“რეალმა” “პსჟ”-ს კაზემიროს მიყიდვაზე პასუხი გასცა

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, “პარი სენ-ჟერმენი” გააქტიურდა და მას მორიგი ვარსკვალვების შეძენა სურს. ერთ-ერთი ასეთი მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახვერმცველი, კაზემიროა.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ ფრანგებმა მიმართეს “ბლანკოსის” ხელმძღვანელობას ბრაზილიელის თაობაზე. ეს ფეხბურთელი თომას ტუხელის სასურველ სპორტსმენთა სიაში შედიოდა. თუმცა, გერმანელს ამ კანდიდატის ამოშლა მოუწევს, რადგან ესპანელებმა “პარი სენ-ჟემრენს” უარი უთხრეს. ამ ინფორმაციას ბრაზილიური პრესაც აზუსტებს. როგორც ცნობილი გახდა, ფლორენტინო პერესი კაზემიროსთვის ახალ, უკეთესი პირობების მქონე კონტრაქტს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ საყრდენმა “რეალში” ოთხი სეზონი ჩაატარა და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ოფიციალურად: ტატანაშვილი “საბურთალოს” ფეხბურთელია

გამოცდილი ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი 2018 წლიდან “საბურთალოსთვის” შეუტევს – მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება დღეს მოხდა. ამის შესახებ თბილისელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

34 წლის ფორვარდმა ახალ კლუბთან 2 წლიან (1+1) ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონტრაქტის სხვა პირობები უცნობია.

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში ტატანაშვილმა “ჩიხურას” შემადგენლობაში 15 გოლის გატანა მოახერხა, სულ მინდორზე კი 2400 წუთი დაჰყო. 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული ამპლუით თავდამსხმელმა მეტოქეთა კარის აღება 134-ჯერ მოახერხა.

 

“ვალენსიას” დირექტორი: “არ მჯერა, რომ “რეალის” ხელმძღვანელობა გუედეშს ესაუბრა”

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი, გონსალო გუედეში ამჟამად “ვალენსიაშია” განათხოვრებული და შესაიშნავი სეზონიც აქვს. ერთწლიანი იჯარის მშვენიერი სტარტის შემდეგ, 23 წლის პორტუგალიელზე გავრცელდა ხმები, რომ მისით მადრიდის “რეალი” იყო დაინტერესებული. მეტიც, თითქოს, “ბლანკოსი”, როგორც პარიზელებთან, ასევე თავად მოთამაშესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

აღნიშნულ საკითხზე “ღამურების” გენერალურმა დირექტორმა, მატეო ალემანიმ ისაუბრა.

“არაფერი მსმენია იმ ფაქტზე, რომ “რეალი” გუედეშს მართლა დაუკავშირდა. არავის უთქვამს ჩემთვის რამე. პორტუგალიელს ჩვენთან კიდევ შვიდთვიანი კონტრაქტი აკავშირებს.  მისით ძალიან ბედნიერები ვართ. დარწმუნებული ვარ, გონსალოც იამვეს გრძნობს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. თუმცა, ახლა ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ზაფხულამდე ლოდინია. გუედეშმა კი განვითარება და “ვალენსიას” დახმარება უნდა გააგრძელოს,” – აცხადებს ალემანი.

“მალაგას” მარკოს ლორენტეს გაფორმება ისევ უნდა

“მალაგა” წელს ლა ლიგა სანტანდერში ძალიან ცუდად გამოიყურება. კლუბი 15 ტურის შემდეგ, 11 ქულით ბოლოს წინა, მეცხრამეტე ადგილზეა. მთავარ მწვრთნელს, მიჩელს გაძლიერება სურს და ნახევარდაცვისთვის მიზანში მადრიდის “რეალის” საყრდენი, მარკოს ლორენტე ჰყავს ამოღებული.

მიუხედავად იმისა, რომ მალაგელებმა ვეტერანი მოთამაშე, მანუელ იტურა დაიმატეს, მათ მაინც უნდათ 22 წლის ფეხბურთელის იჯარით გადაბირება. თავის მხრივ, ლორენტეს სათამაშო დრო არ ეძლევა. ზინედინ ზიდანს, მარკოსამდე, კაზემირო და მატეო კოვაჩიჩი ჰყავს და მათ იყენებს. შესაბამისად,თავად სპორტსმენისთვის, “მალაგაში” გადასვლა და გუნდის პრიმერა დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლა კარგი ვარიანტი უნდა იყოს.

თუმცა, პრობლემა, მაგალითად, ხელფასია. ლორენტეს აღნიშნულ გუნდში უფრო ნაკლები შემოსავალი ექნება, ვიდრე “რეალში” აქვს.

აქვე გეტვყით, რომ “ბლანკოსის” ყოფილ ფეხბურთელსა და “მალაგას” ამჟამინდელ მწვრთნელს, მიჩელს ძალიან მოსწონს ბორხა მაიორალიც და მისი არენდით აყვანაზეც ფიქრობს.

