“ტოტენჰემმა” “უოტფორდი” გაანადგურა (ვიდეო)

2017 წლის პრემიერ ლიგა “უოტფორდისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებამ გახსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბული უნდა გამომდგარიყო, თუმცა, ნაცვლად ამისა ინგლისელმა გულშემატკივარმა “მამლების” იოლი გამარჯვება იხილა.

ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე, ჰარი კეინმა გახსნა, რომელმაც ექვსი წუთის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. რამდენიმე წუთში თავიახალგაზრდა დელე ალიმაც გამოიჩინა, რომელმაცმეორე ტაიმშიც გაიტანა თავისი გოლი. მასპინძელთა მხრიდან კი ერთი გოლის გაქვითვა ქაბულმა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოახერხა.

შედეგად, პოჩეტინოს გუნდმა აქტივში კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა და ამჟამად 39 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. “უოტფორდი” კი 22 ქულით მე-13-ა. “მამლების” მომდევნო მეტოქე ჩემპიონატის ლიდერი, “ჩელსი” იქნება, “ირმების” – “სტოკ სიტი”.


“უოტფორდი”: გომესი; კეჩკარტი, პროდლი, ქაბული; ჰოლებასი (მეისონი 68′), დუკურე, გედიორა, ამრაბატი (სინქლეარი 76′); კაპუ, იგალო; ტროი დინი

მთავარი მწვრთნელი: უოლტერ მაცარი

“ტოტენჰემი”: ლორისი; ტიპიერი, ალდერვაირელდი, ვიმერი, როუზი (დეივისი 68′); დაიერი, ვანიამა; სონი, ალი (უინქსი 61′), ერიქსენი; ჰარი კეინი (იანსენი 77′)

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: ჰარი კეინი 27′ 33′, დელე ალი 41′ 46′


პრემიერ ლიგის რომელ ფეხბურთელებს ეწურებათ კონტრაქტები ზაფხულში?

იანვარი, ახალი წელი და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე გაიხსნება. FANEBI.COM გთავაზობთ პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელთაც კონტრაქტი მომავალ 6 თვეში ეწურებათ და რომელთა ყიდვაც სხვა გუნდებს უფრო გაუადვილდებათ.


“მანჩესტერ სიტი” – 6 ფეხბურთელი

ხესუს ნავასი – 31 წლის; იაია ტურე – 33 წლის; პაბლო საბალეტა – 31 წლის; გაელ კლიში – 31 წლის; ბაქარი სანია – 33 წლის; ვილი კაბალიერო – 35 წლის


“ჩელსი” – 4 ფეხბურთელი

ჯონ ობი მიკელი – 29 წლის; ბრანისლავ ივანოვიჩი – 32 წლის; ჯონ ტერი – 36 წლის; ედუარდო – 34 წლის


“არსენალი” – 3 ფეხბურთელი

სანტი კასორლა – 32 წლის; პერ მერტესაკერი – 32 წლის; იაია სანოგო – 23 წლის


“ლივერპული” – 2 ფეხბურთელი

ლუკას ლეივა- 29 წლის; ალექს მანიგერი – 39 წლის


“ვესტ ჰემი” – 2 ფეხბურთელი

ალვარო არბელოა – 33 წლის; ადრიანი – 29 წლის


“მანჩესტერ იუნაიტედი” – 1 ფეხბურთელი

მაიკლ კერიკი – 35 წლის


“ლესტერ სიტი” – 1 ფეხბურთელი

მარსინ ვასილევსკი – 36 წლის


“ტოტენჰემი” – არც ერთი


ეს კი ზოგადად, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახლავთ, რომლებიც იმ ფეხბურთელებისგანაა შედგენილი, რომელთაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ.

“ტოტენჰემი” გელზენკირხენულ “შალკეს” 35 მილიონ ევროს სთავაზობს

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველმა, მაქს მაიერმა კარიერა შესაძლოა ინგლისში, კერძოდ კი ლონდონის “ტოტენჰემში” გააგრძელოს.

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები მზად არიან, მაიერის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროც გაიღონ.

შეგახსენებთ, რომ “მამლები” გერმანელთა 21 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის გადაბირებას გასულ წელსაც სცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ინგლისელები გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებას, რომელმაც ბუნდესლიგის 16 მატჩში ერთი გოლისა და ერთი საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებენ.

“ტოტენჰემმა” დელე ალის ფასი დაადო

ლონდონური “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, დელე ალის გადასაბირებლად ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან მადრიდის “რეალი” და ფრანგული “პსჟ” 100 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდებათ.

The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური კლუბის პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ 20 წლის ფეხბურთელს პირადად, სპეციალურად დაადო ასეთი ფასი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ტოტენჰემის” ბოსებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ 2018 წლამდე, სანამ ისინი ახალ სტადიონზე არ გადავლენ, “მამლები” არცერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ.

პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის 16 მატჩში დელე ალიმ თავი 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰენრიკ მხითარიანმა მოაგებინა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “მანჩესტერ იუნაიტედს” მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემი” ეწვია.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ჰენრიკ მხითარიანის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სომეხმა ფეხბურთელმა, მატჩის მეორე ტაიმში დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მოპოვებული 3 ქულის წყალობით, “წითელმა ეშმაკებმა” მე-6 ადგილის შენარჩუნება მოახერხეს, მსგავსად “მამლებისა”, რომელიც 27 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დარმიანი, მარკუს როხო, ჯონსი, ვალენსია; კერიკი, ანდერ ერერა (ფელაინი 90+6′); მარსიალი ( რეშფორდი 72′), პოგბა, მხითარიანი; იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; უოკერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, როუზი; ვანიამა, დემბელე (უინკსი 67′); ერიქსენი (ნ’კუდუ 83′), ალი სონი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ტოტენჰემი”: გუნდების სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

ხვალ, პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” შეერკინებიან.

Goal.Com-ი გუნდების სიმბოლურ შერეული შემადგენლობას გვთავაზობს.

ლორისი, როუზი, ვერტონგენი, ბაილი, უოქერი, პოგბა, დემბელე, ალი, სონი, იბრაჰიმოჩი, კეინი.

 

 

პრემიერ ლიგის გრანდებს ჩიჩარიტო სურთ

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Mirror იტყობინება, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” და მერსესაიდული “ლივერპული” სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის შეძენით.

ჩიჩარიტო 2015 წელს შეუერთდა გერმანულ კლუბს და პირველ სეზონში 28 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება ახალ სეზონს, მექსიკელმა 12 მატჩში 5 გოლს მოუყარა თავი.

ორივე ინგლისურ გრანდს სურს, რომ 28 წლის ფეხბურთელი მომდევნო – ზამთრის – სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინოს.

ლონდონელებსა და მერსესაიდელებს მექსიკელში ესპანური “ვალენსია” შეეცილება.

ოფიციალურად: ვერტონგენმა “ტოტენჰემთან” გაახანგრძლივა

“ტოტენჰემის” ბელგიელმა მცველმა, იან ვერტონგენმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც “სპურსში” მის დარჩენას 2019 წლამდე ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ვერტონგენი “უაით ჰართ ლეინზე” 2012 წლის ივლისში გადაბარგდა, მანამდე კი ის ჰოლანდიური “აიაქსის” ღირსებას იცავდა. დღესდღეობით კი, ის მაურისიო პოჩეტინოს გუნდში დაცვის ერთ-ერთი ლიდერის როლს ასრულებს.

“მოხარულნი ვართ გამცნოთ, რომ იან ვერტონგენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წელს ამოიწურება.” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იმ დროისთვის (2019 წელს) ვერტონგენი 32 წლის იქნება.

რედნაპი: “პავლიჩენკოს თარჯიმანს უფრო მეტი მუშაობა უწევდა, ვიდრე თავად ფეხბურთელს”

ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი “ტოტენჰემს” ოთხი წლის განმავლობაში თავკაცობდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში 69 წლის სპეციალისტმა პირველ ვარჯიშზე მომხდარი კურიოზი გაიხსენა, რომელიც მის ერთ-ერთ შეგირდს, რომან პავლიჩენკოს უკავშირდება.

“როცა ლონდონის “ტოტენჰემში” პირველ ვარჯიშზე მივედი, ვნახე, რომ პავლიჩენკოს საკუთარი თარჯიმანი ჰყავდა. თავდაპირველად, ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე. პირველ საწვრთნელ სესიაზე გუნდს ფეხბურთი ვათამაშე. ერთ-ერთ მომენტში, რომანს რაღაც მითითება მივეცი. უცებ, ეს ბიჭი (თარჯიმანი ავტ.) ხაზიდან მოწყდა, პავლიჩენკოსკენ გაიქცა და სიტყვასიტყვით უთარგმნა, რაც მე მას დავუძახე.”

“თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დღეს ასე კიდევ 8-ჯერ მოხდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ რომანის თარჯიმანს უფრო მეტი მუშაობა უხდებოდა, ვიდრე თავად ფეხბურთელს,” – განაცხადა რედნაპმა.

კეისუკე ჰონდა შესაძლოა, პრემიერ ლიგის გრანდში ვიხილოთ

იტალიური წყარო, La Repubblica იტყობინება, ლონდონის “ტოოტენჰემი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მილანის” ნახევარმცველით, კეისუკე ჰონდათი.

იაპონელ ფეხბურთელს იტალიური გრანდის შემადგნელობაში საქმე არც ისე კარგად მისდის. მან მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ერთადერთი შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემაგდენლობაში. ეს მიანიშნებს იმას, რომ ჰონდა მთავარი მწვრთნელის, მონტელას გეგმებში აღარ შედის. შესაბამისად, 30 წლის ფეხბურთელის გუნდიდა წასვლა იანვარშივე სრულიად რეალურია.

გეტყვით, რომ “ტოტენჰემის” გარდა, “ვესტ ეჰმი” და “საუტჰემპტონიც” ინტერესდება იაპონელი ფეხბურთელით. ასევე, კეისუკე რამდენიმე ჩინურ კლუბსაც სურს.

ანტონიო კონტეს “ჩელსიმ” პოჩეტინოს “სპურსს” შემოუტრიალა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი, რომელსაც “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.

მართალია, მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ანგარიშიც სწორედ პოჩეტინოს ბიჭებმა გახსნეს (ერიქსენმა უძლიერესი დარტყმით), მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორეს დასაწყისში კონტეს ბიჭებმა თამაშის შემოტრიალება და საჭირო 3 ქულის ჩაწერა მოახერხეს აქტივში.

შედეგად, ლონდონის “ჩელსის” ანგარიშზე 31 ქულაა 13 ტურის შემდეგ (39 შესაძლებლიდან) და სატურნირო ცხრილსაც ლიდერობს. “სპურსი” კი 24 ქულით მეხუთე ადგილზეა მოკალათებული.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; გარი კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, მატიჩი, ნ’გოლო კანტე, მოზესი (ივანოვიჩი 81′); ედენ აზარი (უილიანი 77′), დიეგო კოშტა, პედრო (ოსკარი 83′)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ერიკ დაიერი, ვიმერი, ვერტონგენი; უოლკერი, ვანიამა, დემბელე (იანსენი 83′), სონი (უინკსი 65′); ერიქსენი, დელე ალი (ნ’კუდუ 73′); ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: პედრო (მატიჩი) 45′, მოზესი (დიეგო კოშტა) 51′ – ერიქსენი (დელე ალი) 11′


რატომ უნდა ითამაშოს ფაბრეგასმა “ტოტენჰემის” წინააღმდეგ?

პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი გმირი შესაძლოა, ცესკ ფაბრეგასი გახდეს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კონტე ესპანელ ნახევარმცველს საყვარელი მეტოქის წინააღმდეგ თამაშის უფლებას მისცემს.

როგორც იცით, ბოლო დროს ცესკ ფაბრეგასი “სტემფორდ ბრიჯზე” თავის გამოჩენას ვეღარ ახერხებს. “ბარსელონასა” და “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტოდან, რაც ნამდვილად არასახარბიელო შედეგია.

მაგრამ ფაქტი, რომ ცესკი “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამორჩეულად პროდუქტიულია, შესაძლოა, მას დღევანდელი მატჩის პირველივე წუთებიდან დაწყებაში დაეხმაროს.

საქართველო

ცესკს “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში (პრემიერ ლიგა) 11 საგოლე პასი დაუგროვდა. მასზე მეტი საგოლე გადაცემა ერთი კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ კი მხოლოდ რაიან გიგზის ანგარიშზეა. ასე რომ, დღეს მას ამ რეკორდის დამხობის საკმაოდ რეალური შანსი აქვს.