დელე ალიმ “გენტთან” შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

დღეს ევროპის ლიგის 1/16 ფინალის შეხვერდები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ლონდონის “ტოტენჰემი” ბელგიურ “გენტს” მასპინძლობს. მე-40 წუთზე ლონდონელთა ფეხბურთელმა, დელე ალიმ მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. მას პორტუგალიელმა არბიტრმა, ჟორჟე დე სოუზამ წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

იხილეთ ვიდეო

“ჩელსი” – “ლივერპული”: კეჰილის გოლი და ფაბრეგასის წითელი ბარათი (ვიდეო)

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს დილაადრიან გაიმართა, “ჩელსისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებაა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და მომენტების დიდი სიმრავლით არ გამოირჩევოდა. ერთადერთი გოლი, რომელიც ამ თამაშში გავიდა, გარი კეჰილის ანგარიშზეა. ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კუთხურიდან ფაბრეგასის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა თავით. ეს ყოველივე მე-10 წუთზე მოხდა. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ფაბრეგასის წითელი ბარათი იყო. ესპანელმა მოთამაშემ 70-ე წუთზე კლავანის წინააღმდეგ იუხეშა და მოედნის დატოვება მოუწია. შეხვედრაში სხვა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, ლონდონელებმა 1:0 იმარჯვეს ლივერპულელებზე.

გონსალო იგუაინი მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

3 აპრილს იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის 75-ე წუთზე გონსალო იგუაინმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.

როგორ უნდა მიაღებინო მეტოქეს წითელი ბარათი (ვიდეო)

21 ივლისს, ეგვიპტის ჩემპიონატში, “ალ აჰლიმ” “ზამალეკი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის ბოლო წუთებზე, “ალ აჰლის” ფეხბურთელმა რამადან სობჰი ბურთზე ორი ფეხით დადგა, რამაც მეტოქე გააღიზიანა და მას ხელი დაარტყა. მსაჯმა დამნაშავე ჰაზემ ემამი მოედნიდან გააძევა.

მსაჯმა 10 წუთში მოედნიდან “ფენერბახჩეს” ოთხი ფეხბურთელი გააძევა (ვიდეო)

25 მაისს, თურქეთის ჩემპიონატში “ისტანბულ ბაშაკშეხირმა” საკუთარ მოედანზე “ფენერბახჩე” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო ათ წუთში მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის ოთხი ფეხბურთელი გააძევა.

რის გამო მიიღო მარუან ფელაინიმ წითელი ბარათი “ჰალ სიტისთან” მატჩში (ვიდეო)

24 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის 77-ე წუთზე, მანჩესტერელთა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ უხეშობისათვის წითელი ბარათი მიიღო.

ლიბერტადორესის თასზე, ფეხბურთელმა მეტოქე არ დაინდო (ვიდეო)

22 აპრილს, ლიბერტადორესის თასზე, “კრუზეირომ” საკუთარ მოედანზე “უნივერსიტარიო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის 44-ე წუთზე, “უნივერსიტარიოს” ფეხბურთელმა რუბენ დე ლა კუესტამ “კრუზეიროს” შემტევ ვილიანს სახეში ხელი უთავაზა.

“ინტერნასიონალის” ფეხბურთელი მოედნიდან საკუთარი გუნდის ფანებისთვის შეგინების გამო გააძევეს

2 აპრილს, ბრაზილიაში, “ინტერნასიონალსა” და “იპირანგას” შორის გამართულ მატჩში (1:0), “ინტერნასიონალის” ფეხბურთელი ფაბრისიო მოედნიდან იმიტომ გააძევეს, რომ მან თავისი გუნდის გულშემატკივრებს შეურაწყოფა მიაყენა.

მსაჯმა 2 წამში მოედნიდან ოთხი ფეხბურთელი გააძევა (ვიდეო)

23 მარტს, ბრაზილიაში, “ფლამენგოსა” და “ვასკო და გამას” შორის გამართულ მატჩში (2:1), ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე სიტუაცია და იძაბა, რის გამოც მსაჯმა 2 წამში წითელი ბარათი ოთხ ფეხბურთელს უჩვენა.

ჩინელმა ფეხბურთელმა მარადონას მიბაძა და მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

3 მარტს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, “შანდონგ ლუნენგსა” და “ჯეონბუკ მოტორსს” შორის გამართულ მატჩში, მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა გოლის გატანა ხელით სცადა, რის შემდეგაც მოედნიდან გააძევეს.

10 ფეხბურთელი, რომელთაც კარიერაში ყველაზე მეტი წითელი ბარათი აქვთ მიღებული

საფეხბურთო პორტალმა Footballstopten-მა დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომელთაც კარიერაში ყველაზე მეტი წითელი ბარათი აქვთ მიღებული.

10. როი კინი – 7 წითელი ბარათი

10

9. რიჩარდ დანი – 8 წითელი ბარათი

dunne

8. პატრიკ ვიეირა – 8 წითელი ბარათი

8

7. დანკან ფერგიუსონი – 8 წითელი ბარათი

7

6. იენს ნოვოტნი – 8 წითელი ბარათი

6

5. პაბლო მონტერო – 16 წითელი ბარათი

5

4. სერხიო რამოსი – 17 წითელი ბარათი

Sergio Ramos

3. ხავიერ აგუადო – 18 წითელი ბარათი

640x360_12161045aguado3458

2. პაბლო ალფარო – 18 წითელი ბარათიი

2

1. კირილ რული – 19 წითელი ბარათი

1

კრიშტიანო რონალდუმ “კორდობასთან” გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

24 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “კორდობასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (1:2) კრიშტიანო რონალდუმ არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო.

B8IR8ehCAAAmG49