რობერტ ფერნანდესი: “ნეიმარის წასვლამ დეპრესიაში ჩაგვაგდო”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი ნეიმარის წავსლაზე და მისგან გამოწვეულ ზიანზე საჯაროდ საუბრობს.

“ნეიმარის წასვლამ შუა ზაფხულში დიდი დარტყმა მოგვაყენა. მან, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობა დეპრესიაში ჩაგვაგდო. ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე დავდექით, რაც ესპანეთის სუპერ თასზე ნათლად გამოჩნდა.”

“ლუის ენრიკეს გადადგომის შემდეგ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. რაც ვალვერდე მოვიდა, ყველაფერი ისევ კარგად წავიდა. ძალიან კმაყოფილნი ვართ მისი მუშაობით. ვაკვირდებით დეულოფეუს, პროგრესს და გვჯერა მისი. ასევე, პაულიონიოს გადმოსვლის დროს, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მის ტრანსფერთან დაკავშირებით. თუმცა, ხალხმა აზრი შეიცვალა, რაც მახარებს. დემბელეც კარგია და, როცა დაბრუნდება, აუცილებლად დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს.”

“დანიელ ალვეშის გადაბარგების შემდეგ, მისი პოზიციის ფეხბურთელებს ვეძებდით. გვინდოდა, ამ ადგილზე სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მცველი გვყოლოდა. არჩევანი სემედოზე შევაჩერეთ და, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით,” – აცხადებს ფერნანდესი.

მოურინიო: “ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, ლუკაკუ ამდენი უნდა ღირდეს”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონამ” ნეიმარი “პსჟ”-ში 222 მილიონ ევროდ გაყიდა. ამან დიდი გავლენა იქონია მთლიანად, სატრანფერო ფასებზე.

ჟოზე მოურინიოს აზრით, თავისი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ ახლა უკვე 150 მილიონი ფუნტი უნდა ღირდეს.

“ვიცოდით, რომ მალე ისეთი რამ მოხდებოდა, რაც სატრანსფერო ფასებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა. ასეთ მოვლენად ნეიმარის ტრანსფერს მივიჩნევ, რამაც ბევრი რამ შეცვალა. სწორედ ამიტომ, ჭკვიანურად მოვიქეცით, ლუკაკუ ზაფხულში რომ ვიყიდეთ. თუნდაც, მატიჩი ახლა 60 ამ 70 მილიონი ფუნტი უნდა ღირდეს,” – აცხადებს პორტუგალიელი.

 

ვენგერი სანჩესის კლუბში დარჩენაზე: “სუპეროპტიმისტი არ ვარ!”

ალექსის სანჩესი ლონდონის “არსენალის” უდავო ლიდერია. ჩილელი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და გასაკვირი არაა, რომ მას ბევრი ტიტულის მოგება სურს. ამას “მეთოფეებთან” ერთად ვერ ახერხებს. სანჩესს ლონდონურ კლუბთან ერთწლიანი კონტრატქიღა აკავშირებს, შემდეგ კი არავინ იცის, რა მოხდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ალექსისის მიერ “არსენალის” შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა.

“ახლო მომავლის მანძილზე ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელად დარჩება. გავახანგძრლივებთ თუ არა მასთან კონტრაქტს? შესაძლოა, მომავალ ზაფხულში ეს მოვახერხოთ, ან – ვერა. ფაქტია, რომ ამ  მომენტში ეს შეუძლებელია. ვერ ვიქნები სუპეროპტიმისტი და ზუსტად არ შემიძლია თქმა, რომ სანჩესი ჩვენთან ამ სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება. მთავარი მიზანია, ის არცერთ ფასად არ გავყიდოთ,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

Don balon: “რონალდუმ ნეიმარს “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ წერილი მისწერა”

ნეიმარმა კატალონიური “ბარსელონა” დატოვა და იქ წავიდა, სადაც მეტ ხელფასს მისცემენ – “პსჟ”-ში.

გამოცემა Don balon-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბრაზილეილ შემტევს მესიჯი მისწერა:

“მესმის შენი სურვილი, რომ გინდა მესის ჩრდილს გაექცე. თუმცა, შენ მაინც შეცდომას უშვებ,” – წერს Don balon-ი.

რონალდუ, მესი, ნეიმარი – ყველაზე დიდი გამოსასყიდი თანხები ფეხბურთის ისტორიაში

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მსოფლიო სენსაციაც გამოცხვეს – უცხოური წყაროები ირწმუნებიან, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, “ბარსელონას” 222 მილიონი ევრო გადაუხადოს ნეიმარის ტრანსფერში, რაც ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება.

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, გთავაზობთ ყველაზე დიდ გამოსასყიდ თანხებს ფეხბურთის ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგული სიის პირველი 14 წარმომადგენელი ორ ესპანურ კლუბზე, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალზე” მოდის. სათავეს კი კარიმ ბენზემა და კრიშტიან რონალდუ ლიდერობს, რომელთა გამოსყიდვისთვისაც 1 მილიარდი ევროა საჭირო, ლეო მესისთვის – 300 მილიონი ევრო.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 მაისი

“სტოკი” რუნის სანაცვლოდ 52 მილიონს იხდის

“სტოკ სიტი” უეინ რუნის ირგვლივ შექმნილი ვითარებით სარგებლობას აპირებს.

