სუპერთასის ჩატარების თარიღი ცნობილია

როგორც გაირკვა, საქართველოს 2015 წლის სუპერთასი 25 აგვისტოს შედგება. აღნიშნული თარიღი უკვე საბოლოოდ დადასტურდა.

წელს სუპერთასი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის სუპერთასი „დინამო არენაზე“ შედგა. აღსანიშნავია მატჩის ჩატარების თარიღიც – მოგეხსენებათ, წინა წლებში საქართველოს სუპერთასი ზამთარში ტარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონატი გორის „დილამ“ მოიგო, ქვეყნის თასის გათამაშებაში კი საუკეთესო სუპერთასის მოქმედი მფლობელი, თბილისის „დინამო“ გახდა.

რეხვიაშვილი „დინამოში“ დაბრუნდა

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 27 წლის ქართველი მცველი გიორგი რეხვიაშვილი თბილისის „დინამოს“ ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, ტრანსფერი ოფიციალურად საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე დადასტურდება.

განვლილ სეზონში რეხვიაშვილი თურქული „ბოლუსპორის“ რიგებში იყო, რომლის შემადგენლობში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა.

რეხვიაშვილი „დინამოში“ აქამდეც თამაშობდა – „ლურჯ-თეთრებს“ ის 2011 წელს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. 2012 წლიდან 2014 წლამდე მან იჯარით საჩხერის „ჩიხურაში“ ითამაშა, მოგვიანებით კი „დინამოში“ დაბრუნდა. საბოლოოდ, რეხვიაშვილს გარკვეული პერიოდის შემდეგ „ჩიხურაშიც“ დაბრუნება მოუწია, საიდანაც გასულ ზაფხულში თურქეთში გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოიძახეს, თუმცა თემურ ქეცბაიამ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

ალექსანდრე იაშვილმა “ვიტ-ჯორჯიას” გენიალური გოლი გაუტანა (ვიდეო)

დღეს თბილისის “დინამომ” ამხანაგური სპარინგ-მატჩი “ვიტ-ჯორჯიასთან” გამართა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

დედაქალაქელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, რომელი ულამაზესი გამოვიდა.

„საბურთალოსა“ და 19-წლამდელთა ნაკრების მცველი „დინამოში“ გადავიდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველს გიორგი თევზაძეს დღეიდან ახალი სამუშაო ადგილი აქვს. როგორც „საბურთალოს“ ოფიციალური საიტი წერს, ახალაგზრდა ფორვარდი კარიერას თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაია გააგრძელებს.

თევზაძე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „საბურთალოს“ შემადგენლობაში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულში „დინამომ“ „საბურთალოს“ უკვე მეორე ფეხბურთელი დაიმატა – აქამდე „ლურჯ-თეთრებს“ ბაჩანა არაბულიც შეუერთდა.

„დინამოსთან“ მატჩის გამო „გაბალა“ უეფა-სგან დისკვალიფიკაციას მიიღებს

უეფა აზერბაიჯანულ „გაბალას“ თბილისის „დინამოსთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში განვითარებული მოვლენების გამო დასჯის. როგორც აზერბაიჯანული პორტალი azerisport.com-ი წერს, უეფა „გაბალას“ სტადიონს დისკვალიფიკაციას დაუწესებს.

აქედან გამომდინარე, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის ჩატარება კლუბს სხვა ქალაქში მოუწევს. ამის გამო „გაბალა“ უკვე ბაქოს „ნეფტჩის“ დაუკავშირდა და „ბაქსელ არენას“ გამოყოფა სთხოვა, რომელზეც აზერბაიჯანული კლუბი 23 ივლისს სერბულ „ჩუკარიჩკისთან“ თამაშს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „დინამოსთან“ მატჩში ადგილობრივმა გულშემატკივრებმა რამდენიმე ბანერი გაშალეს, რომელზეც რამდენიმე ქართული ქალაქი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიეს. გარდა ამისა, „გაბალას“ ქომაგებმა საქართველოს დროშაც დაწვეს.

რომან ფიფიამ პირველი კომენტარი გააკეთა: “ეს ნორმალურია?!”

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, სადაც ორი მატჩის ჯამში “გაბალამ” “დინამოს” 3-2 სძლია.

დედაქალაქელთა დამარცხების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, რომელიც მსჯაობით იყო უკმაყოფილო.

“ორივე მატჩში “დინამომ” კაცნაკლული ითამაშა. რა ვთქვა მეტი? ჩვენ იძულებული ვიყავით ათი კაცით გვეთამაშა. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?! ჟურნალისტებო, შეხედეთ ამ ფაქტს და გამოთქვით თქვენი აზრი. მე არ მსურს ახსნა განმარებების კეთება, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ჩემი ბიჭების გვერდით ვარ. ათ მოთამაშეს ყველა ადვილად დაამარცხებს.

