მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის პირველი შეხვედრა ჩაატარა. გერმანელებთან მატჩამდე გენერალური რეპეტიცია ჯვაროსნებმა დადებითი შედეგით დაასრულეს.
ეროვნლი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ სადებიუტო შეხვედრაში ორი ტაქტიკური სქემა გამოსცადა. პირველი ნახევარი მასპინძლებმა 3-5-2-ით დაიწყეს და მოედნის ცენტრში ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლნენ.
პირველი ხიფათი მე-7 წუთზე შექმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მჭედლიძის გარღვევის შედმეგ ნავალოვსკის დარტყმას მცველები გადაეღობნენ. მალევე სტუმრებმა ქართველბს როუენ მუსკატის შორეული დარტყმით უპასუხეს, რომელსაც ლორია გაუმკლადა.
მე-12 წუთზე ოქრიაშვილის წამოწყებული კომბინაცია მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკიმ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა და ბურთი მჭედლიძეს გადააწოდა, თუმცა ლევანის სუსტი დარტყმა ჯასტინ ჰაბერის ნადავლი გახდა.
მე-17 წუთზე პირველი ნახევრის ყველაზე რეალური მომენტი შეიქმნა. ჭანტურიას ეფექტური გადაცემის შემდეგ მალტელთა კარს თორნიკე ოქრიაშვილი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დაექმურა – ჰაბერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 33-ე წუთზე გატანა ჭანტურიამ სცადა, რომლის ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძლით ასცდა.
შესვენების შემდეგ ცხადაძემ კვერკველიას ნაცვლად თამაშში ყენია ჩართო და გუნდი 4-2-3-1-ზე გადააწყო, რის შედეგადაც მასპინძლები შეტევაში უფრო აგრესიულად ათამაშდნენ.
54-ე წუთზე თამაშში აქტიურად ჩართულმა ყენიამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს ჭანტურია ვერ შესწვდა და ხელიდან რეალური შანსი გაუშვა. ზუსტად 4 წუთში ანგარიშის გახსნა ოქრიაშვილს შეეძლო, რომელმაც ბურთი საჯარიმოს კუთხეში მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და ძლიერადაც დაარტყა – მალტა ხარიხამ იხსნა.
უკანასკნელი 15 წუთით საქართველოს ნაკრების სრული ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, სტუმრები კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ ხიფათის შექმნეს. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ლამის გოლით დასრულდა, მაგრამ რევიშვილთან პირისპირ გასული ეფიონგის დარტყმა ძელმა მოიგერია.
ანგარიში კი ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გაიხსნა. მასპინძელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა ყენიამ შეასრულა და ბურთი მეტოქის საჯარიმოს მიმართულებით გაგზავნა, სადაც შექმნილი არეულობით კანკავამ ისარგებლა – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებს რეალური მომენტი არ შეუქმნიათ, ჯვაროსნებმა კი მეორეც გაიტანეს. თავი შეცვლაზე შემოსულმა ვაკო ყაზაიშვილმა საკმაოდ ეფექტური გოლით გამოიჩინა და კახა ცხადაძს სადებიუტო გამარჯვებაც დააფიქსირა.
საქართველო 2-0 მალტა
გოლები: კანკავა 83′ ; ყაზაიშვილი 90+2
საქართველო: ლორია, კვერკველია (ყენია 46′), კაშია, ამისულაშვილი, მახარაძე, კანკავა, ოქრიაშვილი (ვაწაძე 72′), ჭანტურია (ყაზაიშვილი 65′), კობახიძე (ძალამიძე 86′), ნავალოვსკი, მჭედლიძე (ცხადაძე 72′).
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე
მალტა: ჰაბერი, კარვანა, ბესინა, ბორგი (კამენზუმი 86′), აგიუსი, ფარუჯია (ეფიონგი 52′), კოენი,მუსკატი, შემბრი, მაილიერი (ზაკ მუსკატი 46′), კრისტენსენი (სკერი 73′),
მთავარი მწვრთნელი: პიეტრო ღედინი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები