ფორლანმა რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ცნობილი ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი თვლის, რომ რამდენიმე წელიწადში „ბარსელონას“ შემტევი, ბრაზილიელი ნეიმარი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იქნება.

„ნეიმარი პლანეტის წამყვან ბობმარდირთა შორისაა, რომელიც საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში გამოდის. ის გოლებს იტანს, საგოლე გადაცემებს აკეთებს, მეტოქეებს ატყუებს და ბურთით წარმოუდგენლად თამაშობს.ნეიმარი ევროპულ ფეხბურთს სწრაფად შეეჩვია, რაც ყველა ბრაზილიელს ვერ გამოსდის. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოში საუკეთესო იქნება“, – თვლის ფორლანი.

ედინსონ კავანიმ გაძევების შემდეგ ჩილელ ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა (ვიდეო)

25 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში ჩილემ ურუგვაი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის 63-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ედინსონ კავანი გააძევა, გაძევების შემდეგ კი “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა მეტოქეს ფეხი ჩაარტყა.

Lo que no se vio del conflicto Jara-Cavani, anoche, en el Estadio Nacional… #LaCopaEstáEnEl13 😮

Posted by Teletrece on Thursday, 25 June 2015

რატომ გააძევეს ედინსონ კავანი ჩილესთან მატჩში (ვიდეო)

25 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში ჩილემ ურუგვაი ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის 63-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ედინსონ კავანი გააძევა, რომელმაც შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

კოპა ამერიკა: მეოთხედფინალში ჩილე ურუგვაის დაუპირისპირდება

კოპა ამერიკა 2015-ის პირველი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.

A ჯგუფის პირველადგილოსანი ჩილე B ჯგუფის მესამეადგილოსან, ურუგვაის დაუპირისპირდება.

მატჩი 24 ივნისს, “სანტიაგო ესტადიო ნასიონალზე” გაიმართება.

კოპა ამერიკა. პარაგვაი 1/4 ფინალშია

დასრულდა კოპა ამერიკის B ჯგუფის მატჩი ურუგვაისა და პარაგვაის შორის, სადაც ოსკარ ტაბარესის შეგირდები მეტოქეს დაუზავდნენ და ამ შედეგით არგენტინა და პარაგვაი ჯგუფიდან გავიდა.

ურუგვაი 1-1 პარაგვაი

გოლი: ხიმენესი ’29 – ბარიოსი

ურუგვაი: მუსლერა, მაქსიმილიანო პერეირა, ხიმენესი, კოატესი, ალვარო პერეირა, არევალო, სანჩესი (როდრიგესი 67′), გოსალესი, ერნანდესი (სტუანი 46′), როლანი, კავანი.

პარაგვაი: ვილარი, კასერესი, და სილვა, ბრუნო ვალდესი, პირისი, მოლინასი, ორტიგოსა (ორტისი ’64), ბენიტესი, ბობადილია (გონსალესი 68′), ნელსონ ვალდესი, ლუკაშ ბარიოსი (სანტა კრუზი 72′).

ოსკარ ტაბარესის შეგირდებს ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ. მათ შეუძლიათ, პლეი-ოფს მესამე ადგილოსნის სტატუსით შეუერთდნენ.

რა უქნა მესიმ ურუგვაელ ფეხბურთელს (ვიდეო)

17 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში, არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:0), ლიონელ მესის ურუგვალე მეტოქესთან დაჯახება მოუხდა.

ლიონელ მესი და დიეგო გოდინი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

17 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში არგენტინის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრიდ დააფიქსირეს.

არგენტინას აგუერომ მოაგებინა

კოპა ამერიაკზე მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრებმა, რომელიც გშნ ურუგვაის დაუპირისპირდა.

პრინციპული მეტოქეების შეხვედრის ბედი ერთადერთი გოლით გადაწყდა. უგოლოდდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ 56-ე წუთზე ერთადერთი გატანილი გოლის ავოტრი სერხიო აგუერო გახდა,რომელმაც შედეგიანი დარტყმა 56-ე წუთზე შეასრულა.

2 ტურის შემდეგ არგენტინელთა აქტივში 4 ქულა და ჯგუფში პირველი პოზიციაა, ხოლო ურუგვაი 3 ქულით მესამეა.

არგენტინა 1-0 ურუგვაი

გოლი: აგუერო 56′

კავანიმ იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია (ვიდეო)

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია.

“პატივი უნდა ვცეთ იამაიკას. როგორც სხვა აფრიკული ქვეყნები, ისინიც ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება”, – თქვა კავანიმ პრესკონფერენციაზე.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.

“პირველ რიგში, იამაიკასა და მის ხალხს ბოდიშს ვუხდი. გონებაში თქვენი ნაკრებისა და სხვა აფრიკული გუნდების სტილი და მახასიათებელი ერთმანეთს შევადარე, თუმცა მე ამ შედარების მხოლოდ ნახევარი განვმარტე, ამიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე არაზუსტად.

საჯარო ბოდიშს გიხდით და იმედია, ამ ყველაფერს იუმორით შეხედავთ”, – დაწერა კავანიმ სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, იამაიკა კარიბის ზღვაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანია.

კოპა ამერიკის ეგიდით ურუგვაისა და იამაიკის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ფორლანი სამშობლოში დაბრუნდა

დიეგო ფორლანმა კონტრაქტი ურუგვაულ “პენიაროლთან” გააფორმა. იაპონური “სერეზო ოსაკას” დატოვების შემდეგ 36 წლის თავისუფალი აგენტი მონტევიდეოში დაბრუნდა და მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

2014 წელს იაპონური გუნდის შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძო.

კარიერის განმავლობაში ფორლანს “ინდეპედიენტეს”, “მანჩესერ იუნაიტედის”, “ვილიარეალის”, “ატლეტიკოს”, “ინტერის” და “ინტერნასიონალის” შემადგენლობაში უთამაშია.

ფორლანს კონტრაქტი არ გაუხანრგძლივეს

იაპონური “სერეს ოსაკას” ურუგვაელი ფორვარდი, დიეგო ფორლანი თავისუფალი აგენტი გახდა. კლუბმა გამოცდილ შემტევს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა.

36 წლის ფორლანი “სერესოს” ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში გამოცდილმა ურუგვაელმა 16 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, თუმცა ასეთმა შედეგიანობამ გუნდს მაინც ვერ უშველა და “სერესო” იაპონიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გავარდა.

ფორლანმა, რომელიც 2010 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე გახდა, საერთაშორისო კარიერა მარტში დაასრულა.

დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. მახსოვს, ტელევიზორში რომ ვუყურებდი ეროვნულ ჰიმნზე ამღერებულ ფეხბურთელებს, გასაოცარი გრძნობა მეუფლებოდა. ვფიქრობდი, რომ ამ ოცნებას მეც ავისრულებდი. ურუგვაის ეროვნული გუნდის მხარდაჭერას მთელი გულით გავაგრძელებ. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი დონე და სულისკვეთება მოედანზე მეჩვენებინა და არა სიტყვების საშუალებით. ურუგვაელ ფეხბურთელებს მე არ ვჭირდები იმის სათქმელად, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფორმის ტარება”, – განაცხადა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო ფორლანი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას ურუგვაის ნაკრებში ჩატარებულ 112 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. 2011 წელს გუნდთან ერთად კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა.