ცხინვალი vs დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის XXV ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 24 აპრილს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე შეგეძლებათ.

ჩვენი მეტოქე

ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს დაარსდა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. ცხინვალის კლუბი, რომელიც სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე, ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს, სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს 1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება, ხოლო 2015 წლიდან დაიბრუნეს ძველი სახელწოდება და კლუბს ცხინვალი დაერქვა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2009-10 წლების სეზონი გამოდგა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა.
სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს.

მწვრთნელი და სპარტაკი

ცხინვალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის ნოემბრიდან კახი კაჭარავა მუშაობს. წინა სეზონი გუნდმა 40 ქულით მეათე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ტურნირში 24 ჩატარებული მატჩიდან ჩვენი მომავალი მეტოქე დაგროვილი 39 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

დინამომდე

ცხინვალმა მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრე ვიტ ჯორჯიასთან სათასო მარცხით 4:5 გახსნა. შემდეგ მინამალური მარცხი დილასგან 0:1. ამას ცხინვალმა 4 მატჩიანი მოგებათა სერია მიაბა. 2:0 მარტვილის მერანთან, 1:0 ვიტ ჯორჯიასთან, 4:1 იმავე ვიტ ჯორჯიასთან თასზე და 2:1 სამტრედიასთან. ამას კი მოჰყვა 4 მატჩიანი წაგებების სერია. ჯერ ტორპედომ დაამარცხა ცხინვალი 2:0, შემდეგ დინამო ბათუმმა მოიგო ჩვენს მომავალ მეტოქეს 1:0, ზუგდიდთან მარცხი 2:3 და თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში 0:2 დინამო თბილისთან. ცხინვალმა შემდეგ გურიას მოუგო 3 უპასუხო ბურთით და მერე ჩიხურა დაამარცხა 3:1.

დინამო VS ცხინვალი

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და ცხინვალი ერთმანეთს 18– ჯერ დაუპირისპირდნენ 13 მოგება, 4 ფრე და  1 მარცხი. 44 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 11 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.

ცხინვალთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ ერთადერთი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს ცხინვალი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს. ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დინამომ ამ გუნდების ბოლო საჩემპიონატო დაპირისპირებაში. 24 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 6:1 მოუგო ცხინვალს. გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ლაშა პარუნაშვილმა, ირაკლი ძარიამ და მათე ცინცაძემ მიამატეს.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და ცხინვალს შორის 7 აპრილს, საქართველოს თასის ნახევარფინალში გაიმართა. დაპირისპირება დინამო არენაზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით- 2:0 დასრულდა. ცხინვალის კარში გოლები მათე ცინცაძემ და დავით ვოლკოვმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო დინამო თბილისი გიორგი პაპუნაშვილს მოისაკლისებს.

დინამო vs ცხინვალიმსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 25- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს– აბდულა ბასლეჰლო განსჯის. მას ასისტენტობას . მენთეშაშვილიდა ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან . დოგრაშვილი და . ქუხილავა.სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გლუშჩუკი შეასრულებს.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული ლოკომოტივი 6:0 მაჭახელა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში სირიელმა არბიტრმა ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები და ერთხელაც წითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად 2014 წლის 18 ნოემბერს ქობულეთში გამართული სათასო შუქურა 1:1 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 24 თამაში / 110 ყვითელი / 6 წითელი / 7 პენალტი

პირველი ლიგა – 19 თამაში / 89 ყვითელი / 7 წითელი / 14 პენალტი

მეორე ლიგა – 16 თამაში / 59 ყვითელი / 4 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი – 4 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

ცხინვალის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით ხვალინდელ დაპირისპირებაში, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ნადირაძემაისაშვილი, მახარობლიძე, ჯიშკარიანი, კილასონიათარხნიშვილი, ცერცვაძე, მარკოზაშვილი, ივანიშვილიკაჭარავა, შინდაგორიძე

FCDinamo.GE

„ცხინვალმა“ „გურია“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა

საქართველოს უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის მატჩში „ცხინვალმა“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო სტადიონზე ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და დამაჯარებელი ანგარიშით 3:0 სძლია.

