ლონდონის “ჩელსის” მეკარის ტიბო კურტუას აგენტი ქრისტოფ ჰენროტეი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც ტიბო კურტუამ უკვე განუცხადა “არისტოკრატებს”, რომ მადრიდის “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.
“ყველა წერს, რომ ყველაფერი ტიბო კურტუას გადასაწყვეტია, მაგრამ ასე არ არის. ტიბო კურტუამ საკმაოდ ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომლის თანახმადაც “რეალში” გადასვლა მისთვის საუკეთესო ვარიანტია.
მისთვის ეს ძალიან დიდი შანსია. კურტუას ძალიან უნდა თავისი ოჯახის სიახლოვეს ყოფნა. “ჩელსის” კი, თავის მხრივ, საკმაოდ კარგი წინადადება აქვს, რომელსაც უნდა დათანხმდეს.
ამბობენ, რომ კურტუა ფულის გამო მიდის. მართალია, მადრიდში ხელფასს გაუზრდიან, მაგრამ მან უკვე არაერთხელ უარყო გაცილებით უფრო სარფიანი წინადადება,” – აცხადებს აგენტი.