ბრანდაოს ხუთთვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა (ვიდეო)

საფრანგეთის სასამართლომ “ბასტიას” თავდამსხმელის, ბრანდაოს აპელაცია დააკმაყოფილა და 35 წლის ფეხბურთელს სასჯელი შეუცვალა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბერში ბრანდაოს “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ტიაგო მოტასთან მომხდარი ინციდენტის გამო ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯა და ჯარიმის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

“ლეკიპის” ცნობით, სასამართლომ ბრანდაოს საჩივარი დააკმაყოფილა და მას ხუთთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, ხოლო ჯარიმა ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა, რის შედეგადაც იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა. დარტყმის შემდეგ “ბასტიას” თავდამსხმელმა თავს გაქცევით უშველა.

ხავიერ ძანეტი: “იაია ტურესა და ტიაგო მოტას დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”

მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტი ხავიერ ძანეტი იმედს გამოთქვამს, რომ კლუბი “მანჩესტერ სიტიდან” იაია ტურეს გადმობირებას მოახერხებს. გარდა ამისა, არგენტინელი გამოტყდა, რომ ტიაგო მოტას დაბრუნებასაც ელის, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს.

“იაია ტურეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედია, გარიგება წარმატებით დასრულდება. იაია ხარისხის თვალსაზრისით წინსვლაში დაგვეხმარება.

კარგი იქნება, თუ მოტაც დაბრუნდება. მას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ვთვლი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ის ჭკვიანია, იცის, როგორ დაარეგულიროს თამაში, მოედანზე სიტუაციის მართვა შეუძლია.

ასეთი ფეხბურთელების დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”, – ძანეტის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

ტიაგო მოტა შესაძლოა, “ინტერში” დაბრუნდეს

Football Italia-ს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ტიაგო მოტა კარიერის გაგრძელების ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.

წყაროს თანახმად, იტალიელი ფეხბურთელით მილანის “ინტერია” დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ 2009-დან 2012 წლამდე მოტა სწორედ “ნერიაძურის” ღირსებას იცავდა.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის აგენტმა ალესანდრო კანოვიმ განაცხადა, რომ ტიაგო მოტა “პარი სენ-ჟერმენში” მინიმუმ მანამ ითამაშებს, სანამ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა არ გაუვა, ეს კი 2016 წლის ივნისში მოხდება.

 

დავიდ ლუისი: “ბრანდაოს საქციელი სრულიად მიუღებელია”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა დავიდ ლუისმა “ბასტიას” თავდამსხმელ ბრანდაოსა და პარიზული გუნდის ნახევარმცველ ტიაგო მოტას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ ბრანდაომ მოტას სახეში თავი ჩაარტყა და შემდეგ თავს გაქცევით უშველა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

“ჩვენ სერიოზული მისია გვაკისრია: ჩვენ, ფეხბურთელებმა კარგი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვფიქრობ, ბევრი ბავშვი გვბაძავს, სურთ, რომ ჩვენნაირები იყონ და ჩვენს თითოეულ ქმედებას ყურადღებით აკვირდებიან.

ბრანდაოს მოქმედება ფეხბურთს სცდება. ხანდახან მოედანზე უფრო დაუცველი ხარ რაღაცებისგან, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ნორმალურია. ცუდია, როდესაც მოედნის გარეთ ვინმეს ელოდები. ეს სრულიად მიუღებელია”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ბრანდაომ ტიაგო მოტას დაარტყა და შემდეგ თავს გაქცევით უშველა!!! (ვიდეო)

უსიამოვნო ფაქტი მოხდა საფრანგეთის ჩემპიოანტის II ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

დარტყმის შემდეგ “ბასტიას” ფეხბურთელმა თავს გაქცევით უშველა.

გთავაზობთ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.

ტიაგო მოტას ბრანდაომ გასახდელში ცხვირი გაუტეხა (ვიდეო)

უსიამოვნო ფაქტი მოხდა საფრანგეთის ჩემპიოანტის II ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მოითხოვს, რომ ბრანდაოს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცენ.

“ის ტიაგო მოტას გვირაბში ელოდა, შემდეგ კი თავს დაესხა და თავი ჩაარტყა. ის სამუდამო დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს”, – ციტირებს ალ ხელაიფის სიტყვებს “მირორი”.

გთავაზობთ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

ტიაგო მოტა “იუვენტუსის” რადარზე აღმოჩნდა

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ანდრეა პირლოს შემცვლელის ძიებაშია.

მოგეხსენებათ, “ბებერი ქალბატონის” ვეტერანი ფეხბურთელის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ამრიგად, თუკი იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ მოისურვებს, კლუბს ახალი ნახევარმცველის პოვნა მოუწევს, რომელიც მას შეცვლის.

მილანის “ინტერის” ყოფილი მოთამაშე ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს და ზოგიერთი წყაროს თანახმად, სწორედ ტიაგო მოტა შეიძლება გახდეს ანტონიო კონტეს ახალი ნახევარმცველი.

სანდრო საპანაძე