შეხვედრის პირველი ნახევარი ორმხვრივი შეტევებით გამოირჩა. მესამე წუთზე კობა შალამბერიძემ მეტოქის კარისკან შორიდან დაარტყა. მასპინძლებმა სტუმრებს მომენტალურად უპასუხეს – ერთ წუთში მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი მახარობლიძეს მიუვიდა, რომლის დარტყმულიც ლანჩხუთელთა კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. ცოტა ხანში „გურიის“ კარის მიმართულებით კაჭარავამაც დაარტყა, თუმცა მეკარისთვის ამ დარტმულის აღება პრობლემას არ წარმოადგენდა. „ცხინვალის“ თავდამსხმელი აქტიურობით მე-16 წუთზეც გამოირჩა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ლანჩხუთელთა საჯარიმოში შეიჭრა და პასი ივანიშვილს გაუკეთა, რომლის დარტმულიც კვლაც მეკარე გოგუაძემ მოიგერია. „გურიის“ მხრიდან აქტიური კობა შალამბერიძე იყო, რომელიც მუდმივად ფლანგიდან უტევდა. 38-ე წუთზე „ცხინვალს“ კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა – მახარობლიძე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი კაჭარავას გადასცა, რომელსაც გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა მოუმატეს და ბურთის ფლობითაც გამოირჩნენ. ასე, 66-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან ალექსი ბენაშვილი დაიძრა და რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, შეტევის ლოგიკურ დასრულებამდე მიყვანამდე კი სულ ცოტა დააკლდა – ბურთი მეტოქის კარს ასცდა. 72-ე წუთზე ცხინვალელთა კარის აღება საჯარიმოს გარეთ დარტყმით მოსიაშვილმა სცადა, თუმცა ისევ უშედეგოდ. როგორც აღმოჩნდა, ეს გამოუყენებელი მომენტი „გურიას“ ძვირად დაუჯდა – ერთ წუთში მიხეილ გოგუაძემ ივანიშვილის დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე კაჭარავამ ივარგა და ანგარიშიც გახსნა – 1:0. 80-ე წუთზე იმავე კაჭარავამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს დუბლის შესრულება არ გაუჭირდა – 2:0. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეორე გოლს აპროტესტებდნენ, რამეთუ ის მათ კარში საეჭვო მდგომარეობიდან გავიდა. კაჭარავამ მონაწილეობა მესამე გოლშიც მიიღო, როცა 86-ე წუთზე მეკარესა და მცველებს აჯობა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულ შინდაგორიძეს ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.

საბოლოოდ, 3:0 და 36 ქულით „ცხინვალი“ სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა, ხოლო „გურია“ 32 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა.

„ცხინვალი“ – „გურია“ 3:0

გოლები: კაჭარავა 73′, 80′, შინდაგორიძე 86′

„ცხინვალი“: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, მახარობლიძე (მაისაშვილი 88′), ჯიშკარიანი, ივანიშვილი, თარხნიშვილი, ლექვთაძე (შინდაროგიძე 63′), ცერცვაძე, ქარდავა (იმედაშვილი 68′), კაჭარავა

„გურია“: გოგუაძე, ცინცაძე, მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, ბენაშვილი, კოშკაძე, შალამბერიძე, მოსიაშვილი (მათიაშვილი 81′), გაბრიჩიძე, კილაძე, წილოსანი (ისიანი 81′)

გაფრთხილებები: კაჭკაჭშვილი 38′ – შალამბერიძე 24′, გაბრიჩიძე 83′

კახი კაჭარავა: “პენალტის ეპიზოდში მსაჯი აშკარად შეცდა”

“დინამოსა” და “ცხინვალს” შორის საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ გააკეთა.

კახი კაჭარავა: “ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში გამოვიდა. “დინამომ” გარკვეულ ეპიზოდებში გვაჯობა. ჩვენი მთავარი პრობლემა კი დასკვნით ფაზაში იყო.

ბოლო წუთებში დაღლა დაგვეტყო და მეტოქეს მეტის გატანაც შეეძლო. შემდეგ თამაშს სხვანაირად ვითამაშებთ.

ჩვენი შემადგენლობა თუ შევინარჩუნეთ მომავალ წელს გაცილებით დიდი გეგმები გვექნება. რა თქმა უნდა გაძლიერებაც გვინდა, თუმცა ეს მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით უნდა მოხდეს.

მსაჯობაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს, მთავარი არბიტრი აშკარად შეცდა, როდესაც ჩვენს კარში პენალტი დანიშნა” 

დებიუტანტის გოლი და მასპინძელთა გამარჯვება “დინამო არენაზე”

“დინამო არენაზე” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “დინამომ” “ცხინვალს” უმასპინძლა.

პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მე-5 წუთზე სტუმრებმა შემქნეს, თუმცა ცაცკრიალაშვილის ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ამის შემდეგ უპირატესობას “დინამო” დაეუფლა და შეხვედრის მე-15 წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან – მეკარესთან პირისპირ გასული პარუნაშვილის დარტყმა კარს სანტიმეტრებით ასცდა.

ამ ეპიზოდიდან ორ წუთში დაწინაურების შანსი ისევ “ცხინვალს” ჰქონდა, თუმცა ცაცკრიალაშვილმა ამჯერადაც ძლიერად და არაზუსტად დაარტყა.  საპასუხო შეტევაში კი “დინამო” დაწინაურდა. სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი კიტეიშვილი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ხარიტონაშვილის მიერ დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ცინცაძემ შეასრულა – 1:0.

33-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა ჭანტურიშვილი ეფექტური დატყმით დასრულდა, რომელიც მეტოქის კარს მცირე მანძლით ასცდა.

მეორე ნახევარი “ცხინვალმა” აქტიურად დაიწყო, თუმცა ცაცკრიალაშვილის და კილასონიას მიერ შესრულებული ჯარიმები არაზუსტი გამოდგა

56-ე წუთზე “დინამოს” შეტევა ცინცაძემ დაიწყო და პარუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით გააგრძელა, რის შემდეგაც საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჭანტურიშვილმა არაზუსტად დაარტყა.

65-ე წუთზე მასპინძლებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, თუმცა ცაცკრიალაშვილმა გოლის გატანის კიდევ ერთ შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

79-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემა ზუსტი დარტყმით შეცვლაზე შესულმა დებიუტანტმა, დავით ვოლკოვმა დაასრულა – 2:0.

დარჩენილ წუთებში თუ ვინმეს ანგარიშის შეცლა შეეძლო, ეს “დინამო” იყო, თუმცა მოედანზე აღარაფერი შეცვლილა და საპასუხო შეხვედრისთვის თბილისელებმა კომფორტული უპირატესოა დაიბევეს.

 

დინამო თბილისი 2-0  ცხინვალი

გოლები: ცინცაძე’ 20′ ; ვოლკოვი 79′ 

დინამო თბილისი: დაუშვილი, ტაბატაძე (კაკაბაძე 68′) , გველესიანი, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯანელიძე  77′), ჭანტურიშვილი, ჩირგაძე (ვოლკოვი 61′). 

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

ცხინვალი: ნადირაძე, შინდაგორიძე (ლექვთაძე 46′), მახარობლიძე, თარხნიშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი, ციცკრიალაშვილი (მარკოზაშვილი 75′) , კაჭკაჭიშვილი, ქარდავა (ბურძენაძე 90′) , ივანიშვილი, ცერცვაძე. 

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

დათა რიგვავამ “ცხინვალს” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

3 აპრილს, საქართველოს უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, “ზუგდიდმა” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის 86-ე წუთზე, ზუგდიდელთა ფეხბურთელმა დათა რიგვავამ მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ვაჟა ქორიძე: “ჩვენი გულშემატკივრები გამორჩეულები არიან”

უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” “ცხინვალს” მინიმალური სხვაობით სძლია. Fanebi.com-ს შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი, ვაჟა ქორიძე გაესაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტს ვხვდებოდით თამაშისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მოვემზადეთ, ჩვეთნვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. 

ჩემი გოლი მთლიანად გუნდის დამსახურებაა. მე ბოლო ფეხბურთელი ვიყავი ვინც ბურთს შეეხო და კარში გადაგზავნა.

დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, პირატებს, რომლებიც მართლაც რომ გამორჩეული ერთგულებით გვიჭერენ მხარს, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.” 

ბათუმის “დინამომ” “ცხინვალს” სძლია და გალიდერდა

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში “ცხინვალმა” ბათუმის “დინამო” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგდა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მე-13 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსიც გაუშვეს ხელიდან. დიასამიძის პასის შემდეგ “ცხინვალის” კარის დალაშქვარს ქავთარაძე ცდილობდა, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძლით ასცდა.

პირველი ნახევარი ბათუმელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და მატჩიც სწორედ სტუმრების კარნახით მიმდინარეობდა, რაც 43-ე წუთზე სავსებით ლოგიკური გოლით დასრულდა. მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებულ კუთხურს შორეულ ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩენილი ვაჟა ქორიძე გამოეხმაურა და ზუსტადაც დაარტყა – 0:1.

შესვენების შედმეგ ბათუმელებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და მოპოვებული ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს. კაჭარავამ კი შეტევის გაძლიერება სცადა და ტაიმის პირველივე წუთებიდან ინტერტული ცაცკრიალაშვილის ნაცვლად მოედანზე გამოჯანმრთელებული ივანიშვილი შეუშვა. ფორვარდი თამაშში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო და გათანაბრების შანსი ორჯერ ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ალავიძემ დამაჯერებლად ითამაშა. გატანის შანსი ბათუმელებსაც ჰქონდათ, როდესაც 67-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილმა ქავთარაძემ დაარტყა, მაგრამ ნადირაძის კარს მცირე მანძილით ააცილა.

საბოლოოდ, “დინამომ” შეხვედრა გამარჯვებამდე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიიყვანა და სანაკრებო პაუზის წინ ლიდერ “დინამო თბილისს” გაუთანაბრდა.

 

ცხინვალი 0-1 დინამო ბათუმი

გოლი: ქორიძე 43′

ცხინვალი: ნადირაძე, თარხნიშვილი, ცერცვაძე, მახარობლიძე, ქარდავა, შინდაგორიძე, ცაცკრიალაშვილი (ივანიშვილი 46′), ბაჩიაშვილი (ჯიშკარიანი 84′), კილასონია, კაჭკაჭიშვილი, ლექვთაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო ბათუმი: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, ქავთარაძე, დიასამიძე (ჭკუასელი 83′), ბერიაშვილი (თევდორაძე 90′), ტატანაშვილი (აბუსელიძე 77′

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

თეიმურაზ შონია_97367 ვაჯა ქორიზე_078477 ვაჯა ქორიზე_07847 ბადრი ტეტუნაშვილი_0780567 მიხეილ ალავიძე_08747 ბათუმის დინამო-სპარტაკი_087407

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ირაკლი კლიმიაშვილმა “ცხინვალის” კარში გოლი კუთხურიდან გაიტანა (ვიდეო)

18 მარტს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი 28-ე წუთზე, ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანა. 26 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარში ბურთი კუთხურიდან ჩაახვია.

“ცხინვალის” გამაჯრვება დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში

დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “ცხინვალსა” და “სამტრედიას” შორის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.

მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში, მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა “სამტრედიელებმა” ტემპის დაგდგება და ბურთის მოპოვება შეძლეს. ცოტა უცნაურიც კი არის, რომ გოლი ზამთარაძის გუნდის კარში სწორედ ამ დროს გავიდა. თუმცა მანამდე მე-10 წუთზე რევაც გეწაძემ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან და “ცხინვალი” ნადირაძემ გადაარჩინა. მე-15 წუთზე ბეჭვაიას გადაცემის შედმეგ იაშვილის დარტყმული ასცდა კარს. სულ რაღაც ორ წუთში კი ანგარიში გაიხსნა. მოედნის ცენტრში სტუმართა შეცდომით ცერცვაძემ ისარგებლა, შინდაგორიძეს გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში.

გაშვებული გოლის შემდეგ სამტრედიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. 25-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ბეჭვაიას ჰქონდა, რომლის დაახლოებით 11 მეტრიდან დარტყმული ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. რამდენიმე წუთში სტუმრებმა ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდეს, რაც 30-ე წუთზე გოლით დასრულდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილ კაკუბავას ახლო მანძლიდან კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მასპინძლები მეკარეზე თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირებას ითხოვდნენ.

ტაიმის ბოლოს “ცხინვალს” უპირატესობის დაბრუნება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი მოემნტი ვერ გამოიყენა. მარჯვენა ფლანგზე შინდაგორიძის შესანიშნავი რეიდის და ჩაწოდების შემდეგ კაჭარავა ბურთს ვერ შეწვდა.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა უპირატესობით დაიწყო. განსაკუთრებით აქტიური მათი შეტევის მარჯვენა ფლანგი იყო, სადაც გრიგოლ დოლიძე ამწვავებდა. თუმცა, მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ და მომენტების შექმნასაც ახერხებდნენ. 50-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ცერცვაძის ჩაწოდებას მახარობლიძის თავური მოჰყვა, რომელიც კარს მცირე მანძილით ასცდა. 9 წუთში კი რატი ცაცკრიალაშვილი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა – 2:1.

“სამტედია” შეტევაში დიდი ძალებით წავიდა, რამაც დაცვაში თავისუფალი ზონები გააჩინა. ცხინვალელებს კონტრშეტევებზე ააგეს თამაში და რამდენჯერმე გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ლექვთაძის, კაჭარავას და მახარობლიძის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

81-ე წუთზე კი სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ. მახვილი კუთხიდან ნადირაძის კარის დალაშქვრას ლეონარდო რამოსი ცდილობდა, თუმცა სამტრედიელთა ბრაზილიელი ლეგიონერის დარტყმა ძალზედ არაზუსტი გამოდგა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და “ცხინვალმა” უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით “სამტრედიას” გადაასწრო და მე-4 საფეხური დაიკავა.

ცხინვალი 2-1 სამტრედია

გოლები: შინდაგორიძე 17′ (1:0); კაკუბავა 30′ (1:1); ცაცკრიალაშვილი 57′ (2:1)

„ცხინვალი“: ნადირაძე, ქარდავა, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი(მაისაშვილი ’82), შინდაგორიძე, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ლექვთაძე(მარკოზაშვილი ’89), კილასონია, ბაჩიაშვილი, კაჭარავა(თარხნიშვილი 76’).

მთ.მწვრთნელი: კახი კაჭარავა 

„სამტრედია“: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, გრიგალაშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, შარიქაძე(ბოლქვაძე ’60), გორგიაშვილი(რამოსი 72’), გეწაძე, დოლიძე, იაშვილი(კაპანაძე 60’).

მთ.მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე 

სპარტაკი-სამტრედია_097453453 სპარტაკი-სამტრედია_09746353 სპარტაკი-სამტრედია_09764643 სპარტაკი-სამტრედია_09746

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“ცხინვალმა” ნახევარფინალის საგზური მცხეთაში მოიპოვა

დღეს, მცხეთა პარკზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიამ” “ცხინვალს” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხზე ჩატარებული ამ გუნდების პირველი მატჩი “ვეტერინართა” გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.

უხვგოლიანი დღევანდელი მატჩიც გამოდგა, თუმცა ამჯერად ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო და ეს გუნდი “ცხინვალი” იყო. კაჭარავას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყეს და გატანის შანსი მე-10 წუთზე ჰქონდათ, თუმცა სტუმრებმა ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შეაგდეს. ანგარიში კი 22-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმით გაიხსნა.

პირველი ტაიმის დამთავრებამდე სტუმრებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ლექვთაძის დარტყმულს “ვიტელთა” მცველები გადაეღობნენ და ტაიმიც ცხინვალელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარი ვეტერინარებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. 50-ე წუთზე “ცხინვალის” სწრაფი შეტევა მახარობლიძემ, რომელმაც ლექვთაძის კარგი პასი გამოიყენა, გოლით დაასრულა. სულ რაღაც 5 წუთში სტუმართა უპირატესობა უკვე გამანადგურებელი გახდა. ამჯერად თავი კვლავ რატი ცაცკრიალაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც “ვიტელთა” მეკარის და დაცვის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა. შეხვედრის 70-ე წუთზე კი ლექვთაძის ჯერიც დადგა. “ცხინვალმა” კუთხური გაითამაშა, 22-ე ნომრის ჩაწოდება კი კარში წავიდა – 0:4.

დარჩენილ წუთებში “ვიტ ჯორჯიამ” მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და ისიც საკმაოდ სადავო სიტუაციაში მოპოვებული 11-მეტრიანით, რომელიც ღიბრაძემ მატჩის 83-ე წუთზე შეასრულა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში ყველაზე უხვგოლიანი 1/4 ფინალური დუელი “ცხინვალის” გამარჯვებით, 8:6 დასრულდა.

ვიტ ჯორჯია 1-4 ცხინვალი

გოლები: ცაცკრიალშვილი 23′ (0:1); მახარობლიძე 50′ (0:2): ცაცკრიალაშვილი 55′ (0:3); ლექვთაძე 70′ (0:4); ღიბრაძე 83′ (1:4)

“ვიტ ჯორჯია”: შეროზია, კალანდია (ხვისტანი 60′), ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (ნიკა მაისურაძე 46′), კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 60′), საბაძე, თათხაშვილი.

მთ. მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

“სპარტაკი”: ნადირაძე, შინდაგორიძე (გელაშვილი 87′), იმედაშვილი, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (ბურძენაძე 76′), ჯიშკარიანი (თარხნიშვილი 63′), ლექვთაძე, ქარდავა.

მწ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

„დილამ“ მეორე წრე „ცხინვალთან“ მოგებით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველი მატჩი მეორე ადგილზე მყოფმა გორის „დილამ“ „ცხინვალთან“ მიხეილ მესხის სახელობის სარეზერვო სტადიონზე გამართა. მატჩი საინტერესო ეპიზოდებით გამოირჩა და გორელთა მინიმალური სხვაობით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

უკვე მეორე წუთზე მსაჯს ყვითელი ბარათის ამოღება მოუწია – მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ხურცილავამ ითამაშა. შეხვედრის დებიუტში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. აღსანიშნავია მე-18 წუთზე სეთურიძის ნომრის დარტყმა, რომელსაც მცველი გადაეღობა, დამატებაზე კი გორელებმა ვერ გაიტანეს. ორ წუთში ხიფათი „დილას“ კართანაც შეიქმნა, თუმცა მიგინეიშვილმა ივარგა და ბურთი კუთხურზე გადაიყვანა. 22-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძემ შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი მეტოქის კარს ასცდა. 28-ე წუთზე ცხინვალელთა კართან ხიფათი შეიქმნა – ლაშა ჯაფარიძემ ბურთი საინტერესო ტრაექტორიის გაგზავნა, თუმცა ჩაწოდებას ვერავინ გამოეხხმაურა. 31-ე წუთზე კუთხურის შემდეგ „ცხინვალის“ კართან არეულობა შეიქმნა – საბოლოოდ, გორელიშვილს მეკარემ დაასწრო. „დილა“ შეტევას აგრძელებდა – 35-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი გიორგი სეთურიძის თავური დარტყმა მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა. ზოგადად პირველ ტაიმში აღსანიშნავი სწორედ სეთურიძის თამაში იყო – ცოტა ხანში გიორგიმ ფლანგიდან თავად შეუტია და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერც ამ ეპიზოდში მიაღწია. ტაიმის ბოლოს ნიკოლოზ ჯიშკარიანის შორეული დარტყმის აღება მიგინეიშვილისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მოდებაძის შორეულ დარტყმას მეკარე გამოეხმაურა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე ლაშა შინდაგორიძემ „დილას“ კარისკენ შორიდან დარტყმა სცადა. რამდენიმე წუთში გიორგი ივანიშვილმა საჯარიმო შეასრულდა, რომელიც ომარ მიგინეიშვილმა ხელში აიღო. „ცხინვალს“ შანსები ორ წუთშიც ჰქონდა, როდესაც შინდაგორიძემ კიდევ ერთხელ დაარტყა. ზუსტად ერთ წუთში ცხინვალელთა ათიანმა მიგინეიშვილის კარის აღება კვლავ სცადა, ღუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. 55-ე წუთზე ნიკოლოზ კაჭარავა მცველებს ჩინებულად გასცდა და მეტოქის კართან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოო დარტყმა ძლიერი არ ყოფილა – მიგინეიშვილი ბურთს უპრობლემოდ. სულ მალე ცერცვაძემ ბურთი საინტერესო ტრაექტრიით გაგზავნა – „დილა“ გაშვებულ გოლს ამჯერადაც მეკარის დახმარებით გადაურჩა. 61-ე წუთზე მიხეილ გორელიშვილი მეტოქე გუნდის მცველებს გაუმკლავდა და ბურთი მეკარისთვის ახლო კუთხეში გაგზავნა -1:0. პირველი ცვლილებები მწვრთნელებმა 64-ე წუთზე გამოიყენეს. „ცხინვალის“ რიგებში ცაცყრიალაშვილის ნაცვლად მეოდანზე ლექვთაძე გამოჩნდა, ხოლო „დილას“ რიგებში თექთურმანიძის ადგილი სლავკომ დაიკავა. „ცხინვალი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა – კიდევ ერთი შორეუlი დარტყმა გიორგი ივანიშვილმა მიითვალა. მსგავსი პოზიციიდან გიორგი იმედაშვილმაც დაარტყა. 78-ე წუთზე მოდებაძის ნაცვლად თამაშში გიორგი ერისთავი ჩაერთო, რომელიც სწრაფადაც გამოირჩა, როდესაც მეტოქეებს გასცდა და ზუსტ დარტყმამდე ცოტა დააკლდა. ცოტა ხანში ერისთავმა ფლანგიდანაც შეუტია – ამჯერად გორის გატანაში მას ხელი მეკარემ შეუშალა. გორელებს შანსი საჯარიმო დარტყმის შემდეგაც ჰქონდა, ბურთი კი კარს კვლავ მცირე მანძილით ასცდა. 84-ე წუთზე კაჭარავამ მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის ყვითელი ბარათi მიიიღო. „დილას“ უპირატესობის გაზრდა 86-ე წუთზე შეეძლო, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულს ალან ბაბაევი გამოეხმაურა, რომლის დარტყმაც ძელს მოხვდა.

 

საბოლოოდ, 0:1 – „დილამ“ 31 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ კვლავ ერთი ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, თბილისელებმა გასვლაზე „სამტრედია“ ასევე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

„ცხინვალი“ – „დილა“ 0:1

გოლი: გორელიშვილი 61′

ცხინვალი-დილა_09784645666

 ცხინვალი-დილა_0978464564575

ცხინვალი-დილა_097846456868

ცხინვალი-დილა_097846456879

“ცხინვალმა” “რაბოტნიჩკის” მოუგო

თურქულ შეკრებაზე “ცხინვლმა” მესამე ტესტ-მატჩი მაკედონიურ “რაბოტნიჩკისტან” გამართა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით მოუგო. ერთადერთი გოლის ავტორი, მატჩის მე-40 წუთზე, ცხინვალელთა ახალწვეული, რატი ცაცკრიალაშვილი გახდა.

”ცხინვალი” (ცხინვალი, საქართველო) – ”რაბოტნიჩკი” (სკოპიე, მაკედონია) – 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 რ. ცაცკრიალაშვილი (40. ვ. ბაჩაშვილის პასით)
05.02.2015. სიდე. „ემირჰან სპორტკომპლექსი“. 100 მაყურებელი.

”ცხინვალი” (I ტაიმი): ნადირაძე (კაპ.), ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, იმედაშვილი, ნ. ჯიშკარანი, მახარობლიძე, ქარდავა, შინდაგორიძე, მარკოზაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ივანიშვილი.
II ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ს. ნანიევი, ცერცვაძე, გიორგაძე, ბურძენაძე, მაისაშვილი, მუმლაძე, რუხაძე, ლექვთაძე, ახვლედიანი, არაბული.
მთ. მწვრთნელი: კახი კაჭარავა