“მირორის” ცნობით, საბუქმეიქერო კანტორა Bet365, რომელიც “სტოკის” გენერალური სპონსორი გახლავთ, მზად არის, გუნდს რუნის კონტრაქტის გამოსყიდვაში დაეხმაროს. “მეთუნეები” 31 ინგლისელი ფეხბურთელის შეძენას 52 მილიონ ევროდ აპირებენ.

თავად უეინ რუნიმ განაცხადა, რომ “ევერტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა სხვა ინგლისური კლუბის ფორმას არასდროს ჩაიცვამს. მისი ჯამაგირი კვირაში 343 ათას ევროს შეადგენს და ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. რუნისა და “მანცესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ჟერემი მატიე “ბარსელონას” ტოვებს

ჟერემი მატიე “ბარსელონას” დატოვებს. ამის შესახებ ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს აცნობა.

“ბარსელონაში” მატიეს თამაშით კმაყოფილნი არ არიან. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” ჩატარებული პირველი მატჩის (0:3) შემდეგ 33 წლის ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე აღარ გამოსულა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟერემი მატიე ორი კლუბის წინადადებას განიხილავს.

ნოლიტოს “მანჩესტერ სიტის” დატოვება სურს

“მანჩესტერ სიტის” შემტევი, ნოლიტო აცხადებს, რომ მას გუნდის დატოვება სურს. ესპანელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში 2016 წელს ჩაირიცხა, როდესაც მან კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ესპანეთში დაბრუნება ძალიან მსურს. იმედი მაქვს, რომ “მანჩესტერ სიტის” დავტოვებ. მნიშვნელობა არ აქვს, იჯარით წავალ თუ სრული ტრანსფერით. ჩემი შეძენის სურვილი “ატლეტიკოსა” და “სელტასაც” აქვთ, თუმცა ეს უკვე აგენტის საქმეა”, – უთხრა ნოლიტომ Cope-ს.

ჩიჩარიტო “ლიონში”?

“ლიონმა” ლევერკუზენის “ბაიერს” ხავიერ ერნანდესის თაობაზე წინადადებით მიმართა. ფრანგულმა კლუბმა გერმანელებს 12 მილიონი ევრო შეთავაზა.

“ლიონი” ლაკაზეტის შემცვლელს ეძებს, ჩიჩარიტო კი ერთ-ერთი კანდიდატია.

“მანჩესტერ სიტი” მბაპეში რეკორდულ თანხას იხდის

Telefoot-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “მონაკოს” კილიან მბაპეში 130 მილიონ ევროს სთავაზობს.

18 წლის თავდამსხმელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა.

ოფიცალურად: “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა გუნდი დატოვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, ნაბელ ბენტალებმა გუნდი დატოვა. მან გენზელკეხენის “შალკესთან” ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 

22 წლის ალჟირელი გასულ ზაფხულში იჯარით გადავიდა გერმანულ კლუბში. მას ერთი წელი უნდა გაეტარებინა “შალკეში”. თუმცა, საიჯარო ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე 3 თვით ადრე გადაწყდა, რომ “სპურსები” ბენტალებს აღარ დაიბრუნებდნენ. საბოლოოდ, ნახევარმცველმა “შალკესთან” ოთხწლიან კონტარქტს მოაწერა ხელი. იგი 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებს გენზელკეხენელთა რიგებში.

კეინი: “ტოტენჰემს” იმის გამო არ დავტოვებ, რომ სხვაგან ტიტულები მოვიგო”

ჰარი კეინმა მის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ტოტნჰემში” ძალიან ბედნიერია. მიუხედავად იმისა, რომ იგი “სპურსების” შემადგენლობაში ბევრ ტიტულს ვერ იგებს, ამ მიზეზით კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“თუ გინდა, რომ გქონდეს დიდი კლუბი, მაშინ დიდი ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნო. შესაბამისად, მე აქ ვრჩები და მინდა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

“მწვრთნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტი და ვთამაშობ უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელების გვერდით. შესაბამისად, რატომ უნდა დავტოვო აქაურობა?”

“ზოგ მოთამაშეს უნდა, რომ უფრო მეტი გამოიმუშაოს და ამის გამო კლუბს იცვლის. ჩემთვის მთავარია, ვიყო კომფორტულად, მხიარულად და განვვითარდე. ფული კი დანამატია იმ საქმეზე, რასაც მე ვაკეთებ. მხოლოდ და მხოლოდ ფული არასდროს გამხდის ბედნიერს.”

“წინა სეზონში ძალიან ახლოს ვიყავით პრემიერ ლიგის მოგებასთან. ამ წარუმატებლობამ კიდევ უფრო გაგავაძლიერა. ახლა კი დროა, რამე მოვიგოთ. ამისთვის, ძალას არ დავიშურებ,” – აცხადებს კეინი.