“ჩელსი” ლონდონურ დერბიში დამარცხდა

პრემიერლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში “უაით ჰართ ლეინზე” “ტოტენჰემმა” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და გათამაშების ლიდერის დამარცხება შეძლო.

ანგარიში შეხვედრაში სტუმრებმა მე-18 წუთზე დიეგო კოშტას გოლით გახსნეს, თუმცა ტაიმის უკანასკნელ 15 წუთში “ტოტენჰემმა” მეტოქეს კეინის, როუზის და ტაუნსენდის ძალისხმევით სამი გოლი გაუტანა და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მატჩის განახლებიდან 7 წუთში კეინმა დუბლი შეასრულა და უპირატესობაც კიდევ უფრო გაიზარდა. “ჩელსიმ” თამაშში დაბრუნება ედენ აზრის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით სცადა, თუმცა მალევე ჩადლიმ მეხუთე გოლი გაიტანა კურტუას კარში. დარჩენილ დროში “არისტოკარტებმა” ტერის გოლით სხვოაბის შემცირება შეძლეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 5:3.

ტოტენჰემი 5-3 ჩელსი

გოლები: დიეგო კოშტა 18′ (0:1); კეინი 30′ (1:1); როუზი 44′ (2:1); ტაუნსენდი 45′ (3:1); კეინი 52′ (4:1); აზარი 61′ (4:2); ჩადლი 78′ (5:2); ტერი 87′ (5:3)

დეანდრე იედლინი “ტოტენჰემს” იანვარში შეუერთდება

“ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “სიეტლი საუნდერსის” მცველი დეანდრე იედლინი ლონდონურ კლუბს იანვარში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “დეზებმა” 21 წლის ამერიკელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინეს. მაშინ მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა, თუმცა იედლინს დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა არ მისცეს და მასაც აშშ-ში დაბრუნება მოუწია. მაშინდელი შეთანხმებით, ფეხბურთელი “ტოტენჰემში” 2015 წლის ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ამ ვადის დაჩქარება მოხდა.

დეანდრე იედლინი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

 

ერიკ ლამელამ “ბარნლის” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

20 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემსა” და “ბარნლის” შორის გამართულ მატჩში (2:1), ერიკ ლამელამ მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

“ტოტენჰემის” ახალგაზრდა ფეხბურთელის ულამაზესი გოლი “ფულჰემის” კარში (ვიდეო)

ინგლისში, “ფულჰემისა” და “ტოტენჰემის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში (0:2), ნათან ოდუვამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

რატომ შეწყდა ,,ბეშიქთაში” – ,,ტოტენჰემი”?

,,ევროპა ლიგის” ჯგუფური ეტაპის მატჩში, სადაც ,,ბეშიქთაში” ,,ტოტენჰემს” მასპინძლობდა, ელექტროენერგია გამოირთო. მსაჯმა რამდენიმე წუთით მატჩი შეწყვიტა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია თურქი ფანების რეაქცია მომხდარის შემდეგ.

ჩელსიმ დერბი დამაჯერებლად მოიგო

ინგლისური პრემიერლიგის მე-14 ტურში ლონდონური დერბი “სტემფორდ ბრიჯზე” შედგა, სადაც “ჩელსის” “ტოტენჰემი” ესტუმრა.

მოურინიოს შეგირდებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და 22-ე წუთისის აზარის და დროგბას გოლებით 2-0-ს იგებდნენ. ტაიმიც სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა. შესვენების შემდეგ “არისტოკრატებმა” კიდევ ერთხელ გაიტანეს. თავი შეცვლაზე შემოსულმა რემიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

14 ტურსი შემდეგ “ჩელსი” სატურნირო ცხრილს 36 ქულით ლიდერობს, “ტოტენჰემი” კი 20 ქულით მეათე პოზიციაზეა.

გულშემატკივრებმა “ტოტენჰემისა” და “პარტიზანის” ფეხბურთელები “დატროლეს” (ვიდეო)

28 ნოემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ტოტენჰემსა” და “პარტიზანს” შორის გამართულ შეხვედრაში მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ.

ბეილი: „ჩემპიონთა ლიგის მოგებამ აჩვენა, თუ რატომ დავტოვე „ტოტენჰემი“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ მხრიდან ინტერესის არარსებობის შემთხვევაში, იგი ახლაც „ტოტენჰემში“ ითამაშებდა.

„თუ „რეალი“ კონტრაქტს არ შემომთავაზებდა, „ტოტენჰემის“ დატოვება გამიჭირდებოდა. იმედია, გულშემატკივრებმა გამიგეს და მაპატიეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ქომაგთა მილოცვის მიღება სასიამოვნო იყო“, – ციტირებს ბეილს „The Telegraph“-ი.

„ტოტენჰემში“ გატარებული პერიოდი ძალიან მომწონდა, გუნდის ფანები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ვფიქრობ, ისინი მიხვდნენ, თუ რატომ გადავედი „რეალში“. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. ჩემპიონთა ლიგის მოგებამ აჩვენა, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი“, – დაასრულა უელსელმა.

ადებაიორმა თავისი დედა შავი მაგიის გამო სახლიდან გააგდო

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი ნათესავებს შავი მაგიის გამოყენებაში ადანაშაულებს, რის გამოც მათ სახლში არ უშვებს.

„დედა განისა და ტოგოს საზღვარზე პოლიეთინელის პაკკებს ყიდის. მას ემანუელი ერთ წელიწადზე მეტია, რაც არ უნახავს. იგი მის ზარებს არ პასუხობს. დედა მას ფულს სთხოვს და უბრალოდ მისი ნახვა სურს“, – განაცხადა ფეხბურთელის დამ მეგიმ რადიო „Accra“-სთან საუბრისას.

„როგორ შემიძლია ვესაუბრო დედასა და დებს, თუ ისინი ჩემს წინააღმდეგ ჯუჯუს გამოყენებას აპირებენ?“, – განაცხადა თავად ემანუელმა.

ცნობისთვის, ჯუჯუ აფრიკული კასტების შავი მაგიაა, რომელიც ადამიანს გარკვეული საქციელების ჩადენას აიძულებს. ფეხბურთელის აზრით, ამ მაგიით ახლობლები მისი კარიერის გაფუჭებას ცდილობდნენ.

ქალბატონებო და ბატონებო, ემანუელ ადებაიორი! (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილასა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში ემანუელ ადებაიორს კურიოზული რამ შეემთხვა.

კრისტიან ბენტეკემ “ტოტენჰემის” ფეხბურთელებთან იჩხუბა (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილასა” და “ტოტენჰემს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, საბოლოოდ კი კრისტიან ბენტეკეს წითელი ბარათის მიღება მოუწია.

რობერტო სოლდადომ სეზონის ყველაზე ცუდი დარტყმა შეასრულა (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ასტონ ვილასა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში რობერტო სოლდადომ საშინელი დარტყმა შეასრულა.