დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივი” თანაქალაქელ “საბურთალოს” დაუპირისპირდა. 28-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. ზუსტად 13 წუთში ლაშა შინდაგორიძემ გაათანაბრა.
საბოლოოდ, 1-1.
ამ ფრის შემდეგ “ლოკო” 49 ქულით მეოთხე ადგილზეა. “საბურთალო” 47 ქულით მეხუთეა.
ფოთში, “პარკი არენაზე” ადგილობრივი “კოლხეთი” ქუთაისურ “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მე-12 წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა. 59-ეზე გიორგი ჯანელიძემ გაათანაბრა. თუმცა, 77-ე წუთზე გიორგი კუხიანიძმე იმერული კლუბისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა.
“კოლხეთი” 20-ით მეცხრე ადგილზეა. “ტორპედო” 61 ქულით მეორე პოზიციაზეა.