“შტუტგარტის” ვინგერი ტიმო ვერნერი “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ბილდის ცნობით ლონდონელებმა გერმანულ კლუბს ვერნერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა შტუტგარტში 19 წლის მოთამაშის გაყიდვას არ აპირებენ.
“არაერთხელ მითქვამს, რომ ტიმო არ იყიდება. ის პერსპექტიული მოთამაშეა, რომელზეც ჩვენი კლუბი იმედებს ამყარებს” – განაცხადა “შტუტგარტის” მენეჯერმა რობინ დუტმა.
აღსანიშნავია, რომ ვერნერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 50 შეხვედრა ჩაატარა. ასევე ის დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორიცაა.