ჰეკინგი: „გულდასაწყვეტია, რომ ცსკა-ს მეორე გოლი ვერ გავუტანეთ“

„ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა მოსკოვის ცსკა-სთან უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა შეაჯამა.

„დამსახურებულად გავიმერჯვეთ. ბოლომდე კონცენტრირებულნი ვიყავით და აქტიურად ვმოქმედებდით. თამაშის ასეთი დონე ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე 6 წელი არ გვითამაშია.

ცოტა გული დამწყდა, რომ ცსკა-ს მეორე გოლი ვერ გავუტანეთ. რაც შეეხება იულიან დრაქსლერს, უკვე დღეს ამ ფეხბურთელმა აჩვენა, რომ მის ტრანსფერში დიდი თანხა ტყუილად არ გადაგვიხდია“, – განაცხადა ჰეკინგმა.

მარკოიშვილი ცსკა-ს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა. მხარეებმა თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეაჩერეს. მოსკოვურ კლუბს ქართველმა წარმატება უსურვა.

„მთელი გულით ცსკა-ს ხელმძღვანელებსა და სამწვრთნელო შტაბს წარმატებასა და ევროპის წამყვან გუნდად ჩამოყალიბებას ვუსურვებ. ერთადერთი, რის გამოც გული მწყდება, ისაა, რომ ევროლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ. ასეა თუ ისე, მჯერა, რომ გუნდს ყველაფერი წინ ელის. მსურს, მადლობა გულშემატკივრებსაც გადავუხადო. ყველა აქ ყოფნისას ბოლომდე მეხმარებოდა“, – განუცხადა მარკოიშვილმა „არმიელთა“ ოფიციალურ საიტს.

მანუჩარ მარკოიშვილი ვი-თი-ბი ლიგის ჩემპიონია

მანუჩარ მარკოიშვილი ვითიბი ლიგის გამარჯვებულია. არმიულომა გუნდმა მესამე მატჩიც იოლად მოუგო რუსეთის სიძლიერით მეორე გუნდს და მრავალეროვანი ლიგის გამარჯვებული გახდა. სერიის მესამე, ჩემპიონობის მომტანი მატჩი მოსკოველებმა „ხიმკის“ დარბაზში – 99:69 მოიგეს.

ცსკა-ს შემადგენლობაში 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა. ოპონენტს იმდენად იოლად ჩაგრავდნენ, არმიელთა მწვრთნელს ტაქტიკის ცვლასა და სწორი შეცვლების გასაკეთებლად ჯაფა არც დასდგომია. ცსკა ძალიალ იოლად გახდა ვითიბი ლიგის ჩემპიონი.

გადამწყვეტ მატჩში მარკოიშვილმა 10:12 წუთი ითამაშა და დროის სიმცირის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა უკანახაელმა 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მანუჩარს 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. საუკეთესო შედეგი აარონ ჯექსონმა და მილოს თეოდოსიჩმა დააფიქსირეს. ამერიკელმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, სერბმა – 13 ქულა და 6 პასი.

2014-15 წლების სეზონი მარკოიშვილისთვის დასრულებულია.

ცსკა-ს პრეზიდენტი: „ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ“

მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტის ევგენი გინერის აზრით, არმიელები ერთ მშვენიერ დღეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.

„ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი – ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ, თუმცა ვერ გეტყვით, ეს რამდენად სწრაფად გამოგვივა. ჩვენი მოთამაშეები თასს აუცილებლად აწევენ, რითაც გულშემატკივრებსა და მთელ ქვეყანას გაახარებენ“, – განაცხადა გინერმა.

ჰალკმა ცსკა-ს შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

5 აპრილს, რუსეთის ჩემპიონატში სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ცსკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან, მეტოქის კარი ორივეჯერ ბრაზილიელმა ჰალკმა დალაშქრა, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.

მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს ოვერტაიმიან მატჩში, წარმატებულად დაუბრუნდა

მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა. ეს თავისთავად სასიხარულო სიახლეა და მას ისიც აძლიერებს, რომ ქართველმა ლეგიონერმა ხანგრძლივი უქმობის დასრულება შედეგიანი თამაშით აღნიშნა. მოსკოვის ცსკა-მ, რომელიც მალაგაში „უნიკახას“ ეთამაშებოდა, დიდი ბრძოლა გადაიტანა და გამარჯვებას დრამატულ ოვერტაიმში მიაღწია -76:75.

მარკოიშვილმა წინა მატჩი 20 ოქტომბერს, ვითიბი ლიგაზე, „ენისეისთან“ გამართა და ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა. თითქმის 2-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ქართველი ლეგიონერი მოედანზე ჩვეული შედეგიანობით დაბრუნდა. მართალია, ქართველმა უკანახაზელმა ბომბარდირული თვისებები ვერ გამოავლინა, თუმცა იმ 15:41 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, თავის გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა.

უმთავრესი ალბათ ისაა, რომ მარკოიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში ცსკა-მ 18 ქულით აჯობა „უნიკახას“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოველები ბოლო პერიოდამდე აგებდნენ, მარკოიშვილის ამ შედეგს ოქროს ფასი ედება. ამ მაჩვენებლით ქართველი ლეგიონერი არმიელთაგან საუკეთესო იყო.

ცალკე თემაა ის 2 სამქულიანი, რომელიც მანუჩარმა ბოლო პერიოდის დასაწყისში მიყოლებით ჩააგდო და საფუძველი დაუდო მოსკოვური გუნდის გაქცევას. ცსკა-მ მატჩის მიწურულს მოახერხა იმ 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომლითაც პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

მარკოიშვილი მოედანზე იმყოფებოდა მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთებზეც და საფი ნალო სირენამდე წამებით ადრე უმნიშვნელოვანესი ჩაჭრაც განახორციელა, თუმცა სონი უიმსმა სამქულინი ვერ ჩააგდო და თამაში დამატებით დროში გადაიზარდა. ექსტრახუთწუთეულის მესამე წუთზე გამოჩნდა მანუჩარი მოედანზე და თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვების მოპოვებაში აქტიურად მონაწილეობდა.

ქართველი ლეგიონერის მონაგარი ასეთი იყო – 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და ეს ყველაფერი ბურთის დაუკარგავად. ქართველმა უკანახაზელმა 4 სამქულიანი ესროლა, რომელთაგან მიზანს 2-მა მიაღწია. მანუჩარის მაგრი ქმედების კოეფიციენტმა 8 ერთეული შეადგინა და ამ მხრივ იგი ცეესკელთაგან მხოლოდ ნანდო დე კოლოს (27), სონი უიმსს (13) და კაილი ჰაინსს (13) ჩამორჩა.

ცსკა-ს 9-დან 9 გამარჯვება აქვს და ევროლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია. კატალონიურმა „ბარსელონამ“ პირველი მარცხი სწორედ ამ ტურში, შინ, რიკი ჰიკმანის „ფენერბაჰჩესთან“ დამატებით დროში განიცადა.

ევროლიგაში მორიგი მატჩი მარკოიშვილის გუნდს 18 დეკემბერს მოსკოვში, ფრანგულ „ლიმოჟთან“ ელის, მანამდე კი ჩეხეთის დაბა ნიმბურკში ადგილობრივ გუნდთან ვითიბი ლიგის მატჩს გამართავს

GBF.GE

“ბაიერნი” – ცსკა 3:0

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძა და მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით მოუგო.

ბაიერნი 2-0 ცსკა

გოლები: მიულერი 18′ ; როდე 84′ ; გიოტცე 90′ 

ცსკა – რომა 1:1

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში “რომა” მოსკოვში ადგილობრივ ცსკა-ს ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა

ცსკა 1-1 რომა

გოლები: ტოტი 43′ (0:1); ბერეზუცკი 90′ (1:1)

ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი გააუმჯობესა

იტალიური “რომას” ვეტერანმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე დამყარებული თავისი რეკორდი გააუმჯობესა.

მოგეხსენებათ, 30 სექტემბერს, ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” კარში გოლი გაიტანა, რის შედეგადაც ის ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი (38 წლისა და 3 დღის) ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი დალაშქრა.

25 ნოემბერს, ტოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, ცსკა-საც გაუტანა, რაც ნიშნავს იმას, რომ მან თავისი რეკორდი გააუმჯობესა.

კომპანიმ ცსკა-სთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ვინსან კომპანიმ მოსკოვის ცსკა-სთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„გამარჯვებულები ყველას მოსწონს. თუმცა, მე სხვა გზა ავირჩიე – საკუთარი გუნდის მჯერა და ამ კლუბს მხარს 100%-თ ვუჭერ.

მოდით, ყველაფერს სხვანაირად შევხედოთ. „სიტი“ არ არის ის კლუბი, რომელიც ზედიზედ 20 წელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ყოველწლიურად ახალ ეტაპზე გადასვლას ვცდილობთ და აქამდე ეს გამოგვდიოდა“, – ციტირებს ბელგიელს BBC.

„მანჩესტერ სიტი“ – ცსკა 1:2

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ ცსკა მიიღო და მოულოდნელად ანგარიშით 1:2 დaამარცხდა.

შეხვედრის მეორე წუთზე ანგარიში სეიდუ დუმბიამ გახსნა, თუმცა ექვს წუთში წონასწორობა იაია ტურემ აღადგინა. 34-ე წუთზე დუმბიამ დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში „სიტი“ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. „ქალაქელთა“ მდგომარეობა 70-ე წუთზე ფერნანდინიოს გაგდებით დამძიმდა. თორმეტ წუთში მანჩესტერელთა ბრაზილიელ ლეგიონერს მისი თანაგუნდელი იაია ტურეც მოჰყვა და მასპინძლებმა შეხვედრა 9 კაცით დაასრულეს.

საბოლოოდ, 1:2 და „არმიელებმა“ ამ გამარჯვებით ოთხი ქულა დააგროვეს, ხოლო „ქალაქელები~ ორი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ.

ცსკა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

დასრულდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მესამე ტურის პირველი მატჩი, რომელიხ ხიმკიში გაიმართა,ს ადაც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ და ფრედ 2:2 ითამაშეს.

არადა, სტუმართათვის პირველი ტაიმი ჩინებულად განვითარდა. 29-ე წუთზე ანგარიში კუნ აგუერომ გახსნა. ორამდე პელეგრინის გუნდის უპირატესობა მილნერმა გაზარდა, რომელმაც აკინფეევის კარი 38-ე წუთზე აიღო.

მეორე ნახევარში კი, ყველაფერი პირიქით განვითარდა. 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეცვლაზე შესულმა სეიდუ დუმბიამ შეამცირა, რომლის წაქცევისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ისტვან ვლადმა ოც წუთში ჯო ჰარტის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან ნათხო მივიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 2:2 – „ქალაქელები“ ორი ქულით ჯგუფის მესამე ადგილზე დარჩნენ, ხოლო „არმიელებმა“ თავის აქტივში პირველი ქულა ჩაიწერეს.

ცსკა – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (0:2)

გოლები: დუმბია 65′, ნათხო 86′ – აგუერო 29′, მილნერი 38′

ცსკა: აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი (დუმბია 56′, ცაუნა 90′), შენიკოვი; ტოშიჩი (ეფრემოვი 69′), ნათხო, ერემენკო, მილანოვი; მუსა

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი; მილნერი, ფერნანდო (იოვეტიჩი 86′), ტურე, დავიდ სილვა; აგუერო, ჯეკო (ნავასი 72′)

გაფრთხილება: ფერნანდო 57′