უოლკოტმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთმანეთი დახატეს (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები მოედნის მიღმაც აქტიურად განაგრძობენ ურთიერთობას. ამჯერად თეო უოლკოტმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ერთ-ერთი საბავშვო შოუს კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ერთი წუთის განმავლობაში ფეხბურთელებმა ერთმანეთი დახატეს, აუდიტორიამ კი უკეთესი ნახატის ავტორი გამოავლინა.

გთავაზობთ ამ სახალისო ვიდეოს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “არსენალს” დაუზავდა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში 30-ე წუთზე ეშლი იანგის პასით ანდერ ერერამ გახსნა. 74-ე წუთზე დავიდ დე ხეა ფეხის ტრავმის გამო ვიქტორ ვალდესით შეცვალეს. ამ მომენტიდან რვა წუთის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მცველმა ტაილერ ბლექეტმა თეო უოლკოტის გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

“არსენალს” სატურნირო ცხრილში 71 ქულით მესამე პოზიცია უკავია, მეოთხეადგილოსანი “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მას ორი ქულით ჩამორჩება.

ინგლისის პრემიერლიგა
37-ე ტური
“მანჩესტერ იუნაიტედი” — “არსენალი” 1:1 (1:0)

გოლები: ერერა 30′ — ბლექეტი 82′ (ა.გ.).
გაფრთხილება: ერერა 90+5′.

უოლკოტის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის, თეო უოლკოტის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელმა მუხლი “ტოტენჰემთან” მატჩში დაიზიანა, რის გამოც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. გუშინ, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უოლკოტი 6 თვე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეო გამოტოვებს სეზონის ყველა დარჩენილ მატჩს და დიდია ალბათობა, მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ წავიდეს.

ჟურნალისტებმა ტრავმირებული რუნის სურათი გაავრცელეს

”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს უეინ რუნის, ბრიტანელი ჟურნალისტები დასვენების საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ ”ლივერპულთან” მატჩისთვის მოსამზადებელი პროცესის დროს, ინგლისელმა ფორვარდმა ფილ ჯონსთან შეჯახების შედეგად, თავის ტრავმა მიიღო. ზუსტად ამის გამო უეინს უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებული შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

დღეს კი ცნობილმა გამოცემა ”მირორმა” სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც რუნის ტრავმირებული თავია ასახული. გარდა ამისა, 27 წლის ფეხბურთელის ტრავმაზე ”არსენალის” თავდამსხმელმა თეო უოლკოტმა ისაუბრა.

”სიმართლე რომ გითხრათ, უეინის მიერ მიღებული ტრავმა ძალიან ცუდად გამოიყურება. ეს ძალიან დიდი ჭრილობა, რომლის ნახვაც არც ისე სასიამოვნოა. აღნიშნული ჭრილობა საშინელებათა ფილმებს მაგონებს”, – განაცხადა ”მეთოფეთა” ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

იოზილის ტრანსფერი და განსხვავებული ემოციები

მოგეხსენებათ, მესუთ იოზილი მადრიდის „რეალიდან“ ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდა. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო. აღსანიშნავია, რომ იოზილი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღნიშნულმა ტრანსფერმა არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია – მადრიდელები იოზილს მისტირიან, ლონდონელები კი სიხარულს ვერ მალავენ.

„არსენალის“ თავდამსხმელი თეო უოლკოტი გუნდში მესუთ იოზილის მისვლით ბედნიერია. ინგლისელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იოზილი კლუბს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დიდებული ამბავია. მის წინააღმდეგ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში მითამაშია. მაშინ მან თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. იოზილი თავის დონეს ამ დრომდე გვიჩვენებს. ის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მოუთმენლად ველი მასთან ერთად თამაშს“, – განაცხადა უოლკოტმა.

„რეალის“ მცველი სერხიო რამოსი კი მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბს“ თუ ვინმე უნდა შეენარჩუნებინა, ეს, პირველ რიგში, სწორედ იოზილი იყო.

„ის შესანიშნავი თანაგუნდელი და კარგი მეგობარი იყო. იოზილი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ამ ტრანსფერის გადაწყვეტა ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მესუთი  უკანასკნელი იქნებოდა, რომელიც „რეალს“ დატოვებდა. სამწუხაროდ, კლუბმა სხვაგვარად გადაწყვიტა. რას ვიზამთ?! მას წარმატებებს ვუსურვებ. მასთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. ის მართლაც უნიკალური ფეხბურთელია. ამ ტრანსფერით იმედგაცრუებული დავრჩი“, – ციტირებს რამოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, იოზილი „არსენალში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი