ოფიციალურად: “ტოტენჰემის” ერთ-ერთმა ლიდერმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “ტოტენჰემის” მოთამაშემ, კაილ უოქერმა “სპურსებთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ძველი კონტრაქტი კაილს გუნდთან 2019 წლამდე აკავშირებდა. ახალი დოკუმენტის თანახმად, ინგლისელი სპორტსმენი გუნდში 2021 წლამდე დარჩება.

ცნობისთვის, 26 წლის ფეხბურთელი 2011 წლიდან რეგულარულადაა “ტოტენჰემის” სასტარტო თერთმეტეულში. უოქერმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ლონდონური კლუბი შარშან პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ მოხვდა.

პრემიერ ლიგა – დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (22 სექტემბერი)

“არსენალი” ბენზემას სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები კიდევ ერთი შეთავაზების გაკეთებას აპირებენ მადრიდული “რეალისთვის”, რომელშიც “მეთოფეთა” სამიზნე, ქარიმ ბენზემა ირიცხება.

Marca Futbol-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები მზად არიან ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გაიღონ.

როუზმა “ტოტენჰემთან” გაახანგრძლივა

დენი როუზმა “ტოტენჰემთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ის “უაით ჰართ ლეინზე” 2021 წლამდე უნდა დარჩეს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს. ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერით, დენი როუზმა ისეთ ფეხბურთელებს მიბაძა, როგორებიც არიან კრისტიან ერიკსენი, ერიკ დაიერი და დელე ალი.

გიუნდოგანი შესაძლოა, უკან, “დორტმუნდში” დაბრუნდეს

დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილმა და “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ილკაი გიუნდოგანმა აღიარა, რომ უკან გერმანიაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

“უახლოეს მომავალში უკან დაბრუნებას არ ვაპირებ, რამეთუ ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩემმა ტრანსფერმა კრახი განიცადა. მაგრამ, თუ “ბორუსია” 29-30 წლის ასაკშიც ისურვებს ჩემს გადაბირებას, მაშინ მე უკან დავბრუნდები.”

ფაბრეგასის შემდეგ, “ბარსამ” თვალი ბელერინსაც დაადგა

როგორც იცი, უკვე კარგა ხანია, რაც ჟურნალისტები ბელერინს “ბარსელონაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. Goal-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, კატალონიელები ბელერინის გადაბირებას იმავე ტაქტიკით ცდილობდნენ, რომელიც ცესკ ფაბრეგასის შემთხვევაში წარმატებული გამოდგა.

რადამელ ფალკაომ “ტოტენჰემის” ფანებს სათანადო პასუხი გასცა (ვიდეო)

რადამელ ფალკაო სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბოლოს იცინოდა – მას შემდეგ, რაც ლონდონის “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგაზე, შინ “მონაკოსთან” წააგო, ლონდონელთა გამწარებულმა “ჩელსის” ყოფილ ფორვარდზე მიიტანეს იერიში.

“სპურსის” ფანები მას “ჩელსისგან” უარყოფილს” უწოდებდნენ – ამის პასუხად, კოლუმბიელმა ფორვარდმა ინგლისელ ფანებს მატჩის ანგარიში შეახსენა.

კეინი: “მომდევნო 50 გოლს უფრო სწრაფად გავიტან!”

გუშინ ლონდონის “ტოტენჰემი” სტუმრად “სტოუკ სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ერთ-ერთი მათგანის შეგდება ჰარი კეინმა შეძლო, რომლისთვისაც ეს მატჩი პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემის” მაისურით 90-ე იყო, გატანილი გოლი კი – 50-ე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეხვედრის შემდეგ, 23 წლის სპორტსმენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რამდენიმე წლის წინ, ვინმე რომ მოსულიყო და ეთქვა, მომავალში 50 პრემიერლიგური გოლი გექნება გატანილი “სპურსების” მაისურითო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ეს დიდი მიღწევაა; ახლა უფრო “მშიერი” ვარ და კიდევ უფრო მინდა, მეტი და მეტი გოლი გავიტანო.”

“მე გავაგრძელებ მუშაობას მთელი დატვირთვით, შევეცდები, რომ უფრო მეტი და ლამაზი გოლი გავიტანო. მინდა, შემდეგი 50 გოლის შეგდება წინა 50-ზე სწრაფად მოვახერხო,” – განაცხადა კეინმა.

Corriere dello Sport: “მილანი” ჰარი კეინის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ჩამოდის

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის გადაბირებით იტალიური “მილანი” სერიოზულადაა დაინტერესებული.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ჩინელი ინვესტორები აფინანსებენ, ინგლისელი ფორვარდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ სამიზნედ დაისახეს.

იტალიელები ზაფხულშიც ცდილობდნენ კეინის გადაბირებას, რომელსაც პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია, თუმცა ამაოდ. ამჯერად, “მილანი” ჰარი კეინის სანაცვლოდ “ტოტენჰემისთვის” 50 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.

ოფიციალურად: ერიქსენმა “ტოტენჰემთან” გაახანგრძლივა

კრისტიან ერიქსენმა საკუთარი მომავალი “ტოტენჰემს” კიდევ ოთხი წლით დაუკავშირა – 24 წლის დანიელმა ლონდონურ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენი გასულ სეზონში ლონდონელთა წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, კონტრაქტი კი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

“ამ კლუბს დიდი მომავალი აქვს. მე ამას ნათლად ვხედავ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთთან და სამწვრთნელო შტაბთან არიან დაკავშირებულები.

კონტრაქტის გახანგრძლივებას ყოველთვის ვაპირებდი. რაც შეეხება გეგმას, გარკვეული გეგმა უკვე გვაქვს. ” – განაცხადა დანიელმა შემტევმა.

სერხიო რამოსი: “ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთან დარჩა”

სატრანფსერო ფანჯარა გუშინ დაიხურა. აღსანინშავია, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში არ წყდებოდა საუბარი ისკოს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შესახებ. 24 წლის ფეხბურთელს “მალაგასა” და “ტოტენჰემს” უკავშირებდნენ. საბოლოოდ, ისკო “ბლანკოსში” დარჩა.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანური გრანდის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განცხადება გააკეთა.

“ისკოს დარჩენა ძალიან კარგი ამბავია. ყველამ კარგად ვიცით, რა  სტილის მოთამაშეა იგი. ისკოს ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია “რეალისთვის”, – განაცხადა კაპიტანმა.

ოფიციალურად: პაუ ლოპესი ამიერიდან “ტოტენჰემის” ღირსებას დაიცავს

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებმა პაუ ლოპესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. ესპანელი მეკარე “დეზებმა” ერთი წლით ინათხოვრეს.

21 წლის მეკარეს, რომელიც აქამდე “ესპანიოლის” ღირსებას იცავდა, ვორმთან და ჰუგო ლორისთან მოუწევს ძირითადი ადგილისთვის ბრძოლა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 აგვისტო)

ვაკო “ვიტესს” ტოვებს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. პოლონური ვებ-გვერდის, weszlo.com-ის ცნობით, არნემის “ვიტესი” ქართველ ფეხბურთელს “ლეგიაში” ერთი წლით გაანათხოვრებს, თუმცა მის ახალ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც ირკვევა, ვაკო 30 აგვისტოს ვარშავაში უნდა ჩავიდეს, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ისკო გადავა … “ტოტენჰემში”?

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ტოტენჰემის” მესვეურები “რეალის” მიერ დაწუნებული ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირებას აპირებენ. “დეზები” ისკოს იჯარით აყვანაზეც თანახმანი არიან.

ჭანტურია შესაძლოა, სერია ა-ში ვიხილოთ

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

CmiYIZEWEAA1H5K

“ბარსელონამ” პაკო ალკასერი დაიმატა

“ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაკო ალკასერი ამიერიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. 23 წლის მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, “ვალენსია” კი ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პაკო ალკასერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს უდრის.

ჰარტი ტურინში მიდის

ინგლისის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარის, ჯო ჰარტის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჰარტი მომავალ სეზონს იტალიაში, კერძოდ კი “ტორინოში” გაატარებს.

სახო ახალი კლუბის ძიებაშია

ბრიტანული Daily Mirror იუწყება, რომ მამადუ სახოს ახალი კლუბის მოძებნისაკენ მოუწოდეს, თუ კი ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვს. იურგენ კლოპი მას არენდით წასვლის, ან სხვა კლუბში გადასვლის ნებას აძლევს.

პრემიერ ლიგა: “ტოტენჰემმა” და “ლივერპულმა” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალური მატჩი “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “სპურსი” მერსესაიდულ “ლივერპულს” მიიღებს, რომელიც კვლავ არასტაბილურად ასპარეზობს.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სეზონი ისე ვერ დაიწყო, როგორც “მამლების” მესვეურებს სურდათ – “გუდისონ პარკზე” ნაჩვენები კარგი თამაშის მიუხედავად, პოჩეტინომ ლონდონში მხოლოდ 1 ქულა წამოიღო, რასაც შინ, “არწივებთან” მოპოვებული სამი ქულა მოჰყვა.

“ლივერპულმა” კი სეზონი შესანიშნავად დაიწყო – “ემირეიტსზე” შესრულებული ქამბექი მათთვის საწყისი წერტილი უნდა ყოფილიყო, რომლიდანაც მათი აღზევება უნდა დაწყებულიყო თუმცა, ნაცვლად ამისა, კლოპის გუნდმა მეორე მატჩში, “ბარნლისთან” დასანანი მარცხი განიცადა.


8

“ტოტენჰემი”: ვორმი; ვერტონგენი, როუზი, უოლკერი, ალდერვაირელდი; დაიერი, ვანიამა; ერიკსენი, ლამელა, ალი; კეინი.

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი; ლალანა, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; მანე, ფირმინო, კოუტინიო.

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: დენი როუზი 72′ – ჯეიმს მილნერი 44′ (პ)

ჰუგო ლორისი ლაზარეთში 4 კვირას გაატარებს

“ტოტენჰემ ჰოტსპურის” მეკარე ჰუგო ლორისი ტრავმირებულია. ლონდონელთა ფრანგმა კარის დარაჯმა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლორისმა ტრავმა “ევერტონთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ფრანგი მაიკლ ვორმა შეცვალა.

ასე რომ, ლორისი “დეზებს” “კრისტალ პალასთან” და “ლივერპულთან” გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, მისი თამაში საეჭვოა “სტოკ სიტისთან” მატჩში, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემმა” რობერტო მანჩინის “ინტერი” გაანადგურა (ვიდეო)

მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემმა” ახალი სეზონისათვის მზადება მილანურ “ინტერთან” გამართული ამხანაგური მატჩით დაასრულა. “სპურსი” “ნერაძურის” ნორვეგიაში, “ულევაალის სტადიონზე” დაუპირისპირდა.

ანგარიში მალევე, მე-5 წუთზე გაიხსნა – ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება მოახერხა. “ინტერმა”, კერძოდ კი პერიშიჩმა, ანგარიში 24-ე წუთზე გაათანაბრა. რასაც 5 უპასუხო გოლი მოჰყვა ინგლისელების მხრიდან (ლამელა; ალი; კეინი; იანსენი; ჰარისონი.)