მიულერი: “იმედია, სოჭის ზღვა და მთები გამარჯვებაში დაგვეხმარება”

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შვედეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტურინირის გახსნითი მატჩი “ბუნდესნაკრებმა” მექსიკასთან დათმო (0:1).

“ვატუტინკის” ბაზაზე ძალიან კარგი სიტუაცია იყო. ახლა სოჭში ვიმყოფებით და იმედი გვაქვს, რომ ზღვისა და მთების ლამაზი ხედი გამარჯვებაში დაგვეხმარება. თუმცა დღეს ბევრი არ გვივარჯიშია, რადგანაც ფეხბურთელებს ძალების აღდგენა სჭირდებოდათ.

მექსიკასთან მატჩი ძალიან რთული გამოდგა და მომავლისთვის სასარგებლო იქნება, თუ ამ შეცდომებს გავაანალიზებთ. ახლა თითოეულ ჩვენგანს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრია.

სხვაზე გადაბრალება არაფერს მოგვცემს, ერთად უნდა ვიმუშავოთ შეცდომების გამოსწორებაზე. მოტივაცია აუცილებელი ფაქტორია და ვფიქრობ, რომ საკმარისად მოტივირებულები ვართ,” -აცხადებს მიულერი.

ჰაინკესი: “მიულერი განსაკუთრებულია, მას სხვა კლუბში ვერ წარმოვიდგენ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა გუნდის გერმანელ შემტევზე, ტომას მიულერზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურება.

“ტომასი განსაკუთრებული მოთამაშეა, ის ჩვენი გუნდის კაპიტანია. მიულერი მოედანზე, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ, ძალიან პოპულარულია.

ბავარიაში მას უდიდესი ავტორიტეტი გააჩნია, ის არა მხოლოდ “ბაიერნის” ნაწილია, არამედ მთლიანად რეგიონის სახე. ბავარია მისი სახლია, მიულერს სხვა კლუბში ვერ წარმოვიდგენ.

ევროპის მასშტაბით მისი ტიპის ფეხბურთელი არ არსებობს,” – აცხადებს ჰაინკესი, რომელიც “ბაიერნს” 1987-91 და 2011-2013 წლებში წვრთნიდა.

მიულერი მეხუთე “ბავარიელია” გახდა, რომელსაც ბუნდესლიგაში 100 ან მეტი გოლი აქვს გატანილი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, მიუნხენის “ბაიერნმა” შინ ბრემენის “ვერდერი” მიიღო და დაამარცხა კიდეც – ანგარიშით 4:2.

აღნიშნული მატჩი გამორჩეული აღმოჩნდა ტომას მიულერისთვის, რომელმაც “ბრემენელთა” კარში ორი გოლის გატანა შეძლო და რიგით მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც “ბაიერნის” მაისურით ბუნდესლიგაში 100 ან მეტი გოლი აქვს გატანილი.

მიულერამდე ასგოლიანი ნიშნული დიტერ ჰენესმა (102), როლანდ ვოლფარტმა (119), კარლ-ჰაინც რუმენიგემ (162) და გერდ მიულერმა გადალახეს (365).

ტომას მიულერი: “დავალებები წარმატებით შევასრულეთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა ჟურნალისტებთან “ბაიერნსა” და “სელტიკს” შორის გამართული მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში ჰაინკესის მოსვლის შემდეგ შესანიშნავი ატმოსფეროა.

“გეგმა, ჩვენი დავალებები წარმატებით შევასრულეთ. “ფრაიბურგთან” მოგებული მატჩის შემდეგ ძალიან მოტივირებულები ვიყავით და ამ მატჩს მოუთმენლად ველოდით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მხოლოს სამი ქულის მოპოვება იყო.

ამიტომაც, მატჩის პირველივე წუთებიდანვე მაღალი ტემპი შევთავაზეთ მეტოქეს, ვცდილობდით მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის სივრცეები, რასაც მეტოქე გვაძლევდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენ მუდმივად ვუტევდით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი საგოლე მომენტი შეგვექმნა,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 სექტემბერი

მიულერს ინგლისური გრანდები უმიზნებენ

ლონდონის “არსენალის”, “ჩელსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი შემტევის, ტომას მიულერის ტრანსფერზე მუშაობას. ამ ინფორმაციას Sport Bild ადასტურებს.

როგორც იცით, ბოლო დროს მიულერი არც ისე კარგად ასპარეზობს ბავარიელთა რიგებში, რამაც მისი ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ეჭვქვეშ მოაქცია. ეს კი ნამდვილად არ შედის მიულერის ინტერესებში, თანაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ.


“სიტი” სანჩესისთვის მხოლოდ 20 მილიონს იმეტებს

The Sun-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ალექსის სანჩესის ტრანსფერის განხორციელებას.

როგორც იცით, ზაფხულში “ქალაქელები” 60 მილიონ ფუნტს იხდიდნენ ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მაგრამ ზამთარში ისინი მაქსიმუმ 20 მილიონის გადარიცხვას გეგმავენ “მეთოფეთა” საბანკო ანგარიშზე.


ზამთარში “ბარსელონა” მცველს დაიმატებს

ერნესტო ვალვერდე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დაცვითი პოტენციალის გაძლიერებას “პალმეირასის” მცველის, იერი მინას დამატების ხარჯზე გეგმავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი კატალონიელებს დაახლოებით 9 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეთ.


დე ხეამ რამოსს “რეალის” შესახებ ჰკითხა

დავიდ დე ხეა კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელებაზე სერიოზულად დაფიქრდა. Diario Gol-ის ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” არსებული ატმოსფეროს შესახებ “წითელმა ეშმაკმა” სერხიო რამოსს ჰკითხა.

როგორც იცით, წლებია, რაც ესპანელ მეკარეს სამშობლოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ხერხდება.


რაფინია პრემიერ ლიგაში გადავა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, რაფინია “ბარსელონას” უახლოეს მომავალში დატოვებს.

როგორც იცით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ამჟამად ტრავმა აწუხებს და გუნდის ძირითადში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. შესაბამისად, პირადად მისი ინტერესებიდან გამომდინარე ის მზადაა იანვარშივე გადავიდეს პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში.


მიულერი: “ბაიერნს” ყველაფრის მოგება უნდა”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა, რომლისთვისაც გასული სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა, გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

“მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, ფლეიმეიკერი ვიქნები, თუ გოლების გატანა დამევალება. მთავარია გუნდს დავეხმარო, რადგანაც ჩვენს მიმართ მოლოდინები ძალიან დიდია. მინდა გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭო ჩემი თამაშით.

ჩვეულებრისამებრ, “ბაიერნის” მიზანი ყველაფრის მოგებაა, წელსაც ასეა. ჩვენი მიზანი ერთია – გვინდა, რომ თითოეულ მატჩში მეტოქე დავჯაბნოთ და საუკეთესოები ვიყოთ. გვინდა ყველაფერი მოვიგოთ, ყოველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ,”- აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

მიულერი: “ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება”

ტომას მიულერმა პრესასთან საუბრისას ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ თავის თავში ეჭვი არ ეპარება და ბოლომდე აპირებს ბრძოლას გუნდში საკუთარი ადგილისთვის.

როგორც იცით, ბოლო დროს გერმანელი თავდამსხმელი არც თუ ისე კარგად გამოიყურება და ბევრის აზრით, ასეთი თამაშით ის ძირითად შემადგენლობაში ყოფნასაც არ იმსახურებს.

თუმცა, “ჩელსისთან” გამართულ ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლის შემდეგ, მიულერმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ფეხბურთი ასეთია, როდესაც გოლს გაიტან, საუკეთესო ხარ, მეორე დღეს კი აღარავინ.

რაც მთავარია ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და ეს ორი გოლიც ძალიან დამეხმარა,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

Bild: მიულერის ტრანსფერზე ოთხი ევროპული გრანდი მუშაობს

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ვარსკვლავის, ტომას მიულერის გადაბირებით ოთხი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ამ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა, Sport Bild ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “ბავარიელთა” ერთგული ტომას მიულერი არც ისე კარგ ფორმაში იმყოფება, რასაც თავადაც აღიარებს. შესაძლოა, ამის გამო მას გუნდის დატოვებაც მოუწიოს.

