კროოსი: “კორეას 90 წუთის მანძილზე გოლს თუ ვერ გაუტან, გავარდნას იმსახურებ”

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად “ბუნდესნაკრები” მუნდიალის ჯგუფში ჩარჩა.

“არავის ეგონა, რომ დღეს ჩვენ ასპარეზობას გამოვეთიშებოდით. ნორმალურია, სწრაფად დასკვნების გამოტანას რომ არ ვცდილობთ. გვინდა რომ მომხდარი კარგად გავაანალიზოთ.

დიახ, ვაანალიზებ, რომ გამოვვარდით. ტურნირის მსველობისას ვხვდებოდით, რომ საუკეთესო ფორმაში ვერ ვიყავით. ბოლო თამაშებმა ეს ნამდვილად დაამტკიცა.

კორეას 90 წუთის მანძილზე გოლს თუ ვერ გაუტან, გავარდნას იმსახურებ. რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც კარგად თამაშობ, მაგრამ რთულია ტურნირის მოგება ასეთი ზეწოლის ფონზე,” – აცხადებს კროოსი.

გერმანიამ შვედეთი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში გერმანია შვედეთს დაუპირისპირდა.

ანგარიში 32-ე წუთზე ოლა ტოივონენმა გახსნა. მან მანუელ ნოიერს თავზე გადაუგდო ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა. სკანდინავიელთა დაწინაურების შემდეგ, გერმანელები უფრო გააქტიურდნენ. ამან მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოიღო შედეგი, როცა 48-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა მარკო როისმა ახლოდან დაურტყა მეკარეს და ანგარიში გაათანაბრა. საგულისხმოა, რომ 82-ე წუთზე ჟერომ ბოატენგს მოუწია მოედნის დატოვება მეორე გაფრთხილების მიღების გამო. თუმცა, ამან იოახიმ ლიოვის შეგირდები არ გატეხა: მეხუთე დამატებით წუთზე შვედთა საჯარიმოს მისადგომთან ჯარიმა დაინიშნა. ტონი კროოსისა და მარკო როისის გათამაშების შემდეგ, პირველმა მათგანმა ულამაზესად ჩაახვია ბურთი კარში და გამარჯვების გოლი შეაგდო. საბოლოოდ, გერმანია 2-1 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ ნახსენები გუნდი სამი ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, შვედეთსაც ზუსტად ამდენივე ქულა და ბურთების იგივე მაჩვენებელი (+1) აქვს და მესამე საფეხურზე იმყოფება.

 

 

ტონი კროოსი ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა მიზნად ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება დაისახეს და ამისათვის მზად არიან, მადრიდის “რეალთან” ტონი კროოსის ტრანსფერი შეათანხმონ.

The Independent-ის ცნობით, “წითელი ეშმაკუნების” მთავარი სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში სწორედ კროოსი იქნება, რომლის შეძენაც კლუბმა 2014 წლის ზაფხულშიც სცადა.

როგორც იცით, მადრიდულ გრანდში საკმაოდ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამ წმენდაში კროოსი მოჰყვეს. თანაც, მას კლუბთან კონტრაქტი 2021/22 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჟოზე მოურინიო კროოსის ალტერნატივად “ბორუსია დორტმუნდის” ნახევარმცველს, იულიან ვაიგლს განიხილავს.

“პარი სენ-ჟერმენთან” ჩასატარებელი განმეორებითი მატჩის წინ კროოსმა ტრავმა მიიღო

ჩემპიონთა ლიგაზე, “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ, მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცევლმა, ტონი კროოსმა ტრავმა მიიღო. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“ბლანკოსის” ოფიციალური განცხადების ცნობით, კროოს მარცხენა ფეხის მუხლის იოგები აქვს დაზიანებული და “რეალ ბეტისთან” მისი თამაში გამორიცხულია. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კროოსი პარიზში მოედანზე გასვლას.

გერმანელმა მოთამაშემ ლა ლიგაში ჩატარებული 22 მატჩიდან 19 სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მის ანგარიშზე ამ დროისთვის ჩემპიონატში 4 გატანილი გოლი ფიქსირდება.

ტონი კროოსი, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” ვიხილოთ

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მომავალი მეგა ტრანსფერისთვის ემზადებიან და მზად არიან, გუნდში ნეიმარის მოყვანის მიზნით, ტონი კროოსსაც შეელიოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Express ავრცელებს.

როგორც იცით, ასე თუ ისე, 32 წლის კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასასრულს უახლოვდება, მადრიდელები კი მის შემცვლელს ნეიმარში ხედავენ. თუმცა, ყველასათვის ნათელია, რომ ნეიმარის ტრანსფერში “ბლანკოსს” საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს.

