ვერტონგენი: “ტოტენჰემს” კეინის გარეშეც შეუძლია “რეალის” დამარცხება”

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველი, იან ვერტონგენი პოზიტიურად არის განწყობილი ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” გასამართი მატჩის წინ და სჯერა, რომ “დეზებს” “ბლანკოსის” დამარცხება კეინის გარეშეც შეუძლიათ.

“რა თქმა უნდა, მადრიდში მოპოვებულმა ფრემ თვითდაჯერებულობა კიდევ უფრო შეგვმატა. “რეალი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მათ ეს პირველივე მატჩში დაგვიმტკიცეს.

“რეალს” ნებისმიერ მომენტში შეუძლია, გოლი გაგიტანოს, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეულნი ვართ. თუმცა, მეტოქეს უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე ინგლისურ კლუბებს.

ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ შეგვიძლია “რეალის” დამარცხება კეინის გარეშე. რა თქმა უნდა, ჰარი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის, მაგრამ მის გარეშეც ძალიან ძლიერები ვართ,” – აცხადებს ვერტონგენი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ტოტენჰემსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი 1 ნოემბერს, 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

ლუკა მოდრიჩი ზინედინ ზიდანის მიღწევას გაიმეორებს

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლონდონს ესტუმრება და ადგილობრივ “ტოტენჰემს” დაიუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრა “ბლანკოსის” “მაესტროსთვის”, ლუკა მოდრიჩისთვის ერთი ჩვეულებრივი მატჩი არ იქნება. მის მიერ “უემბლიზე” ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება რიგით 277-ე გამოდგება მადრიდულ კარიერაში. სწორედ ამდენი თამაში აქვს ჩატარებული ხორვატის ამჟამინდელ დამრიგებელს, ზინედინ ზიდანს “რეალის” შემადგენლობაში.

ამავე დროს, გეტყვთ, რომ თუ ლუკას ვასკესი “სპურსების” წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მისთვის რიგით მეასე, საიუბილეო შეხვედა იქნება “თეთრების” მაისურით. საინტერესოა ისიც, რომ ამ რიცხვის მიღწევამდე ძალიან ცოტა დააკლდათ ისეთ მოთამაშეებს, როგორების ესტებან გრანერო (96) და ალვარო მორატა (95) არიან. თავად ვასკესი კი, 159-ე იქნება “რეალის” “ასიანებს” შორის.

“ტოტენჰემმა” ორი ფანი უხამსი საქციელისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებმა მკაცრი სასჯელი გამოუტანეს კლუბის ორ ფანს, რომელიც ლიგის თასზე, “ვესტ ჰემთან” გამართულ მატჩში უხამსი საქციელის ჩადენის დროს გამოიჭირეს.

მატჩის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ შარდავს “დეზების” გულშემატკივარი ბოთლში, რის შემდეგაც მეორე ამ ბოთლს მეტოქე გულშემატკივართა სექტორში ისვრის.

“ტოტენჰემის” წარმომადგენელი Sky Sports-თან საუბრისას აცხადებს: “ასეთი ტიპის საქციელი ჩვენთვის მიუღებელია და ვალდებულნი ვართ, ორი ფანი, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს სამუდამო დისკვალიფიკაციით დავსაჯოთ.”

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ მატჩში “ვესტ ჰემმა” დიდებული ქამბექი შემოგვთავაზა (2-0 პირველ ტაიმში, 2:3 საბოლოოდ) და თავისი ადგილი მოიპოვა ლიგის მეოთხედფინალებში.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემს” მარსიალის გოლით სძლია (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მეათე ტურის შეხვედრები იმართება.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “ტოტენჰემი მიიღო. დაძაბული დაპირისპირების პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლის გატანა “წითელი ეშმაკების” შემტევმა, ანტონი მარსიალმა მოახერხა. იგი 70-ე წუთზე მარკუს რეშფორდის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე და ზუსტად 11 წუთში დალაშქრა “სპურსების” კარი.

საბოლოოდ, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მათ ამჟამად 23 ქულა აქვთ და მეორე პოზიციას იკავებენ. “ტოტენჰემი” 20 ქულით მესამეა.

 

“მანჩესტერი” – “ტოტენჰემი”: სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

ხვალ პრემიერ ლიგის მეათე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლებს.

Goal.Com-ი აღნიშნული გუნდების სიმბოლურ შერეულ შემადგენლობას გვთავაზობს.

ლორისი, დევისი, ვერტონგენი, ჯონსი, ვალენსია, ვინკსი, მატიჩი, რეშფორდი, ალი, ერიკსენი, ლუკაკუ

 

პოჩეტინო: “ლორენტე კეინისთვის შესანიშნავი კონკურენტია”

დიეგო ლორენტე გასულ ზაფხულში ლონდონის “ტოტენჰემში” გადავიდა, სადაც ადგილისთვის ბრძოლა ჰარი კეინთან უწევს.

“სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანელი თავდამსხმელი ჰარისთვის იდეალური კონკურენტია.

“აუცილებელია, სწორად გაანალიზო: როცა ჰარი კეინის პროგრესს უყურებ და ხედავ, თუ რა დონეზეა ახლა ის, მიხვდები, რომ ადვილი არაა მისთვის კონკურენტის პოვნა. ახლანდელ ბაზარზე, რთულია, ნახო ისეთი მოთამაშე, რომელიც დათანხმდება “ტოტენჰემში” გადმოსვლას და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელთან შეჯიბრებას. თუმცა, ვფიქრობ, დიეგო ლორენტე იდეალურია, ამ მხრივ. ის ჩვენი დიდი პროექტის ნაწილია.”

“ჩემი აქ მოსვლის დღიდან დანიელ ლევის (გუნდის პრეზიდენტი, ავტ.) არასდროს უთქვამს ჩემთვის: “არ შეგვიძლია, გავიფორმოთ ისეთი ფეხბურელი, რომელიც 25 წელს აღემატება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეები კარგია, თუმცა იმას დავიმატებთ, ვინც კლუბში არსებული სიტუაციისთვისაა საჭირო,” – აცხადებს ჰარი.

პერესს ჰარი კეინი 250 მილიონ ევროდ არ უღირს

საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ფლორენტინო პერესი თავიდანვე სიმპატიებით იყო განწყობილი ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერის, ჰარი კეინის მიმართ. თუმცა, როგორც ირკვევა, “რეალის” პრეზიდენტი ჯერჯერობით გამოუვალ სიტუაციაში იმყოფება.

“რა თქმა უნდა, კეინის ყიდვის იდეაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ ამ მომენტში მოლაპარაკებების წარმოებას აზრი არ აქვს. “ტოტენჰემის” პრეზიდენტისთვის არც კი მიმიმართავს მის ტრანსფერზე, რადგანაც ვიცი, რომ 250 მილიონს მოითხოვს.

კეინი ბრწყინვალე ფეხბურთელია და რაც მთავარია, ახალგაზრდაც არის. წინ დიდი მომავალი ელის. თუმცა, ამ დროისთვის კარიმ ბენზემაც მაკმაყოფილებს,” – აცხადებს პერესი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კარიმ ბენზემას არყოფნის შემთხვევაში “რეალი” მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდის, ბორხა მაიორალის იმედზე რჩება.

კეინი: “პრემიერ ლიგის მოგება შეგვიძლია”

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ვარსკვლავი, ჰარი კეინი თვლის, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ყველაფერი აქვს, რაც პრემიერ ლიგი მოგებისთვის არის საჭირო.

“ბოლო წლებში ჩვენს მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით, იმედია წელს ჩვენ გაგვიმართლებს და პრემიერ ლიგას მოვიგებთ. ჩემი აზრით, ჩვენ “ტოტენჰემს” ეს შეუძლია, საკმარისი რესურსი გვაქვს ამისთვის.

მართალია წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ დიდი შრომის ხარჯზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. “ლივერპულთან” მოპოვებული გამარჯვებაკი დიდი ბიძგია ჩვენი გზის გაგრძელებისთვის. ვიმედოვნებ, რომ წელს ყველაფერი გამოგვივა,” – აცხადებს ჰარი კეინი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 9 ტურის შემდეგ “ტოტენჰემი” 20 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მანჩესტერ სიტის”.

პოჩეტინო: “ვეცდებით, “მანჩესტერ სიტის” დავეწიოთ”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” “უემბლიზე” მესრესაიდის “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4-1 გაანადგურა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან “სპურსების” დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“გუნდი “უემბლიზე” მშვენივრად გამოიყურება. ის ცდილობს, რომ ამ სტადიონზე დამაჯერებლად ითამაშოს. მნიშვნელოვანია, ეს კედლები ჩვენთვის სახლივით იყოს.”

“უკვე მესამე სეზონია პრემიერ ლიგაში რომელიღაც კლუბის დაწევას ვცდილობთ. “მანჩესტერ სიტი” მშვენიერი გუნდია. მას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და წვრთნის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ვნახოთ, რა მოხდება. ვეცდებით, მათ დავეწიოთ,” – აცხადებს პოჩეტინო.

“ტოტენჰემმა” “ლივერპული” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩს “უემბლიმ” უმასპინძლა, სადაც ლონდონის “ტოტენჰემმა” იურგენ კლოპის “ლივერპულის” განადგურება შეძლო.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მალევე გაიხსნა – მეოთხე წუთზე ჰარი კეინმა ტრიპიერი გადაცემა გოლად აქცია, მეთორმეტეზე კი სონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 24 წუთზე სალაჰმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ტაიმის მიწურულს დელე ალიმ სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახადა. საბოლოო ანგარიში კი კეინმა, 54-ე წუთზე დააფიქსირა – 4:1.

მომდევნო ტურში “სპურსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” ეწვევა, “ლივერპული” კი პრემიერ ლიგაში ახლადგადმოსული “ჰადერსფილდის” დამარცხებას შეეცდება.


“ტოტენჰემი” – “ლივერპული”: გუნდების სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

22 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონის “ტოტენჰემი” “უემბლიზე” მერსესაიდის “ლივერპულს” მიიღებს.

Goal.Com-ი აღნიშნული გუნდების სიმბოლურ შერეულ შემადგენლობას გვთავაზობს.

ლორისი, დევისი, ვერტონგენი, სანჩესი, გომესი, კოუნტინიო, ვინკსი, სისოკო, სალაჰი, კეინი, ერიკსენი.

 

“რეალს” “ეიბართან” შეხვედრაში არც ნავასი და ვარანი ეყოლება

მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრას “ეიბართან” ჩაატარებს. აღნიშნულ დაპირისპირებაში “ბლანკოსს” კეილორ ნავასი და რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარებიან. ეს ფეხბურთელები ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე განმარტოვებით ირჯებოდნენ.

გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი და დანიელ კარვახალი ისევ ლაზარეთში იმყოფებიან.

ხუთშაბათს განცალკევებით ვარჯიშობდა და შემდეგ გუნდს შეუერთდა მთავარი მწვრთნელის შვილი, ლუკა ზიდანი. მეკარემ, როგორც ჩანს, დაზიანება მოიშუშა. ამავე დროს, ძირითად გუნდთან ერთად არის 17 წლის კიპერი, მოჰა რამოსი, რომელიც გასულ ტურში, “ხეტაფესთან” და “ტოტენჰემ ჰოტსპურთან” სათადარიგოთა სკამზე იჯდა.