ასევე, იყო ეპიზოდი, როდესაც გავიტანეთ გოლი და მსაჯმა გაგვიუქმა. ეჭვი მეპარება, ეს ხელით თამაში ყოფილიყო. გოლი “სუფთა” იყო. არ ვიცი მსაჯებზე რა ვთქვა, თავად შეაფასეთ,”-განაცხადა ფიფიამ.

ლიბორ ჰრდლიჩკას გენიალური სეივი “გაბალას” წინააღმდეგ(ვიდეო)

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, სადაც ორი მატჩის ჯამში “გაბალამ” თბილისის “დინამო” 3-2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, აზერბაიჯანელებმა შეტევა განახორციელეს და შეეძლოთ, თბილისელთათვის გასახდელში გაეტანებინათ გოლი, თუმცა დედაქალაქელთა მეკარემ, ლიბორ ჰრდლიჩკამ მაყურებელს გენიალური სეივი შესთავაზა.

თორნიკე ოქრიაშვილმა “დინამოს” თამაშზე კომენტარი გააკეთა

როგორც იცით, გუშინ ევროპა ლიგის საკვალფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამომ” აზერბაიჯანული “გაბალა” 2-1 დაამარცხა.

გუშინდელ დაპირისპირებას საქარათველოს ნაკრების შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი გამოეხმაურა.

Снимок

ევროპა ლიგა. “დინამომ თბილისმა” ათი კაცით მოიგო, ბათუმელებმა მინიმალურად იმარჯვეს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები, სადაც თბილისისა და ბათუმის “დინამომ” მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

დედაქალაქელები მეორე ტაიმის დასაწყისში 10 კაცით დარჩნენ. 51-ე წუთზე მსაჯმა გიორგი გველესიანი მოედნიდან გააძევა. ამის მიუხედავად, თბილისელები არ გაჩერებულან და მეტოქეს გოლი გაუტანეს, ხოლო ცხრა წუთში, 74-ე წუთზე “გაბალამ” ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე, გიორგი პაპუნაშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“დინამო”(თბილისი) 2-1 “გაბალა”

გოლი: ჯიღაური ’65, პაპუნაშვილი ’84 – ჰუსეინოვი ’74

ასევე დასრულდა მატჩი იმერეთშიც, დავიდ აბაშიძეზე, სადაც ბათუმის “დინამომ” ნიქოზიის “ომონიას” მინიმალური ანგარიშით სძლია. აღსანიძნავია, რომ სტუმართა რიგებში თამაშობდა ქართველი, უჩა ლობჟანიძე.

“დინამო”(ბათუმი) 1-0 “ომონია”(ნიქოზია)

გოლი: ტეტუნაშვილი ’40

„გაბალას“ ლეგიონერმა „დინამოსთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა

აზერბაიჯანული „გაბალას“ ესტონელმა ახალწვეულმა სერგეი ზენევმა თბილისის „დინამოსთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ეს ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. მნიშვნელოვანია, სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ვიცნობ თუ არა „დინამოს“? მხოლოდ ის ვიცი, რაც მწვრთნელმა გვითხრა. ეს დიდი კლუბია და მასთან თამაში გაგვიჭირდება. „კარპატში“ თამაშის პერიოდში ჩემს თანაგუნდელებს შორის მურთაზ დაუშვილი და ალექსანდრე გურული იყვნენ. სიმართლე რომ გითხრათ, მათთან „დინამოს“ შესახებ არ მისაუბრია.

გვაწყობს თუ არა თბილისში ფრე? „გაბალა“ მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მთავარია, მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ და ვაჩვენოთ, რომ გუნდმა ვარჯიშებზე ნაყოფიერად იმუშავა“, – განაცხადა ზენევმა.

„გაბალას“ თავკაცი: „ანგარიშით 5:0 მოგება გვსურს“

„გაბალასთან“ მატჩის წინ „დინამოს“ პრეზიდენტის სპეციალური განცხადება

მოგეხსენებათ, დღეს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე„ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და აზერბაიჯანული „გაბალა“ დაუპირისპირდებიან. ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ სპეციალური მიმართვა მოამზადა, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„პირველ რიგში, ყველა „დინამოელის“ სახელით მივესალმები საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ – მის წარმომადგენლებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს – ჩვენს მეგობრებს მეზობელი ქვეყნიდან. გაბალა ღირსეული მეტოქეა და ჩვენთვის დიდი პატივია აზერბაიჯანელი სტუმრების მიღება – „დინამომ“ თავის ისტორიაში პირველი მატჩი ხომ სწორედ ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა.

ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას – ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს – პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას.

ბევრი დაუვიწყარი ევროპული საღამო ახსოვს „დინამო არენას“ და იმედია დღევანდელი დაპირისპირებაც სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

დინამო თბილისის პრეზიდენტი – რომან ფიფია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დინამოს“ ღია ვარჯიში (სურათები)

დღეს თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ღია ვარჯიში გამართა. მანამდე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კი გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუაჩაძის პრესკონფერენცია შედგა.

„დინამოს“ ვარჯიშის შემდეგ მინდორზე „გაბალას“ ფეხბურთელებიც გავიდნენ: