, 3-1 დამარცხდნენ.

“გასული სეზონის მატჩებთან პარალელები არ უნდა გავავლოთ. “ვილიარეალთან” თამაშის შემდეგ, გასვლაზე გვიწევდა “სუონსისთან” თამაში, რომელიც დავთმეთ.

როგორც მახსოვს, ძალიან რთული კვირა გვქონდა, ბევრი ცვლილების განხორციელება მოგვიხდა. იმ მომენტში ეს ჩვენთვის ზედმეტი იყო. “სუონსისთან” თამაში ცუდ დროს მოგვიწია.

ახლა კი ქულები აღარ უნდა დავკარგოთ, ეს აღარ გვეპატიება.” – განაცხადა კლოპმა, რომლის გუნდიც 13 ქულით პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს 6 ტურის შემდეგ.

“სუონსი” “ტოტენჰემის” ნახევარმცველით დაინტერესდა

ლონდონის “ტოტენჰემის” 26 წლის ბელგიელი ნახევარმცველი, შადლი, რომელიც “მამლებმა” 2013 წელს, 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს, უელსური “სუონსის” ყურადღების ცენტრში მოექცა.

შადლიმ 2015/16 წლების სეზონში 41-ჯერ მოირგო ინგლისური კლუბის მაისური. თუმცა, დელე ალისა და ერიკ ლამელას შესანიშნავი ასპარეზობის გამო, შესაძლოა მას სათამაშო დრო შეუმცირონ, რასთანაც შეგუებას ის ნამდვილად არ აპირებს.

ბოლოს, მან 17 მარტს ითამაშა – შადლი “ბორუსია დორტმუნდთან” გამართულ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა, მაშინ როცა ანგარიში 1-2 იყო გერმანელთა სასარგებლოდ.

აქვე გეტყვით, რომ “სუონსის” თავკაცი, ფრანჩესკო გვიდოლინი გუნდის გასაძლიერებლად ფერნანდო ლორენტეს მოყვანასაც აპირებს.