26 იანვარს, ბრაზილიისა და ურუგვაის 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კურიოზული რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უოლას ოლივეირა მოედნიდან გააძევეს, რის შემდეგაც მან დროის გაყვანა გადაწყვიტა.
ჭდე: ურუგვაი
სუარესმა მონტევიდეოს საავადმყოფოს პაციენტ ბავშვებს 500 საჩუქარი გაუგზავნა
„ბარსელონასა“ და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა საშობაოდ მონტევიდეოს საავადმყოფოს პაციენტ ბავშვებს დიდი საჩუქარი გაუკეთა.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა ბავშვებს საჩუქრების 500 კომპლექსი გაუგზავნა.
ყოველი საჩუქარი სუარესმა თავისი ოჯახის სახელით გააგზავნა და ბავშვებს ბედნიერი 2015 წელი უსურვა.
კოსტა რიკელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესს მაისური შემოახია (ვიდეო)
14 ნოემბერს, ურუგვაისა და კოსტა რიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, კოსტა რიკელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესის მაისური დააზიანა.
ურუგვაელი ფეხბურთელის გასაოცარი გოლი
ურუგვაის ჩემპიონატში “ნასიონალსა” და “რენტისტატს” შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გავიდა.
ლუის სუარესმა ომანის ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა
13 ოქტომბერს, ომანისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:3), ლუის სუარესმა ეფექტური გოლი გაიტანა.
ლუის სუარესმა შუა თამაშისას ტუალეტში წასვლა მოინდომა
10 ოქტომბერს, ურგვაისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ლუის სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას ტუალეტში წასვლა მოითხოვა და მან ეს მსაჯსაც უთხრა.
ლუის სუარესმა დისკვალიფიკაციის შემდეგ ურუგვაის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
10 ოქტომბერს, საუდის არაბეთისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ერთ-ერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
სუარესი კავანის იბრაჰიმოვიჩისგან გაქცევას ურჩევს
„ბარსელონას“ თავდამსხმელის ლუის სუარესის აზრით, დროა, მისმა მეგობარმა ედინსონ კავანიმ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგები დატოვოს.
„საშინელია იმის ხილვა, თუ როგორ ათამაშებენ ისინი კავანის სხვა პოზიციაზე. ახლა ედინსონი ჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელიც იბრაჰიმოვიჩს უნდა ამარაგებდეს. პარიზმა მისი ცხოვრება გაართულა. სჯობს, კავანიმ პსჟ დატოვოს“, – აცხადებს სუარესი.
კავანისთვის ბრძოლაში, ბრიტანული პრესის აზრით, ფავორიტი ლონდონის „არსენალია“, მეთოფეები ურუგვაელი ბომბარდირის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.
ედინსონის შეძენის მსურველთა შორის „ლივერპულიც“ ფიგურირებს, თუმცა მერსესაიდელები უფრო გონსალო იგუაინის ან ქარიმ ბენზემას ტრანსფერზე ფიქრობენ.
ლუის სუარესი ნაკრებში გამოიძახეს
ურუგვაის ეროვნული გუნდის თავდამსხმელ ლუის სუარესს საუდის არაბეთისა და ომანის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდში უხმეს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გარდა ამისა, სუარესს ცხრამატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა ფიფამ მას ამხანაგურ შეხვედრებში თამაშის საშუალება მისცა.
ურუგვაის ნაკრების განაცხადი ასე გამოყურება:
მეკარეები: მუსლერა, მ. სილვა;
მცველები: მ. პერეირა, ხიმენესი, ველასკესი, გოდინი, გ. სილვა, კასერესი;
ნახევარმცველები: ა. პერეირა, რ. არევალო, არისმენდი, კორუხო, მაიადა, რამირესი, ლოდეირო, დე არასკაეტა;
თავდამსხმელები: როლანი, ხ. როდრიგესი, კ. როდრიგესი, სტუანი, სუარესი, ერნანდესი.
ურუგვაელები საუდის არაბეთის ნაკრებთან მატჩს 10 ოქტომბერს, ომანის ეროვნული გუნდთან კი 13 ოქტომბერს გამართავენ.
38 წლის ალვარო რეკობამ კუთხურიდან ჩაახვია
27 სექტემბერს, ურუგვაის ჩემპიონატში “ნასიონალსა” და “მონტევიდეო უონდერერსს” შორის გამართულ მატჩში (2:0), 38 წლის ალვარო რეკობამ კუთხურიდან ჩაახვია.
ურუგვაიში მსაჯი წააქციეს
ურუგვაიში “დეფენსორსა” და “პენაროლს” შორის გამართულ მატჩში კურიოზული რამ მოხდა.
სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, ორ თვემდე შემცირდეს
“ბარსელონას” ახალწვეულის ლუის სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, ოთხიდან ორ თვემდე შემცირდეს. უცხოური პრესის ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძოა, ლოზანის სპორტულმა არბიტრაჟმა მიიღოს, რომელიც “ბარსელონას” აპელაციას 8 აგვისტოს განიხილავს.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუარესის 9-მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება.
სასჯელის შემცირების შემთხვევაში ურუგვაელ ფორვარდს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა 14 სექტემბერს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიეცემა.