“იუვენტუსი” “უდინეზეს” 19 წლის მეკარეში 5 მილიონ ევროს იხდის

Calciomercato-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები “უდინეზეს” კარის დარაჯის, ალექს მერეტის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

იტალიურ პრესას თუ ვენდობით, სწორედ ახალგაზრდა იტალიელმა მეკარემ უნდა შეითავსოს ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრის როლი, რომელიც კარიერის დასრულებას 2018 წელს აპირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 19 წლის მერეტი ამ დროისთვის “სპალის” რიგებში ირიცხება, რომელიც იტალიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის.

როგორც გვაცნობებენ, იტალიური სერია ა-ს ლიდერებმა უკვე მიაღწიეს ფინანსურ შეთანხმებას “უდინეზესთან”, რომლის თანახმადაც, “ბებერ ქალბატონს” ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.

იტალიური პრესა: “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” ალექსის სანჩესისთვის იბრძოლებენ”

ლონდონის “არსენალის” მესვეურები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ალექსის სანჩესმა გუნდთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს. “მეთოფეები”, ჩილელი სუპერვარსკვლავის წასვლის შემთხვევაში, მის შემცვლელად მარკო როისს განიხილავენ.

როგორც იტალიური წყარო – Calciomercato.com-ი იტყობინება, “იუვენტუსმა” და “მანჩესტერ სიტიმ” 27 წლის მოთამაშის სურვილის შესახებ იციან და ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას შეეცდებიან. სანჩესი პრემიერ ლიგაში 2014 წლიდან თამაშობს. მას იტალიური გამოცდილებაც აქვს, იგი “უდინეზეს” შემადგენლობაში მთელი ხუთი წელი თამაშობდა.

ერთი სიტყვით, ალექსისს არც სათამაშო პრაქტიკა და არც პროფესიონალიზმი აკლია. საინტერესოა, რომელ ჩემპიონატს აირჩევს იგი. შესაძლოა, ვენგერმა დაარწმუნოს, რომ “არსენალში” დარჩეს.

“ნაპოლიმ” “უდინეზესთან” შეათანხმა, მაგრამ პოლონელს “ლივერპულში” ურჩევნია

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა “უდინეზეს” 9.5 მილიონი ფუნტი შეთავაზეს პიოტრ ზელინსკის სანაცვლოდ.

პოლონელმა ფეხბურთელმა, რომელიც კვირას, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოგებულ მატჩში (1-0) მთელი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ბოლო ორი წელი “ემპოლიში” გაატარა, სადაც ის არენდის წესით იმყოფებოდა.

ამ ფეხბურთელის გადაბირების სურვილი იტალიურმა “ნაპოლიმაც” გამოთქვა, თუმცა სანდო წყაროს ცნობით ზელინსკის იურგენ კლოპის გუნდში სურს გადასვლა, რასაც ნეაპოლელთა პრეზიდენტიც ადასტურებს.

“პოცოს ოჯახს ზელინსკის ტრანსფერის თაობაზე მოველაპარაკე, თითოეული დეტალი შევათანხმეთ. მაგრამ თავად ფეხბურთელს ჩვენთან მოსვლა არ უნდა. ის ყველაფერს აკეთებს, რათა “ლივერპულში” გადავიდეს.” – განაცხადა “ნაპოლის” პრეზიდენტმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

დი ნატალე „უდინეზედან“ წავა, თუმცა კარიერას არ დაასრულებს

„უდინეზეს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამჟამინდელი კლუბიდან წასვლა დაადასტურა. ამავდროულად, 38 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას არ ჩქარობს.

„ტორინოსთან“ ხვალინდელ მატჩში ვერ ვითამაშებ, რის გამო ვწუხვალ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრავმირებული ვარ. იმედია, „კარპისთან“ შეხვედრისთვის გამოვჯანმრთელდები. ეს მატჩი ჩემთვის „უდინეზეს“ მაისურით ბოლო იქნება.

აქ ჩინებული 12 წელი მქონდა. ჩემი კარიერა ფილმს იმსახურებს, მაგრამ მთავარი გმირი უკვე აღარ ვარ. სიამაყით მივდივარ, რადგან გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. აქ ჩემი მიღწევებით ვამაყობ, თანაგუნდელების დახმარებით ბევრი გოლი გავიტანე. მოედანზე და მის გარეთ მიღწეულით ვამაყობ.

კარიერას არ ვასრულებ, მიზნები ჯერ კიდევ მაქვს. მსურს, ჯუზეპე მეაცას გავუსწრო (მეაცამ სერია ა-ში 216 გოლი გაიტანა, დი ნატალეს ანაგრიშზე კი 208 ბურთია – ავტ.)“, – ციტირებს დი ნატალეს „Football-Italia“.

დი ნატალე „უდინეზეში“ 2004 წლიდან თამაშობს.

დი ნატალემ, შესაძლოა, კარიერა დეკემბერში დაასრულოს

„Gazzetta dello Sport“-ს თუ დავუჯერებთ, „უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ, შესაძლოა, ფეხბურთელის კარიერა უკვე 2015 წელს დაასრულოს. გამორიცხული არ არის, „ტორინოსთან“ სერია ა-ს მე-17 ტურის მატჩი მისთვის ბოლო იყოს. ხსენებული შეხვედრა ოც დეკემბერს გაიამრთება.

38 წლის მოთამაშე ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა, თუმცა შემდეგ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და კიდე ერთი სეზონით დარჩენა ისურვა.

მიმდინარე სეზონში ტოტომ იტალიის ჩემპიოანტში 11 მატჩუ ჩაატარა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. სერია ა-ში დი ნატალეს კარიერული მაჩვენებელი 208 გოლს შეადგენს. „უდინეზეში“ ის 2004 წლიდნა თამაშობს.

„უდინეზე“ დიამანტის აკვირდება

„უდინეზე“ „უოტფორდის“ 32 წლის იტალიელ ნახევარმცველ ალესანდრო დიამანტის აკვირდება. ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ჩინურ „გუაჩჟოურ ევერგრანდს“ ეკუთვვნის, ინგლისში კი ის იჯარის წესით თამაშობს.

„უდინეზეს“ სურს, რომ „უოტფორდმა“ დიამანტი ჩინეთში გაუშვას, რათა ის ასევე იჯარით იანვარში დაიმატოს.

მიმდინარე სეზონში ალესანდრომ მხოლოდ სამჯერ ითამაშა. სამივე შემთხვევაში ის შეცვლაზე შემოვიდა.

„უდინეზეს“ თავკაცმა „ნაპოლი“ სერია ა-ს საუკეთესო გუნდად დაასახელა

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო კოლანტუონომ „ნაპოლისთან“ სერია ა-ს მე-12 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ სერია ა-ს საუკეთესო გუნდს შევხდებით. შეგვიძლია, ამ შეხვედრაში მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. უნდა შევეცადოთ, შეხვედრის დასაწყისში მოედნის ცენტრში მეტოქის გამორჩეულ მოთამაშეებს ხელი შევუშალოთ“, – ციტირებს „უდინეზეს“ თავკაცის სიტყვებს „Football Italia“.

ამჟამად „ნაპოლი“ 22 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო „უდინეზე“ 12 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

პეპე, შესაძლოა, „უდინეზეში“ გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ გამოცდილი ნახევარმცველი სიმონე პეპე „უდინეზესთან“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას იწყებს. ტურინულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ფეხბურთელს წლის ბოლომდე აკავშირებს, ამიტომაც მას, დიდი ალბათობით, ახალი სამუშაო ადგილის ძებნა მოუწევს.

პეპემ „ბიანკონერიში“ ადგილის დამკვიდრება ვერაფრით მოახერხა. განვლილ სეზონში მის ანგარიშზე 12 მატჩია, აქედან ერთი შეხვედრა მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე სულ 221 წუთის განმავლობაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ პეპე „ფრიულიზე“ აქამდეც თამაშობდა – „უდინეზეს“ ღირსებას ისევ 2007 წლიდან 2010 წლამდე იცავდა. მანამდე 2006/07 წლების სეზონში მან იჯარით „კალიარიში“ ითამაშა.

37 წლის ანტონიო დი ნატალემ “ჰელას ვერონას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

3 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ გაიტანა.

“ინტერმა” ცხრაკაციანი “უდინეზე” პოდოლსკის სადებიუტო გოლით დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ანდრეა სტრამაჩიონის “უდინეზემ” მილანის “ინტერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში სტუმართა არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, თუმცა ორ წუთში მასპინძელთა გამოცდილმა ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ წონასწორობა აღადგინა. რობერტო მანჩინის გუნდს სამი ქულა ლუკას პოდოლსკის შესანიშნავმა დარტყმამ  მოუტანა. გერმანელი ფეხბურთელისთვის ეს “ნერიაძურის” რიგებში გატანილი სადებიუტო გოლია.

აღსანიშნავია, რომ “უდინეზე” 58-ე წუთის შემდეგ მოედანზე ცხრა კაცით თამაშობდა. მე-40 წუთზე მინდვრიდან მაურინციო დომიცი გააძევეს, 58-ე წუთზე კი მთავარი არბიტრის შეურაცხყოფისთვის მის გზას ემანუელ აგიემანგ-ბადუ გაუყენეს.

“ინტერმა” აქტივში 48 ქულას მოუყარა თავი და ახლა სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია. “უდინეზე” 38 ქულით მე-13 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის ჩემპიონატი
33-ე ტური
“უდინეზე” — “ინტერი” 1:2 (0:0)

გოლები: დი ნატალე 50′ — იკარდი 48′ (პენ), პოდოლსკი 65′.
გაფრთხილებები: პინცი 14′, დომიცი 25′, კარნეზისი 46′, ვიდმერი 51′ აგიემანგ-ბადუ 58′ — გუარინი 19′, პოდოლსკი 70′, პალასიო 83′, მედელი 90+3′.
გაძევებები: დომიცი 40′, აგიემანგ-ბადუ 58′.

ინძაგი: „მილანი“ ასე არ უნდა თამაშობდეს“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „უდინეზესთან“ იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურის წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„შესაძლოა, „ინტერთან“ წინა შეხვედრამ ძალები დაგვაკარგინა, თუმცა სამშაბათიდან გუნდს ვაფრთხილებდი, რომ „უდინეზე“ დასაფასებელი მეტოქეა.

აქამდე მატჩებისა და ვარჯიშის მიმართ სწორი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ დღეს ყველაფერი, სამწუხაროდ, სხვაგვარად იყო. შევეცდები გავიგო, თუ რატომ დავმარცხდით, რადგან საქმისადმი არასწორი დამოკიდებულება გუნდისთვის დამღუპველია.

საშუალება რომ მქონდეს, შესვენების დროს ათ ცვლილებას გავაკეთებდი. სათქმელი მეტი არაფერია. ჩვენ „მილანი“ ვართ და ასე თამაშის უფლება არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა „როსონერის“ დამრიგებელმა.

ინძაგი “მილანს” ბაზაზე ჩაკეტავს

„პარმა“ – „უდინეზეს“ მატჩი, შესაძლოა, არ შედგეს

„პარმასა“ და „უდინეზეს“ შორის იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურის მატჩი, შესაძლოა, არ შედგეს. ამის შესახებ „უდინეზეს“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯარეტამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქე გუნდის ხელმძღვანელებმა მათ წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ამის შესახებ აცნობეს.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ „პარმა“ ფეხბურთელებს ხელფასს დროულად არ გადაუხდის, კლუბს 5 ქულა ჩამოერთმევა. აღსანიშნავია, რომ გუნდი ამჟამად 9 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს.

იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი