21-წლამდელები სან მარინოში გაემგზავრნენ – ევროშესარჩევი იწყება!

დღეს, გამთენიას, სან მარინოში გაემგზავრა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გუნდი. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი სან მარინოს ნაკრებთან მატჩით დაიწყებს.

ამ მატჩისთვის, მთავარმა მწვრთნელმა თან შემდეგი შემადგენლობა იახლა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), დაჩი ცნობილაძე („სიონი“, ბოლნისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი ერისთავი („დილა“, გორი), ლევან შენგელია („კოლხეთი“, ფოთი), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული  (ორივე „ცხინვალი“), დათო დარციმელია („სპარტაკუსი“, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ევროშესარჩევის პირველი მატჩი სან მარინოსა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებებს შორის, 3 ივნისს გაიმართება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

21-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ – პირველი სან მარინოა

ხვალიდან, 28 მაისიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის თბილისში მოემზადება. ალექსანდრე ჩივაძე ფეხბურთელებს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შეკრებს. ვარჯიშები კი, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება.

ამ ეტაპზე, შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“, თბილისი), რომან ტაკიძე („მაჭახელა“, ხელვაჩაური)

მცველები: დათო უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „სიონი“, ბოლნისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), გიორგი ერისთავი („დილა“, გორი), ლევან შენგელია („კოლხეთი“, ფოთი), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), ირაკლი გოგინაშვილი („საქსან ლუნგა“, მოლდოვა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული  (ორივე „ცხინვალი“), დათო დარციმელია („სპარტაკუსი“, უნგრეთი), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

21-წლამდელები სან მარინოში 1 ივნისს გაემგზავრებიან 18-კაციანი შემადგენლობით, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გუნდს სან მარინოში შეუერთდება ორი ლეგიონერი – გიორგი გადრანი და ლაშა დვალი.

რაც შეეხება მეკარე ბექა ქურდაძეს, ის ამჟამად 19-წლამდე ნაკრებთან ერთადაა და 21-წლამდელებს ხვალ შეუერთდება.

ევროშესარჩევის პირველი მატჩი სან მარინოსა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებებს შორის 3 ივნისს გაიმართება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

U21: საქართველომ უკრაინა დაამარცხა

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგურ მატჩს გამართა. ახალგაზრდა ჯვაროსნებს მეტოქეუბა უკრაინელმა 20 წლამდელებმა გაუწიეს.

შეხვედრა ჩივაძის შეგირდების უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმიც საბა ლობჟანიძის დუბლით, 2-0 მოიგეს. მეორე ნახევარში უკრაინელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩიც ქართვლების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

საქართველო: გოშაძე, კაკაბაძე, სანდოხაძე, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, კიკაბიძე, გოგინაშვილი, ლობჟანიძე, კაჭარავა

სათადარიგოები: თებიძე, ენდელაძე, ცნობილაძე, გურეშიძე, გოროზია, პაპუნაშვილი, ომანაძე, დარციმელია, გავაშელიშვილი

საქართველოს და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 27 მარტს დაუპირისპირდებიან.

21-წლამდელთა პირველი შეკრება – ნაკრები თურქეთში გაემგზავრა

დღეს, გამთენიას, თურქეთში გაემგზავრა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გუნდი. საწვრთნელი შეკრება ანტალიაში გაიმართება და ჩივაძის გუნდი ორ ამხანაგურ მატჩსაც ითამაშებს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან.

2015 წლის პირველ საწვრთნელ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), გაბრიელ თებიძე („გურია“, ლანჩხუთი)

მცველები: დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „სიონი“, ბოლნისი), დავით უბილავა, ნიკა სანდოხაძე  (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“, კვიპროსი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), გიორგი გოროზია („სტაბეკი“, ნორვეგია), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), ირაკლი გოგინაშვილი („საქსან ლუნგა“, მოლდოვა)

თავდამსხმელები: ლაშა ომანაძე („კალევი“, ესტონეთი), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), დავით დარციმელია („სპარტაკუსი“, უნგრეთი)

21-წლამდელები ამხანაგურ მატჩებს 25 და 27 მარტს ითამაშებენ.

 

სფფ-ის პრესსამსახური

21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია – საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართული უეფას 21-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, მონაწილე ქვეყნები მოლაპარაკებების მაგიდასთან კალენდრის შესადგენად დასხდნენ.

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, მე-6 ჯგუფის კალენდარი და სათამაშო დღეები დადგინდა.

2015 წელი

3 ივნისი:               სან-მარინო – საქართველო

3 სექტემბერი:      ხორვატია – საქართველო

7 ოქტომბერი:      საქართველო – ესპანეთი

13 ოქტომბერი:    საქართველო- ესტონეთი

13 ნოემბერი:        ესპანეთი – საქართველო

17 ნოემბერი:        საქართველო – შვედეთი

 

2016 წელი

23 მარტი:            საქართველო – სან-მარინო

ივნისი:                შვედეთი – საქართველო

1 სექტემბერი:    ესტონეთი – საქართველო

6 სექტემბერი:    საქართველო – ხორვატია

 

რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ შესარჩევ ციკლში ასეთი შემადგენლობით იმუშავებს: მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე, ასისტენტები – ოთარ გაბელია, გელა ინალიშვილი; მეკარეების მწვრთნელი – დავით გვარამაძე.

 

სფფ-ის პრესსამსახური

ევრო 2017: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

უეფაში, 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წლისყრა გაიმართა. ევრო 2017-ის შესარჩევში ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მეტოქეები არიან: ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან-მარინოს ახალგაზრდული ნაკრებები.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს 2015 წლის მარტში აიღებს.

U21 ჰოლანდიაში ემზადება. ხვალ შესარჩევის ბოლო მატჩია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკვე მეორე დღეა ჰოლანდიაში იმყოფება და ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი)

მცველები: თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), მამუკა კობახიძე („რუბინი“, რუსეთი), დავით უბილავა, დავით მთივლიშვილი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ლაშა დვალი („სკონტო“, ლატვია)

ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“, საჩხერე), ავთო ენდელაძე („ზესტაფონი“), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე (ორივე „დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია („ზესტაფონი“), ბაჩანა არაბული („დილა“, გორი), გიორგი ქვილითაია („დიორ ეტო“, უნგრეთი), ლაშა ომანიძე („კალევი“, ესტონეთი), გიორგი ჭანტურია (“ვერონა”, იტალია)

ამ შემადგენლობიდან, ალექსანდრე ჩივაძეს მხოლოდ კვიპროსული „ანორთოსისის“ ნახევარმცველი – გიორგი აბურჯანია გამოაკლდა.

გუნდი ქალაქ დევენტერში ცხოვრობს და ემზადება. დღეს საღამოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სტადიონ „დე ადელაარშორსტზე“ 21-წლამდე ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით კი, მათი 21-წლამდელები მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადებიან:

მეკარეები: უორნერ ჰანი („ფეინოორდი“, ჰოლანდია), მიკი ვან დერ ჰარტი („იგლზი“, დევენტერი, ჰოლანდია)

მცველები: იოსტ ვან აკენი („ჰეერენვენი“, ჰოლანდია), ნათან აკე („ჩელსი“, ინგლისი), სვენ ვან ბეეკი („ფეინოორდი“, ჰოლანდია), იორიტ ჰენდრიქსი, კარიმ რეკიკი (ორივე „პსვ ეინდჰოვენი“, ჰოლანდია), მაიკ ვან დერ ჰოორნი, რუბენ ლიგეონი (ორივე „აიაქსი“, ჰოლანდია), მაიკ ტე ვიერიკი („ჰერაკლესი“, ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ჟან-პოლ ბოეტიუსი, ტონი ტრინდადე დე ვილენა (ორივე „ფეინოორდი“, ჰოლანდია), კაილ ებეცილიო, ჰაკიმ ზიეჩი (ორივე „ტვენტე“, ჰოლანდია), მარკო ვან გინკელი („ჩელსი“, ინგლისი), ტერელ ოდნაანი („ვილემ II“, ჰოლანდია), კუინსი პრომესი („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), მუსტაფა საიმაკი („ზვოლე“, ჰოლანდია), დალი სინკგრავენი („ჰეერენვენი“, ჰოლანდია)

თავდამსხმელები: ლუკ კასტაინოსი („ტვენტე“, ჰოლანდია), გუუს ჰუპერტსი („ალკმაარი“), იურგენ ლოკადია („პსვ ეინდჰოვენი“, ჰოლანდია)

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩი ხვალ, 4 სექტემბერს, დევენტერში,თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ლუქსემბურგთან ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა

უეფამ საქართველოსა და ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრებების 2014 წლის 5 მარტის საკვალიფიკაციო მატჩის ანგარიში გააუქმა (1:1) და საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაუთვალა (0:3).

მიზეზი, სამწუხაროდ, ქართული მხარის შეცდომა გახდა. კერძოდ, ნიკა კვეკვესკირის გაფრთხილება, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა 2013 წლის 9 სექტემბერს, სლოვაკეთის ნაკრებთან გასვლით მატჩში მიიღო.

ამ მატჩის შემდეგ, 2013 წლის 10 ოქტომბერს, კვეკვესკირი ჰოლანდიასთან საშინაო მატჩში გააძევეს (წითელი ბარათი). მან 14 ოქტომბერს, შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა გამოტოვა. 18 ნოემბრის საშინაო მატჩში სლოვაკეთის წინააღმდეგ კი, კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

შესაბამისად, 9 სექტემბრისა და 18 ნოემბრის მატჩებში მას 2 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის შემდეგაც, ავტომატურად უნდა გამოეტოვებინა 2014 წლის 5 მარტს, ლუქსემბურგთან გასამართი შეხვედრა.

თუმცა, სამწუხაროდ, ნაკრების ხელმძღვანელებს ეს ფაქტი გამორჩათ და კვეკვესკირმა 5 მარტის მატჩი ითამაშა.

ფაქტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და სფფ-ს წერილობით აცნობა, რომ დაშვებული შეცდომის გამო, საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაეთვალა. ახლა, სატურნირო ცხრილში რვის ნაცვლად, შვიდი ქულა გვაქვს. შესწორება გაკეთდა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. უშუალოდ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ან სხვა რაიმე სახის სასჯელი არ შეხებია.

 

სფფ-ის პრესსამსახური

ალექსანდრე ჩივაძე: „მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებში დაწინაურება“

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გადასვლისთანავე, ნაკრების თავკაცმა – ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენლებმა თავი სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მოიყარეს, სადაც 21-წლამდელები იცხოვრებენ მომდევნო ორი დღის განმავლობაში.

ალექსანდრე ჩივაძე: „ჯგუფში ორი თამაში დაგვრჩა. ზეგ – ლუქსემბურგთან და სექტემბერში გასვლა ჰოლანდიასთან. სამწუხაროა, რომ დასანანი ქულები დავკარგეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ვერ შევინარჩუნეთ. ახლა, ჩვენი მიზანია მესამე ადგილზე დავრჩეთ. ამისთვის კი, დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგების მოპოვებაა საჭირო.

რა თქმა უნდა, უპირველესად შედეგებზე და ჯგუფიდან გასვლაზე ვფიქრობდით, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები დაწინაურდნენ. ჩვენ კი, ამ ჯერზე 1994 წელს დაბადებული ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახეთ, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე უკვე დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, ჩვენს სიაში შეგიძლიათ 10 ასეთი მოთამაშე ნახოთ.
გამოვიძახეთ გიორგი ილურიძე, თუმცა ტრავმის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება შეუძლია. ჩამოვა ნიკა ძალამიძე; ნაკრებშია ნიკა ტარყაშვილი, რომელიც სტაბილურად თამაშობს ბელგიის ჩემპიონატში. გვინდოდა 95-წლიანების – პაპუნაშვილის, ჯიქიას, ცინცაძის გამოძახებაც, მაგრამ ამ დღეებში ვასიკო მაისურაძის 19-წლამდელებს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ თურქეთში და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ეს ბიჭები ამხანაგურ თამაშებს ითამაშებენ, რადგან სულ მალე ელიტრაუნდი ელოდებათ“.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები 5 მარტს, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ევროშესარჩევის მატჩში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. მაყურებლებისთვის თამაშზე დასწრება უფასოა.

სფფ-ის პრესსამსახური

ჩივაძე და მისი ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე გადავიდა

დღეს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 10 და 14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიასა და შოტლანდიას უმასპინძლებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ალექსანდრე ჩივაძემ კი, დაანონსებული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ალექსანდრე ჩივაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მატჩები გველის ახლაც და ნოემბერშიც, როცა ჯერ 14-ში შოტლანდიას ვესტუმრებით და მერე 18-ში სახლში მივიღებთ სლოვაკებს.

შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა – ირაკლი ქობალიას ავადმყოფობის გამო, გიორგი ქვილითაია გამოვიძახეთ. რაც შეეხება გიორგი ილურიძეს, ორი დღის წინ, მან თავისი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. დღეს დავუკავშირდებით და თუ არანაირი პრობლემა არ ექნება, მასაც გამოვიძახებთ.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი, სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მხრივ, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს პრობლემა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მონახაზი და გეგმა, რის მიხედვითაც ვითამაშებთ. მანამდე კი, ყველაფერი ვარჯიშზე გამოჩნდება და ამაზე ბევრს ვიმუშავებთ.

ახლა, მთლიანად ჰოლანდიაზე ვართ კონცენტრირებული. როცა შინ თამაშობ, დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგებაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბევრ რამეს თამაშის მიმდინარეობა გვაჩვენებს.

რაც შეეხებათ ოქრიაშვილსა და ანანიძეს, როგორც იცით, შეთანხმება გვაქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, რომ ჰოლანდიასთან თამაშის შემდეგ, ისინი ესპანეთში უნდა წავიდნენ, თუმცა, ვნახოთ… მათი წასვლის შემთხვევაში, გაფართოებული სიიდან ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ. მოკლედ, დღეს საღამოს, გუნდი უკვე სრული შემადგენლობით მეყოლება.“

აქვე, მეტი სიზუსტისთვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), ნიკოლოზ შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“, საჩხერე)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქვილითაია („დილა“, გორი)

რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქეს, ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრები თბილისში ხვალ ჩამოვა და პირველ ვარჯიშს საღამოს, „დინამოს“ ბაზაზე გამართავს. ვარჯიში დახურული იქნება. 9 ოქტომბერს კი, ჰოლანდიელები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს დღის 3 საათზე, „მიხეილ მესხზე“ გამართავენ, რომელიც მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის გაიღება საწყისი 15 წუთი. ჩვენი სტუმრები მატჩისწინა პრესკონფერენციას არ გეგმავენ.

სფფ-ის პრესსამსახური