იმისათვის, რომ მადრიდული გრანდი “ფეარ პლეის” წესების დარღვევისთვის არ დაადანაშაულონ, კლუბმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, მათ შორის გარეთ ბეილიც.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები მადრიდელებთან ტონი კროოსის ტრანსფერის თაობაზე. გერმანელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებიც ინტერესდებიან.

კროოსი: “ბუნდესლიგა ლიგა 1-ზე ძლიერი ჩემპიონატია”

ხვალ გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ გერმანელების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთმანეთს აღნიშნული ორი ქვეყნის ჩემპიონატები შეადარა.

“საფრანგეთის ლიგა სულაც არაა ცუდი, თუმცა დასაწყისშივე ცნობილია, ვინ მოიგებს მას. წახვალ თუ არა “პსჟ”-ში, შენ ზუსტად იცი, ვინ იქნება ბოლოს გამარჯვებული. ბუნდესლიგა ლიგა 1-ზე ძლიერი ჩემპიონატია. ჩემი აზრით, იქ წასვლა ფეხბურთელს უნდა სურდეს. თუ ერთის არჩევა მოუწევს ვინმეს, მე ბუნდესლიგას ვურჩევ,” – აცხადებს ტონი.

 

კროოსი: “რთულია, კლუბმა ისეთ ბალანსს მიაღწიოს, როგორიც ჩვენ გვაქვს”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა Marca-სთან კლუბის სამომავლო მიზნებსა და მის მადრიდულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

“წელს ორი ტიტული მოვიგეთ. ახლა კიდევ ოთხის მოგების შანსი გვაქვს. ყოველ სეზონში, უფრო და უფრო, რთულია, თასების აღმართვა. თუმცა, თუ გავაგრძელებთ იმ გზაზე სვლას, რომელსაც ვადგავართ, მაშინ ყველა მათგანის მოგება შეგვიძლია. როცა ერთად ვმუშაობთ, მაშინ ძალიან კარგი გუნდი ვართ.”

“მნიშვნელოვანია, რომ ისეთივე ბალანსს მიაღწიო კლუბში, როგორიც ჩვენ გვაქვს. ყველა ერთად ვუტევთ და ვიცავთ. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ აუცილებლად მოვგებთ ტიტულებს სწორედ ისე, როგორც გასულ ორ თუ სამ სეზონში მოხდა.”

“აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ოჯახს მოსწონს ესპანეთი. მადრიდში გაცილებით თბილა, ვიდრე გერმანიაში ქვეყანაში. თუმცა, პირადად მე, მსიამოვნებს აქ ცხოვრება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ,” – აცხადებს კროოსი.

კროოსი: “ბეილი სტვენას არ იმსახურებს”

მადრიდის “რეალი” გუშინ ნიქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობის დროს, გარეთ ბეილს გულშემატკივრებმა დაუსტვინეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს ტონი კროოსი ესაუბრა.

“როცა შენს საკუთარ ფეხბურთელს უსტვენ, ეს ნამდვილად არაა მოსაწონი საქციელი. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯეთ. სწორედ ასევე მოიქცა გარეთიც. შესაბამისად ასეთ მოპყრობას არავინ იმსახურებს.”

“ეს მადრიდის “რეალია”. ყველას სურს, რომ ჩვენგან მაქსიმუმი მიიღოს. ბეილზე დიდი ავანსებია გაცემული. ყველას შეუძლია, საკუთარი რეაქცია ჰქონდეს ნებისმიერ რამეზე. თუმცა, ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ სტვენა არავისთვისაა მომგებიანი,” – აცხადებს ტონი.

 

კროოსი: “ზიდანის საწვრთნელი მეთოდები გერმანულ სტილს ჰგავს”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა თავის დამრიგებელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

“წინასასეზონო სამზადისია და უკვე ძალიან დიდი დატვირთვა გვაქვს. ეს ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელსაც სურს, რომ, რაც შეიძლება, მალე საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ვიყოთ. ზიდანს ბევრ რამეში გერმანული საწვრთნელი სტილი აქვს. მას სურს ძალიან დიდი მუშაობის გაწევა ვარჯიშზე, რათა შემდეგ, კონკრეტულ შეხვედრაში ნაშრომი სათანადოდ წარმოაჩინოს.”

მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის ასეთი სამზადისი გვაქვს. პირადად მე თავს უკეთესად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი მატჩებს. მალე MLS-ის ვარსკვლავებს ვეთამაშებით. ეს არის ჩემპიონატი სადაც კარგი გუნდები და ფეხბურთელები გამოდიან. ის არ არის ლა ლიგის ან ბუნდესლიგის დონეზე, თუმცა, მთავარია, რომ ვითარდება,” – აცხადებს გერმანელი ნახევარმცველი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივნისი


კონტე “ჩელსის” ტოვებს?

Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის ხელმძღვანელთა პასიურობით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.

კონტემ მისი ყოფილი კლუბი, “იუვენტუსიც” სოწრედ ამავე მიზეზით დატოვა, მის შემცვლელად კი ლონდონში ტომას ტუჰელს მოისაზრებენ, რომელმაც ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსია” მიატოვა.


დონარუმასთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ლიდერი “რეალია”

ჯანლუიჯი დონარუმამ 15 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და იტალიურ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს.

ახალგაზრდა იტალიელი მეკარის გადაბირების სურვილს კი ევროპის რამდენიმე გრანდი გამოთქვამს, მათ შორის დაწინაურებულ პოზიციებში “რეალისა” და “პსჟ”-ს ხელმძღვანელები იმყოფებიან. Sky Sport Italia-ს ცნობით, ჯიჯიოს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს მადრიდული გრანდი იმყოფება.


პეპი კროოსს “სიტიში” იწვევს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მზადაა, მადრიდის “რეალთან” ტონი კროოსის ტრანსფერის თაობაზე წამოიწყოს მოლაპარაკებები.

Don Balon-ის ცნობით, “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენელთან და ახლა ჯერი “რეალზეა”.


A Bola: რონალდუ “რეალს” დატოვებს

პორტუგალიური პრესა იუწყება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდული გრანდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მან სამჯერ მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება და ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტსაც აცნობა.

A Bola-ს ცნობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გადასახადების დამალვაშია დადანაშაულებული და იძულებულია ესპანეთი დატოვოს.


კარასკოს ტრანსფერისთვის ერთმანეთს “ბაიერნი” და “არსენალი” ეცილებიან

მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევის, იანიკ ფერეირა კარასკოს გადაბირებით მიუნხენის “ბაიერნისა” და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.

calciomercato.com-ის ცნობით, “არსენალი” კარასკოში ალექსის სანჩესის შემცვლელს ხედავს, რომელიც ზაფხულში კლუბს აუცილებლად დატოვებს, “ბაიერნი” კი კარასკოზე სანჩესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში გადაერთვება.

კროოსი: “გრიზმანი ნებისმიერ გუნდს მოერგება”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა მისი მოსისხლე მტრის, “ატლეტიკოს” ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა. ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგის გასამართ ფინალსაც შეეხო.

“გრზიმანი ნებსიმიერ კლუბს ძალიან კარგად შეეწყობა. ის საოცარი ფეხბურთელია. მაქს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სტილს მოერგოს და ბევრნაირი ტაქტიკით ითამაშოს.”

“ჩემპიონთა ლიგის ჩემი მესამე ტიტულის მოპოვება დიდი სიამოვნება იქნება. ვერაფერს დაგპირდებით გარდა იმისა, რომ ასი პროცენტით დავიხარჯები. “იუვენტუსი” არის ძალიან შეკრული გუნდი, რომელსაც დაცვის შესანიშნავი სისტემა აქვს,” – აცხადებს ტონი.

კროოსი: “ოთხი ნახევარმცველით თამაშმა დიდი კომფორტი შეგვიქმნა”

“ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“შესანიშნავი ანგარიში დავაფიქსირეთ. ეს იმაზე უკეთესია, რასაც მატჩამდე მოველოდით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი დაპირისპირება იყო. ჯერ არაფერი დასრულებულა. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ტაქტიკურადაც სწორად ვითამაშეთ და ასევე, ნახევარდაცვაში დმატებითი ფეხბურთელი გვყავდა. ჩვეულებრივ, სამი ნახევარცმველით ვთამაშობთ ხოლმე, თუმცა დღეს მოედანზე ოთხნი ვიყავით. სწორედ ეს დაგვეხმარა იმაში, რომ თამაში გვეკონტროლებინა.”

“ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჩვენი თანაგუნდელია. შენ შეგიძლია დაიცვა თავი, იყო კარგი ნახევარდაცვაში, თუმცა, ასევე, გჭირდება, გუნდმა გოლები გაიტანოს. ამ მოვალეობის დიდ ნაწილს სწორედ პორტუგალიელი ასრულებს. ამას ყოველთვის აკეთებს!” – განაცხადა გერმანელმა.