წყაროს ცნობით, მიულერის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდებიან “არსენალის”, “ჩელსის, “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელები.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” ახლახან დაიმატა ხამეს როდრიგესი, რომელსაც გერმანულ პრესაში ტომას მიულერის შემცვლელადაც მოისაზრებენ.

როი მაკაიმ ტომას მიულერის პრობლემაზე ისაუბრა

“ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა, როი მაკაიმ ტომას მიულერზე ისაუბრა, რომელმაც წელს ბუნდესლიგის 23 მატჩში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შეძლო მაშინ, როცა ლევანდოვსკის ანგარიშზე 40 მატჩში გატანილი 38 გოლია.

“სასაცილო ის არის, რომ არავინ იცის, მიულერი თავდამსხმელია თუ ნახევარმცველი. ის მეკარის პოზიციაზეც კი წარმომიდგენია და მჯერა, რომ ამასაც კარგად გაართმევს თავს.

სინამდვილეში, ის არც ნამდვილი თავდამსხმელია და არც ნამდვილი ნახევარმცველი, რაღაც შუაში.

მისგან სეზონში 15-20 გოლს ველით, ამას თავად მან მიგვაჩვია. თუმცა, ფეხბურთში ასეთი ჩავარდნებიც ხდება ხოლმე. სტილის შეცვლა ნამდვილად არ სჭირდება, უბრალოდ უნდა დამშვიდდეს და მომენტს დაელოდოს,” – აცხადებს “რეკორდმაისტერის” ყოფილი თავდამსხმელი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მიულერის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტს იხდიდა

მიუნხენის “ბაიერნის” ფინანსური დირექტორის, იან-კრისტიანი დრეზენის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ბავარიელთა გერმანელი ფორვარდის, ტომას მიულერის გადაბირებას ცდილობდა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ტომას მიულერის სანავლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი შემოგვთავაზეს. შეთავაზება ფაქსის მეშვეობით მოგვივიდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ მის გაყიდვა ერთი წამითაც არ გვიფიქრია. ჩვენ კუთვნილი ფეხბურთელების ფულში გაცვლა არ გვჩვევია.

ჩინური შოკი? ვთვლი, რომ ცოტა ხანში ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეკონომიკის ისტორიას მსგავსი რაღაცები ნამდვილად ახსოვს და ყველა ერთ წერტილამდე მიდიოდა.”

ლოთარ მათეუსს არ უნდა, რომ ლიოვმა მიულერი კონფედერაციის თასზე ათამაშოს

გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანი, ლოთარ მათეუსი თვლის, რომ “ბუნდესნაკრების” მთვარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა თომას მიულერი კონფედერაციის თასზე არ უნდა ათამაშოს.

“მიულერმა კონფედერაციის თასზე არ უნდა ითამაშოს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება,” – განუცხადა ბუნდესლიგის 7-გზის ჩემპიონმა გერმანულ ტაბლოიდ Bild-ს.

“მისგან (ლიოვისაგან) ველი, რომ სწორ სვლას გააკეთებს და ტომასსა და სხვა მნიშვნელოვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს – წინ მსოფლიო ჩემპიონატია.”

მიულერს ფილიპ ლამის ხილვა სპორტული დირექტორის ამპულაში სურს

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ფორვარდი, ტომას მიულერი აღიარებს, რომ ფილიპ ლამი “რეკორდმაისტერში” დარჩენას საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც აპირებს.

“ფილიპისგან არასდროს გამიგონია სიტყვები: “მინდა სპორტული დირექტორი გავხდე”. მაგრამ ისედაც ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ამ საკითხზე ფიქრობს.

ის ყველას იცნობს, თანაც საკმაოდ დიდი ხანია. მან იცის, თუ რა როგორ ხდება კლუბში, რაც მის პრივილეგიებად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ფილიპი სპორტული დირექტორის მოვალეობების შესრულებას შეძლებს. ის ძალიან სერიოზული ადამიანია და ყოველთვის წინსვლაზე ფიქრობს.”